Sunday, January 31, 2010

The pianist


დღევანდელი კვირისთვის შევარჩიე ჩემი აზრით ერთ-ერთი უძლიერესი ფილმი.


პიანისტი, არის ფილმი, რომელიც მახსენებს, რომ ადამიანები მექანიზმები არ ვართ, ადამიანები ვართ ადამიანები და სანამ ცოცხლები ვართ უნდა ვიყოთ ადამიანები, უნდა გვტკიოდეს ადამიანობა და უნდა გვიხაროდეს ადამიანობა, ეს ერთადერთი განგვასხვავებს დანარჩენი ქმნილებებისაგან.


ჩემი აზრით იდელური ფილმია, იდეალურ ადამიანზე, იდეალურად კარგადაა შერჩეული მსახიობები და რეჟირორიც იდეალურად ამბობს თავის სათქმელს.


და ბოლოს, როგორც ვიცით ამ ფილმის საუნტრეკები ფედერიკ შოპენის ნაწარმოებებია, მისი ნოქტიურნები (ანუ ღამის სერენადა), ბალადები, რომელზეც კომენტარის გაკეთება რთულია. შოპენი უდაოდ გენიალური მუსიკოსია, მისი ნაწარმოებები საოცრად დახვეწილი, ჰარმონიულია. იგი რეფორმატორია, დაამტკიცა, რომ არ არსებობს ნაწარმოები, რომელსაც ვერ გადმოსცემს ფორტეპიანო (ისე ამაზე კაი პოსტის გამოცხობა შეიძლება მომავალში).

Tuesday, January 26, 2010

ლეგენდა


გარეთ გავიხედე და ცა ისე დააბლაა ჩამოზნექილი ალბათ თავსხმა წვიმას უნდა ველოდლოთ. ზოგადად წვიმა მიყვარსყველა სეზონზე, თუმცა ზამთრის სუსხიან დღეს როცა ხეებიც კი ტირიან წვიმისას მაშინ სახლში, ფანჯრის რაფაზე შეფუთული ჯდომა მირჩევნია რომანტიკულ გასეირნებას :))) ხოოოდა, ჩვენტ ტიფლისის ნაცრისფერმა ცამ სპარსული ლეგენდა გამახსენა:

მაღლა სადღაც შორეთში, ღრუბლის წიაღში შობილი წვიმის წვეთი მოწყდა მშობელს და დედამიწისაკენ გამოექანა. ქვემოთ მას უზარმაზარი ოკეანე ელოდა, მის დანახვაზე წვიმის წვეთს გული შეემკუშა და წარმოთქვა:

- რა ხანმოკლეა ჩემი წუთისოფელი მარადისობასთან შედარებით! რა პაწაწინა ვარ შენთან შედარებით უსასრულო ოკეანევ!

-შენს თავმდაბლობაშჳ დიდი სიბრძნეა წვიმის წვეთო!- გული მოულბა ოკეანეს. ამიტომაც შეგინარჩუნებ სიცოცხლეს, შეგინარჩუნებ მაგ ცისატრყელას, შენში, რომ ბუდობს. შენ იბატონებ მსოფლიოზე, არა... არა... უფრო მეტი შენ იბატონებ ქალზე!

... და ოკეანემ პაწაწინა წვმისი წვეთი აქცია...


მმმ მე ხომ ინტრიგანი ვარ?! :))) რად აქცია თქვენი აზრით? :)))

Sunday, January 24, 2010

The Proposal


კვირაა და ყოველგვარი შესავლების გარეშე: The Proposal


მახსოვს, ერთი სული მქონდა როდის გამოვიდოდა ეს ფილმი და როოომ გამოვიდა დაახლოებით ასეთი რექცია მქონდა: ტიპიური ჰოლივუდური ფილმი ტიპიური ჰოლივუდური დასასრულით. თუმცა იყო რამდენიმე მომენტი რაზეც გულწრფელად ვიხალისე, მაგრამ მაინც ერთჯერადი ფილმია. რაღაც ამ ბოლო დროს მსიამოვნებს ასეთი ფილმები, ყოველგვარი სულისშემძვრელი ემოციებისგან და ცრემლებისგან დაცლილი, როგორც ჩანს უბრალო და მსუბუქი მელოდრამების ეპოქა დამიდგა.

