Friday, May 28, 2010

წყალი ჩვენი არსობისა


მოკლედ, ჩემს თავზე დაკვირვებებმა გამაოგნა: საერთოდ არ ვსვავ წყალს. წყალს, რომ თავი დავანებოთ, სითხესაც საგანგაშოდ ცოტას ვიღებ!!! დილით, ჩაი, შუადღეს ხანდახან ყავა და ვსიო :o არ ვიცი ჩემი ორგანიზმი რატო არ მთხოვს წყალს, მაგრამ რომ არ მთხოვს რა საშინელება ყოფილა უამრავი ჟურნალის სტატიითა და ინტერნეტში ძრომიალით უკვე დავრწმუნდი!

წყალი!

ადამიანი ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყოველდღიურად 2-2,5 ლიტრ წყალს კარგავს შარდის, ნერწყვის, ოფლის გამოყოფით (რაც არ უნდა უხამსად ჟღერდეს ფაქტია! :)) ) და ასევე სუნთქვის სახითაც კი! შესაბამისად ნებისმიერმა ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა აღიდგინოს ეს სითხე, რომ თავი სამუშაო მდგომარეობაში შეინარჩუნოს. და თუ ასე არ ხდება მაშინ სახეზე გვაქვს შემდეგი:
  • 2%-ით წყლის უკმარისობა იწვევს უხასიათობას.
  • 6-8%-ით _ გულის წასვლა.
  • 10%-ით _ ჰალუცინაციები და კომა.
  • 15-25%-ით _ ორგანიზმში შეუქცევადი პროცესების დასაწყისია და იწვევს ადამიანის დაღუპვას.
ჩვენი ტვინი 85% წყლისგან შედგება და გაუწყლოების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, შესაბამისად 1%ით წყლის დაკარგვა იწვევს უჯრედების სიკვდილს, რომლებიც აღარ აღდგებიან. ხშირად თავის ტკივილი (რომელიც ქრონიკულად მახასიათებს) უპირველესი სიგნალია იმისა, რომ ორგანიზმს წყალი არ ჰყოფნის.
ახალდაბადებული ადამიანი 75% წყლისგან შედგება, ხოლო 95 წლის ასაკში ორგანიზმში წყლის მოცულობა სულ 25%ია. რა თქმა უნდა დღეგრძელობაში გენები დიდ როლს თამაშობს, მაგრამ წყალი გვეხმარება შევინარჩუნოთ აქტიურობა და მხნეობა დიდი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ თანამედროვე მეცნიერები დაბერების მიზეზად უჯრედების გამოშრობას ასახელებენ!
იმ ფორმული განსაზღვრა რომელიც ადამიანს მიუთითებს საჭირო მოცულობის წყლის მიღებას ყოველდღიურად შემდეგნაირად გამოიყურება: 40 გრ წყალი 1 კგ-ზე. ეს მოცულობა უნდა გავზარდოთ თუ სანუთ ვისარგებლეთ, ან თუ მივირთვით ცილებით მდიდარი საკვები, ან ალკოჰოლი, ყავა, თამბაქო, ან სულაც ფიზიკურად დავიტვირთეთ და გვაქვს გახშირებული სუნთქვა.
დღეში 2,5 ლიტრი წყლის დალევით ჩვენი იმუნიტეტი 1,45-ით მაღლდება.
როგორ უნდა დავლიოთ წყალი? აუცილებლად ოთახის ტემპერატურის და აუცილებლად ყლუპობით :)

პ.ს უუუფ, რა ძნელია როცა არ გწყურია, მაშინ წყლის დალევა :(( უკვე 400 გრამით უფრო გავიჭყიპული ვარ :)))
პპ/სს ვიხელმძღვანელე დედაჩემის მიერ გენიალურად ამოჭრილი სტატიით, რომელზეც არც ჟურნალის სახელი წერია და არც ჟურნალისტის გვარია მითითებული :))))

