
როგორც კი საახლაწლო ციებ-ცხელება იწყება მთელს მსოფლიოში, მაშინვე ჩნდება კითვები: რატომ გვაქვს ჩვენ შობა 7 იანვარს და არა 25 დეკემბერს მსგავსად დასავლური ქრისტიანული სამყაროსი? ან რატომ ვზეიმობთ ორჯერ ახალ წელს: 1 იანვარს და 14 იანვარს? რით ვართ ასეთი განსაკუთრებულები, რომ ყველაფერს ორჯერ ვზეიმობთ? პასუხები ამ კითხვებზე საუკუნეების მიღმაა და შევეცდები გავცე.
ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, 44 წელს, რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ეგვიპტელი მეცნიერების დახმარებით ახალი კალენდარი შემოიღო, რომლის მიხედვით წელიწადის პირველ დღედ 1 იანვარი გამოაცხადა. კეისარი არ გახლდათ საეკლესიო მოღვაწე. კალენდარი არ იყო ქრისტიანობის დროინდელი, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით დროის ათვლის ყველაზე სრულყოფილ მოდელს წარმოადგენდა. ეკლესიამ იულიუსის კალენდარი შეითვისა არა როგორც სარწმუნოებრივი ღირებულების შემცველი სისტემა, არამედ როგორც მეცნიერული აზრის მონაპოვარი.
IV საუკუნიდან, როდესაც იულიუსის კალენდარი მოექცა საეკლესიო მსახურების წიაღში, იგი უწმინდეს დღესასწაულთა აღმნიშვნელი გახდა. 325 წელს, ნიკეაში გამართულ მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე ამ საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. იქიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდრით, ანუ ძველი სტილით აღნიშნავს ყველა საეკლესიო დღესასწაულს. კეისრის დროინდელი კალენდრისგან ძირითადი განსხვავება იმაშია, რომ საკულტო ორიენტირების ნაცვლად კალენდრის ცენტრალური ადგილი მაცხოვრის ბწრყინვალე აღდგომის თარიღმა დაიკავა.
1582 წელს კალენდრის „რეფორმა“ მოხდა რომის პაპ გრიგოლ II ინიციატივით და იულიუსის კალენდრის პარალელურად გრიგორიანულიც იქნა შემოღებული, რომლის შედეგად ეს უკანასკნელი ყველა უძრავ მართლმადიდებლურ დღესასწაულს დაშორდა ათი დღით, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში „დროის დეკრეტით“ სამი დღეც დაემატა. ჯერ კიდევ 325 წელს, ნიკეის მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე ბრწყინვალე აღდგომის თარიღის აღნიშვნის საკითხიც იქნა განხილული. წმ. მეფე კონსტანტინე დიდმა ნიკეიდან ეპისტოლეები გაუგზავნა ყველა იმ ეპისკოპოსს, რომლებიც წმიდა კრებას არ ესწრებოდნენ. ეპისტოლეს ერთ-ერთ ფრაგმენტში წერია: „...დაე, თქვენმა კეთილგონიერებამ განსაზღვროს, თუ რამდენად არასაქებარია და საძრახისი, რათა ერთსა და იმავე დღეებში ერთნი მარხულობდნენ და სხვანი კი იხსნილებდნენ”.
