Sunday, January 31, 2010

The pianist


დღევანდელი კვირისთვის შევარჩიე ჩემი აზრით ერთ-ერთი უძლიერესი ფილმი.


პიანისტი, არის ფილმი, რომელიც მახსენებს, რომ ადამიანები მექანიზმები არ ვართ, ადამიანები ვართ ადამიანები და სანამ ცოცხლები ვართ უნდა ვიყოთ ადამიანები, უნდა გვტკიოდეს ადამიანობა და უნდა გვიხაროდეს ადამიანობა, ეს ერთადერთი განგვასხვავებს დანარჩენი ქმნილებებისაგან.


ჩემი აზრით იდელური ფილმია, იდეალურ ადამიანზე, იდეალურად კარგადაა შერჩეული მსახიობები და რეჟირორიც იდეალურად ამბობს თავის სათქმელს.


და ბოლოს, როგორც ვიცით ამ ფილმის საუნტრეკები ფედერიკ შოპენის ნაწარმოებებია, მისი ნოქტიურნები (ანუ ღამის სერენადა), ბალადები, რომელზეც კომენტარის გაკეთება რთულია. შოპენი უდაოდ გენიალური მუსიკოსია, მისი ნაწარმოებები საოცრად დახვეწილი, ჰარმონიულია. იგი რეფორმატორია, დაამტკიცა, რომ არ არსებობს ნაწარმოები, რომელსაც ვერ გადმოსცემს ფორტეპიანო (ისე ამაზე კაი პოსტის გამოცხობა შეიძლება მომავალში).

9 comments:

vasasi said...

საოცარია და, მაქვს ეს ფილმი ნანახი...
რატომღაც, ძლიერი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც აღწერილია..

clown said...

ვფიქრობდი რა მეყურებინაა...
და თუ არ დამეზარა ვუყურებ ^^

italiana said...

უმაგრესი ფილმია..

Sophie שרה Golden said...

@ ვასასი, მგონი, სხვადასხვა პიანისტებს გულისხმობთ შენ და ლალენა, თორემ შეუძლებელია ამ ფილმმა არ მოახდინოს ვინმეზე ძლიერი შთაბეჭდილება.

ასეთი ფილმების ნახვა საერთოდ მიჭირს ხოლმე და სიმართლე გითხრა, ზოგჯერ ბოლომდეც არ ვუყურებ, მაგრამ "პიანისტი" მხოლოდ იმ საშინელ პერიოდზე არ არის, უფრო მეტია - სინამდვილე, ადამიანობა, სიცოცხლის წყურვილი, როგორი კარგია სიცოცხლე, მაგრამ შენი სიყვარული სულ სხვა შეიძლება იყოს; როგორც ბროდის გმირის შემთხვევაში - მუსიკა.
იცი, რომელი მომენტი მიყვარს? კეთილი ნაცისტი რომ იპოვის დამალულ შპილმანს და ფორტეპიანოზე დააკვრევინებს, ახლაც მაჟრჟოლებს ამის გახსენებაზე. როგორ დაჯდება და დაუკრავს, იმ დროს მასზე ბედნიერი არავინ არის, თუნდაც იმავე წამს დახვრიტონ... ძალიან მაგარი რეჟისორია პოლანსკი, არანაკლებ ძლიერი მსახიობია ბროდი და შოპენი? What can I say about genius composer, gosh.

OTO said...

ყველა სიტყვაში გეთანხმები.

perfect stranger said...

სხვათაშორის ძალიან დიიდი ხნის მანძილზე ვგეგმავდი მენახე პიანისტი და ბოლოოოს, როგორც იქნა, რამდენიმე თვის წინ დადგა ეს ღირსშესანიშნავი მომენტი :)
ძალიან მომეწონა ფილმი და გეთანხმები, მართლაც იდეალურია.

Kate said...

სულ ვაპირებ, ვაპირებ, ვაპირებ, ვაპირებ....


კარგია, რომ ვაპირებ :bis::mo:

მაკა ასათიანი said...

ძლიერი ფილმია,საკმაოდ მძიმე და შთამბეჭდავი. რომან პოლანსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. ჩემს ფავორიტებს მიეკუთვნება და არასოდეს მბეზრდება მისი ყურება, ვინაიდან ყოველ ჯერზე ახალს აღმოვაჩენ ხოლმე.

Lalena said...

ძალიან გამიხარდა თქვენი კონემატრები ბავშვებო, ეს ფიმლი ჩემთვის იმდენად შემძვრელია, იმდენად მძიმეც და მსუბუქიც, აი ყველა ემოცია ერთად მოაქვს, სოოფ გეთანხმები ეგ ყველაზე მაგარი მომენტია, აი ყველაფერს რომ უკარგავს აზრს, რაც ამაოა :)