Thursday, December 31, 2009

გილოცაააააააააააავთ!


გილოცავთ ყველას

და

გისურვებთ

ბედნიერ

წარმატებულ

ნაკლებ დაბრკოლებებიან

ახალ წელს!

Sunday, December 27, 2009

Jack Frost


დღევანდელ კვირას გადავწყვიტე დამეწერა ჩემ საყვარელ საახალწლო ფილმზე. ძალიან თბილი და სევდიანია...



თამაშობენ: დევიდ კიტონი, ქელი პრესთონი.

ბიუჯეტი: $85M

წელი: 1998

ჟანრი: ცოტა ფანტასტიკა, ცოოტა დრამა, მეტი კომედია, საოჯახო

მომრერალი ჯეკი, რომელიც სულ მოგზაურობს და სულ კონცერტები აქვს, თავის შვილ ჩარლისთან ძალიან ცოტა დროს ატარებს. ჯეკი ავტოავარიაში მოყვება და გარდაიცვლება, თუმცა თოვლის კაცად გადაიქცევა და გადაწყვეტს თავის შვილს უფრო დაუხლოვდეს. ალბათ ყველას გახსოვთ ამ ფილმიდან კადრი თოვლის კაცი, რომ დნება და პატარა ბიჭი ურიკით, რომ მიათრევს, რათა გაარიდოს მზეს.





პ/ს 38 სიცხით მოვაბოდიალე, თუ გაუმართავი წინადადებებია, მე მაპატიეთ, რომ გამოვჯანმრთელდები გავასწორებ :)

სასიამოვნო კვირას გისურვებთ :)

Thursday, December 24, 2009

მტვრიანი მოგონებები


ძველი, საბჭოთადროინდელი რკინის საათის მძიმე, მონოტორული წიკწიკი სიჩუმეს აყრუებდა.


-ღრმად ისუნთქეთ...


ჰაერში სხვადასხვა წამლის უსიამოვნო სუნი ტრიალებს, ვცდილობ ნელ-ნელა ვისუნთქო, რომ ამ შმორმა არ მშთანთქას, მეშინია, არ ვიცი რატომ... ვცდილობ ოთახს თვალი მოვავლო. გრძელი ოთახია, ოთხივე კედელს ძველი ხის კარადები ჩაბღაუჭებიან, ყბა დაუღიათ და საცაა გადმოსვივდებათ გაცრეცილი სწრაფჩამკეტები. უამრავი თაროა და კიდევ თეთრი შუშიანი კარადა დგას სავსე სხვადასხვა ზომის ქილებით, რომელშიც მუქი ფერის სითხეები ასხია, ზოგგან ფხვნილებია, სადღაც შიგნით დიდი ნემსიც იქნება გადამალული. მარცხნივ ფანჯარაა, გარეთ მზეა და ალბათ სიოც უბერავს, შუადღეა და ფოთლებიც ზანტად ირხევა. ცხელა... საღებავამოცვენილ ფანჯრის რაფაზე მზის სხივები თამაშობენ. სულ უფრო ხშირხშირად გამირბის თვალი მარჯვნივ, თეთრი კარებისკენ, სიძველისგან ხიჭვები და ბუსუსები, რომ გასჩენია, დედიკო შემპირდა, რომ გამოვალთ დაჭერობანას გეთამაშებიო. მერე ძირს დავიხედე, იატაკს ვერ ვწვედები, იმიტომ რომ ”დიდების” სკამზე ვზივარ, ფეხებს უღიმღამოდ ვაქნევ და ამოცვენილ პარკეტის ნაჭრებს ვითვლი: ერთი, ორი, სამი... ცხრამეტი, ოცი... როგორ უყვარს მამიკოს მე რომ ვითვლი, დედამ მითხრა ასამდე გასწავლიო. აუ ასი რამდენია? ალბათ ძალიან ბევრი, აი ახლა ასამდე თვლა, რომ ვიცოდე დავითვლიდი და მერე მე და დედიკოს გაგვიშვებდნენ სათამაშოდ... ახლა ფანჯრის წინ მდგარ მაგიდას დავუწყე თვალიერება, ხის ფერია, დიიიიდი, ერთმანეთზეშემოწყობილი მუყოს სწრაფჩამკერები საცაა წაიქცევა და უამრავ თავმოყრილ ფურცელს გაფანტავს. ერთერთი ფეხზე დაუყენებიათ და ნათურისთვის მიყუდებიათ, გამიხარდა ასოები ჩანდა, შევეცადე წამეკითხა: ”ს...ა...ქ...მ...ე... საქმე...”, ”საქმე”, მერე ციფრები წერია. მინდა მის ქვევითაც წავიკითხო სიტყვა ”дело" თუმცა ასოებს ვერ ვცნობ. გავბრაზდი, მე ხომ ყველა ასო ვიცი, ოცდაცამეტივე. ”მამიკოს არ ვეტყვი, რომ ვერ წავიკითხე”... ჩემს წინ დიდი საწოლი დევს, ოდესღაც ალბათ მომწვანო რკინის ფეხები ჰქონდა, ახლა გადაკრული ტყავიც კი ალაგ-ალაგ გახეული და უნიჭოდ დაკემსილია. ზედ დედიკოს გადაფარებული ზეწარია, აი ის, მე, რომ მიყვარს ყვავილებიანი. საწოლზე დედა წევს, თვალები დახუჭული აქვს და ღრმად სუნთქავს, ექიმმა უფრო შეუხსნა ღილები, უზარმაზარ მუცელზე ხის მილი დაადო და ჯიუტად სთხოვს ღრმად ისუნთქოს. მერე მუცელზე ხელი დაადო და:

-აქ გტკივათ? აქ?..აქ?..

დედიკო შეიჭმუხნა...არ მომწონს ეს ექიმი, ატკინა, ატკინა დედას დიდი და გაბერილი მუცელი... თეთრხალათიანმა გამიღიმა, მე წარბები შევჭმუხნე და ცხვირი ავუბზუე. მერე დედას მიუბრუნდა:

- უკვე დროა...

დედამ ღიმილით შემომხედა და ღილების შეკვრა დაიწყო. სახე გამიბრწყინდა მივხვდი რაშიც იყო საქმე, ექიმიც კი მიხვდა, რომ უკვე დრო იყო დაჭერობანა გვეთამაშა გარეთ...


...1991 წლის აგვისტო, 2 წლის და 6 თვის ვიყავი... ზუსტად 2 კვირაში დედიკომ ჩემი სკვინჩა დაიკო მაჩუქა...

Monday, December 21, 2009

20 დეკემბერი...


1 წლის ვართო...


365ჯერ უფრო შემიყვარდიო...


მადლობა, რომ გიყვარვარო...



პ/ს რა დროს დეპრესიაა ბედნიერი ვარ :)


პს/ პ/ს ფოტოს გამგები გაიგებს :)))))))))))

Sunday, December 20, 2009

კვირა...