ყველაზე „ხილული“ და მყარი არგუმენტი, რაც ყველასთვის ნათელია და რაც აღიარებს ძველი სტილის უპირატესობას ახალთან შედარებით, მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის დღის დადგომისთანავე, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლებზე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლაა (და სხვა სასწაულები, რომლებიც იულიუსის კალენდრის მიხედვით აღესრულება) ღვთის მიერ მოვლენილი ეს ზეციური სასწაული სწორედ იმის დასტურია, რომ ძველი სტილი, ანუ ის გზა, რომელსაც განუხრელად ადგას მართლმადიდებელი ეკლესია, არის სრულიად გაცნობიერებული პოზიცია, რომელიც ყველაზე უკეთ არეგულირებს საეკლესიო ცხოვრების ჰარმონიულ რიტმს. სწორედ ეს არის იულიუსის კალენდრის დოგმატური ღირსება, რომელსაც მყარად იცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/stili.htm
გასულ საუკუნეში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესია გადავიდა დასავლურ ქრისტიანულ კალენდარზე, თუმცა მხოლოდ 1 წლით. მოგეხსენებათ ეკლესიაში იკითხება ჟამნი (ავტ. ჟამი-დრო) დღეების, კვირეების, თვეების, კვარტლების მიხედვით, და ყოველივე იკითხება საათის სიზუსტით, კალენდრის გადაწევამ კი თავდაყირა დააყენა ყველაფერი. როგორც უკვე აღვნიშნე მართლმადიდებლების ორიენტირი არის, იერუსალიმში ცეცხლის სასწაულებრივი გარდამოსვლა, რაც ხილულ, გაცხადებულ სასწაულს მიეკუთვნება. შესაბამისად მართლმადიდებელი ეკლესია, არ ”კარგავს” იმ 13 დღეს და შობას აღნიშნავს, მაშინ, როცა მართლა იშვა უფალი იესო ქრისტე, ხოლო ახალ წელს მაშინ როცა მართლა დგება ახალი წელი.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ახალი წელი მნიშვნელოვანი თარიღია. 25 დეკემბერს (ძველი სიტლით, 7 იანვარს ახალი სტილით), იშვა მარიამისაგან უფალი, ხოლო ერთ კვირაში ანუ 1 იანვარს (ძველი სტილით, 14 იანვარს ახალი სტილით) მოხდა მისი ებრაული წესით წინადაცვეთა და ეწოდა მას სახელი იესო, რამაც განაპირობა ახალი წელთაღრიცხვის დაწყება.
პ/ს სხვადასხვა რელიგიაში სხვადასხვა წელთაღრიცხვაა, სხვადასხვა წელია, სხვადასხვა დროსაა ახალი წელი, პატივი ვცეთ მათ და ნურც ჩვენსას დავივიწყებთ :) გილოცავთ ყველას და თქვენს გულებში დაბუდებული კეთილი საქმეების ახდენას გისურვებთ :)
18 comments:
აი ხედავ ეს გრიგოლები რამხელა საქმეებს ჩავდივართ? :))))))
ისე, ბევრი რამე გავიგე და მომეწონა:)
:*
მადლობ ინფორმაციისთვის...
ასე ზუსტად ნამდვილად არ ვიცოდი :)
mainc ver gavige, xalxi ratom cucunebs amdens shoba rom 7 ianvarsaa! tu ase ukvdebat Tavi axal cels gochis xorcis chamaze, sul nu daicaven am marxvas, vax!
unaamarga
გეთანხმები :)
თუმცა არა მარტო გოჭის ხორცის გამო :))
სულ ამას არ ვწუწუწნებ? :)) ყოველ ახალ წელს... რა არის ეს ორი შობა და ორი ახალი წელი. საბოლოოდ შედეგად უქმე იანვარს და მოსახლეობის ნახევრად ფხიზელ ნახევარს ვიღებთ :)
ჰოდა
მე ვფიქრობ, ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ჯობია თითო–თითო გვქონდეს, ქრისტიანული მსოფლიოს უდიდესი ნაწილივით.
ასე თუ ისე :) ამ ძველით ახალ წელს მოგილოცავ საუკეთესო სურვილებით! :*
პ.ს. მარხვის გამო არ ვწუწუნებ ხოლმე, ზოგადად :)))
მიხარია ბუუს :)
არაფერს clown, მიხარია თუ ასეა :)
უუნამურგა, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყველაფერი 1ში ხდება, ნუ რაც ხდება, ანუ თუ ბევრი გაიაზრებს რატომაც არის 14ში ახალი წელი და 7ში შობა, ალბათ პროტესტის გრძნობა აღრ ექნებათ, თანაც ჩვენ ხომ ყველაფერი ისე მოგვწონს როგორც ევოპაშია?
