Saturday, May 02, 2009

რა სურთ ქალებს?..


ყველაზე ნაცნობი ზოგისთვის ბანალური, ზოგისთვის გულწრფელად საინტერესო, ზოგისთვის მომაბეზრებელი, ზოგისთვის დამაინტრიგებელი, ზოგისთვის უაზრო, ზოგისთვის აზარტად ქცეული კაცობრიობის მოღვაწეობის დასაბამიდან გაჩენილი კითხვა, რომელსაც ვადა არ გასდის... რა თქმა უნდა ”ზოგში” იგულისხმება ძლიერი სქესის წარმომადგენლები რომელთა ნაწილს აინტერესებს, ნაწილს არ აინტერესებს, ნაწილიც არაფერის დიდებით აღიარებს რომ აინტერესებს, თუმცა უგამონაკლისოდ ყველას სურს იცოდეს მაინც რა სურთ ქალებს. პასუხიი? პასუხი მარტივია :) წამწამები ნელ-ნელა მაღლა იზიდება, თვალები ეშმაკურად ელავენ, ტუჩის კუთხეც იწყებს ათამაშებას და მოპუწკული ბაგეებიდან ისმის: ”და... აქამდე ვერ მიხვდით?” პასუხი ცალსახაა: ”ვერა”...


მაშ ასე, თქვენს წინაშე სულ რამდენიმე წუთში გამოცხვება კულინარიის შედევრი ”რა სურთ ქალებს?”

ინგრედიენტები:

4 ცალი რომანტიკა
1 ჭიქა საჩუქარი
ვანილი, კი არადა, რა თქმა უნდა სუნამო
3 კოვზი სითბო
1 ჭიქა მოულოდნელობა ან გაოცება
1,5 ჭიქა სიყვარული


მომზადების წესი:

ავიღოთ 4 ცალი რომანტიკა, გავტეხოთ გამოვიღოთ ორიგინალურობა და ბანალურობა, პირველად ავთქვიფოთ ბანალურობა, შევურიოთ 1 ჭიქა საჩუქარი, შემდეგ ორიგინალურობა. მაგრად ავთქვიფოთ და დავუმატოთ ცოტა სუნამო. მოვაფცქიოთ ცოტა აზრთასხვადასხვაობა და კინკლაობა მრავალფეროვნებისათვის, შემდეგ 3 კოვზი სითბო და 1 ჭიქა მოულოდნელობა ან გაოცებაც დავამატოთ და მაგრად ავორიოთ კოვზით. შემდეგ 1,5 ჭიქა სიყვარულიც შევურიოთ, მიღებული მასა მოვათავსოთ ლანგარზე და შევდგათ ქურაში.


კრემი:

1 ლიტრი ყურადღება
100 გრამი ზრუნვა


გამომცხვარი სურვილი დავკრემოთ :)



P.S. ეს ყოველივე რა თქმა უნდა ხუმრობით, სინამდვილეში ყველაზე სასურველი არის ყურადღება, არა გადამეტებული, არა დაკლებული, ზომიერი და დროული :) რაც ჯაჭვურ რექციას ქმნის: ქალის სიხარული=>საყვარელი მამაკაცის ბედნიერი თვალები=>ბედნიერი ქალი... ქალისთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იმის შეგრძნება (და არა ცოდნა), რომ საყვარელი მამაკაცი მის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობს... :)

11 comments:

Unknown said...

ჰეჰე :D

Sophie שרה Golden said...

Love, Passion, Devotion - That's what I want ;)

Grigol said...

მე ვიცი რა უნდათ :)))

მარმელადები (უამრავი) და ”ნა”-ზე დაწყებული რანცხა :D

Grigol said...

სალ, სამი კოვზი თაფლი რათ უნდათ????
(ამაზემეტადრაღამუნდაგამაოცოსხარხალაკი)

Anonymous said...

მშვენიერი რეცეპტია
როგორი ცხვება მერე გაზქურაში
ან კრემის მერე, როგორი დასაგემოვნებელია?!

:D

Lalena said...

სოოოფ დევოტიონ უმთავრესია ჩემი აზრით :)

გრიიი ”ნა” რა? ”ნასკი”? :დ:დ:დ
რაის თაფლი? :p

ბაბისა როგორი დასაგემოვნებელია? მმმმმმმმმმმმ არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად :დ:დ:დ

ჰექსე said...

sitbo cotaa
sami kovzi
:D

Anonymous said...

-რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?
-ღალატს

-რა სურთ ქალებს?
-მამაკაცის სითბო და ყურადღება


ასეთ საკითხებში სუყველა რა ერთსულოვნები ხართ ეს ადამიანები :|

Lalena said...

მმმ ჰექსუს მგონი სწორი შენიშვნა იყო :)

მელია შენ წარმოიდგინე ყველაფერი მარტივადააა, უბრალოდ ყურადღება, ყურადღება, რომელსაც სქესი არ აქვს :)

Lasharela said...

საინტერესო რეცეპტია :)
ჩემს კულინარიის კუთხეს დაამშვენებდა :)

Lalena said...

ლაშარელა ნუ თუ დააამშვენებდა... :)