1. The Cutting Edge Going for the Gold






ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ციგურაობა მცოდნოდა და ყინულზე მესრიალა, თუმცა ოცნება ცონებად დარჩა, ალბათ იმიტომ, რომ არასაკმარისად მოვინდომე ასერულება, ან მერე ”გაზრდილს” არასერიოზულად მეჩვენა, ან სხვა საფიქრალმა გადამავიწყა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს, რომ დღესაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ ფილმებს ციგურაობაზე. ქართულად ფილმი ითარგმნა, როგორც ოქროს ყინული. სიუჟეტი ზედმეტად ბანალურია, გოგონა მოციგურავეა, რომელიც ტრამვის გამო უნდა დაემშვიდობოს ოლიმპიადას, თუმცა რისთვის არსებობენ აბეზარი და საზიზღარი ბიჭები? რომ თავი შეგვაყვარონ და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარნონ. მონაწილეობენ: კრისტი კარლსონი როსანო (საყვარელი გოგონაა), როსს ტომასი (რომელიც თამაშობს American Pie 5- The Naked Mile) და სხვები. ჟნრი მელოდრამაა, ბიუჯეტი: $3M, წელი: 2006



2.The Cat in the Hat






მათ ვისაც უყვართ გრინჩი და მსგავსი ფილმები ალბათ მოეწონებათ, ყოველშემთხვევაში მე შემიყვარდა :) რა ხდება მაშინ თუ წვიმიან და მოსაწყენ დღეს სახლში გაჩნდება კატა უზარმაზარი ქუდით?! ბევრი სიცილი, თამში და საშინლად დიდი აურზაური, თუმცა დედიკოს მოსვლამდე ყველაფერი უნდა დალაგდეს. ცოტა ფანტასტიკა, მეტი სათავგადასავლო და უფრო მეტი კომედია. ბიუჯეტი: $109M, Box Office: $133M. მონაწილეობენ: მაიკ მაიერსი (ოსტინი), ჯოან ქიუსაკი, ალეკ ბოლდუინი, ქელი პრესთონი და დაკოტა ფენინგი (პატარა გოგონა ფილმიდან ”მე ვარ სემი”).

პ/ს სასიამოვნო კვირას გისურვებთ :)

Saturday, December 19, 2009

გუშინ...


გუშინ მაროსთან ვიყავი... ჩემ მაროსთან, ძალინ ძალინ, რომ მიყვარს იმ მაროსთან და კიდევ ჩემ ნათლულთან ნიტუსასთან, ერთი თვე, რომ არ მყავდა ნანახი. როგორ გაზრდილა, შემრცხვა... არ ვარ კარგი ნათლია, მაგრამ გამოვსწორდები. ულამაზესი ბავშვია და საშინლად უყვარს ნათლიას მისი ფუნთუშა ხელები, თავლებთან გაჩენილი პაწაწინა ხაზები და ფუმფულა ლოყები. ერთადერთი რაზეც მთელი დღე ვფიქრობდი მანძილი იყო. როგორ მინდა ახლოს, რომ ვცხოვრობდე, რომ ხშირად ვნახო ხოლმე, ხშირად მოვეფერო და ჩავიკრა გულში, რომ მალევე დამიძახოს თავისი ტიკტიკა ენით ნათლია, რომ თვითონ წავუკითხო ხოლმე საბავშვო ბიბლია. მერე რამდენი ვილაპარაკეთ და ვიჭორავეთ? ნიკუშასთვის ნაყიდი სათამაშოთი კიდევ მე და მარო გავერთეთ. მივხვდი, რომ ძალინ მაკლდა ამ ხნის განმავლობაში და მივხვდი, რომ ასე აღარასდოს მოვიქცევი. მაააარ მიყვარხარ, მიხარია შენი ამბები და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, რაც მთავარია ხშირად და გპირდები, რომ აღარასოდეს დავიკარგები სამალიოტის მაჩვივით :) :*

Thursday, December 17, 2009

L O S E R


წაიქეცი?! მერე ადექი, თავი ზემოთ ასწიე და წინ იარე...


იმდენჯერ ავდექი წელს, იმდენჯერ გავასწორე, იმდენჯერ დავისახე ახალი და ვსდიე, რომ...


აღარ მინდა, დავიღალე, აღარ ვდგები, დავწვები და აღარ ავდგები, მეტიც თავს ოფიციალურად დაწოლილად ვაცხადებ არც კი ვიფიქრებ ადგომაზე, ახლ მიზნებზე, ნაფოტივით გავყვები დინებას, არც ის მაინტერესებს ბოლოს სად მიმიყვანს, სად გამრიყავს.


ამ ცრემლებს რაღ ვუყო, ყოველ ღამე, რომ მახრჩობს?! რა ძნელია ღმე ფიქრთან მარტო დარჩენა :( ტირილოდეპრესიიდან სიცილოდეპრესიისკენ მივიღწევ, მკლავს ამდენი სიბრალულით აღსავსე მზერა, ამდენი ვალიდოლები და ვალერიანები, შეჭმუხნული წარბები და ვითომ თანაგრძნობით ნათქვამი არაუშავს-ები. მაღიზიანებს დამშვიდდის ძალხილი, მაშინ, როცა ყველამ გადასარევად იცის რამხელა იმედებს ვამყარებდი და რა ჩამყარა წყალში... ალბათ ეგოისტი ვარ ეს ყველაფერი, რომ მაღიზიანებს, ან რამე კიდე უფრო უარესი, ყველაზე ძალიან კი ის მაღიზიანებს, რომ საქმე ცრემლებამდე მივიყვანე.


ყველაზე უიღბლო ადამიანი ვარ, ან ყველაზე დებილი, ერთი მეორეს არ უშლის. ყველაზე საშინელი წელი მაქვს მთელს ცხოვრებაში.


დიდ ელს დავიწერ შუბლზე და ისე ვივლი! ;(

Sunday, November 29, 2009

ისევ კვირა...

ისევ კვირაა, მოსაყოლი და დასაწერი ბევრია, თუმცა სურვილს რა მოვუხერხო არ ვიცი :( ახლა ერთი იდოტური ფრაზა ავიკვიატე და ვიმეორებ გულში განუწყვეტლივ, რატომაა ყველა ტიტანიკი განწირული აისბერგისთვის?!


ჯობია ისევ 2 ფილმზე შევჯერდე და ისევ 2 კვირით დავივიწყო აქაურობა...