სანდრა ბალოკი შეფია, კრეგ თი ნელსონი (ეს ბიჭი რაღაც ძალიან მომწონს ამ ბოლო დროს) მისი ასისტენტი, რომელსაც უსაზიზღესად ექცევა, არადა ბიჭს მთელი ალიასკა ხელში უჭირავს, ნუ მთელი არა, მაგრამ ძლიერი ოჯახის შვილია და ნიუ-იორკში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მშობლებს დაუმტკიცოს, რომ თვითონაც შეუძლია დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას. თუმცა მუხთალი წუთისოფელი სიტუაციას ისე შემოატრიალებს, რომ სანდრა იძულებული გახდება ცოლობა თხოვოს კრეგს :))))) კრეგი კარგად თამაშობს! სანდრა თამაშობს სანდრასავით :) შიშველი სანდრას დანახვისას გავიფიქრე, რომ ასაკს ჰოლივუდამდეც მიუღწევია და რომ ამ ფილმის მერე ვეჭვობ სანდრამ რომანტიკულ მელოდრამაში კიდევ შეასრულოს მთავარი როლი ახალგაზრდა პარტნიორთან.

ფილმი, რომ დამთავრდა ერთი რამ გამახსენდა, ადრე სამსახურში ერთმა ბიჭმა მითხრა სანდრა ბალოკს გავხარო, მაშინ ისე დავიბენი ვერ მივხვდი კომპლიმენტი იყო თუ?.. ხოოოდა ახლა ასე ვუპასუხებდი:


სად შენ, სად მე

მშვიდობით სანდრა! :)))))

Thursday, January 21, 2010

C'est la vie


აი ეს არის ცხოვრება! ეს?! უბრალოდ ეს და მეტი არაფერი?! რა არის ეს? რა არის ცხოვრება?!


* ცხოვრება სპექტაკლია, რომლეშიც მთავარი როლის შემსრულებლები ჩვენ ვართ, ოდესმე ეს სპექტაკლი მთავრდება, ფარდაც დაიხურება, თუმცა ტაშის დამკვრელი არ ჩანს, მის ნაცვლად ცრემლები გვაცილებენ კულისებამდე.


* ცხოვრება აღმართებიანი და დაღმართებიანი გზაა, გზად შემომხვდარი ხის ჩრდილებით და ხის კენწეროებით, რიყეებიანი და უზარმაზარლოდებიანი გზა დაცემით და ადგომით, თუმცა ამ გზასაც ცრემლების ზღვამდე მივყავართ.


* ცხოვრება მატარებელია, რომელსაც ველით, მთავარია არ გაგვასწროს... მატარებელში უამრავი ხალხია, უამრავი ახალი და საინტერესო ამბავია, უამრავი თავგადასავალია. ბოლო გაჩერება კი საყვარელ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლია.


* ცხოვრება ის პაწაწინა ტირეა მესაფლავე, რომ ამოკვეთს ქვაში წლებს შორის.


ცხოვრება იწყება და ცხოვრება მთავრდება. ცხოვრება წარმავალია და ჩვენ ამას ვერ შევცვლით, ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია! მანამ სანამ თმაში ჭაღარა გაგვიჩნდება, მანამ სანამ ბოლო გაჩერებაზე ჩავალთ ჩვენ შგვიძლია თავი მოვუხსნათ გუდასავით შეკრულ ჩვენსავე თუ სხვის გულებს და ავავსოთ სიყვარულით, სიხარულით, ბედნიერებით, სიტყვებით...

სიტყვას, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველამ ვიცით, მაგრამ რამხელა ბედნიერების მოტანა შეუძლია უბრალო, თბილ სიტყვას ამ პოსტით დავრწმუნდი _ C’est la vie…წერილი ლალენას.

ეს პირველი კონვერტია ჩემს გუდაგულში... მოულოდნელი, ნამდვილი და მარკიანი :)
მადოლი!


