
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვიხსენებ პირველ დღეს, პირველ შეფეთებას, პირველ დიალოგს და პირველ თვალებში ამოკითხულ ნაგულისხმევ ფრაზებს. ვიხსენებ და ყოველ ნაბიჯზე ვსვავ კითხვას რატომ?! განა პასუხები არ ვიცი? არა, არა, უბრალოდ ვცდილობ უფრო ღრმად ჩავიხედო იმ დღეებში, იქნებ სხვა პაუხი არსებობს და მე ვერ ვხედავ ჯერ, ან ვერ დავინახავ ვერასრდროს იმიტომ, რომ უბრალოდ მიყვარხარ! მაგრამ პასუხები ჯიუტად ერთი და იგივეა და გულიც ჯიუტად ჩქარდება ყოველ გახსენებაზე. ახლა, როცა გიცნობ თავიდან ბოლომდე, როცა უბრალოდ აღფრთოვანებული არ ვარ და ვიცი შენი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვიცი შენი ძლიერი და სუსტი წერტილები, ახლა ვუსვავ თავს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას: რატომ მიყვარხარ?..
... მიყვარხარ იმიტომ, რომ შენთან თავს მეორე ნახევრად არ ვგრძნობ, არ პირველად, არავითარი რიგირთობა, ვგრძნობ, რომ ვარ შენი მეორე ცალი ნახევარი, ვგრძნობ, რომ ერთი მთლიანის ორი ცალი ნაწილი ვართ...
...მიყვარხარ იმიტომ, რომ შენთან ერთად უფრო მეტი თავისუფლებაა და დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა და გადაწყვეტილების არჩევის შეუზღუდაობა, ვიდრე უშენოდ...
...მიყვარხარ იმიტომ, რომ შემიძლია ვიცინო, ვიკისკისო, ვიხარხარო, ვიტირო, ვიკივლო, ვიწივლო, ვიწუწუნო, გავბრაზდე, ნამდვილი ურაგანი დავატრიალო და შენგან მოვისმინო სიტყვები: "უბრალოდ არასდროს დაგავიწყდეს, რომ მიყვარხარ!"
...მიყვარხარ იმიტომ, რომ შენი გული და შენი მხარი არის ადგილი სადაც ჩემს თავს სამუდამოდ ჩამოვდებ ...
პ/ს სიყვარულის შემოწმების ჩემებური მაზოხისტური ტესტი მაქვს, როცა გამაბრაზებ, წარმოვიდგენ, რომ უბრალოდ არ არსებობ ჩემს ცხოვრებაში, წამებში ლოყები ცრემლებით მენამება და ასე ნიანგის ცრემლებით და აკანკალებული ნიკაპით გირეკავ... ბუსუ მე ხოოო მიყვარხარ! :*
20 comments:
მეგონა პოსტს მე ვწერდი, კიტხვა რომ დავიწყე...
მეც მაქვს ხოლმე მსგავსი გრძნობა, აუარებელი კითხვები და გაურკვეველი პასუხები.. თუ მაგათაც პასუხები ჰქვიათ.
დაემტხვა რომ რაღაც ძალიან რომანტიულ სიმღერას ვუსმენდი და რამის თვალზე ცრემლი მომადგა.
მიყვარს იმიტომ რომ მასთან ყველაზე თავისუფალი ვარ, მიყვარს იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირი სიყვარული გვაქვს. უბრალო ბანალური კი არა რარაც სხვა – რასაც სახელს ვერ დაარქმევ...
საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი მიყვარს და შენი პოსტიც ძალიან მომეწონა :)
და მაინც კარგია, რომ გიყვარს ^_^
:)))))) mixaria shens gamo
მშვენიერი შეგრძნებაა ;;)
მეც მაწუხებს ხოლმე მსგავსი კითხვები, ყველა მაგარი კი ისაა რომ პასუხებს ყოველთვის ვპოულობ, თანაც იმაზე ბევრად სასიამოვნოს ვიდრე წარმოვიდგენდი :>
მშვენიერი შეგრძნებაა ;;)
მეც მაწუხებს ხოლმე მსგავსი კითხვები, ყველა მაგარი კი ისაა რომ პასუხებს ყოველთვის ვპოულობ, თანაც იმაზე ბევრად სასიამოვნოს ვიდრე წარმოვიდგენდი :>
summer მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის :)
კლოუნ, კი ძალიან ძალიან ძლიან კარგია :))
ბაბისა, მადოლი დიიიდი დიიიდი :)) :*
კიწი, ხოდა მაგიტომაც არის კარგი კითხვების დასმა ;)
რა საყვარელი ხარ, ლალენა :) :*
კითხვების დასმა – თუ რატომ, სულაც არ არის საჭირო, მთავარია, რომ გიყვართ ერთმანეთი. და მაგარია, რომ ისეთი ურთიერთობა გაქვთ, რაც დაწერე... :)
lalena, fb-ze myavxar?
უხ როგორ გვიყვარს გოგოებს ”ფილოსოფოსობა” :)
გაქვს მშვენიერი გრძნობა - სიყვარული :)
გიყვარს, უყვარხარ და ასე მგონია ამ შემთხვევაში - რატომ სრუიად უადგილოა :)
ბედნიერები იყავით :)
ჩემი აზრით მაინც ძალიან საჭირო და საინტერესოა კითხვების დასმა ;;)
ბევრ კარგ რამეს აღმოაჩენ და გაითAვისებ :-)
ქეთიი, ხოო ვიცი, მაგრამ აბა მე რამეს გამიგებს კაცი? :))
ბაბისა, არაა, შენი მარტო სახელი ვიცი გვარი არა და როგორ დაგიმატოოო?
ტომუშკა მადლობა, მართალი ხარ უაზროდ "ვაფილოსოფოსებ" :))
კიწი მგონი მაგიტომ ვსამ კითხვებს :*
შენი გული და შენი მხარი არის ადგილი ,სადაც თავს სამუდამოდ ჩამოვდებ-დაე ყოველთვის,ბრმა უნდა იყო ეგ ”ცამდე”რომ არ დაინახო,ჩემი სალი მეუბნება ხოლმე-მიყვარხარ ცამდეო:)ჰოდა მე არც ბრმა ვარ და არც სუბიექტური:)და კიდევ,მიყვარხართ კარგო ადამიანებო
მოიცა, თქვენ ჯერ ისევ შეყვარებულები ხართ? მე მეგონა, უკვე შვილიშვილები გეყოლებოდათ :P
ლალენიკო, მომენატრე!!!
სოფი, კითხვამ გამაოცა :)
განა მუდამ შეყვარებულები არ ვიქნებით? მაშინაც კი როცა შვილიშვილები გვეყოლება? :)
პოსტთან რა შუაშია, მაგრამ დაგთაგე http://unaamarga.wordpress.com/2010/07/18/top-things-in-my-life/
ლალენა სხვა ბლოგი გავაკეთე და ბლოგლისტში ჩამასწორე რა :შ :უსერ: http://klounuri.wordpress.com/
^_^ <3
ნიიინ შენ სალის ვერ შევეჯიბრები, მაგრამ მეც ცამდე მიყვარხარ :*
სოფიიი, აბააა ამ ხანში კი მოვასწრებდით ერთ ხუჭუჭა მტირალას :))) მეც მომენატრე სოოოფ და ძლიან გამიხარდა, რომ ჩემს ბლოგს კითხულობ :*
უუნამურგა აუცილებლად დავწერ, აი აააააუუუუცილებლად, ძლიან გამიხარდა, რომ დამთაგე :*
კლოუნ დაუყოვნებლივ ჩავასწორებ :)))
როგორ მიყვარს ეგეთი კარგი წყვილები <3
მმ, რა სასიამოვნოა ასეთი რამის კითხვა.... <3
მომენატრა, მომენატრა, ძალიან <3
xoo... verafers ityvis kaci... kitxvisas suli gamigemrielda, ristvisac madlobas mogaxsenebt)
p.s. "mazoxistur tests" rac sheexeba,yuradgebit iyavi eg "carmodgenebi" ar "shegiyvardes"(masetebic xdeba xolme, ehh..) ra kargia sxvisi kargi rom mixaria))
Post a Comment