1. The Terminal





რა ხდება მაშინ თუ უცხო ქვეყნაში ჩასულს მანამ სანამ აეროპორტიდან გახვალ შენს ქვეყანას დაიპყრობენ და პასპორტს ძალადაკარგულად გამოაცხადებენ? ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მშობლიური ენის გარდა არცერთ ენას არ ფლობ. ძალიან საინტერესო ფილმია რომანტიკული, დრამა და კომედია (ფაქტიურად ყველაფერჩიკია :))) ), ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს: ტომ ჰენკსი (ჩემი უსაყვარლესი მსახიობია), კეტრინ ზეტა ჯონსი (მგონი ძალიან საინტერესო ფილმებში თამაშობს), სთენლი ტუჩი (ეს კაცი მოსიარულე პრიკოლია) , ზოი სალდანა (ძლიან ლამაზი შავკანიანი ქალბატონი) , ჩი მაქბრაიდი (საკმაოდ ცნობილი შავკანიანი მსახიობია, თითქმის ყველა ფიმლმში მონაწილეობს სადაც მხოლოდ შავკანიანები თამაშობენ). Box Office: $260M





2. Addicted to Love






არც კი ვიცი რა უნდა დავწერო ფილმზე სადაც მეგ რაიანი თამაშობს, ძალიან რომანტიკული ძლიან სასაცილო ამბავი ექს სიყვარულზე. მსახიობები უცნობილესი: მეგ რაიანი, ჩეკი კარიო, ქელი პრესთონი (ულამაზესი ქალია), მეთიუ ბროდერიკი (ბატონი გაჯეტი). მოკლედ ძალიან ძალიან კარგი ფილმია.
პ/ს გამიხარდება თუ შთაბეჭდილებებს მომწერთ, სასიამოვნო კვირას გისურვებთ :)

Sunday, November 15, 2009

კვირის რუბრიკა

ჰმ, სასაცილოა პოსტის ამგვარი სათაური, თითქოს ჟურნალისტობანას ვთამაშობ, თუმცა დე იყოს ასე :) მოკლედ, 8ში არაფერი დამიწერია ფილმების შესახებ, ანუ ერთი კვირა ჩავაგდე, ჰოოოდა გადავწყვიტე ორი ფილმით ავანაზღაურო, უფრო სწორად მულტფილმით:
1.Happily N'ever After...






ყველა ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს, თუმცა რა მოხდებოდა, თუ კონკიას ვერ იპოვიდა უფლისწული? ან თუ ობოლ გოგონას საერთოდაც არ შეუყვარდებოდა ეს ჩვენი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი? ეს არის ზღაპარი სადაც კეთილი ჯადოქარი შვებულებაში მიდის შოტლანდიაში გოლფის სათამაშოდ, სადაც კონკიას მოკლე თმა აქვს (ყოველთვის მეგონა, რომ ყველა ზღაპრის გმირს რატომღაც გრძელი და ლამაზი თმა უნდა ჰქონოდა, ესეც შენი ზღაპრული სტერეოტიპი :)) ), სადაც დედინაცვალს მაგარი ფეხები აქვს :)))) სადაც ფერია კონკიას მყვინთავის ლასტებს აცმევს, და კულმინაციააააააააააა _ ეს არის ერთადერთი ზღაპარი სადაც კონკია შეყვარებულია იდიოტ პრინცზე. მჰჰჰჰ, პოპ-კორნიღა აკლია არა? :)))) ამ ანიმაციურ ფილმს ახმოვანებენ ნაკლებად ცნობილი მსახიობები: ჯორჯ ქარლინი, სარა მიშელ გელარი... Box Office: $37M. გამოშვებულია 2007 წელში, თუმცა 2009 წელს მეორე ნაწილიც გამოუშვეს სადაც მთავარ როლებს უკვე ფიფიქია და შვიდი ჯუჯა ინაწილებენ :)



2. Meet the Robinsons...





ვის უყვარს ფანტასტიკა? თანაც კომედია და სათავგადასავლო? რაც მთავარია ანიმაციური? მე პირადად გავრისკე და არ ვნანობ (ფართო ღიმილი და მუსიკა: ტარაააააააააამ). მთავარ როლში გვყავს ლუი, რომელისაც მშობლები არ ჰყავს და თავშესაფარში იზრდება სხვა თანატოლებთან ერთად, დრო გადის ყველას უჩნდება ახალი ოჯახი, ლუი კი ისევ მარტოა. მოწყენილი ბავშვი გადაწყვეტს გამოიგონოს ხელსაწყო, რომელიც დედის სახეს გაახსენებს, რათა იპოვოს მისი ნამდვილი ოჯახი, თუმცა სიუჟეტი სულ სხვაგვარად ვითარდება, სკოლის გამოფენაზე სადაც უნდა წარადგინოს თავისი გამოგონება, სასწაული ამბები დადტრიალდება, ლუი სულ სხვა სამყაროში მოხვდება, სამყაროში, რომელიც ”გამოტენილია” უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით, მოკლედ დაახლოებით უკან მომავალში :)

ახმოვანებენ: ანჯელა ბასეტი, ტომ ქენი... Box Office:$162M. 2007 წლისაა.

პ/ს სასიამოვნო კვირა დღეს გისურვებთ, გამიხარდება თუ შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ :)

Wednesday, November 11, 2009

ეჰა, ღამევ...


წარმოუდგენლად მიჭირს სიტყვებისთვის თავის მოყრა, თავს ვაიძულებ სიტყვათა გროვიდან, რამდენიმე ამოვარჩიო და წინადადებად შევაკოწიწო. არ ვიცი რატრომ ვწერ, არც ის ვიცი აქამდე რატომ არაფერი დავწერე, არადა დასაწერი ბევრი იყო. არაფერი ისეთი არ ხდება ჩემ ცხოვრებაში რასაც ასეთ უფერულ ხასიათამდე მივაყავარ, მაგრამ არ ვიცი რა მჭირს. ვერაფრით დავუსვუ თავს დიაგნოზი. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს, უნივერსიტეტი უფრო და უფრო მომწონს, განსაკუთრებით ოთხშაბათის ლექტორები და საგნები, სახლში გამოკეტილი არ ვარ, დაბ დღეებზე დავდივარ, წინ კიდევ 3 ქორწილი მელის, პატარა ანასტასიაც მოვინახულეთ მთელმა ოჯახობამ, ამ კვირაში ინტენსიური მეცადინეობაც დავიწყე, ისეთი, კმაყოფილების შეგრძნებას, რომ გგვრის. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა, რომ ჩემი ნათლული დიდი ხანია არ მინახავს, და ვერ ვნახულობ დროს, სასაცილოა მაგრამ დრო ვერ გამოვძებნე, არადა არც ისე დაკავებული ვარ. რაღაც ხასიათი შემეცვალა, აგრესიული გავხდი :( რაღაც დაღლას ვგრძნობ, ხალისი დავკარგე თითქოს, ოღონდ რისი თვითონაც არ ვიცი. არ მინდა დაღლა, არც გაუფერულება, არ მინდა ჩამნთქას რუხმა და სქელმა ფენამ ყოველდღიურობის რუტინის, რომელიც ემოციებს ფერს უკარგავს, ახლა ისევ ის პერიოდი მაქვს როცა ადამიანებისგან ფერებს ვმათხოვრობ. საშინლად არ მომწონს ასეთი ჩემი თავი, საშინლად არ მინდა ასეთი ყოფნა, არც ის მინდა ამას, რომ ვწერ, მინდა ისევ აღფრთოვანებით ვწერდე თუნდაც უმნიშვნელო თემაზე, როგორ ვიგრძენი შუა ზამთარში ბალახის სუნი, როგორ სიამოვნებით გავიშოტებოდი ჩამოცვენილ წითელ-ყვითელ ფოთლებში, ან რა მაგარია როცა შენ სკვინჩა დაიკოს გაჩეჩილ თმებში მოქაჩვ...