Wednesday, January 20, 2010

4შაბათი


ოდითგანცე ვერ ვიტანდი 4შაბათს. არ ვიცი სიძულვილის ათვლის წერტილი სადაა ჩემს წარსულში, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ვერ ვიტან, თუნდაც 4 მიზეზის გამო:


1. სკოლა. იდიოტური გაკვეთილები მქონდა (სულ ამაზე ვწუწუნდები)

2. მუსიკა. მქონდა ბედნიერება შევხვედროდი სწრევათაშორის სწერვას _ ჩემი მუსიკის მასწავლებელს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა რამე შემშლოდა და ჩემი ნოტები დაეჭყაპნა, მე ამაზე ნერვები მეშლებოდა და ვიგრუზებოდი.

3. უნი. ოთხშაბათობით საშინლად დიდი ფანჯრები მქონდა, მახსოვს მე3 კურსზე 4შაბათობით დილიდთ ცხრაზე მწყებოდა სემინარები და საღამოს 9ზე მიმთავრდებოდა ლექციები.

4. მაგისტრატურა. აი ეს თემა უნდა განვავრცო...


დღეს მაქვს ორი ლექცია:

1. საკუთრების უფლების კონსტიტუციური საფუძვლები. მერამდენეჯერ უნდა გადავღეჭ-გადმოვღეჭო ეს საწყალი კონსტიტუციის 21 მუხლი?! რამდენი სტატია უნდა წავიკითხო, რომ დამთვარდეს? ან მერამდენეჯერ უნდა მასწავლონ მსაგვსი საგანი სხვა სახელით? საკუთრება სამოქალაქოში, საკუთრება კონსტიტუციურში, საკუთრება ადმინისტრაციულში, საკუთრება სისხლში, ბლა ბლა ბლა... 3ჯერ დავწერე ამ თემაზე რეფერატი, სხვადასხვა პუნქტზე ყურადღების გამახვილებით :(((

2. შედარებითი საკონსტიტუციო სამართალი. აქვე გავიხსენებ, რომ რა შუაშია? მე ხომ სამოქალაქოზე ვარ მაგრამ Who cares?! დღეს კოლიკვიუმი დავწერო, თან რაზე: ნორმა, ნომრის სტრუქტურა, კონსტიტუციათა კლასიფიკაცია; ამოვხსნა 5 კაზუსი (სისხლი, სამოქალაქო, ინტელექტუალური სამ.); და ბოლოს ესპანეთი, იტალია, საფრანგეთის შედარებითი საკონსტიტუციო სამართალზე 100 ქულიანი ტესტი (თითოა 100 ქულიანი!).


მოკლედ დღეს წუწუნის საბაბი მაქვს _ ვერ ვიტან 4შბათს! :(

Tuesday, January 19, 2010

გილოცავთ ნათლისღებას!


ნთლისღება მნიშვნელოვანი დღესასწაულია, მას მართლმადიდებელი მორწმუნეები მარხვით ხვდებიან (წინა დღე მძიმე მარხვაა), ამ დღეს უფალმა ისეო ქრისტემ ნათელიღო იოანე ნათლისმცემელისგან მდინარე იორდანიაში.

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება.

Monday, January 18, 2010

2შაბათი


აი მორჩა, აი ახლა ვახელ თვალებს, აი უკვე ვსიო, ცოოოტაც...


ძლივს ავწიე თავი დღეს ბალიშიდან... სკვიიინჩ გარეთ თოოვს? და მთელი გულით ველოდი პასუხს ”კიიიიი”, თუმცა სანაცვლოდ ჩემი დის უღიმღამო არა მომხვდა ყურში :( არადა რა კარგი იყო გუშიიიინ:

საღამოს რვისთვის ნინძასავით ჩაფუთნული გამოვარდი სახლიდან ბავშვებს, რომ შევხვედროდი. ერეკლე მეორეზე ქაღალდის პიცა მივირთვით, მიხატული პომიდვრით და ყველით და ჩაფიქრებული სუნელებით, კარტრიჯის უქონლობის გამო სოსო იმუქრებოდა პუფები უნდა წამოვიღოოო, მართალია სამ პუფს სოსო, ლიკა და გრიშოლი თავისუფლად წამოიღებდნენ მე კი ”მოვიწონე” და ბალიშების წამოთრევას ვაპირებდი, თან ლიკას სარდაფს როგორ მოუხდებოდა :))) აუ რა კარგი იყოოო სარდაფში ჩის სმა... უეცრად კაკუნი, დაბნეული თვალები პასუხს, რომ ეძებდა ნეტავ ვინ უნდა იყოსო და ”რომანტიკულად” დაბრუნებული სოსო, რომ შეგვრჩა ხელში (რომანტიკაა იანვარში წვიმაში ”სეირნობა” აბა რა არის? ). უფრო მაგარი საღებავებით თხუპნაობა იყო, სოსო მთებს ხატავდა, ლიკა მისტერ კარტოფილას აკეთებდა (ეს მე შევარქვი, თუ არ უხდება გადავარქმევ ლიიიკ :) ) ჩემი გრიშოლი აბსტრაქციზმით იყო დაკავებული, მე და დათო მზესუმზირას ვაკნატუნებდით. მერე? მერე შემოქმედებითი წვა დაასრულა ჩემმა ბუსუ ბუსუმ და... ეს ჩემი თავხედი მარჯვენა ხელი თავხედურადვე გაიწია ფუნჯისკენ და როცა პირველად ჩემს ცხოვრებაში ფუნჯი საღებავში ჩავატუნტურე საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა ტანში, ლურჯი, ცისფერი, მუქი მწვანე აი ესეც ზღვა; ცისფერი, თეთრი ესეც ცა; ყვითელი, წითელი მზე, მერე პატარა კუნძული, მერე პალმები, მერე თურმე გაშრობა თუ არ აცადე პალმები მუხებად იქცევიან :))))))) მერე ჩემი ხელმოწერა, ქვედა მარჯვენა კუთეში და კრაზანა, ოღონდ ვარდისფერი. რატომ კრაზანა? თან ვარდისფერი? მე ხომ ”ჩემს ნახატებში” ყოველთვის ვხატავ მწერებს :)))))) ახლა ჩემი ”შედევრი” ლიკას სახელოსნო-სარდაფს ”ამშვენებს” :))) მერე? მერე იყო გზა კოჯრისკენ, იმიტომ, რომ თოვლი გვინდა, იმიტომ რომ გზად სადმე ბუხრიან ადგილას უნდა გავჩერდეთ, დიიიიდ ხანს ველოდოთ ხაჭაპურს და მანამდე ათსგვარ სისულელე-მონაბოდებზე ვიცინოთ, ჩაი დიიიდი ჭიქით უნდა დავლიოთ, ლიმნები სოსოს ჩავუყაროთ და ვიფიქროთ დაგვიანების სანაცვლოდ რა წავიღოთ ირმის რქები თუ საახალწლო ნათურები? წინ გუნდაობა გველის, ულამაზესი, თეთრი და ფუმფულა კოჯორი... მმმმ რა კარგი იყო გუშინ, ყველაფერმა კარდებად გამირბინა.

დღეს? დღეს უნდა ავდგე და მაგისტრატურაში გავიქცე, 2 ლექცია მაქვს:

1. მოძღვრება დანაშაულზე. სისხლის სამართალს დასანახად, რომ ვერ ვიტან იმიტომ ჩავაბარე სამოქალაქოზე, მაგრამ რას ვიზამ მუხთალია წუთისოფელი. დღეს ნაკლებად ვიაქტიურებ. შემდეგზე გადავიჭრი ვენებს.

2. საერთაშორისო ურთიერთობები. არც კი ვიცი რატომ მასწავლიან ამ საგანს, თუმცა ახლა კმაყოფილი ვარ, ბევრი რამ გავიგე. დღეს კოლოქვიუმი უნდა აღვადგინო ჩემი უკიდეგანოდ საზიზღარი ვირუსის გამო, რომელმაც მაიძულა 1 კვირა საწოლში ვდებულიყავი, კოლოქვიუმი გამომატოვებინა. კონსპექტი გაკეთებული მაქვს, საკითხებიც ნასწავლი, სულ 10 საკითხია:



  • საერთშორისო ურთიერთობების საგანი


  • ერთ ლიგა


  • მონროს დოქტრინა


  • ბრეტონ-ვუდსის შეთანხმება


  • მარშალის გეგმა


  • რეალიზმი


  • იდეალიზმი


  • ვილსონის 14 პუნქტი


  • პატარა ქვეყნის ფუნქციები


  • ომის მიზეზები და დონეები


  • გაერო და მისი სტუქტურა

კიდევ რეფერატი უნდა დავიცვა მსოფლიო ლიდერებზე, მე მარგარეტ ტეტჩერზე დავწერე და ერთი სული მაქვს როდის გავაღებ პირს და დავიწყებ: ”მარგარეტ ტეტჩერი _ ამ სახელთან უამრავი ეპითეტი ასოცირდება...” მოკლედ ასე _ აღფთოვანდებიდან დაღფრთოვანებმდე.



p.s. ფანჯარაშიი გაიხედეთ:


თოვს და ბარდნის,

თოვს და ბარდნის,

უხარია ბადრის! :)))))

Sunday, January 17, 2010

prime


მართალია ჩემი ე.წ. ”კვირის რუბრიკა”, არაპოპულარულია, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებ ბლოგზე განვათავსო ფილმები, რომლებიც მომწონს. დღეისათვის შევარჩიე Prime _ ”ჩემი საუკეთესო საყვარელი”, არ ვიცი ასე რატომ გადმოთარგმენს, ვერ შევედავები ვერავის, რამეთუ პროფესიონალურ თარგმანში თავისუფლად დავიწერდი 0-ს, ერთია იცოდე ინგლისური რაღაც დონემდე, მეორეა თარგმნო, თუმცა ეს სულ სხვა თემაა.


ფილმში საკმაოდ ძლიერი და პოპულარული მსახიობები თამაშობენ: უმა თურმანი და მერილ სტრიპი. სიუჟეტიც საკმაოდ კარგია: რა ჯობია იმას, როცა შენი ფსიქოლოგი შენი სადედამთილოა :)))) ფილმი მთვარდება ისე, როგორც უნდა დამთავრებულიყო, უაზრო ჰოლივუდური დასასრულებისგან განსხვავებით, ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ.
პ/ს სასიამოვნო კვირას გისურვებთ :)

Thursday, January 14, 2010

რატომ გვაქვს 2 ახალი წელი?!


როგორც კი საახლაწლო ციებ-ცხელება იწყება მთელს მსოფლიოში, მაშინვე ჩნდება კითვები: რატომ გვაქვს ჩვენ შობა 7 იანვარს და არა 25 დეკემბერს მსგავსად დასავლური ქრისტიანული სამყაროსი? ან რატომ ვზეიმობთ ორჯერ ახალ წელს: 1 იანვარს და 14 იანვარს? რით ვართ ასეთი განსაკუთრებულები, რომ ყველაფერს ორჯერ ვზეიმობთ? პასუხები ამ კითხვებზე საუკუნეების მიღმაა და შევეცდები გავცე.

ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, 44 წელს, რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ეგვიპტელი მეცნიერების დახმარებით ახალი კალენდარი შემოიღო, რომლის მიხედვით წელიწადის პირველ დღედ 1 იანვარი გამოაცხადა. კეისარი არ გახლდათ საეკლესიო მოღვაწე. კალენდარი არ იყო ქრისტიანობის დროინდელი, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით დროის ათვლის ყველაზე სრულყოფილ მოდელს წარმოადგენდა. ეკლესიამ იულიუსის კალენდარი შეითვისა არა როგორც სარწმუნოებრივი ღირებულების შემცველი სისტემა, არამედ როგორც მეცნიერული აზრის მონაპოვარი.

IV საუკუნიდან, როდესაც იულიუსის კალენდარი მოექცა საეკლესიო მსახურების წიაღში, იგი უწმინდეს დღესასწაულთა აღმნიშვნელი გახდა. 325 წელს, ნიკეაში გამართულ მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე ამ საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. იქიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდრით, ანუ ძველი სტილით აღნიშნავს ყველა საეკლესიო დღესასწაულს. კეისრის დროინდელი კალენდრისგან ძირითადი განსხვავება იმაშია, რომ საკულტო ორიენტირების ნაცვლად კალენდრის ცენტრალური ადგილი მაცხოვრის ბწრყინვალე აღდგომის თარიღმა დაიკავა.