Sunday, May 23, 2010

კვირაა

და მერე რააა? რა და უკვე უბრალოდ ვალდებული ვარ კიდევ ერთი ფილმი გავიხსენო. რა მოხდა მნიშვნელოვანი 1994 წელს? რა და ლუკ ბესონმა იფიქრა, იფიქრა და უეცრად Leon-ი გადაიღო. ფილმი, რომელიც მილიობით ჩამნაირად მოეწონათ :)) დღესაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ, დღესაც მეცრემლება თვალები და დღესაც ამ ფილმის გამო მიყვარს ჟან რენო (თუმცა მერე იყო ფილები, რომლებითაც მიმტკიცებდა, რომ კიდევ უფო უნდა მყვარებოდა :)) )
შევეცადე საყვარელი კადრები დამედო, მაგრამ ერთ-ერთს მაინც ვერ მივაკვლიე ინტერნეტ სივრცეში... აი ჟან რენოს კისერზე ჩამოკიდებული ნატალი პორტმანი ჰაერში, რომ აპარტყუნებს საყვარლად ფეხებს :))


ქალბატონი პარაზიტი:

რა ქნას? როგორც შეუძლია ისე გადაწყვიტა აღეზარდა ბავშვი. აქ დაცვაა მაგარი პრიკოლი :))


ჩემი აზრით მაგარი გასართობია, მიბაძო, თან ასე კარგად, ცნობილ ადამიანებს: მერლინ პორტმანი

და ნატალი ჩაპლინი :)))

ნეტა რა მცენარეა? ფოთლებს, რომ უწმინდავს ჟან რენო დაუვიწყარი კადრია :))

ნუ ახლაააა, ლეონი მუდამ ფორმაშია, რომელსაც ღამე არ ძინავს და ხვრინავს :)))

It's from Mathilda...
უფ, რა ნიანგის ცრემლებს ვაღვარღვარებდი ამ დროოოს :)))


პ/ს იმედია ცოტა ხნით მაინც დაგაბრუნეთ, ბავშვობაში და გაგახსენეთ საყვარელი ფილმი, ბედნიერ კვირას გისურვებთ!

Monday, May 17, 2010

სქოლიოზიანი ემბრიონი!..

ვიცოდი, რომ დღეს რაღაც გამიხარდებოდა, მერე რაა რომ დილით გაღვიძებულს ოჯახის არცერთი წევრი არ დამხვდა სახლში და მარტომ ვისაუზმე, მერე რაა, რომ მარტოდ დარჩენილმა გენერალური ”უბორკა” მოვაწყვე და ვერაფერით დავისწორე თმა :)) მერე რაა, რომ უნიში საკურსო ნაშრომი დამიწუნეს ფორმის გამო და მერე რაა რომ დედა უნიმ დიპლომი არ მომცა იმიტომ, რომ მაღლივთან არსებული ბიბლოდან ცნობა არ მქონდა წარდგენილი, რომ არცერთი მაგათი დაფლეთი წიგნი არ მიმისაკუთრებია! სამაგიეროდ
  • ვნახე ჩემი ბიძაშვილი და მისი შეყვარებული
  • ვნახე ნათლიის შვილი და მისი შეყვარებული
  • ვნახე ძველი კურსელები
და რაც ყველაზე მთავარია ვნახე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ბლოგერი, რომელი?

დედა უნივერსიტეტის შესასვლენთან მოაჯირზე (აბა რა ქვია არ ვიცი) ჩამომჯდარი თეო (ჩემი ბიძაშვილი) მიყვებოდა, თავის სიზმარს, რომ იან გილანი თბილისში ჩმოვიდა, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ სომხეთში ვერ მივდივართ და გვეპატიჟებოდა თავის კონცერტზე თბილისის ღია ცის ქვეშ, როცა უეცრად ერთ გოგოზე გამიშტერდა თვალი, უხერხულად ვიგრძენი თავი და თვალი ავარიდე, არადა ტვინის ხვეულები რაღაცას მკარნახობდნენ, მოკლედ ჩამიარა თუ არა, დაახლოებით ასეთი დიალოგი გვქონდა:
-თეეე, იცი ეს გოგო ვინ იყოო?!
-ვინ?
-ვინ და ნასტასია!!!
-უიიი, მაგან მეც დამიტოვა ადრე კომენტარი :))
-მივიდე?! (გაუბედავად)
-კიიიი, წამოოო