ქეთი ქრისტიანული სამყაროსთვის შობა რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ უფალი იშვა არა? ხოდა, თუ ამას აღვნიშნავთ მაშჳნ უნდა აღვნიშნოთ როცა იშვა :) ანუ მე ჩემ დაბ დღეს 14 დღით ადრე თუ მომილოცავენ დიდად არ გამიხარდება ;)
ეგ გასაგებია მარა ამ ახლა წელს რას დააწოწიალებენ აქეთ-იქით, რა უმსგავსობა და დღორინია (ეს სიტყვა ისე გავიხსენე, ვეღარ ვივიწყებ).
ხომ შეიძლება შობა და ახალი წელი ძველი სტილით ან ორივე ახლით აღინიშნოს. გაუგონარი ამბავია.
:)))))))))) ვააა რა სიტყვა რა სიტყვა, რა ჰარმონიულად ჟრერადი (რაიი?)
მართალი ხარ სოსო, ერთი აზრი არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ისე როგორც უამრავ სხვა საკითხებთან დაკავშჳრებით. არავინ არ ზეიმობს ჯერ ახალ წელს და მერე შობას, ჩვენ კი, ჯერ საახალწლოთ ავაფეთქებთ ფეიერვერკებს, მერე შჴბას საცოდავ გოჭს მივირთმევთ და 14შჳ გადანახული ასაფეთქებლებით არ ვივიწყებთ ”ტრადიციებს”, ტუმცა ვერ ვხვდებით, რომ 14 იანვარი ტრადიცია არაა :)
მე მიყვარს 14 იანვარი :)
იმაზე მეტად ვიდრე ”ახალი წელი”
ჩემი კალანდა დგება :)
gamarjoba...ukve dzaan didi xania minda mogwero da samwuxarod aqamde ver movaxerxe...im posttan dakavshirebit...tu gaxsovs is adreul postebs miekutvneba, mashin blogingi axali dawyebuli mqonda da kargad ar viyavi garkveeuli, sadgac shemxvda, momewona da tanac im momentshi sruliad asaxavda chems shinagan ganwyobas, xoda davde chems blogzec...ra tqma unda plagiatoba arc mifiqria :( exla vxvdebi rom martla cudad gamomivida da avtors patieba minda vtxovo...tumca komentarebshi vwerdi rac chemi shemoqmedeba ar iyo, arc mifiqria tui aset shedegs gamoiwvevda...
მმმმ ხისსუნიანი სახლიდან ბუხრის ტკაცუნი მომესმა და შემთბა :)
camomile კი მახსოვს, როგრ არა :) უბრალოდ დღეს "სიტყვის" ქურდობა არაფრად მიაჩნიათ და თავისუფლად "იწებებენ" სხვის ინტელექტუალურ შრომას, მსგავსი ფაქტისგან არც შენ ხარ დაზღვეული, ამიტომ მოყვა შენს საქციელს მსგავსი რეაქცია. კარგი იქნება თუ ყველანი ჩამოვიყალიბებთ სხვისი ნაშრომის პატივისცემას და მივუთითებთ წყაროს. მე კომენტარშივე მიგიწერე, რომ შეიძლება არც გიფიქრიათქო ასე, რომ იმედია არაკორექტული არ ვყოფილვარ. წარმატებულ ბლოგინგს გისურვებ :)
მინდა გითხრა, რომ ცეცხლის გადმოსვლა არაა მთავარი არგუმენტი და მსგავსი სასწაულები ყველა კონფესიას აქვს.
მეორეც - ეგ ხომ დაკემბრის თუ იანვრის შობასთან არაა კავშირში. მესამე კიდევ მართლმადიდებლური ეკლესიები არ გადასულან გრეგორიანულ კალენდარზე - მათ იულიუსის შესწორებული კალენდარი მიიღეს, ხოლო ძველ იულიუსზე სულ 3 ეკლესია დარჩა - რუსეთი, საქართველო და სერბეთი.
დაბოლოს - ხილული დასტური თუ რომელი კალენდარია მართალი - არის ელემენტარულად საათი. ადამიანი მზის ამოსვლისას უნდა ადგეს ერთ დილას და ბუნიობის და სწორობის დათვლა ძნელი არ იქნება. http://bit.ly/6NKTmB
პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ წავიკითხე შენი პოსტი, საინტერესი იყო, მიხარია ჩემიც რომ წაიკითხე და გაგიჩნდა მსგავსი, ცოტა კრიტიკული შენიშვნა.