Friday, November 06, 2009

შეიცან თავი შენი...


მწარე გოგონამ დამთეგა და :)
მიყვარს – სიცოცხლე;
ვოცნებობ – მოგზაურობაზე;
ვფიქრობ – რამდენად სწორად ვიქცევი;
მძულს – არც არავინ;
ვნანობ – იმიტომ ვფიქრობ ბევრს, რომ არ ვინანო, იმედია ასევე გავაგრძელებ ბოლომდე :) ;
მენატრება – სოფელი, მდინარეში მამიდაშვილებთან ერთად ბანაობა;
მსურს – ვიყო წარმატებული ქალი, ანუ ვიყო ყოველთვის სასურველი მეუღლე, კარგი დედა და მქონდეს საქმე, რომელიც მეყვარება;
მაღიზიანებს – უყურადღებობა;
ვგრძნობ – ახლა სევდას;
მეშინია – სიკვდილის, სიცოცხლის მალე დაკარგვის, იმის, რომ რამეს ვერ მოვასწრებ, თუნდაც ”მიყვარხარ” სიტყვის ახლობლებისთვის საკმარისი რაოდენობით თქმის;
ვიცი – ვიქნები კარგი იუსირტი;
არ ვიცი – რა მელის ხვალ;
შემიძლია – გაგიღო კარი და დაგანახო ”მე”;
ვმეგობრობ – საოცარია, მაგრამ მხოლოდ ჩემი საქმროს მეგობრებთან და უნივერსიტეტის ერთადერთ ჯგუფელთან;
ვაპატიებ – ვაპატიებ, მაგრამ არ ვიცი მერე რა იქნება;
ვტირი – მაშინაც კი როცა მიხარია, ვიცინი, ფილმს ვუყურებ და მსახიობების თვალებში სიხარულს ვხედავ;
ვიცინი – მთელი გულით, მხოლოდ მაშინ, როცა გრიშოლი მთხოვს;
ვეძებ- სამსახურს;
ღირსი ვარ- სპილოების კოლექციის :)))))))))) ;
ვკარგავ- ერთხელ დავკარგე ბავშვობაში დედიკოს ტყავის ხელთათმანი, ძალიან ეწყინა, შევპირდი პირველი ხელფასით გიყიდითქო :( ;
მშურს – მორწმუნე ადამიანის, მნიშვნელობა არ აქვს რელიგიას, ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებშიც უსაზღვრო რწმენას ვხედავ;
ვემალები – არავის;
ვემტერები – ვერ;
მაინტერესებს- სამყარო;
არ მაინტერესებს – ჭორები;
მრცხვენია – როცა მოლოდინს ვერ ვამართლებ;
უარვყოფ – რომ ცუდი ფრჩხილები მაქვს;
ვავადმყოფობ – ალერგიამ წაიღო ჩემი ახალგაზრდული სულისკვეთება :))))) ;
ვმალავ – წყენას, გულისტკივილს, ტკვილს იმ იმდით, რომ მიხვდებიან, თუმცა...
ვინახავ – სამსახურებიდან წამოღებულ კალმებს;
მწამს – ღვთის;
მიკვირს – როგორ შეიძლება ”დამთავრდეს” სიყვარული;
მიხარია – ყურადღება;
ვჭორაობ – უიშვიათესად, არ მიყვარს ჭორაობა;
ვდარდობ – ბაბუას, რომ ნარდი არ ვეთამაშე;
ვამაყობ – რომ ”პრავა” მაქვს :)))))))) ;
ვაკეთებ – სიკეთეს, ალბათ ცოტას და უმნიშვნელოს;
ვეფერები – საყვარელ ადმიანს, ებს, პელეს და ტერის :);
მსიამოვნებს – წყალი;
მესიზმრება – უკვე ორჯერ დამესიზმრა გარდაცვლილი ბაბუა და საშინლად ვტირი;
ვეხმარები – ყველას, ვისაც შემიძლია და როგორც შემიძლია;
ვეწევი – ბედს ვეწევი ;)
მწყინს – როცა დანაპირებს არ მისრულებენ;
ვხარჯავ – დროს, თან უაზროდ;
ვღალატობ – საკუთარ დანაპირებს, რომ არ დავივიწყებ დაკვრას;
ვკამათობ – ერთადერთ ადამიანთან;
ვუხეშობ – იშვიათად და ისიც, მხოლოდ ოჯახის წევრებთან :(
ვუსმენ – ძველ მუსიკას, ოღონდ არა პოპს და რეპს;
ვყოყმანობ – არჩევანისას;
ვკითხულობ – ”ვეფხისტყაოსანს” და წარმოდგენა არ მაქვს მერამდენჯერ;
ვამზადებ – იშვიათად, უამრავი მზერის ქვეშ, იქნებ რამე შემშალოს და გამისწორონ;
ვუყურებ - სერიალს ”შუა ქალაქში”;
ვკლავ – ოცნებებს, რომლებიც ვიცი არ ამიხდება;
ვაფუჭებ – ხანდახან ისე ვაფუჭებ, რომ მერე ძალიან მტკივა;
ვცხოვრობ – იმედით, რომ ოდესღაც მართლა გაბრწყინდება საქართველო;
ვცემ – გაბრაზებული, წარმოვიდგენ როგორ ვცემდი გამბრაზებელს :)
ვყვირი – თუ ჭკუიდან გადამიყვანენ, ეს უკიდურესობაა;
ვმღერი – ჩუმად, იშვიათად, გაუბედავად, გუნდიდან გამომყვა კომპლექსი;
ვასრულებ – იმ ნაწარმოებებს, რომლითაც შვიდწლედი დავხურე, ოღონდ ისე ვეღარ;
დავდივარ – უნივერსიტეტში;
ვმკურნალობ – არაფერზე;
ვერიდები- მთვრალს;
ვიტყუები – იშვიათად, უბოროტოდ;
ვეთაყვანები – ხატებს ვცემ თაყვანს მხოლოდ :)
ვგიჟდები – შენზე ბუუუს :*
ვაგროვებ – ემოციებს;
ვიხდი – ბოდიშს და მადლობას ზეხშირად;
ვეჭვიანობ – ჯერ საბაბი არ მოუცია და :))))))))))
“ვკაიფობ” – სახელშეკრულებოს ლექტორზე;
ვიზიდავ – წარმოდგენა არ მაქვს
ვალამაზებ – ყოველშემთხვევაში მინდა გავალამაზო ერთი ადამიანის ცხოვრება :)
პ/ს ვთეგავ:
გრიშოლის
ჯოს
ჰექსეს

Sunday, November 01, 2009

Simply Irresistible


დღეს კვირაა და უკვე ტრადიციულად ფილმზე საუბარს შევუდგები. Simply Irresistible კომედურ მელოდრამას განეკუთვნება, 1999 წლის ფილმია, მთავარ როლებს თამაშობენ პატრიცია კლარქსონი, შონ პატრიქ ფლენერი, დაილან ბეიქერი, სარა მიშელ გელარი. ბიუჯეტი: $6M.

