
ყველაზე ნაცნობი ზოგისთვის ბანალური, ზოგისთვის გულწრფელად საინტერესო, ზოგისთვის მომაბეზრებელი, ზოგისთვის დამაინტრიგებელი, ზოგისთვის უაზრო, ზოგისთვის აზარტად ქცეული კაცობრიობის მოღვაწეობის დასაბამიდან გაჩენილი კითხვა, რომელსაც ვადა არ გასდის... რა თქმა უნდა ”ზოგში” იგულისხმება ძლიერი სქესის წარმომადგენლები რომელთა ნაწილს აინტერესებს, ნაწილს არ აინტერესებს, ნაწილიც არაფერის დიდებით აღიარებს რომ აინტერესებს, თუმცა უგამონაკლისოდ ყველას სურს იცოდეს მაინც რა სურთ ქალებს. პასუხიი? პასუხი მარტივია :) წამწამები ნელ-ნელა მაღლა იზიდება, თვალები ეშმაკურად ელავენ, ტუჩის კუთხეც იწყებს ათამაშებას და მოპუწკული ბაგეებიდან ისმის: ”და... აქამდე ვერ მიხვდით?” პასუხი ცალსახაა: ”ვერა”...
მაშ ასე, თქვენს წინაშე სულ რამდენიმე წუთში გამოცხვება კულინარიის შედევრი ”რა სურთ ქალებს?”
ინგრედიენტები:4 ცალი რომანტიკა
1 ჭიქა საჩუქარი
ვანილი, კი არადა, რა თქმა უნდა სუნამო
3 კოვზი სითბო
1 ჭიქა მოულოდნელობა ან გაოცება
1,5 ჭიქა სიყვარული
მომზადების წესი:ავიღოთ 4 ცალი რომანტიკა, გავტეხოთ გამოვიღოთ ორიგინალურობა და ბანალურობა, პირველად ავთქვიფოთ ბანალურობა, შევურიოთ 1 ჭიქა საჩუქარი, შემდეგ ორიგინალურობა. მაგრად ავთქვიფოთ და დავუმატოთ ცოტა სუნამო. მოვაფცქიოთ ცოტა აზრთასხვადასხვაობა და კინკლაობა მრავალფეროვნებისათვის, შემდეგ 3 კოვზი სითბო და 1 ჭიქა მოულოდნელობა ან გაოცებაც დავამატოთ და მაგრად ავორიოთ კოვზით. შემდეგ 1,5 ჭიქა სიყვარულიც შევურიოთ, მიღებული მასა მოვათავსოთ ლანგარზე და შევდგათ ქურაში.
კრემი:1 ლიტრი ყურადღება
100 გრამი ზრუნვა
გამომცხვარი სურვილი დავკრემოთ :)P.S. ეს ყოველივე რა თქმა უნდა ხუმრობით, სინამდვილეში ყველაზე სასურველი არის ყურადღება, არა გადამეტებული, არა დაკლებული, ზომიერი და დროული :) რაც ჯაჭვურ რექციას ქმნის: ქალის სიხარული=>საყვარელი მამაკაცის ბედნიერი თვალები=>ბედნიერი ქალი... ქალისთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იმის შეგრძნება (და არა ცოდნა), რომ საყვარელი მამაკაცი მის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობს... :)