Thursday, April 02, 2009

სპილუკას ხო უყვარხაააააააარ




მიყვარხარ...


არა, ასე მარტივად არაა საქმე. ძალიან მიყვარხარ...


არა, არც ასე...


მიყვარხარ სიგიჟემდე, სიაბდლემდე, სისულელემდე...


არა, ასე მარტივად, მწირად და გაცვეთილი სიტყვებით ვერ გადმოგცემ იმას რაც ჩემს გულშია. სიხარულო, ჩემი სიყვარული შენდამი უკიდეგანოა, უსაზღვრო, დაუსაბამო და დაუსრულებელი, არ აქვს მიჯნა და საზღვარი. წრესავითაა, არც თავი აქვს და არც ბოლო, კიდევ ვეებერთელაა. ჩემი სიყვარული მზეს გავს, თვალს ვერ ვუსწორებ, სინათლეს და სითბოს ასხივებს და სასიცოცხლოდ აუცილებელია. როგორ მინდა იცოდე, გრძნობდე როგორ მიყვარხარ. ნეტავ შეიძლებოდეს გულის თხოვება, გათხოვებდი და იგრძნობდი იმას, რასაც მე ვგრძნობ შენს მიმართ. შენზე ფიქრით გულში მითბილა, სულში მთბილა, მერე რა რომ გარეთ ცივა, ცხვირის წვერი კი გაყინულია... ჩემი სიყვარული ისეთივე ჯიუტია, როგორც სანთლის ალზე მოფარფატე ფრთებდამწვარი პეპლის ტრფიალი... ჩემი სიყვარული ჩურჩულიდან კივილამდეა, ღიმილიდან ტირილამდე, ტკივილიდან ნეტარებამდე, დედამიწიდან ცის უსასრულობამდე. ჩემი სიყვარული ჩემი გულიდან შენს გულამდეა...






სიხარულო, იცი? სპილუკას ხოო, უყვარხარ...

4 comments:

ჰექსე said...

;))))


so sweeeet
:)))


:)
:love:


kiss

Sophie שרה Golden said...

ძალიან გაუმართლა, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის :)
ოუ, ლოვ მე თუ, ფლიზ :)

Joseph said...

"...შეიძლებოდეს გულის თხოვება, გათხოვებდი და იგრძნობდი იმას, რასაც მე ვგრძნობ..."
ვახ, მაგარია!
არა, ასე არ გამოვა.
ძალიან მაგარია!
არც ასე :(
სიტყვებით ვერ გადმოგცემ იმას, რამდენად მაგარი პოსტია. ყველაზე გულწრფელი. მოკლე და ამომწურავი.

იდეაში რაღაც ჭკვიანურის მოწერა მინდოდა და სიდებილეები დავწერე :შ

Lalena said...

ჰექსე, სოოოფ (blush)

ბატონო ჯო, უბრალოდ სიყვარულის ბუშტი გამისკდა და ასე ამოხეთქა სიტყვებად.
და ისა, არა სიდებილეები კი არა, რაც გინდოდა იმაზე გაცილებით მეტი დაწერე :)
thx...