თუ გჯერათ გამონათქვამის, რომ მამაკაცის გული კუჭზე გადის, ამის საკმაოდ მსუბუქი ეკრანიზაციაა, თუმცა ჩემთვის ეს ფილმი მაინც იქ უკაკუნებს, რომ კერძების მომზადება ხელოვნებაა, რომ შეგიძლია შენი განწყობა თუ ემოცია, შენი კერძით გადმოსცე, ამ ყველაფერს ემატება ცოტაოდენი ფანტასტიკა და იქმნება ე.წ. ჰოლივუდური ერთჯერადი მელოდრამა. არ დავმალავ ნამდვილად ერთხელ საყურებელი ფილმია, მაგრამ შეკრულ წარბს, როგორც მინიმუმ ხსნის, დანარჩენი ინდივიდის ემოციურობაზეა დამოკიდებული.


რა მოხდება თუ სიყვარულით გაჟღენთილი მზარეულის ეკლერი ხალხს სიყვარულს ”აიძულებს”, თუ მისი ერთი წვეთი ცრემლი, მთელს რესტორანს აატირებს? ეს არის ფილმი ერთ ჩვეულებრივ გოგონაზე, ამანდაზე, რომლესაც ნამდვილი პრინცი შეუყვარდება :)



პ/ს პირადად მე მომინდა არა მარტო ვიცოდე კერძების მომზადება, არამედ კომპლიმენტებიც დავიმსახურო ამ ”დარგში” :))))
გამიხარდება თუ ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ :)

Friday, October 30, 2009

the mostest longest day ever :)))


warnin: ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, კი არადა საშინლად დაღლილი ვარ და თუკი რამე სულელურ შეცდომას ნახავთ სიტყვებში უკიდურესად გთხოვთ არ შეიმჩნიოთ...


28 ოქტომბერი:

მთელი დღეა დავბოდიალობთ მე და გრიშოლი, საწოლის მატრასიო, რუსთავიო, მანქანის ნაწილებიო, ლექციების გაცდენაო, ეს ხელოსანიო ის ხელოსანიო, საღამოს (ეს საღამო დაახლოებით 12ის ნახევარია) დაღლილებმა რომ გადავწყვიტეთ, რომ მე სახლში უნდა დავბრუნებულიყავი თუ არადა კვახებად გადავიქცეოდით, გასიმა ლიკას ზარი და ზუსტად 15 წუთში თავით დავერჭვეთ სარდაფში, მთელი ეს თხუთმეტი წუთი გულშჳ ტექსტს ვალაგებდი: ბუუუუუუუუს გილოცავ დაბადების დღეს დიდი ბიჭი გაიზარდე, არა ასე არა, ბუსუუუუ დაბადების დღეს გილოცავ სიხარულოო, არა არც ასე, ჩემო სიყვარულო გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ, აუუ არ მინდა სიტყვა ”ყველაფერში” ჩავატიო ყველაფერი რასაც გისურვებ... სანამ ტექსტი დავალაგე სარდაფში აღმოვჩნდი. სასწრაფოდ გადაწყდა, რომ კვახებად გადაქცევა მინიმუმ 1 საათვის უნდა გადაგვედო. ტრადიციულად მივჯექით და დავიწყეთ ის რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს. მალევე ჩემი მობილურის ხმა გაისმა, დავხედე და აწერია home, გამაჟრჟოლა და მალე მოვალს ძახილი დავიწყე, სკვინჩა იყო... გრიგოლს დაბადების დღე მინდა მივულოცოო, გავშეშდი. მეთქი 1 წუთით და გამოვაცხადე: დამსწრე საზოგადოება საზიზღრები ვართ, რამეთუ თორმეტ საათსა და სამ წუთზე ბატონ გრიგოლს დაბადების დღეს ულოცავს, მისი უდიდებულესობა, ქალბატონი ჩემი და! მერე? მერე დაჭრილი ვაშლი და 2 ბოთლი ღვინო, აკვიატებული სიმღერა: i've got, you've gooot, we've got everybooooooooooooodyyyyyyyyy (ეძღვნება ლიკას); აკვიატებული ანარქისტული ფრაზა: beatles-ები sucks (ეძღვნება სოსოს) და აკვიატებული გულახდილობა: ლიიიიკ ეს ის შემთხვევაა, რომ ფრაზა მე მესმის შენი ნიშნავს, რომ მე მართლა მესმის შენი (ეძღვნება ”მე”-ს). საბოლოოდ დაბადების დღე ჭვინით სავსე ჭიქით ხელში შემდეგი ტექსტით მივულოცე: ბუუუუს! გვილოცავ დაბ დღეს, დიდი ხანია ”ჩემი” და ”შენი” დამთვარდა და დაიწყო ”ჩვენი”-ს ეპოქა, თან მეტი დამაჯერებლობისთვის თვი ავიქნ-დავიქნიე :)))) ეგოისტობაში დამდო ბრალი და სიცილი და კოცნა მომისაჯა... არა რატო ვარ ვითომ ეგოისტი?!. საბოლოოდ სახლში 3ის წუთებზე მივედი, გზაში ტვინი ვუბურღე ბუსუს ჩემს უბანში ბორბლაკრეფით შედითქო, მე რამდენად ფეხაკრეფით შევედი სახლში არ მახსოვს, მაგრამ ძალიან, რომ ვცდილობდი და უფრო და უფრო, რომ ვრწმუნდებოდი, რომ დედამიწა ბრუნავს სულ ტყუილად დაწვეს ”ის კაცი”, ეგ გადასარევად მახსოვს :))))


29 ოქტომბერი:

ძლივს ავწიე ბალიშიდან თავი, უფრო სწორად მაიძულეს, საშინლად მეძინებოდა დედამ კიდე მაინდამაინც იმ დილით გადაწყვიტა მიმელაგებინა საბნები, ლებები, ზეწრები, რაც რეკორდულ დრში ნახევარ საათში მოვახერხე, ვისაუზმე, გამოვეწყვ-გამოვიპრანჭ-ავმაკიაჟდი და შევუდექი ურთულეს საქმიანობას: გრიშოლის გაღვიძებას, რომ საჩუქარი ერთად აგვერჩია მისთვის. ფაქტი: ყოველ ნახევარ საათში რეკვის შემდეგ, სახლიდან შესახვედრად გავედი 5 საათზე! მანქანა გაუფუჭდა, მართალია იმ დღეს მილიონჯერ მოვისმინე ისტორია, მანქანის დინამოზე, ძრავაზე, ძრავის ხვედზე და კიდევ უამრავ ნაწილზე, რომელსაც არ ჩამოვთვლი იმის შიშით არ შემეშეალოს, რამეთუ საშვილიშვილო დაცინვას ვერ გადავურჩები! მოკლედ ეს გაფუჭებული მანქანა ციცინათელასავით, ხან ჩამქვრალ, ხან ”ანთებულ” მდგომარეობაში ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მიიყვანეთ და დაბადების დღის ნაწილი პროფილაქტიკაში გავატარეთ. მოკლედ საჩუქრისთვის, რომ მოვიცალეთ ყველაფერი დაკეტილი იყო, საშინელ ხასიათზე დავდექი, ჩემი ხასიათის გამოსაკეთებლად ბუსუმ საფულე მოიწონა და ვიყიდეთ, თუმცა ამან დიდად ვერ გამახალისა, შემოვუბრუნდი და მისი დაბ დღის კვირას გადატანით დავემუქრე! მერე მასთან სახლში სტუმრები მოვიდნენ, ტარდიციულად გაიშალა სუფრა, თბილი და მეგობრული გარემო იყო, მართალია მე და სიმორცხვე ერთად ვისხედით, მაგრამ მაინც კარგად ვგრძნობდი თავს. მერე პაწაწუნა შავმა ყუთმა მობილურს, რომ ვეძახით შემახსენა თავი და ამაფორიაქა, ჩემი ბიძაშვილი გაგუაში გაუქანებიათ მუცლის ტკივილით, ცხრა თვის გასვლის შემდეგ გენიოსამ გადაწყვიტა გარეთ გამოსულიყო :) ცქუტვაცქმუტვით გამაქანა კლინიკაში ბუსუს ძმამ და მეგობარმა, სადაც ოჯახი და მთელი ჩემი სანათესავო დამხვდა...


30 ოქტომბერი:

საოცარი შეგრძნებაა საერთო ლხინით გაერთიანენებული ადამიანების ყურება. გულაჩქარებული ველოდებოდი პაწაწუნა მანიაკი, როდის შეწყვეტდა ნათიას წვალებას. გარეთ ხალხი მოუთმენლად ველოდეით, ვიცინოდით, ვხუმრობდით, ვნერვიულობდით. ვანკუვერამ (ავტ. ჩემი ნათესავია (პრიკოოოოლ, სულ მინდოდა ოდესმე მეც მიმეწერა ასე) ), სიამაყით გადმომხედა და მითხრა ამ სიტუაციას იცი რა შეეფერაბაო:

Anastasia... coming soon...

ან

Andro and Natia Pictures presents... Anastasia... :)))))

ძალიან გამიხარდა, ჩემს გვერდით ასეთ დროს გრიშჴლიც, რომ იყო, 29ში თავისი დაბ დღე აღნიშნა და 30ში ანასტასიას ბალეშიკობდა :) საბოლოოდ, დილის ექვს საათზე ამ ქვეყანას მოევლინა ანასტასია ადამია, სამი კილო და ხუთასი გრამი, 52 სანტიმეტრი, ჯანმრთელი და ულამაზესი გენიოსა :) რვის ნახევარზე სულ რამდენიმე წუთით დედაც გვანახეს და ბაწკოც, თუმცა ორივენი საშინლად დაღლილები იყვნენ და პალატაში გააქანეს. მერე ერთმანეთს ჩავეხუტეტ ყველანი, მივულოცეთ და მარტივ მამრავლებად დავიშალეთ, სახლში გრიშოლიმ ცრის ნახევრისთვის სახლში მოგვიყვანა. ამდენი ხნის უძილარს მკვდარივით ჩამეძინა და სულ ახლახანს დავაჭყიტე თვალები საოცრად კმაყოფილი შეგრძნებით და სურვილით ყველაფერი ბლოგზე დამეწერა...
მისია შესრულებულია, წავალ კიდე წავუძინებ.
მოკლედ ძილ ძილ ტკბილი ძილ :)

Sunday, October 25, 2009

Finding Neverland


where your imagination will take you?


დღეს კვირაა და დაპირებისამებრ შევუდგები ფილმზე საუბარს, თანაც შევეცდები მოკლედ და საინტერესოდ მოვყვე, რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო უთქვამთ და მეც ვცდი :)

Finding Neverland _ ეს არის ფილმი მათთვის ვისაც უყვარს ზღაპრები, წარმოსახვითი სამყარო, უბრალოდ კეთილი ამბები, ცოტაოდენი ფანტაზიაც და რა თქმა უნდა ბევრი ემოცია. ამბავი იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნა ცნობილი ზღაპარი პიტერ პენზე, თუ რა ედო საფუძვლად, ვინ არის ამ ბიჭუნას პროტოტიპი და ა. შ. ჩემსავით ემოციურ ადამიანებს არ დავმალავ და ფილმის დასასრულს ორიოდე კურცხალიც კი მოადგება თვალს (კარგი, ვაღიარებ, ცოტა მეტი კურცხალი). ფილმის მთავარ გმირს შემოქმედებითი კრიზისი აქვს, ბაღში სეირნობისას გაიცნობს მრავალშვილიან ოჯხას, ბავშვებს, რომელთაც ყოველდღიური პრობლემების გამო ბავშვობა აქთ დავიწყებული, თუმცა...

2004 წლის ფილმია, რეჟისორი არის მარკ ფორსტერი, როლებს ასრულებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიცაა: ჯონი დეპი, დასტინ ჰოფმანი, ქეით უინსლეტი და ა. შ. რა თქმა უნდა კარგი იქნება, თუ ინგლისურად ნახავთ.


პ/ს ძალიან გამიხარდება თუ ნახავის შემდეგ შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ :)

Thursday, October 22, 2009

Mommy...


ბოლოს როდის შეგეგპარა ეჭვი, რომ შენი დედიკო მთელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი არ არის?..

როდის დახატე გჭირვებით ქალი და ფერადად დააწერე _ ჩემი დედიკო?..

ბოლოს როდის ჩაუდე კალთაში თავი, უთხარი მადლობა ზრუნვისთვის და სიყვარულისთვის?..

როდის აკოცე უკვე ნაჭებშეპარებულ ხელზე, ჩაეხუტე და ჩაჩურჩულე, რომ გიყვარს, რომ შეუცვლელია სიტყვა და გრძნობა _ დედა...




ჩემთვის ყველაზე თბილი სიტყვაა ”დედა”, ეს საღამოებია კალთაში ვუჯდები და მსიამოვნებს ის მოფერება ბავშვობიდან, რომ მახსოვდა. რა თბილია დედის ხელი, რა ტკბილია მისი კოცნა, მშვიდ ძილს, რომ გპირდება ...



p.s პროფესია სადაც არ არსებობს შვებულება, დასვენება, შაბათ -კვირა...