მოკლედ თეოსგან გამხნევებულმა მივედი და მხარზე დავუკაკუნე, გაკვირვებით შემომხედა მე კიდევ თავლებ გაბრწყინებული, მაგრამ ცოტა გაუბედაობაშეპარულმა ვკითხე:
-ნასტასია არაბული?
-დიახ...
-სქოლიოზიანი ემბრიონი?
-ვაიმე რომელი ხარ?
-მე ლალენა ვარ...
და ამიტყდა სიცილი და მინდოდა დიდ ხმაზე მელაპარაკა და საშინლად ვკანკალებდი ემოციებისგან,არ ვიცი ზუსტად რას ველაპარაკებოდი, მგონი არც ვაცლიდი ლაპარაკს :)) მაგრამ მახოვს, რომ მითხრა ჩემი მეგობარი იღებს ინტერვიუს იანისგან და აუცილებლად გადასცემსო, რომ ერთ გოგოს მისი სიყვარულით გაბრუებულს უსინდისოდ დაურქმევია ლალენა :) მე უკვე მთელ ჩემს სანაცნობოს მოვდენასტასიას გაცნობაც და მისი დაპირებაც, წარმომიდგენია ის ჟურნალი, რომელიშიც დაიბეჭდება, აუცილებლად ვიყიდი, იანი ხომ მე გადმომცემს რამეს! მე ლალენას!

უუუუუუუულამაზესი და უუუუუუუუუსაყვარლესია ნასტასია და მიხარია, რომ თეომ გამაბედინა მასთან მისვლა :)

პ/ს ნასტასია ბოდიში, რომ უნებართვოთ ავტვირთე შენი ფოტო (ბლუშ)

Sunday, May 16, 2010

ისევ ფილმები

და რადგანაც კვლავაც კვირაა, კვლავაც დაუზარებლად დავწერ და თანაც ორზე. თუმცა დღეს არ იქნება არც უაზრო, არც რომანტიკული, არც მელოდრამა და არც ჰოლივუდური. მგონი ამ ბოლო დროს ისეთ ფილმებზე ვწერ, რომელიც მირჩიეს, რომ მენახა. ხოოოდა ვისი ჯერია დღეეს? გულწრფელად მიხარია, რომ ოდესღაც ბატონმა Jo Key-მ, თავად ჩამიწერა ”ფლეშკაზე” Central do Brasil და Mujeres al borde de un ataque de nervios.





ძნელია ამ ფილმზე, ისაუბრო ისე, რომ შინაარს არ შეეხო, რათა მკითხველს მეტი ინტერესი გაუჩნდეს ფილმისადმი, იმიტომ, რომ საოცრად ღრმა ფილმია. ნახვისას მხოლოდ ერთი, რამ მაწუხებდა, რომ ასეთი ლამაზი და მუსიკალური ენა არ ვიცოდი :((( ფილმში დორა მექანიკური ცხოვრებით ცხოვრობს, ყოველგვარი ემოციების გარეშე, მასში ჩამკვდარია ის შეგრძნება, რომ ქალია, პატარა ბიჭი ჟოზეუ კი ემოციებითაა სავსე, მას მამა არასოდეს უნახავს და მასთან შეხვედრაზე ოცნებობს. დორა ყოფილი მასწავლებელია, თუმცა ახლა თავს მხოლოდ იმით, ირჩენს, რომ ცენტრალურ სადგურზე ზის და წერა-კითხვის უცოდინართათვის წერილებს წერს, რაშიც 1 დოლარს იღებს, თუ გაგზავნასაც მიანდობენ მაშინ კიდევ 1 დოლარის ამატებს ფასს. რეალურად დორას ყველა ეს წერილი სახლში მიაქვს, თავის მეზობელთან ერთად კითხულობს, სინდისის ქენჯნის გარეშე ხევს და ნაგავში ყრის. მის ასეთ ერთფეროვან ცხოვრებაში გამოჩნდება ჟოზეუ და დედამისი, რომლებიც ბიჭუნას მამას წერილს მიწერენ, მეორე დღეს ვაგზალზე ჟოზეუს დედას ავოტბუსი გაიტანს და გარდაიცვლება, მამის და წერილის იმედად დარჩენილი ბიჭუნა კი დორასთან მიდის... სწორედ აქედან იწეყბა ფილმი ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ცხოვრებას ასწავლის, სიძნელეების დაძლევას ასწავლის, საოცარია თითოეული მათი დიალოგი. მოკლედ ულამაზესი ბრაზილიური ფილმია...



