ისევ ტირის ტიფლისის ცა... ისევ ფანჯრის რაფაზე ვარ აფორთხებული, ჩემი ბალიშითა და ფინჯანი ჩაით (რა თქმა უნდა ლიმნით!), ჩამოჩაჩული მკლავებით სასურველ ტემპერატურას ვაწვდი გათოშილ თითებს. ამჯერად ყურთსასმენებით არ ვარ შეიარაღებული, პირიქით სასურველი ნოტები მთელს ოთახს ათბობს. ორთქლს ამოყოლილი ნაცნობი სურნელი მაიძულებს თვალები დავხუჭო და ფიქრების ქარიშხალი მესხმის თავს. ერთი ყლუპი და... ფიქრები კადრებად იქცევიან... მეორე ყლუპი და იწეყება წარსულში ბორიალი, პირველი შეხვედრა, მოულოდნელი, ჩემი დაბნეული მზერა მახსოვს და აწეული ცხვირი... მესამე, პირველი შეხვედრა, პირველი ერთად გატარებული დღე... მეოთხე ფიქრით გაჯერებული ყლუპი, ესეც პირველი კომპლიმენტი, სიამოვნებისგან შემთბარი ლოყები... მეხუთე, პირველი გაცილება სამსახურამდე და პირველი სურვილი გზა დაგრძელებულიყო... ხარბად დაწაფული მეექვსე ყლუპი და პირველი გამოფენა, პირველი ლიმნიანი ალუბლის წვენები... მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე და გონებას მოწოლილი წარსული პირველი ღამის საუბრები და დათენებები... თერთმეტი და თორმეტი, პირველი შიში, შენ გორში ხარ, გაუცნობიერებელი შიში... ცამეტი, თოთხმეტი, სასწრაფოდ მოშორებული შავი ფიქრები, მის მაგივრად შენი თბილი თვალები... თხუთმეტი პირველი სურვილი უფრო ახლოს გაცნობის, შენ სამყაროში შემობიჯების... თექვსმეტი, ჩვიდმეტი ჩემი ბრალი არ არის, სასურველი სამყაროს კარი ღია დამხვდა :) თვრამეტი, პირველად თვალებში დანახული ”ის” რასაც ჯერ ვერ/არ ვხვდები... ცხრამეტი პირველი მიყვარხარ... ოცი და ოცდაერთი, მეც მიყვარხარ და პირველი კოცნა... სიხარულო 365 დღე გავიდა...
ცარიელ ჩაის ფინჯანს გულში ვიხუტებ, დაორთქლილ ფანჯარას პატარა გულუკას ვახატავ და შენ სახელს ვწერ... თვალებს ვხუჭავ და ვხედავ: როგორ იბერება გულის მიერ ნადირიჟორები მელოდიის შესრულებით ცხვირის ნესტოები, როგორ ყავხარ ჩახუტებული თეთრ, ქათქათა, თბილ ბალიშს ჩემს მაგივრად, ვხედავ როგორ შეირხა ოდნავ შენი წამწამები, როგორ დინჯად და ზანტად გაცურდა შენი თითები პაწაწუნა შავი ყუთისკენ სადაც მომწვანომოთაფლისფეროდ წაკითხულმა ”დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო”-მ ტუჩის კუთხე აათამაშა...

და ჩემი პაწაწუნა შავი ყუთის ეკრანზე რატომ გამოჩნდა კონვერტი?
15 comments:
ეს ყველაფერი კარგია, დავთბი და კიდევ უფრო მომნატრდი, მაგრამ აი ვინცხა იტალიელი მამრმაჩვი რა შუაშია ხომ ვერ მეტყვი? :D :D :D :D :D :D:D:D:D:D:D
არ დაკარგოთ, თორე ვერც ერთი ვერ გადამირჩებით!! პირველი კომენტარის ავტორი პირველ რიგში ვერ გადამირჩება, იცოდეს, მინდა...
ორივე მიყვარხართ, აუტანლებო!
აქ რა ამბები ყოფილა თურმა და მე კიდევ მძინავს. კომპლიმენტების ქარიშხალი შენ, ასე კარგად რომ წერ.
ხოდა ისა დაგხატეთ თქვენ, რავი ვცადე. თან გრიშამ ტროსტი მაკლიაო და ახლა სამი ხართ.
შენ, გრიშა და ტროსტი
მმმ!
სიყვარული მომანდომა შენმა პოსტმა... და "ბალღობა" მომაგონა, როცა დაორთქლილ ფანჯარაზე გულებს ვხატავდი და "მის" ხმას ვუსმენდი; მე, რა თქმა უნდა, დამუნჯებული ვიყავი... ჰოდა, ერთი კიდევ იწვიმოს რა!..
სიხარულო, აბა მამრმაჩვი :დ:დ:დ
ლიიიიიკ, მეც იცი როგორ მიყვარხარ? აი ძაააან ძაააან დიდიზაე, აი ამხელაზე (ჰუგ)
სოსო უმაგრსი იყოოო, აი არ ვიცი როგორ გამიხარდა, მითუმეტეეს არ მეგონა მეორეცალიც თუ იქნებოდა (ისე სამის პერსპექტივა არ მხიბლავს მაინცდამაინც :p) ულამაზესი გამოვიდა, (სვეეთ) (ჰუგ)
ხოოო, სოოოფ, წვიმაში რაღაც, აი რაღაც მემართება და მეც მომწონს რომ წვიმს :))) მადლობა რომ კითხულობ ჩემს პოსტებს :)
ისე ჩვიკითხე, თითქოს სადღაც ძველ დღიურში გაკრული ლამაზი ხელით ჩანაწერს ვკითხულობდი და მრცხვენოდა რატომ ვკითხულობ მეთქი :გაწითლება:
ძალიან მომეწონა
female
ვცქმუტ ისე მიხარია შენი სიტყვები :ლოვე:
ისე მარტივად და თან საინტერესოდ გიწერია...:)
ჩემი სიმპატიები :)
შენ აუცილებლად გაიგებ ჩემს საყვარელ გამოთქმას-ჩემი სიყვარული ისეთი ძლიერია დროდადრო მტკივა:)ძალიან ბევრი და თბილი რამე-რუმეების თქმა მინდა,მაგრამ ჩემი კომპთან ურთიერთობის დრო როგორ შემიზღუდეს ხომ იცი:)
შენ აუცილებლად გაიგებ ჩემს საყვარელ გამოთქმას-ჩემი სიყვარული ისეთი ძლიერია დროდადრო მტკივა:)ძალიან ბევრი და თბილი რამე-რუმეების თქმა მინდა,მაგრამ ჩემი კომპთან ურთიერთობის დრო როგორ შემიზღუდეს ხომ იცი:)
ნიიიიიიიიიიიინ, იცი როგორ მიხარია რომ გაგიცანიიი? (ჰუგ)
მადოლი ლილია :)
სითბო ჩამეღვარა სულში! სულ სიყვარულში გახვეული ყოფილიყავი, ძალიან კარგია!
ასევე თბილ ემოციებს გისურვებ ზინა, მადოლი :)
Post a Comment