Sunday, October 18, 2009

flushed away


გადავწყვიტე კვირაობით ვისაუბრო ფილმებზე, ამ ბოლო დროს ძააალიან ძაააალიან ბევრს ვუყურე, შესაბამისად შთაბეჭდილებებიც დამიგროვდა სახლში კი არავინ მყავს ისეთი ვისაც გავუზიარებ, ხოოოდა ისევ ჩემი ერთგული ბლოგი თუ მიშველის (იმის გაფიქრება, რომ მინიმუმ ლალენა მომისმენს უკვე შვებას მგვრის :)))) ).




flushed away... ანიმაციური ფილმია, კომედიური, უფრო სათავგადასავლო კომედიური, ნუ თუ არსებობს ასეთი, თუ არადა მაინც არის და ჰე :))))) ახმოვანებენ: ქეით უინსლეტი, იან მაქკელენი, ჟან რენო... მართალია მულტფილმი ეხება ვირთხებს (საზიზღარ არსებებს), მაგრამ მაინც ღირს ნახვად. როდი ოქროს გალიაში ცხოვრობს, უამრავი გასართობი აქვს, არ აკლია არაფერი და ექცევიან როგორც საყვარელ შინაურ ცხოველს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის წევრები დასასვენებლად გაემგზავრებიან, მარტოდ დარჩენილი როდის ცხოვრებაში კი შემოიჭრება კანალიზაციის ვირთხა, რომელიც მას განდევნის უნიტაზში ჩარეცხვით :)))) როდი პირველად ნახავს ცხოვრებაში თუ როგორ ცხოვრობენ დანარჩენი ვირთხები და ყველაფერს გააკეთებს რათა დაბრუნდეს სახლში, თუმცა მერეღა მიხვდება, რომ სინამდვილეში სულაც არ სურდა დაბრუნება...


მოკლედ უყურეთ, თუ შესაძლებლობა გექნებათ ინგლისურად და ნამდვილად კარგ დროს გაატარებთ.


პ/ს გამიხარდება თუ შთბეჭდილებებს გამიზიარებთ :)

Friday, October 16, 2009

დიდი დღე იყო, დიდი :))


გუშინ მართლაც კარგი დღე იყო. გარეთ გავედი 1 თვე სახლში ყოფნის, ჯდომის, უსაქმურობის შემდეგ. მიწაზე დავემხე, გამჩენს მადლი შევწირე და ხეები დავკოცნე, მე ბედნიერი ვიყავი, რომ არაფერს ვარდისფერს არ უყურებდა ჩემი ლამაზი და სათუთი თვალები :))))

მე და მარუსიამ რა, თქმა უნდა ბოლო დღეს გადავწყვიტეთ შეგვეტანა საბუთები ადვოკატის სალიცენზიო გამოცდებისთვის. მასივიდან ფილარმონიამდე 1 საათიანი ნელსურნელებით სავსე მგზავრობით სასუნთქარხებდაღლილმა მივაღწიე განუმეორებელ ფოტოსამყაროს და ზუსტად 10 წუთი ლოდინის შემდეგ მაროც მოვიდა. ადამიანი, რომელიც ერთი თვე არ მენახა, შეხვედრა იყოოოო, ოსკარს მოიპოვებდა ისეთი, ზუსტად 10 მეტრიდან დაიძახა მარიმ სალოოოოო ისეთ ტონალობაში ერთი 20 თავი შემოტრიალდა ჩემსკენ და 40 დაბნეული თვალი აჩქარებული ხამხამით შემომშტერებოდა, თუმცა რამდენიმე წამში ეს უხერხულობა აღარ მახსოვდა, ისე ჩავეფსკვენით ერთურთს თავად ტრიელსა და ავთანდილს შეშურდებოდა (ნეტავ რა შუაშია, მაგრამ მაინც). მოკლედ სურათი 3/4-ზე წამებში მზად იყო, ახლა უნის წინ გავემართეთ ნაცნობ ქსეროქსთან პირადობების ასლი გადასაღებად და cv-ები ამოსაპრინტერებლად, ქსეროქსის გოგო მოვიკითხეთ, აქ მარომ ჩვენი შეხვედრიდან მესამეჯერ მოყვა, როგორ დააჯარიმეს ცხოვრებაში ერთადერთხელ 40 თეთრის არ ქონის გამო ყვითელი ავტობუსების უფორმო (ანუ ფორმა არ ეცვათ) კონტროლიორებმა 15 ლარით! ფაილებში შეგროვებული საბუთები ჩავალგეთ და კეკელიძის გავლით გავუყევით გზას ბარნოვის 75მდე, ნუ რა თქმა უნდა გზაში საუბრით თავშეყოლილებმა გავცდით დანიშნულების პუნქტს, თუმცა მალევე მოვეგეთ გონს და ადვოკატთა ასოაციაციის გრძელ რიგში ამოვყავით თავი. მდივანის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად არ გავედით მოსაცდელ ოთხაში, შიშით ვაი თუ რიგი დავჰკარგოთთქო და გავაგრძელეთ ის რაც ყველაზე კარგად გამოგვდის _ წუწუნი! და ტვინიც წავიღეთ :))))) იმდენი ვიწუწუნეთ, რომ თავადაც შევწუხდით, ავღნიშნეთ კიდეც თუმცა ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის თავის დანებება არც კი გვიფიქრია! მიუხედავად მარის ხანგრძლივი ზეწოლისა საერთო გამოცდას არ ვაბარებ, ჯიუტად მაინც სამოქალაქოში დავრეგისტრირდი, ასე, რომ გამოცდების წარმატების ჩაბარების შემთხვევაში (დარწმუნებეული ვარ ასეც იქნება) მომავალი ცივილისტი ვიშვები (თვითკმაყოფილიდიოტური ღიმილი). წუწუნით დაღილილებს სარეაბილიტაციოდ სულ რაღაც 3 ლარი და 80 თეთრი დაგვჭირდა, მრგვალ ბაღთან უგემრიელესი ალუბლის ნაყინი შევიძინეთ. ძალები აღვიდგინეთ თუ არა გაჩერებამდე ჩასეირნებისას გაგვახსენდა, რომ კიდევ ერთი საწუწუნო თემა დაგვრჩა: ყელი! რა საშიელ დღეში გვექნება ამ ცივი სიამოვნების გამო ჩვენი სათუთი გლანდები მეორე დღეს და საოცრად გრძელი ჩამონათვალი გავაკეთეთ იმ აბებისა, რისი ყლაპვაც მოგვიწევდა.

მერე გრიშოლის დავურეკე შენი სერტიფიკატი მზადაა და წააცუნცულეთქო და სანამ მოვიდა, მაროს 2მა ავტობუსმა გაასწრო, მე კიდე მარტოდმარტო და ეულად დარჩენილმა ნახევარი საათი Klondike ვითამაშე მობლურში (ცნობისათვის არაფერი მეზიზღება ისე როგორც მობილირით თამაში). ამ შემთხვევას არ გავიშვებ ხელიდან და კიდე ერთხელ ავღნიშნავ: ბუუუუუს სან-ზონაც ისევე ტრაცენზურაშია, როგორც მასივი! და როცა დიდი და დიადი იგი გრიშოლი მოვიდა, ვის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ აღარავინ დახვდებოდა ასოციაციაში? მე არა ყოველშემთხვევაში.