ეს არის ალმადოვარის ფილმი, მგონი ამით ბევრი რამ ითქვა :))) მაგრამ შინაარსიდან იმას დავამეტბდი, რომ რეჟისორმა ერთი ადამიანის პორობლემა ისე კომედიურად გადმოსცა, რომ საერთოდ არ გრჩება შეგრძნება, თითქოს რაიმე სერიოზული მოხდა :)) საოცრად მომწონს ფილმის კულმინაციური წერტილი, როცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, მთავარი გმირის სახლში უამრავი ადამიანია, ყველანი კი რაღაცით უკავშირდება მის საყვარელს, რომელმაც მიატოვა და ვის გამოც აქვს un ataque de nervios :)) პლიუს ბონუსად ემატება მისი საუკეთესო დაქალი, რომელიც პოლიციას ემალება, რადგან სულ შემთხვევით საქმე ტერორისტებთან დაიჭირა, აქვეა ორი პოლიციელიც და ტელეფონის შემკეთებელიც, იმ ტელეფონის, რომელიც რადნეჯერ დააჟღერტეს ძირს არავინ იცის :))) მოკლედ ნამდვილად ღირს ნახვად :)

პ.ს Mujeres al borde de un ataque de nervios-ს სოსო ისე საყვარლად ამბობს მოდი და ნუ უყურებ :)))

სასიამოვნო კვირას გისურვებთ! ;)

Wednesday, May 12, 2010

unicard


რა არ მოგივა თვში აზრად ადამიანს, როცა საოცრად ბევრი დრო გაქვს! უნივერსიტეტში ვიყავით მე და გრიგოლი, უნივერსიტეტში, რომელმაც გადამაღირსა დიპლომი! შესვენება წესით 2ზე მთავრდება რეალური დრო ჯობია არ იკითხოთ. საოცრად დაღლილი და აწუწუნებული ვიჯექი პუფზე დეკანატთან და რადგანაც ცდა მაცოფებდა, ბუსუ ბუსუ ბუსიკომ :) შემომთავაზა წავიდეთ და უნიქარდი ავიღოთო (როგორ მიფრთხილდება ენაცვალოს საცოლე:)) ). სახე გამინათდა, ჩემმა დიდი ხნის ჩუჩხუნმა ნაყოფი გამოიღო.
კინოთეტრ ამირანში დიდი ღიმილით დაგვხვდა გოგონა, რომელმაც მცირე ფორმალობის შემდეგ გადმოგვცა ბარათები. დომინანტი ბარათი რა თქმა უნდა მისია :))) მე თეთრი უფრო მომეწონა. თან მგონი რეკლამის გავლენაც იყო, რომ თეთრი ბარათი მდედრობით სქესად აღვიქვი :))
პირველად ბარათი 23 აპრილს გამოვიყნეთ ვისოლში, 25 ლარის ბენზინის სანაცვლოდ 4.2 ქულა დაგვირიცხეს. მას მერე ყოველ დილით ვამოწმებ ქულებს (სამწუხაროა, რომ შემოწმებით ქულები არ იზრდება :)) ) და გრიგოლის ყოველ ნაბიჯს :))))))) (კაპასიდაეჭვიანიცოლიტაფითხელში სმაილი).
ახლა 49.9 ქულა გვაქვს. ჯერ მხოლოდ ვისოლი და ავერსი ”ავითვისეთ”. მე კი ერთი რამ, მიხარია, დანახარჯი არ გაგვიზრდია, ანუ იმის გამო, რომ ქულა დაგვემატოს უაზროდ ფულს არ ვხარჯავთ, ისევ ”ჩვეულებრივი მოკვდავები” ვართ და უბრალოდ ვცდილობთ იქ დავხარჯოთ (საჭიროებისამებრ!) ფული სადაც ქულებად და შესაბამისად საჩუქრებად დაგვიბრუნდება.
that's all :)
პ.ს უნიქარდის შემქმნელების ყურამდე თუ მივა ეს პოსტი, ერთი თხოვნა მექნებოდა, იქნებ პოპულიც შემოგემატებინათ ;)

Sunday, May 09, 2010

Coraline

ხო დღეს ყველამ ვიცით, რომ კვირაა შესაბამისად:

Coraline


ალბათ ეს ანიმაციური ფილმი, რომ მოგეწონოს როგორც მინიმუმ ფანტასტიკაც უნდა გიყვარდეს და ანიმაციაც :) და რა არის საჭირო, რომ შეგიყვარდეს?
  • უნდა იცნობდე ლიკას
  • პირველად მასთან უნდა უყურო სარდაფში
  • თან თორმეტი საათის მოახლოების უნდა გეშინოდეს კვახად გადაქცევის შიშით
არ მინდა შინაარსი მოვყვე, ვფიქრობ ეს ყველა ადამიანმა უბრალოდ უნდა ნახოს, მე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არის საოცრად კარგად გაკეთებული/გადაღებული, ყურადღება ექცევა ისეთ დეტალებს რასაც სამწუხაროდ სერიოზულ ფილმებში არ აქცევენ, თუნდაც იმას, რომ თუ ვინმე ყელში წაგიჭერს ხელს, როგორც სულ ცოტა ყგაღიზიანებული კანი უნდა გაგიწითლდეს! ქორელაინის, გარდა ფილმში არის კიდევ ერთი გმირი, ბავშვი, რომლესაც მშობლებმა Whyborn-ი დაარქვეს, ნეტავ ქართულ შედევრებს თუ გავითვალისწინებთ (გელოდი, მოგელი და ა.შ.) როგორ იქნება ამ სახელის კარგი ქართული თარგმანი :))) კიდევ არის უსაყვარლესი შავი კატა. ხო, კიდევ ერთს დავამატებ და გავქრები, ამ ფილმის გმირი არის ბავშვი, რომელსაც მოწყინდა მშობლების მუდმივი მოუცლელობა, სამსახურის გამო, და მარტოობით გამოწვეული რუხი ერთფეროვნება, თუმცა ვერ გაითვალისწინა ერთი რამ:

Be careful what you wish for! ;)


Friday, May 07, 2010

დათაგულთა კლუბიდან :)


ზურიუსის ინოვაციამ და შემდეგ დარიჩინის გოგოს გაგრძელებამ, მთელი ბლოგოსფერო მოიცვა, მეკი ნასტასიამ დამთაგა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ კიდევ ერთხელ.ჩემის მხრივ მე ვთაგავ, ლალენას, ქეითს და ლორდ ვადერს. -ო :)) ბრძანა როდრიგომ :) (ნეტა როდის მოვა ის ბედნიერი დღე ლინკების ჩასმა წესიერად, რომ მეცოდინება)

არ ვიცი კონკრეტულად რა შეგრძნება დამეუფლება უეცრად მხარზე ვინმემ მომიკაკუნოს და ჩემს კითხვაზე: ”ბატონო?” მიპასუხოს:”შენ ლალენა არ ხარ?”, მაგრამ ვიცი, რომ სასწაულად გამიხარდება და პირველი რამდენიმე წუთი ამ სიხაულისგან და გაკვირვებისგან პირი ღია დამრჩება :) მახსოვს გამოცდებისას გრიგოლმა, რომ მითხრა ჩემს კურსელზე ეს ნინოაო, მე კიდევ ყოვლისმცოდნე სახით მივახალე ვიცი, ჩემი კურსელიაო, მაგრა, ამაის საპასუხოდ მერე ეს ხომ ჰექსუსაა ბლოგერიო, ისე გავბრზადი და გადავირიე ძლივს დავეტიე სხეულში :)) მე ხომ მას თვეზე მეტ ხანს ვეძებდი და არავის ვეკითხებოდი სახელით და გვარით იმ იმედით, რომ გრძელ ხუჭუჭათმიან ბლოგერს მე თვითონაც ადვილად ვიპოვნიდი, თუმცა...

მოკლედ მე რომ ქუჩაში შეგხვდეთ:
სიარულის ტემპი - prestissimo (ავტ. მუსიკაში ძალიან ჩქარი ტემპის აღნიშვნა)
ზომა-წონა - ათი სმ-ით მაღალი ან დაბალი (მაღლები ჩვიცვა თუ დაბლები ისეთივე სირთულის კითხვაა ჩემს ცხოვრებაში როგორც ყავა მინდა თუ ჩაი) მხრებში ყოველთვის გამართული
სამოსი- აუცილებლად შარვალი და აუცილებლად სწორი (კაბა მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში:დაბ დღე, ქორწილი, უბრალოდ მომენატრა, ან განსაკუთრებულ სიცხეში: ზაფხულში), ყელზე სეზონის შესაფერი კაშნე (ერთი დღე იქნება ამომგილიჯავენ გლანდებს! :( )
სახე - მსუბუქი (პუდრი, ტუში) ან ბუნებრივი მაკიაჟი - ჭორფლით, (მზემ ჩემი სახე სამუდამოდ მოხატა :) ) თუმცა ყოველთვის წითელი პომადით (არც ისე ცუდია, როგორც ჟღერს:)) )
თმა: დავარცხნილი (გასწორებული) ან გაწეწილი, თუმცა უთუოდ გაშლილი.
სამკაული: მარჯვენა ხელის მეოთხე თითზე ბეჭედი და მარცხენა ხელის ნეკა თითზე პაწაწინა ბეჭედი-სპილუკა (მერე რა, რომ ერთი ოქროა, მეორე კი ვერცხლი :P)
მუდამ: თექვსმეტი წელია ყელზე პაწაწინა თასმით ხის ჯვარი მაქვს შებმული.


