Sunday, January 17, 2010

prime


მართალია ჩემი ე.წ. ”კვირის რუბრიკა”, არაპოპულარულია, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებ ბლოგზე განვათავსო ფილმები, რომლებიც მომწონს. დღეისათვის შევარჩიე Prime _ ”ჩემი საუკეთესო საყვარელი”, არ ვიცი ასე რატომ გადმოთარგმენს, ვერ შევედავები ვერავის, რამეთუ პროფესიონალურ თარგმანში თავისუფლად დავიწერდი 0-ს, ერთია იცოდე ინგლისური რაღაც დონემდე, მეორეა თარგმნო, თუმცა ეს სულ სხვა თემაა.


ფილმში საკმაოდ ძლიერი და პოპულარული მსახიობები თამაშობენ: უმა თურმანი და მერილ სტრიპი. სიუჟეტიც საკმაოდ კარგია: რა ჯობია იმას, როცა შენი ფსიქოლოგი შენი სადედამთილოა :)))) ფილმი მთვარდება ისე, როგორც უნდა დამთავრებულიყო, უაზრო ჰოლივუდური დასასრულებისგან განსხვავებით, ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ.
პ/ს სასიამოვნო კვირას გისურვებთ :)

10 comments:

clown said...

მემგონი კარგი იქნება ^^

Chaotic said...

აიაიაი,

ვგიჟდები მაგ ფილმზე.
თავის დროზე დიდი შემოლაწუნება იყო ჩემთვის, რამეთუ მეც უმცროსები მომწონს. მახსოვს, პოსტიც დავწერე მაგაზე.

:D

Anonymous said...

მართლა კარგი ფილმია!

Sophie שרה Golden said...

ლალენა, არაპოპულარული იმიტომაა, რომ ცოტა მშრალად წერ, სიმართლე გითხრა.
შენი ჩამოთვლილი ფილმებიდან თითქმის ყველა მეც მომწონს, მაგრამ ვბრაზობ, როცა ისე აღწერ, მგონია ჩვეულებრივ ვარეზზე ვარ :(
ამ ბოლო დროს შენს ბლოგს passion აკლია, რაც ადრე საკმაოდ ჰქონდა.

P.S. ამ ფილმის სათაური საერთოდ არ მესმის :| "Prime" - რატომ ჰქვია, რადგან უმას გმირი იმ ბიჭზე უფროსია??? ჩემი საყვარელი ეპიზოდი, იცი რომელია აქედან? :ლოლ: ეს ბიჭი შავ გოგოს რომ გააცნობს ბებიამისს და ის ქალი ტაფას ირტყამს თავში :D :D :D

nati kuda said...

adre vnaxe da ver ganmacvifra am filmma, sheizleba cudad vuyure?

Lalena said...

clown რავი კიიი, კაია :)

Chaotic მართლა მაგარი ფილმია, შემოლაწუნებაზე ვიხალისეეე :)))

კი უუნამურგა ;)

სოოოფ, მართალი ხარ, გამოვსწორდები, შევეცდები ის ემოცია შევინარჩუნო აღწერისას რაც ნახვისას განვიცადე, მადოოოლი გულწრფელობისთვის და რჩევისთ[ის, ნამდვილად მჭირდებოდა :*

ნათი, რავი მე მეორეჯერ, რომ ფილმს ვუყურებ იმდენ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მიკვირს მაშინ სად მქონდა თვალები პირველად, რომ ვუყურე :)))))

Kate said...

მეც მიყვარს ეს ფილმი.
უმა ძალიან დეტალებს რომ უყვება მერილს. :D :D

Lalena said...

ხოოო და სადედამთილო, რომ თვითონ ფსიქოლოგთან გარბიიიის :))) მაგრამ სოფიმ მაგარი მომენტი გაიხსენა საწყალი ბებო, რომ თვაში ტაფას ირტყავს, ჩემს ბებიებს დუეტში ექნებოდათ მსგავსი რეაქცია :))))))))))))

xissunianisaxli said...

love this

Lalena said...

:)))