Thursday, August 28, 2008

LOST

არა, ვაღიარებ სერიალები არ მიყვარს, მაგრამ დაკარგულები სულ სხვააა, მე-3 სეზონმა ისე ჩამითრია ზომბივით დავდივარ უკვე :P გოლ.გე-ზე მე-3 სეზონის 21 სერიაა არადა აშკარად აკლია მინიმუმ კიდევ ერთი სერია, ხოოოოოოდა იქნებ ვინმემ იცოდეს სადააა ან თუა და მიმასწავლოს გზა მისკენ, რომ არ დავემსგავსო უდაბნოსა შინა მღაღადებელს... ფილმში ერთი მომენტი იყო, რომელმაც ძალიან დამაფიქრა: ჩარლი სიკვდილის წინ იხსენებს და ფურცელზე წერს თავისი ცხოვრების 5 საუკეთესო მომენტს ( ისე დაკარგულების რეჟისორზე გაბრაზებული ვარ, რას ერჩოდა, ჩარლის რატო კლავდა ;( ჩემი უსაყვარლესი გმირია...) ხოოოდა ვიფიქრე, ჩემთვის, რომ ეკითხათ რომელია შენი ცხოვრებიდან 5 საუკეთესო მომენტიო რას ვიტყოდი. გამიხარდა, გასახსენებლად ზუსტად 5 წუთი დამჭირდა და მეც დავწერე :) :
5) სტუდენტი ვააააააააარ _ ეს მართლაც მაგარი იყო, პირველი თაობა ეროვნულების, პირველი ნაბიჯები დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ. არასოდეს დამავიწყდება როგორ ავირბინე სასოფლოს კიბეეები, რომ მოვიხედე უამრავი ადამიანი დავინახე, უბრალოდ ვიგძენი, რომ რაგაც მნიშვნელოვანს ვწეყვეტდი იმ მომენტში, რომ უკვე დიდი ვარ...
4) მტრის ჯინაზე პრავა მაქვს :D _ აი ეს მართლაც უბედნიერესი დღე იყო, 5ჯერ ერთი ჯანდაბიდან, ანუ ვარკეთილიდან მეორე ჯანდაბაში, ანუ გლდანში წასვლას ეხუმრები? გლდანს და პოლიციის აკადემიის შენობას დასანახად ვეღარ ვიტანდი, რომ არაფერი ვთქვა იმ ჯარისკაცებზე კიდევ შეხვედრას, რომ მპირდებოდნენ. 5-ჯერ რატო???? იმიტომ, რომ 4ჯერ ჩავიჭერი (რა საშინელი სიტყვაა), ასე რომ ჩუუუუუ, არავის უთხრა, ვმალავ :P
3) მე ვმუშაობ :) _ ხოოო, ეს დღეც არასოდეს დამავიწყდება, პირველად ვცადე ჩემს ცხოვრებაში მუშაობა დამეწყო და იუსტიციაში ამოვყავი თავი, იქაურობაზე უბრალოდ შეყვარებული ვარ, უმაგრესი ადამიანები გავიცანი, რომლებსაც ყოველთვის ეჭირებათ განსაკუთრებული ადგილი ჩემს ცხოვრებაში :)
2) კანადის რელსები :D _ სახელდახელოდ შეკრებილმა გუნდმა "ახალგაზრდა ცილვილისტებმა" შესარჩევ ტურში გაიმარჯვა და იმიტირებულ პროცესზე კასატორ მხარედ წარსდგა... დავა იყო კანადის რელსებსა და შპს მთვარეს შორის, ნუ აქ მეტი საინტერესო არაფერი იყო, უბრალოდ შესარჩევზე 99 ქულა ავიგეთ და არ ვიცოდით გავიდოდით თუ არა, მაგრამ გავედით :P
1)..... _ აი ამაზე მართლა დიდ ხანს ვიფიქრე, ნეტა რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი პირველ ადგილას, რომ დავაყენოთქო, ხოდა ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე :) ალბათ არც არაფერი მომხდარა ისეთი განსაკუთრებული... ან მოხდა და ჯერ ვერ ვამჩნევ, ვინ იცის...
ეს არის 20 წლიანი მოღვაწეობის შედეგი ამ სამყაროში :P ვიცი, გავა წლები და შეიძლება გამეცინოს ამ რეიტინგზე, სულ სხვა ამბებმა ჩაანაცვლოს... უბრალოდ ახლა ამ მომენტში ესენი მახსოვს და არ მინდა დავიწყებას მივცე :)
P.S ჰეი, შენ მკითხველო, მარიამობას გილოცავ, მრავალს დაესწარი, მისი მადლი გფარავდეს და უბრალოდ იყავი ბედნიერი :)

9 comments:

sabaha said...

სალო რამდენიმე წელში ისევ რო გააკეტებ ასეთ რეიტინგს აქ დაწერილიდან არც ერთს აღარ გაიმეორებ, ანუ იმდენი კარგი რამ მოხდება შენს ცხოვრებაში, რომ ამ ყველაფერს გახსენების ღირსადაც არ ჩათვლი :))
დარწმუნებული ვარ :))
:* :* :*

Lalena said...

გაიხარე ნიიინ :*

OTO said...

V სეზონს ველოდები . . . : )

Anonymous said...

აი, ერთადერთი პრავის შემშურდა რა :user:

Lalena said...

OTO მე ცოტა ჩამორჩენილი ვარ, ახლა მე-4ზე გადავედი და მე4 ბოლომდე არის სადმე? თუ 14 სერიაა მარტო?
DEKA პრავის გამო ზოგჯერ მეც მშურს ჩემი თავის, აი მაქანაღა მაკლია რაა :D

jaco said...

მალე რიიგით პირველ ადგილზე გასული მოვლენაც მომელოცოს :) (თუმცა არ ვიცი რა გავა პირველ ადგილზე :))

Lalena said...

დიიიიდი დიიიდი მადოლიიი გიგა :)))

jaco said...

გოგოოო! გიგა არის დვორსკი და მე ვარ მირო, ჯაკოო:)

Lalena said...

უიიი, მე ბოდიში, ავურიე ცოტაა :))))