1582 წელს კალენდრის „რეფორმა“ მოხდა რომის პაპ გრიგოლ II ინიციატივით და იულიუსის კალენდრის პარალელურად გრიგორიანულიც იქნა შემოღებული, რომლის შედეგად ეს უკანასკნელი ყველა უძრავ მართლმადიდებლურ დღესასწაულს დაშორდა ათი დღით, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში „დროის დეკრეტით“ სამი დღეც დაემატა. ჯერ კიდევ 325 წელს, ნიკეის მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე ბრწყინვალე აღდგომის თარიღის აღნიშვნის საკითხიც იქნა განხილული. წმ. მეფე კონსტანტინე დიდმა ნიკეიდან ეპისტოლეები გაუგზავნა ყველა იმ ეპისკოპოსს, რომლებიც წმიდა კრებას არ ესწრებოდნენ. ეპისტოლეს ერთ-ერთ ფრაგმენტში წერია: „...დაე, თქვენმა კეთილგონიერებამ განსაზღვროს, თუ რამდენად არასაქებარია და საძრახისი, რათა ერთსა და იმავე დღეებში ერთნი მარხულობდნენ და სხვანი კი იხსნილებდნენ”.

ყველაზე „ხილული“ და მყარი არგუმენტი, რაც ყველასთვის ნათელია და რაც აღიარებს ძველი სტილის უპირატესობას ახალთან შედარებით, მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის დღის დადგომისთანავე, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლებზე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლაა (და სხვა სასწაულები, რომლებიც იულიუსის კალენდრის მიხედვით აღესრულება) ღვთის მიერ მოვლენილი ეს ზეციური სასწაული სწორედ იმის დასტურია, რომ ძველი სტილი, ანუ ის გზა, რომელსაც განუხრელად ადგას მართლმადიდებელი ეკლესია, არის სრულიად გაცნობიერებული პოზიცია, რომელიც ყველაზე უკეთ არეგულირებს საეკლესიო ცხოვრების ჰარმონიულ რიტმს. სწორედ ეს არის იულიუსის კალენდრის დოგმატური ღირსება, რომელსაც მყარად იცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/stili.htm


გასულ საუკუნეში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესია გადავიდა დასავლურ ქრისტიანულ კალენდარზე, თუმცა მხოლოდ 1 წლით. მოგეხსენებათ ეკლესიაში იკითხება ჟამნი (ავტ. ჟამი-დრო) დღეების, კვირეების, თვეების, კვარტლების მიხედვით, და ყოველივე იკითხება საათის სიზუსტით, კალენდრის გადაწევამ კი თავდაყირა დააყენა ყველაფერი. როგორც უკვე აღვნიშნე მართლმადიდებლების ორიენტირი არის, იერუსალიმში ცეცხლის სასწაულებრივი გარდამოსვლა, რაც ხილულ, გაცხადებულ სასწაულს მიეკუთვნება. შესაბამისად მართლმადიდებელი ეკლესია, არ ”კარგავს” იმ 13 დღეს და შობას აღნიშნავს, მაშინ, როცა მართლა იშვა უფალი იესო ქრისტე, ხოლო ახალ წელს მაშინ როცა მართლა დგება ახალი წელი.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ახალი წელი მნიშვნელოვანი თარიღია. 25 დეკემბერს (ძველი სიტლით, 7 იანვარს ახალი სტილით), იშვა მარიამისაგან უფალი, ხოლო ერთ კვირაში ანუ 1 იანვარს (ძველი სტილით, 14 იანვარს ახალი სტილით) მოხდა მისი ებრაული წესით წინადაცვეთა და ეწოდა მას სახელი იესო, რამაც განაპირობა ახალი წელთაღრიცხვის დაწყება.

პ/ს სხვადასხვა რელიგიაში სხვადასხვა წელთაღრიცხვაა, სხვადასხვა წელია, სხვადასხვა დროსაა ახალი წელი, პატივი ვცეთ მათ და ნურც ჩვენსას დავივიწყებთ :) გილოცავთ ყველას და თქვენს გულებში დაბუდებული კეთილი საქმეების ახდენას გისურვებთ :)

Tuesday, January 12, 2010

ოღონდ ნუ ატკენ გულს...


არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს, იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას“ შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.
არის ერთი ასეთი ძველებრაული თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, - ნათქვამია თქმულებაში - ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან.
ქალის მთავარი დანიშნულება ყოველთვის იყო, არის და იქნება, ახალი სიცოცხლის მოვლინება და მისი მოფრთხილება.
საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი - ადამი. ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას სახელად ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. ღვთისგან დაწესებული აკრძალვა პირველად ცოლმა დაარღვია. იგი ქარაფშუტულად ჩაება გველთან საუბარში და ეს უკვე ცოდვის დასაწყისი იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ მას შემდეგ, ქალი ყველაზე უფრო პირფერულ ქებასა და მაცდუნებელ სიტყვებზე ეგება.




უბრალოდ ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ქალში ზრუნვა და სიყვარული კოდივით დევს, ჯერ კიდევ სულ პაწაწინები თამაშში ამჟღავნებენ ამ კოდს. დედაშვილობანა, ერთი შეხედვით უბრალო თამაშია, თუმცა რეალურად ეს ”კოდის” გამოვლინებაა, იმ კოდის, რომ მომავალში ეყოლება შვილი, საყვარელი მამაკაცისგან, რომელზეც იზრუნებს, რაშიც პოულობს ბედნიერებას, სიხარულს, გამოხატავს სიყვარულს (არ ვამბობ, რომ ქალისთვის მხოლოდ ოჯახია ბედნიერება, ეს პოსტი ასე ვთქვათ ცხოვრების სხვა მიმართულებას ეძღვნება). არ მახსოვს ეს სად ამოვიკითე, მაგრამ უზარმაზარი სტატია იყო, რომელიღაც ფსიქოლოგის ამ კოდზე მიძღვნილი. მე ერთს დავამატებ: ოღონდ ნუ ატკენ გულს, თორემ სიტყვები: სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ემოციისგან დაცლილ გამჭვირვალე კრისტალებად იქცევა და ბაგედან წარმოთქმისთანავე დაიმსხვრევა...

...ოღონდ ნუ ატკენ გულს.

Sunday, January 10, 2010

Edward Scissorhands

დღევანდელი კვირისთვის ეს ფილმი შევარჩიე :)

ძველი, ალბათ უკვე მივიწყებული, მაგრამ ერთ-ერთი უსაყვარლესი (ყოველშემთხვევაში ჩემთვის :) )

Tuesday, January 05, 2010

ბუუუუუუუუს...

რამდენიხანია ჩემს შეყვარებულზე არაფერი დამიწერია, ხოოოოოოდა:


ბუუს!


გეძღვნება შენ, უფრო სწორად კი შენ ფილტვებს ჩემი ფილტვებისგან დიიიიიიიიიიდი სიყვარულით:




Sunday, January 03, 2010

ოხ, ეს ფილმები

Nothin To Lose



მოკლედ კვირაა და შევუდექი აგერ უკვე ტრადიციულ საქმიანობას, ჭორაობას ფილმებზე. Nothin To Lose, ანუ დასაკარგი არაფერია _ ეს არის კომედია, კომედია, რომელზეც მე პირადად იმდენი ვიცინე, რომ ცრემლებიც კი წამომივიდა :))) წარმატებული ადამიანი, რომლესაც ყველაფერი აქვს რასაც კი ისურვებს, მოულოდნელად გაუბედურდება, როდესაც საკუთარ ცოლს უფროსსთან წაასწრებს ლოგინში, რა თქმა უნდა ყბა ჩმოუვარდება, ყვავილები ხელიდან გაუვარდება, ჩაჯდება მანქანაში და მიდის არსაითკენ. ამ დროს კი მოკრიმინალო ელემენტი გაძრცვას დაუპირებს, სიტუაცია ისე შემობრუნდება, რომ მძრცველი და ”ძრცვული” (ეს რა მაგარი სიტყვა მომაფიქრდა) ერთად დაგეგმავენ შურისძიების გეგმას...


მონაწილეობენ: ტიმ რობინსი, ჯონ მაკგინლი, მარტინ ლოურენსი, ქელი პრესთონი. მართალია 1997 წლის ფილმია, მაგრამ ნამდვილად ღირს ნახვად :)


პ/ს სასიამოვნო კვირას გისურვებთ :)