და რადგანაც მეც აიპოდიანთა კასტას მივეკუთნები, ყოველთვის ყურთსასმენებით ამ ქვეყნისგან მოწყვეტილი ჩემს ფიქრებში დავაბიჯებ და ჩემი დაჟინებული მზერა არა საგნების არამედ მის მიღმაა მიმართული. სეირნობის დროსაც კი ზედმეტად სწრაფად დავდივარ, ამიტომაცაა, რომ ეთიკა, მამაკაცი ოდნავ წინ, ჩემდა უნებურად ირღვევა და პირველი მე გავრბივარ :)) კიდევ ვიხდი ბევრ ბოდიშს და მადლობას ოღონდ თვითონაც არ ვიცი რატომ :)
და მაინც, თუ ყურთსასმენები მომხასნევინა ხმამ:”შენ ლალენა არ ხარ?!” ყურებამდე გავიღიმებ და ისე გავაბამ დიალოგს თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემმომხვდა :)

ჩემის მხრივ ვთაგავ:

პ.ს. ბოდიშს ვუხდი სრულიად ბლოგსფეროს _ ასეთი უსინდოსიობა (არავინ დამეთაგა) არც კი მიფიქრია, უბრალოდ ჩემს ოთახში საშინელებები ხდებოდა, როცა ამ პოსტს ვწერდი და დრაფტის მაგივრად ფაბლიშზე დამეჭირა :(

Wednesday, May 05, 2010

Top 10 (Men)

პირველად ასეთი ათეული ვასასის ბლოგზე ვნახე, მერე ქეითის, მოკლედ ღრმა წარსულიდან მღრღნის სურვილი მეც შევადგინო ჩემი ათეული და ვაღიარებ სასწაულად რთული ყოფილა (სირცხვილი ამ საქმროიან ქალს თურმე რამდენი კაცი მომწონს!). რთული იყო, იმიტომ რომ ვერ ვხვდებოდი ვინ ”ამომეკლო” და რა ”ნიშნით”, საბოლოოდ ძალიან ბევრ საყვარელ მსახიობზე ვთქვი უარი (მაგ. ჯეკ ნიკოლსონი, ენდი გარსია, ჰიუ გრანტი...) ასაკის ნიშნით, მერე ახალგაზრდა საიდან სადამდე ჩამეთვალა იქ წავაწყდი პრობლემას, საბოლოოდ ამ სიტყვის ფართო გაგებით შევაკოწიწე ათეული. ზუსტად არ ვიცი რამდენი ცდით, მაგრამ უკვე შედგენილ ათეულში მეორე პრობლემას წავაწყდი, ფოტოები! ზოგი ძააან ტიტლიკანა იყო, ზოგი ზედმეტად გამომწვევი, ზოგი პორტრეტებში ისე იდიოტურად იყურებოდა წარმოდგენა დაგეკარგებოდა, მოკლედ შევეცადე, მართლა ძალიან შევეცადე ზომიერი ფოტოები დამედო!
და ბოლოს, შერჩევისას რა თქმა უნდა გათვალისწინებულია როლები, სახე და აღნაგობა (რა ვქნა მომწონს სპორტული აღნაგობა (გავწითლდიკუთხეშივდგავარ)). მაშ ასე:

10. Steven Tyler. არ დაიშვება ფრაზები: ”ფუუ, რას გავს”, ”თვალები სად გაქვს” და ა.შ. ამ კაცზე ვგიჟდები, ჭკუას ვკარგავ და ვერანაირმა ცენზმა თუ ნიშანმა ვერ ”მაიძულა” ამომეგდო.
-ეჰ სტივენ, სტივენ შენ არც კი იცი რომ არსებობს ასეთი ქვეყანა საქართველო, მე კიდევ შენს სიმღერებზე გავიზარდე :))))



9. dermot mulroney. შეუძლებელია მისი როლების გამო მაინც არ შეგიყვარდეს, თანაც ვგიჟდები მის რაღაცნაირ სახეზე... საოცარი თვალები აქვს
-დერმოთ, როცა პირველად ვნახე შენი ფილმი ”ქორწინების თარიღი”, მეგონა შენზე სიპმატიური და მომხიბვლელი მამაკაცი დედამიწის ზურგზე არ დააბიჯებდა, თუმცა...



