
1. მას შემდეგ რაც წყლის სმა დავიწყე ”რას ქვია არ გწყურია საჭიროას” მეთოდით, გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, აღარც ენერგიის ნაკლებობას ვუჩივი და აღარც თავის ტკივილს. იმდენი ხანია არ შევუწუხებივარ თავს, რომ ხანდახან ხელით ვამოწმებ ხომ მართლა მიმშვენებს მხრებსთქო :))) მოკლედ მართალი ყოფილა, ის სტატია, რომელიც უკვე ჩემი ბლოგის მაზოლად გადაიქცა. მეც გახარებული ამ სიმართლით სადაც შემიძლია თუ არ შემიძლია ყველგან ვქადაგებ წყლის სმის აუცილებლობაზე :)
2. ნასტასიამ თავისი მეგობრის საშუალებით გადასცა ბატონ იან გილანს ჩემი სიყვარულით სავსე ერთი წინადადება და მანაც ასევე სიყვარულით სავსე ერთი წინადადბა შემომითვალა: ”ძალიან მიხარია იმ გოგონას ასე, რომ ვუყვარვარო” :))) არ ვიცი იმ სტატიაში შევიდა თუ არა ეს ფრაზა მთელი ტირაჟის ყიდვას, რომ ვაპირებდი, მაგრამ რაც მთავარია ჩემმა გზავნილმა ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა და მშვენიერი ნასტასიას წყალობით ადრესატს ჩაბარდა.
3. ადვოკატის სალიცენზიო გამოცდები ჩავაბარე სამოქალაქოს მიმართულებით, არავის არ დავუჯერე, რომ საერთოზე გავსულიყავი და ალხა მგონი ცოტას ვნანობ?! სიმართლე, რომ ვთქვა არა, მაგრამ ალბათ უკეთესი იქნებოდა ჩემი სიჯიუტე გვერდზე გადამედო და მეაცადა, სპორტული ჟინის გამო მაინც :)))
4. ჩემს სახლში ჯდომას ბოლო მოეღო, მართალია სანათესაო-სამეგობრო მაინც მოძჲლებული მყავს, მაგრამ, ნელა-ნელა ვიწყებ წანწალს. მაგალითად კვირას მე, ბუსიკო, ჩემი სკვინჩა და ბუსიკოს თორა სიონის ტბაზე ვიყავით. მანამდე უუუუუუსაყვარლესი კოპლებიანი საცურაო ”კოსწიუმი” შევიძინე და კიდევ ერთელ დავრწმუნდი, რომ კოპლიანი ყველაფერი მელამაზება :))) როგორი დრო გავატარე ტბაზე?
- იმდენჯერ ჩავეფალი ტალახში, რომ ოფიციალურად გამომიცხადეს ალბათ უბრალოდ ტალახის აბაზანებს იღებო.
- რაში აღარ გავეხვიე ჩემი ”მზეთ უნახავი” კანის გამო, მაგრამ ცხვირის წვერიდან ფეხის ნეკა თითის ჩათვლით მაინც დამწვარი ვარ და უსაფუძვლოდ ვიმედოვნებ, რომ სიწითლე რუჯში გადამივა (ადრე თუ გვიან).
- ტყეში სურათების გადასაღებად შესულს კოღოებმა ისე სასტიკად დამკბინ-დამტკვრეს, რომ მთელი ადგილი არ დამიტოვეს.
თუუმცა, მიუხედავად ყოველივესი მაინც იყო პოზიტიური დღე, ბოლოს და ბოლოს დიიიდ და დიად გრიგოლს ბოლო ხმაზე ვაღიარებინე, რომ ცურვა ვიცი :))) ყოველშემთხვევაში ჩემ თავს ვერევი და სხვები ჩემს იმადად ნუ დაიხრჩობით ვერ გიშველით :) კიიიიდევ ჩემი თმის არაამქვეყნიურობის აღიარების მომსწრე გავხდი, ყველამ აღიარა რომ მზეზე აშკარად მწითური თმა მაქვს, ხოლო ჩრდილში ჩვეულებრივი, ბანალური წაბლისფერი :)) კიიიიდევ ბევრი ვიცინე, კარგად გავგრილდი, ძლიან დავიღალე და ახალშობილივით ვიძინე :))) წესით ამ დღეზე უფრო დიდ პოსტს უნდა ვწერდე, მაგრამ რადგანაც გამოტოვებულ ეპიზოდებზე ვწერ, მირჩევნია ყველაფერი გავიხსენო ცოტ-ცოტაა.
5. ვიიიცი, რომ კანტიკუნტანდ შემორჩენილ ჩემი ბლოგის მკითხველებს ყველაზე მეეეტად ჩემი ფილმები მოენატრა :))))) ხოოოდა, იმ გაცდენილი კვირების ასანაზღაურებლად ერთ საინტერესო ფილმზე დავწერ. ეს არის where the heart is. მგონი ყველას აქვს ნანახი ნატალი პორტმანი თამაშობს 17 წლის ორსულ გოგონას, რომელიც ჰიპერმარკეტში ცხოვრობს, ხვდება უამრავ საინტერესო ადამიანს და ბოლოს ცნობილი ფოტოგრაფი ხდება. ეს ფილმი გამუდმებით მახსენებს ერთ რამეს, ადამიანმა შეიძება შეცდომა დაუშვას, შეიძლება ძალიან დიდი შეცდომა დაუშვას, მაგრამ მთავარია სწორად გააგრძელოს ცხოვრება და არასდროს არაფერია იმდენად დაგვიანებული, რომ თავიდან დაწყებად არ ღირდეს, არ ღირდეს უბრალოდ ცადო :)
6. ჩემი ბლოგის გამოცოცხლებაზე იზრუნა ბატონმა Jo-მ, ბლექმა არა ქეიმ :))) ამიერიდან ჰედერიდან მოგესალმებათ ლურჯთმიანი ლალენა, ოდნავ მორცხვი, უფრო მეტად ჭორფლიანი და საოცრად შეყვარებული (ბუსიკოზე და დანარჩენ სამყაროზე) :))) ხოოოდა, ლალენა რის ლალენაა მხოლოდ სიტყვა მადლობას, რომ დასჯერდეს? უკვე მოიფიქრა როგორ გადაუხადოს მადლობა არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად... რაფაელო არაფერშუაშია!
სულ ეს იყო :))
p.s i’m not jobless anymore :)