პირველად ასეთი ათეული ვასასის ბლოგზე ვნახე, მერე ქეითის, მოკლედ ღრმა წარსულიდან მღრღნის სურვილი მეც შევადგინო ჩემი ათეული და ვაღიარებ სასწაულად რთული ყოფილა (სირცხვილი ამ საქმროიან ქალს თურმე რამდენი კაცი მომწონს!). რთული იყო, იმიტომ რომ ვერ ვხვდებოდი ვინ ”ამომეკლო” და რა ”ნიშნით”, საბოლოოდ ძალიან ბევრ საყვარელ მსახიობზე ვთქვი უარი (მაგ. ჯეკ ნიკოლსონი, ენდი გარსია, ჰიუ გრანტი...) ასაკის ნიშნით, მერე ახალგაზრდა საიდან სადამდე ჩამეთვალა იქ წავაწყდი პრობლემას, საბოლოოდ ამ სიტყვის ფართო გაგებით შევაკოწიწე ათეული. ზუსტად არ ვიცი რამდენი ცდით, მაგრამ უკვე შედგენილ ათეულში მეორე პრობლემას წავაწყდი, ფოტოები! ზოგი ძააან ტიტლიკანა იყო, ზოგი ზედმეტად გამომწვევი, ზოგი პორტრეტებში ისე იდიოტურად იყურებოდა წარმოდგენა დაგეკარგებოდა, მოკლედ შევეცადე, მართლა ძალიან შევეცადე ზომიერი ფოტოები დამედო!
და ბოლოს, შერჩევისას რა თქმა უნდა გათვალისწინებულია როლები, სახე და აღნაგობა (რა ვქნა მომწონს სპორტული აღნაგობა (გავწითლდიკუთხეშივდგავარ)). მაშ ასე:
10. Steven Tyler. არ დაიშვება ფრაზები: ”ფუუ, რას გავს”, ”თვალები სად გაქვს” და ა.შ. ამ კაცზე ვგიჟდები, ჭკუას ვკარგავ და ვერანაირმა ცენზმა თუ ნიშანმა ვერ ”მაიძულა” ამომეგდო.
-ეჰ სტივენ, სტივენ შენ არც კი იცი რომ არსებობს ასეთი ქვეყანა საქართველო, მე კიდევ შენს სიმღერებზე გავიზარდე :))))

9. dermot mulroney. შეუძლებელია მისი როლების გამო მაინც არ შეგიყვარდეს, თანაც ვგიჟდები მის რაღაცნაირ სახეზე... საოცარი თვალები აქვს
-დერმოთ, როცა პირველად ვნახე შენი ფილმი ”ქორწინების თარიღი”, მეგონა შენზე სიპმატიური და მომხიბვლელი მამაკაცი დედამიწის ზურგზე არ დააბიჯებდა, თუმცა...
8. Johnny Depp. მგონი ამ ათეულში, რომ არშესულიყო სირცხვილი იქნებოდა, ადრე უფრო მომწონდა ახლა გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ მე9 ადგილზეა და კიდევ უკან მიიწევს.
-ჯონ! შენ კარგი მსახიობი ხარ, მაგრამ ცუდიც ხარ, მაინცდამაინც ჯეკ ბეღურა უნდა შეგექმნა, რომ ხალხს ეღიარებინე და ძეგლები დაედგათ?!

7. Hugh Dancy. ეს ბიჭი იმ ფილმიდან შემიყვარდა კვირას, რომ დავწერე _ ”შოპოჰოლიკი”, ძალიან საყვარელი ბიჭუკელაა, სხვა ფილმებიც ვნახე, ვერ ვიტყვი, რომ გენიალური მსახიობია, მაგრამ აშკარად ნიჭიერია (ფუ, ეს სიტყვა შემაზიზღეს!), თუ ჭკვიანად მოიქცევა დიდი მომავალი აქვს :)
- ჰიუ, ძლიან საყვრლად ცეკვავ და ვგიჟდები შენ ბრიტანულ ინგლისურზე! შეეცადე უფრო იაქტიურო და მეტ (კარგ, არა უკეთეს) ფილმებში მიიღო მონაწიელობა ;)

6. Steven Strait. ეს ბიჭი ჩემი აღმოჩენაა, სულ რამდენიმე დღის წინათ ვუყურე მის ფილმს ენდი გარსიასთან თამაშობს და მომეწონა, ახლა სხვა ფილმებსაც გადავხედავ და მერე ვიქნები უფრო ობიექტური, ჯერ მხოლოდ აღფრთოვანების ეტაპზე ვარ :)) ვიცი ესეც ბიჭუკელაა, მაგრამ არაუშავს გაიზრდება :)))))
-სტივენ! ჯერ ყველაფერი წინ გაქვს :)

5. Til Schweiger. რა შეიძლება ვთქვა ამ ადამიანზე? ყველა მისი ფილმი მომწონს, ყველა მისი როლიც შესაბამისად, მაგრამ ბარფუსი (Barfuss) სულ სხვაა. ზოგადად შავგვრემანი ბიჭები მომწონს, მაგრამ ამ ადამიანს (და კიდევ ორს) უნდა ”ვაპატიო”, რომ ცოტა ნათელ ტონებშია გადაწყვეტილი :)))
-ტილ! კარგი მსახიობი ხარ და უდაოდ სიმპატიური, მაგრამ სასაცილო სახელი გაქვს :)))

4. Josh Holloway. ნუთუ დადგება დრო როცა არ მემახსოვრება ეს ადამიანი, საშინლად მომეწონა ”დაკარგულებში”. მართალია, რეჟისორების გაფუჭებული ბოლო სეზონები არც მისი ხათრით მინახავს, მაგრამ ამბობენ კვდებაო და ამას ჩემი გული ვერ გაუძლებს, სოიერი ჩემს გულში მუდამ ცოცხალი იქნება.
-ჯოშ, ნუ დარჩები მხოლოდ ”დაკარგულების” გმირად და სერიოზულ ფილმებში მიიღე მონაწილეობა ;)

