საშინელი შეგრძნება მეუფლება როცა რამეს ვკარგავ, რაც არ უნდა პაწაწუნა ნივთი იყოს, ალბათ ბუნებით მესაკუთრე ვარ მრავალჯერ გაქილიკებული ფორსაიტებივით... უფრო მტკივნეულია დანაკარგის შეგრძნება თუ ის რაიმეთი მაინც ვინმე ადამიანს უკავშირდება, მის თავს მახსენებს, კიდევ უფრო ძნელია თუ ნაჩუქარია... დილით გაღვიძებისთანავე შევამოწმე და აღმოვაჩინე, რომ სიტყვები დავკარგე, სიტყყვები რომელიც მაჩუქეს, რომელიც ექსკლუზიურად ჩემთვის დაიწერა :( ამბობენ თუ გინდა დღემ წარმატებულად და სასიამოვნოდ ჩაიაროს გაღვიძებისთანავე უნდა გაიღიმოო. ღიმილით დაწყებული დღის რა ვთქვა, მაგრამ აი ცრემლით დაწყებული კი საშინლად მთავრდება... მთელი დღეა დავბჟუტურობ ოთახებში, მობუსხული, ვიღრინები, ვბუზღუნებ და რაღა თქმა უნდა ვწუწუნებ. გუნება ვერც გოლზუორთმა გამომიკეთა და ვერც Jewel Quest-მა, ხოდა ამ უგუნებობის ჟამს, სად იყო და სად არა, ჩემში კონდიტერმა გაიღვიძა და სასწრაფოდ ამოვიგანგლე ფქვილში და კრემში. დასკვნა: ცუდად ხასიათზე, როცა ვიქნები, არასდროს, არასდროს, აი არასდროს არ გამოვაცხობ არაფერს! რატომ?! ნახევარი კრემი შემომეჭამა, არც ბანანს დავაკელი :S საბოლოოდ კი აი რა გამოვიდა...

P.S. ხვალ გაზაფხულის პირველი დღეა... დამთვარდა თებერვალი, გამოცდებიანი, ქორწილიანი, დედიკოს დაბ დღიანი, სიყვარულის დღიანი, ჩემი დაბ დღიანი, კიდევ ბევრის დაბ დღიანი, ხანდახან მზიანი, ხან ქარიანი, ხან ცრემლიანი, ხან სიცილიანი და მაინც, დამთვარდა ჩემი უსაყვარლესი თვე. გილოცავთ მონატრებული გაზაფხულის დადგომას, მე მზე მომენატრა ყველაზე ძააან, ხოდა თუ სადმე შეგხვდებათ ამომითრიეთ ყურით :)
