Sunday, January 03, 2010

ოხ, ეს ფილმები

Nothin To Lose



მოკლედ კვირაა და შევუდექი აგერ უკვე ტრადიციულ საქმიანობას, ჭორაობას ფილმებზე. Nothin To Lose, ანუ დასაკარგი არაფერია _ ეს არის კომედია, კომედია, რომელზეც მე პირადად იმდენი ვიცინე, რომ ცრემლებიც კი წამომივიდა :))) წარმატებული ადამიანი, რომლესაც ყველაფერი აქვს რასაც კი ისურვებს, მოულოდნელად გაუბედურდება, როდესაც საკუთარ ცოლს უფროსსთან წაასწრებს ლოგინში, რა თქმა უნდა ყბა ჩმოუვარდება, ყვავილები ხელიდან გაუვარდება, ჩაჯდება მანქანაში და მიდის არსაითკენ. ამ დროს კი მოკრიმინალო ელემენტი გაძრცვას დაუპირებს, სიტუაცია ისე შემობრუნდება, რომ მძრცველი და ”ძრცვული” (ეს რა მაგარი სიტყვა მომაფიქრდა) ერთად დაგეგმავენ შურისძიების გეგმას...


მონაწილეობენ: ტიმ რობინსი, ჯონ მაკგინლი, მარტინ ლოურენსი, ქელი პრესთონი. მართალია 1997 წლის ფილმია, მაგრამ ნამდვილად ღირს ნახვად :)


პ/ს სასიამოვნო კვირას გისურვებთ :)

3 comments:

Sophie שרה Golden said...

ადრე მიყვარდა ეს ფილმი. ახლა რომ ვიხსენებ, სისულელე და უაზრობაა და მაშინ რა შტერი ვიყავი :D მარტინ ლორენსი მომწონდა აშკარად :D

Lalena said...

აუ მე არ მქონდა ნანახი და მოვკვდი სიცილიით :))) მართალია ცოტა მობერებული იუმორია, მაგარამ გაგართობს ;)

Grigol said...

ძალიან სასაცილო და მსუბუქი ფილმია :)
მე პირადად მომწონს :)