1. მინდა გითხრა, რომ ცეცხლის გადმოსვლა არაა მთავარი არგუმენტი და მსგავსი სასწაულები ყველა კონფესიას აქვს.------- ესე იგი, მართლმადიდებლური გაგებით ცეცხლის გადმოსვლა არის უმნიშვნელოვანესი, ამ დროს ერთმანეთს ასე ულოცავენ: გილოცავ ქრისტეს აღდგომას, სასწაულებრივი ცეცხლი გარდმოვიდა, გიხაროდენ, რამეთუ მეორედ მოსვლა კიდევ ერთი წლით გადაიდო. (მგონი ამ მილოცვაში ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია და აღარ განვავრცობ). სასწაულები, არცერთ კონფესიაში არაათქო მგონი არსად მიწერია და თავად გარდამოსვლა იმიტომ არის მაღთლმადიდებლებისთვის მნიშვნელოვანი, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოდის ცეცხლი, არა კათოლიკეზე, და არა სომეხ პატრიარქზე, რომლებიც არიან ტაძარში, თუმცა არ ჩადიან მაცხოვრის საფლავთან. http://children.wanex.net/sarcmunoeba/gvtaebrivi_cecxli.htm და მთავარი არგუმენტი რატომაცააა გეტყვი ცოოოოტა ქვევით.
მეორეც - ეგ ხომ დაკემბრის თუ იანვრის შობასთან არაა კავშირში.------ აი აქ გეტყვი რატომაა მთავარი არგუმენტი და რატომაა კავშირში შობასთან. პოსტში ტყუილად არ მიწერია, რომ ეკლესიაში იკითხება ჟამნი, იქვე მაქვს ახსნილი თუ რა არის ჟამნი. ანუ, როგორი მომენტია იცი? ყოველი დღე, კვირა, თვე, კვარტალი და წელია მითითებული, ანუ რა დღეს რა ლოცვა უნდა იქნეს წაკითხული და ამას მიყვებიან ჩვენი მღვდლები წირვა-ლოცვის დროს, თანაც ხომ იცი, რომ გვაქვს მოძრავი და უძრავი დღესასწაულები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არიან და სხვადასხვანაირად ხდება მათი გამოანგარიშება, პირიქით ერთიანობაშჳ, რომ არიან იმიტომაც არი კავშირი შობასთან და აღდგომასთან, თანაც გაითვალისწინე, აღდგომას სხვა კონფესიები ჩვენთან ერთად ზეიმობენ, ანუ იმ დროს როცა მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს. იმედია ავხსენი რა კავშირშია შობა და აღდგომა :)
მესამე კიდევ მართლმადიდებლური ეკლესიები არ გადასულან გრეგორიანულ კალენდარზე - მათ იულიუსის შესწორებული კალენდარი მიიღეს, ხოლო ძველ იულიუსზე სულ 3 ეკლესია დარჩა - რუსეთი, საქართველო და სერბეთი.---------- მართლმადიდბებელი ეკლესია ერთი წლით ნამდვილად გადავიდა დასავლური კალენდრის მიხედვით და 25 დეკემბერს იზეიმა შობა, ეს არის მამა ალექსანდრეს ქადაგებიდან, სამწუხაროდ ინტერნეტში არ დევს მისი სიტყვები თუმცა შემიძლია შეგახვედრო თუ ამ სიტყვების სისწორეში ეჭვი გეპარება და გაინტერესებს როდის და როგორ იყო :) იმაში გეთანხმები, რომ მხოლოდ რუსეთი, საქართველო და სერბეთი დარჩნენ იულიუსის ძველ კალენდარზე და ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა როგორიცაა საბერძნეთი გადავიდა დასავლურზე.