8. Johnny Depp. მგონი ამ ათეულში, რომ არშესულიყო სირცხვილი იქნებოდა, ადრე უფრო მომწონდა ახლა გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ მე9 ადგილზეა და კიდევ უკან მიიწევს.
-ჯონ! შენ კარგი მსახიობი ხარ, მაგრამ ცუდიც ხარ, მაინცდამაინც ჯეკ ბეღურა უნდა შეგექმნა, რომ ხალხს ეღიარებინე და ძეგლები დაედგათ?!

7. Hugh Dancy. ეს ბიჭი იმ ფილმიდან შემიყვარდა კვირას, რომ დავწერე _ ”შოპოჰოლიკი”, ძალიან საყვარელი ბიჭუკელაა, სხვა ფილმებიც ვნახე, ვერ ვიტყვი, რომ გენიალური მსახიობია, მაგრამ აშკარად ნიჭიერია (ფუ, ეს სიტყვა შემაზიზღეს!), თუ ჭკვიანად მოიქცევა დიდი მომავალი აქვს :)
- ჰიუ, ძლიან საყვრლად ცეკვავ და ვგიჟდები შენ ბრიტანულ ინგლისურზე! შეეცადე უფრო იაქტიურო და მეტ (კარგ, არა უკეთეს) ფილმებში მიიღო მონაწიელობა ;)

6. Steven Strait. ეს ბიჭი ჩემი აღმოჩენაა, სულ რამდენიმე დღის წინათ ვუყურე მის ფილმს ენდი გარსიასთან თამაშობს და მომეწონა, ახლა სხვა ფილმებსაც გადავხედავ და მერე ვიქნები უფრო ობიექტური, ჯერ მხოლოდ აღფრთოვანების ეტაპზე ვარ :)) ვიცი ესეც ბიჭუკელაა, მაგრამ არაუშავს გაიზრდება :)))))
-სტივენ! ჯერ ყველაფერი წინ გაქვს :)

5. Til Schweiger. რა შეიძლება ვთქვა ამ ადამიანზე? ყველა მისი ფილმი მომწონს, ყველა მისი როლიც შესაბამისად, მაგრამ ბარფუსი (Barfuss) სულ სხვაა. ზოგადად შავგვრემანი ბიჭები მომწონს, მაგრამ ამ ადამიანს (და კიდევ ორს) უნდა ”ვაპატიო”, რომ ცოტა ნათელ ტონებშია გადაწყვეტილი :)))
-ტილ! კარგი მსახიობი ხარ და უდაოდ სიმპატიური, მაგრამ სასაცილო სახელი გაქვს :)))

4. Josh Holloway. ნუთუ დადგება დრო როცა არ მემახსოვრება ეს ადამიანი, საშინლად მომეწონა ”დაკარგულებში”. მართალია, რეჟისორების გაფუჭებული ბოლო სეზონები არც მისი ხათრით მინახავს, მაგრამ ამბობენ კვდებაო და ამას ჩემი გული ვერ გაუძლებს, სოიერი ჩემს გულში მუდამ ცოცხალი იქნება.
-ჯოშ, ნუ დარჩები მხოლოდ ”დაკარგულების” გმირად და სერიოზულ ფილმებში მიიღე მონაწილეობა ;)

3. Ryan Reynolds. ისე, წვერი უფრო უხდება... უამრავი იდიოტური როლი აქვს შესრულებული, მაგრამ მაინც მომწონს, იმიტომ რომ უმეტესად რომანტიკულ კომედიებში იღებს მონაწილეობას, ასეთი ფილმები კიდევ, ჩემს ისედაც სიყვარულით გამოტენილ გულს დადებითი ემოციებით ავსებს. თანაც სიმპატიურია არა?!
-რაიან, ძლიან ძლიან ჰენდსამ ხარ :)))) და ველი შენს ახალი ფილმებს :)


