
ადამიანები ყოველდღიურად, ყოველდღიურ ურთიერთობებში, ისე ვიქცევით, როგორც სწორად და მართებულად მიგვაჩნია, თუმცა ხშირად ვწუწუნებთ იმაზე, რომ ამა თუ იმ სიტუაციში თავაზიანობა ”გვაიძულებდა” ამგვარ მოქმედებას... ხოდა მოდი დავფიქრდეთ რა მოხდებოდა ისე, რომ ვიქცეოდეთ ხშირად მხოლოდ გულში, რომ გაგვიფიქრია და სწორედ ამ გაფიქრებით მოგვრილი სიამოვნება ღიმილად სახეზე, რომ გადაგვრბენია... მაშ ასე:
1. ლოყებღაჟუნა სოფლიდან ახლადჩამოცუქცუქებული ბიჭოზავრი, რომ კომპლექსებზე დაგიწყებს ”საუბარს”, ყველაფერის უფლება გაქვს, ოღონდ არ მოუხმო თავაზიანობას და არ იდგე გაოცებული ღიმილით სახეშემხმარი.
2. თბილისში გამეფებულია ტენდენცია ”მეზობლის ჯინაზე”, ”იმას თუ აქვს?”, ”აი, მაგდასნაირი საათი მინდა!”, ”შენმა დამ სად იყიდა?”, მოკლედ მოდაშია ყველაფერი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ანუ არა მარტო ტანსაცმელი (ხშირად უგემოვნო), არამედ აქსესუარები, ყურთსასმენები, ფოტოაპარატგადაკიდებული სიარული, ფრაზები, მანერები, ასე, რომ არ გაგიკვირდეს, თუ წინა დღით ახლობელთან გაზიარებული სურვილი მასურის შეძენისა რეალობად იქცა, თუმცა ცოტა სხვაგვარად, მაგალითად მეორე დღეს მაღაზიაში მისულს აღარ დაგხვედრია, სამაგიეროდ, ჰოი საოცრებავ?! შენი ახლობელი სულ სულ შემთხვევით სხვაგან გადაწყდომია ”მსგავსს”... ჩათვალე ერთით ნოლია...
3. სად დაიკარგა ჯენტლმენობა?! რომელი ჯენტლმენობა? თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შენს ბოლოთვეში მყოფ ორსულ დაქალს ადგილს არ უთმობენ, თვისუფლად შეგიძლია იქვე ”კერკოროვის” სმენით ნირვანაში ”ჩავარდნილ” გაგიკვირდება და მამრს უთხრა:” უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, მაგრამ თუ ვერ ხედავთ შეგატყობინებთ, რომ გოგონა ორსულადაა, იქნებ გამოიჩინოთ ჯელტმენობა და ადგილი დაუთმოთ? გმადლობთ” რასაც თან ახლავს რაღა თქმა უნდა თავაზიანი ღიმილი და ამ ღიმილს ამოფარებული ”თავაზიანი” ფიქრები...
4. თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაქანცულს უკიდეგანო ჭყლეტვაში, შენს წინ მდგომი ქურთულ-სომხური მოდის ტენდენციებს აყოლილი, i'm calling you-ზე აჟღურტულებული მობილურით ხელში, ძალიან საყვარელი ”ლ”-ებით მოლაპარაკე გოგჩო თავისი ”შპილკა” ქუსლიანი ფეხასცმელით ჯერ გადაგივლის, მერე გადმოგივლის, ბოლოს ამასაც არ იკმარებს და შენს სათუთად გასუფთავებულ ფეხსაცმელზე შედგება, მაინცდამაინც ნუ დაელოდები შენ გაჩერებას, მხარზე ნაზად დაუკაკუნე და ჰკითხე: ”უკაცრავად, ჩემმა ფეხმა ხომ არ შეგაწუხათ?!”
5. ქუჩაში კარგ ხასიათზე მიმავალს, როცა სამყარო ულამაზესი გეჩვენება და ცხოვრება გიხარია, თუ უბნის ”სიამაყე” ბირჟავიკების სტვენა და გულიდან ამოხეთქილი ეპითეტები მიგაცილებს, ნუ გაიფუჭებ ხასიათს, არ მოიყრუო თავი, სულაც არაა საჭირო აღშფოთებული სახით ფეხს აუჩქარო და გააგრძელო გზა. შეგიძლია უბრალოდ გაჩერდე, შემობრუნდე, თავაზიანად გაიღიმო, სამი თითის კომბინაცია გაუკეთო საზოგადოებას და ისევ ბედნიერების შეგრძნებით გააგრძელო გზა...
P.S. მდაააა, რა მოხდებოდა? მგონი ჯობია ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის :D:D:D