3. Ryan Reynolds. ისე, წვერი უფრო უხდება... უამრავი იდიოტური როლი აქვს შესრულებული, მაგრამ მაინც მომწონს, იმიტომ რომ უმეტესად რომანტიკულ კომედიებში იღებს მონაწილეობას, ასეთი ფილმები კიდევ, ჩემს ისედაც სიყვარულით გამოტენილ გულს დადებითი ემოციებით ავსებს. თანაც სიმპატიურია არა?!
-რაიან, ძლიან ძლიან ჰენდსამ ხარ :)))) და ველი შენს ახალი ფილმებს :)

2. Raoul (Raul) Bova. მე, რომ იტალიაში დავბადებულიყავი მისი სახლის კართან გავთენ-დავაღამებდი, საოცრად სიმპატიურია. თუკი რამე ”მოთხოვნები” მაქვს ყველას აკმაყოფილებს და ჩემთვის იდეალურია. ვგიჟდები მის ფილმებზე და როლებზე, იტალიაში უსაზღვროდ პოპულარულია.
-რაულ, მეტ ამერიკულ ფილმში მიიღე მონაწილეობა :) ჯორჯია, კიარადა ლალენა შენს გვერდითაა! :)))

1. ეს ჩემი ბუსუბუსუა :) ადამიანი, რომელიც ყველა მამაკაცს მირჩევნია დედამიწის ზურგზე. პირველივე ნახვისას მომხიბლა... ამბობენ მორიელების ყვავილი მხოლოდ რჩეულთათვის იშლებაო... გამიმართლა ;)
-ბუს, მე შენ მიყვარხარ! :*


14 comments:
ბოლო ორი და რულ ბოვა <3
მე-4 გამოგრჩა?
და არცერთ მამაკაცს გირჩევნია? თუ გინდოდა გეთქვა ყველა მამაკაცს გირჩევნია?
Steven Tyler << შვილი ხო საერთოდ უულამაზესი ყავს <3
Johnny Depp << ბავშვობიდან ვგიჟდები და სრულებით არ მომწონს მისი "ჯეკ ბეღურა" რა ვქნა?:-< ისე ბევრად მაგარია :)
ენდი გარსია როგორ მომწოონსს :> რა ფილმი იყო? მეც მითხარი ;;)
Josh Hollowayze fanatikurad viyav sheyvarebuliii <3
madloba lalena tvali rom gaaxare :))
Steven Strait მეც ძალიან მომწონს. "undiscovered" ნახე როგორ მოგეწონება.
ნუ რაული ძალიან მესიმპატიურება ყოველთვის.
სტივენ ტაილერიც მეც ძალიან მომწონს. დღემდე ვუსმენ მის სიმღერებს.
ჰმმ...
მეც არა ვთქვი რას ათვალიერებს ამ ტიტლიკანა კაცების სურათებსთქო?
მეც ხომ არ დავდო 10ეული? :)
ისე, ჯად ლოუ რა პონტში არ მოხვდა აქ? :O
PS არა, მადლობას ვერ გეტყვი, შემრცხვება და გავწითლდები.... თუმცა ვიტყვი რომ მიყვარხარ და ამით მუდამ ვიამაყებ!
მენატრები!
ჰიუ დენსი რომელი ტიპია, ვერაფრით გავიხსენე, უნდა დავგუგლო.
ჰეჰე, ჩემს ტოპ 10-ში შევლენ ადრიან ბროდი, ადრიან ბროდი, ადრიან ბროდი, ადრიან ბროდი, ადრიან ბროდი, ადრიან ბროდი, ადრიან ბროდი, ადრიან ბროდი, ადრიან ბროდი და ადრიან ბროდი :P
ვაი
მე
შოკში ვარ
რა ვერ გავამხელ რატო
გრიშას ფოტო რომ დავინახე თვალები გადმომცვივდა, მერე გონება გამინათდა და მერე შემრცხვა
ხოდა რატომ, ახლა შენ მიხვდი :redd:
ნატალი მეც ძლინ მომწონს ეგენი :))
როდრიგო მადლობა!
კიწი აბაა რა შვილი ყავს კაცო სტივენს :)) რომელი ფილმი იყო და City Island
კიკიტო, მე კიდე მეოგნა მის გამო გამკიცხავდნენ :))
ქეით, მეც დღემდე ვუსმენ მას, სტრაიტის ფილმს აუცილებლად ვნახავ :*
ბუს, არავითარი ათეული!!!
სოოოფ, ჰიუ შოპოჰოლიკის ბიჭია :)) ადრიანი მეც ძლიან მომწონს თავის გრძელი ცხვირით :)))
ეკა მიხვედრილ არს :))))))) ხოოოდა, რავიცი აბა ფაქტია და :))
ხო ნახე, ძალიან მოგეწონება.
აბა მეც მაგრად ვარ რაა =))) ენდი გარსია კი არა, ადამ გარსია მომწონს :)) გვარმა შემაცდინა, გვარმა, ნწ, ნწ, ნწ :))
არა რა, ამათ ნაღდად ვჯობივარ :)
აი ჯად ლოუ რომ ყოფილიყო აქ სადმე, ამას აღარ დავიჩემებდი ვგონებ :) (ვითომ? :) )))
kiwi ადამ გარსიაც საყვარელი ყოფილა :))
ვაიმეეე არ მომწონს ბუს ეს ჯუდ ლოუ და რა ვქნა?
Post a Comment