2. Raoul (Raul) Bova. მე, რომ იტალიაში დავბადებულიყავი მისი სახლის კართან გავთენ-დავაღამებდი, საოცრად სიმპატიურია. თუკი რამე ”მოთხოვნები” მაქვს ყველას აკმაყოფილებს და ჩემთვის იდეალურია. ვგიჟდები მის ფილმებზე და როლებზე, იტალიაში უსაზღვროდ პოპულარულია.
-რაულ, მეტ ამერიკულ ფილმში მიიღე მონაწილეობა :) ჯორჯია, კიარადა ლალენა შენს გვერდითაა! :)))

1. ეს ჩემი ბუსუბუსუა :) ადამიანი, რომელიც ყველა მამაკაცს მირჩევნია დედამიწის ზურგზე. პირველივე ნახვისას მომხიბლა... ამბობენ მორიელების ყვავილი მხოლოდ რჩეულთათვის იშლებაო... გამიმართლა ;)
-ბუს, მე შენ მიყვარხარ! :*


Sunday, May 02, 2010

Shopaholic


A new job?
Hopefully.

A new man?
Possibly.

A new handbag?
Absolutely!



და რადგანაც კვირააა...

მახსოვს ამ ზაფხულს (თუ წინა ზაფხულს, მოკლედ 2009 წლის ზაფხულს) ქალბატონმა ასკლიპიოდოტამ მითხრა უყურე გაგისწორდებაო. ჰმ, გამისწორდა და მერე როგოოოორ, არაა გამისწორდა კი არა შემიყვარდა სასწაულად. ე.ი. ფილმი არის ტიპიური ამერიკული, უზრო-უშინააროსო _ იტყოდა, რომელიმე წიგნობართხუხცესი :))) თუმცა ფილმი არ არის გამიზნული იმისათვის, რომ ღრმად ჩაუფიქრდე ამაოებას ამა სოფლისას. შეიძლება ობიექტურად ერთჯერადი ფილმი ჩემთვის საკმაოდ ბევრჯერადი აღმოჩნდა :) არ ვიცი ზუსტად რამდენჯერ ვუყურე, მაგრამ ვინც კი ჩემთან სტუმრად მოვიდოდა, დაბმულს, რომ ვაყურებინებდი და ტექსტს ვასწრებდი _ ეს გადასარევად მახსოვს :)) ეს არის ფილმი ადამიანზე, რომელსაც ბავშვობაში ტანსაცმელს მხოლოდ ორი კრიტერიუმით ურჩევდნენ დედა და ბებია (?!): იაფია და დიდხანს გაძლებს. რამაც საბოლოოდ ძვირფას ფუჩფუჩებიანბანტებიანთვლებიან ტანსაცმელზე მეოცნებე გოგონა შოპოლოლიკად ჩამოაყალიბა. ამ საყვარელ გოგონას ისლა ფიშერი თამაშობს, თან საკმაოდ კარგად, თვალებიდან არ ამომდის როგორი განაბული უყურებს უზარმაზარ ვიტრინებს ფილმის დასაწყისში და მის წინ მომავალ მამაკაცს, რომ უსწორდება მე მეპრანჭებაო :))) საკმაოდ კარგ პარტნიორობას უწევს ჰიუ დენსიც, რომელიც გასაუბრების წესით მას სამსახურში აიყვანს. თანაც ეს საკმაოდ სიმპატიური ბოსი გულგრილი არ დარჩება მის მიმართ. ვიცი, უამრავი ფილმი გინახავთ დაუვუწყარი ცეკვით, მაგრამ დამერწმუნეთ და უბრალოდ მენდეთ, რომ მათი ცეკვა ყველა ასეთ რეკორდს ხსნის :)))) და ბოლოს ერთს დავამატებდი როგორ შეიძლება სიყვარული ჩისახოს და ვინმე მესამე არ გამოჩნდეს? და ასეთი მესამე Spidery long leg bitch-ი ლესლი ბიბია :))))) არ გეგეონოთ, რომ მთელი სიუჟეტი მოვყევი, პირიქით... ასე, რომ დიდი სიამოვნება გელით წინ :)

პ/ს მავანის და მავანის საყურადღებოდ ვწერ! მე არ ვარ შოპოჰოლიკი, ვყიდულობ მხოლოდ იმას რაც მჭირდება და არაფერს ზედმეტს. მართალია ხშირად შესაძლებლობა ვერ უტოლდება სურვილს, მაგრამ რომც უტოლდებოდეს და აღემატებოდეს კიდეც მაინც არ ვიქნებოდი ავადმყოფი მყიდველი და ვიყიდდი მხოლოდ იმას, რაც დამჭირდებოდა, არაფერს მეტს!!!