დაბოლოს - ხილული დასტური თუ რომელი კალენდარია მართალი - არის ელემენტარულად საათი. ადამიანი მზის ამოსვლისას უნდა ადგეს ერთ დილას და ბუნიობის და სწორობის დათვლა ძნელი არ იქნება------ ამ პოსტის მიზანი არ იყო, ექადაგა ჭეშმარიტი რელიგია, ჭეშმარიტ კალენდარზე დაყრდნობით, უბრალოდ ბევრს უკვირს ახალი და ძველი სტილის არსებობა, რაც იწვევს 2 ახალ წელს და 2 შობას, ზუსტად ამის ახსნა მქონდა მხედველობაში, თუმცაღა აქვე მინდა გითხრა, რომ საინტერესო კუთხით წაიყვანე თემა, იმ კუთხით რაზეც დავა დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება. და თუ კიიიიდევ უფრო დაგაინტერესებს ეს თემა, შეგიძლია შენ თვითონ გადაამოწმო საათით ;)
ვერ ვხვდები რაზე დავობთ. ჯერ ერთი, ეს ”მეორე შობა და მეორე ახალი წელი” რელიგიური დღესასწაულებია და ვისაც არ უნდა, ნუ აღნიშნავს. მერე კიდევ, ცეცხლის გადმოსვლა, მართმადიდებელი ქრისტიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, თორემ სხვა რელიგიებში რა სასწაუებია, ეგ მათია და ჩემგან (და მგონი ყველასგან) სხვა აღფრთოვანებას იმსახურებს.
ჩემთვის ერთი შობაა და ერთი ახალი წელი, 7 და 14 იანვარს.
ჩინელებისთვის თებერვალშია ახალი წელი, ებრაელებისთვის როგორც მახსოვს, სექტემბერში.
ასე რომ მარტო ჩვენ არ გვაქვს ეგ სხვაობა :)
ეს სადავო არა რის, ეს ფაქტია :)
მინდა მადლობა ვუთხრა ახალგაზრდა გოგონას ასთი ერუდირებულობისა და ასეთი ტრადიციულობის გამო. ტრადიციის პატივისცემა და არა მისი რევიზია, დღეს დასაფასებელი თვისებებია, რადგან ბევრისთვის ორიგინალურობა და თვითდამკვიდრება არსებულის ახირებული უარყოფით გამოიხატება....
გმადლობთ, კიდევ ერთხელ!
Anonymous მადლობა, რომ კითხულობ ჩემს ბლოგს :)
ლალენა
რაღაცეები ვერ გავიგე და იქნებ როგორმე ამიხსნა, იმიტომ რომ ზუსტად ნახევარი საათია ვცდილობ მივხვდე და მაინც ვერ ჩავწვდი. :">
1. "ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, 44 წელს, რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ეგვიპტელი მეცნიერების დახმარებით ახალი კალენდარი შემოიღო, რომლის მიხედვით წელიწადის პირველ დღედ 1 იანვარი გამოაცხადა."
თუ პირველი იანვარი გამოაცხადა იულიუსმა წლის დასაწყისად და ჩვენ ამ ძველ კალენდარზე დავრჩით რატომ არის ჩვენთვის ნადვილი ახალი წელი 14 იანვარს ?
2. "აქვე მინდა გითხრათ, რომ ახალი წელი მნიშვნელოვანი თარიღია. 25 დეკემბერს (ძველი სიტლით, 7 იანვარს ახალი სტილით), იშვა მარიამისაგან უფალი, ხოლო ერთ კვირაში ანუ 1 იანვარს (ძველი სტილით, 14 იანვარს ახალი სტილით) მოხდა მისი ებრაული წესით წინადაცვეთა და ეწოდა მას სახელი იესო, რამაც განაპირობა ახალი წელთაღრიცხვის დაწყება."
ესეც ვერ გავიგე, როგორც მივხვდი ჩვენ ძველ კალენდარს მივყვებით და ძველი სტილით აღვნიშნავთ ყველაფერს და რატომ წერია რო 25 დეკემბერი არის ძველი სტილით და 7 იანვარი ახალი სტილით როცა ჩვენ 7 იანვარს აღვნიშნვათ შობას ?
P.S. იმედი მაქვს ძაან სისულელეები არ დავწერე. (blush)
Post a Comment