ხოდა ასეთი ტრამვით მივადექით ლიკას. კიდევ ერთი ადამიანი რომელიც საშინლად მენატრებოდა, სარდაფში რამდენიმე ახალი ნივთი შევნიშნე და საცარი ნეტარება განვიცადე დივანზე, რომ მოვკალათდი. ბევრი ვილაპარაკეთ, მერე დათო მოვიდა მეგობარი მოიყვანა, მერე სოსოც მოვიდა, მერე პრეფერანსიო და... და აქ მივხვდი, რომ ვიყავი ”უ”. მას შემდეგ რაც ხალხი ჩაუჯდა ამ ცოდვილ კარტს :))))))) სოსომ უცბად იპოვა გასართობი, ხატვა დაიწყო. მე, მე... ა მე? მეც ხო, მე ისა მე უჰობო ვარ და... და რომ არ ვიცოდი რა მეკეთებინა ჭამა დავიწყე :)))))) ხოდა ადამიანს შეყვარებული რისთვის ყავს? ერთადერთი საქმიანობა რითაც დაკავებული ვიყავი შემუსრა! უბრალოდ გამინადგურა!!! მერე ვუყურებდი სოსოს შემოქმედებითი წვის პროცესს, უი წვა რაღაც სადისტურად ჟღერს, მოკლედ ვუყურებდი როგორ ხატავდა და აღფრთოვანებასაც ვერ ვმალავდი. მერე უეცრად, კი არადა დათოსთვი ხანგრძლივი ნერვების შელის ფონზე, გრიშოლი გადაგვიფიჩინდა და ლიკას გენიალური იდეა დაებადა! მოკლედ არ უნდა გაგვცინებოდა, მაგრამ ძნელია უყურო ადამიანი როგორ იღიმის, იცინის, ხარხარებს, ბჟირდება და ხოხავს... და შენ არ გაგეცინოს, მაქსიმუმ გაგეღიმოს, ოღონდ კბილი არ უნდა გამოგიჩნდეს. ძალიან გავერთეთ. მერე 12 საათმა შემოჰკრა და შიშით კვახებად არ გადავიქცეთთქო სახლში გავქცუნდით ჯიხვით! გზაში ისეთი რამ შეგვემთხვა მთელი ღამე გაბადრული დავრჩი :))) ცხოვერბაში პირველად დანიშნულებისამებრ ამოვიღე ჩემი მართვის მოწმობა საფულედან, რადგან ერთადერთი ”პრავიანი” მანქანაში მე ვიყავი, ”დაჟე” შუქნიშნამდე გავატარე :))))))))

ესეც ასე, მოკლედ კარგი დღე იყო...


პ/ს სურათი არაფერ შუაშია, ისე, საყვარელია მგონი :)

Tuesday, October 13, 2009

გრიშოლიმ ხო დაიგვიანა!


ესეც ასე, დღეს პირველად ვიყავი მაგისტრატურაში, პირველად მოვისმინე ლექცია და პირველი შთაბეჭდილებებით ვარ სავსე. მინდა პლიუსები და მინუსები დავსვა. დავიწყებ პლიუსებით:

+ მაგისტრატურაში მე გრიგოლმა ერთად ჩავაბარეთ, შესაბამისად ერთად უნდა ვიაროთ და ვისწავლოთ, პოსტის სათაურს ხშირად გავიმეორებ, იმიტომ, რომ მე ნახევარი საათი ველოდე ბუსუს და არა პირიქით. მოკლედ ძალიან უნდა შევეცადო, რომ დავაგვიანო, რადგან ერთი ტრანსპორტით (17, მარშუტკა) მიწევს მგზავრობა და არა ორით, როგორც ადრე. ასე, რომ დაგვიანება ჩემი სენი აღარ იქნება :))))

+ შევაღე კარი და დამხვდა გია ქირია. აქ ჯავახიშვილის ბავშვების ჩამოგდებული ყბებია საჭირო და სიცილი. რავა ყველგან შენ უნდა იყოო :)))) მოკლედ ისე მიმიღო ქირიამ მიხაროდა, რომ მე მე ვიყავი, გამიხარდა, რომ მიცნო :P უნივერსიტეტში მასთან 4 საგანი გავიარე და არასდროს ჩემი სახელი არ ახსოვდა, დღეს უკვე შევჯერდით, რომ მქვია არა მარიამი, ქეთევანი, თამარი, ეკა, ლელა, ან ჟუჟუნა, არამედ სალომე. თანაც კითხვის დასასმელად 50 კაცის ხმის გადაფარვა არ დამჭირვებია, ყელის იყოგების დაძაბვის გარეშეც ვსაუბრობდით.

+ ჯგუფში 6 ბავშვი ვართ სულ, 3 გოგო და 3 ბიჭი. არ არიან პროვოკატორები ჯავახიშვილში, რომ იყვნენ, შემდეგი კითვებით: უკაცრავად ბატონო გია, ორჯერ ორი ოთხია? იმიტომ გეკითხებით, რომ მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, უამრავი მასალა მოვიძიე და მგონი სწორ დასკვნამდე მივედი, რომ ორჯერ ორი ოთხია, თუმცაღა არის მოსაზრება, რომ ორჯერ ორი ხუთია, და მაინც თქვენ როგორ ფიქრობთ ორჯერ ორი ოთხია? კითხვის მიზანი ერთია _ დავამახსოვრდები! ასეთები სულ მაღიზიანებდნენ.

+ მხოლოდ სამი დღე მაქვს ლექციები: 2შაბათს, 3შაბათს და 4შაბათს.

+ შემოთავაზებული საგნებიდან 2 კარგად მაქვს დამუშავებული ბაკალავრიატში და მიხარია.

წინა პოსტში მიწერია დავფიქრდი და მივხვდი მედალიონს ორი მხარე აქვსთქო, მერე რა რომ ჩემამდე სხვამ მოიფიქრა, მოკლედ მეორე მხარეები ასეთია:

- შეიძლება 2 წლის განმავლობაში მომიწიოს გრიგოლისთვის ლოდინი ბაღში სკამზე სანამ ლექციაზე არ მოვა, ამ ჯერად უნი მისი სახლისგან უფრო შორსაა :(((

- გია ქირიას განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ აი ირაკლი კვეზერელიიიიიიი, ოოოოოოოოო, არ ვიცი ვინმეს ოდესმე გაგიგით ამ კაცზე რამე? პროკურორი ვიყავიო, გამომძიებლად ვიმუშავეო და დღეს მე სახელშეკრულებოს მიკითხავს. არ მესმის რატომ?! საშინელებაა!

- არამგონია რომელიმე ბავშვთან ისე დავმეგობრდე, როგორც მარუსიასთან, ჯავახიშვილმა ეს ადამიანი მაჩუქა, მეტის ადგილი არ მაქვს გულში. ყოველშემთხვევაში ახლა ასე ვფიქრობ :( ისე, ერთი ბიჭი ყველაზე ნორმალურია, ყოველშემთხვევაში იცის რას სწავლობს და რატომ სწავლობს.

- არც დილას ვსწავლობ და არც საღამოს... ხოოო, არც მეტი არც ნაკლები შუადღეს :((((

- წარმოდგენა არ მაქვს რატომ მაიძულებენ გავიარო ერთი საგანი სისხლის სამართლის მიმართულებიდან, ღმერთმანი სამოქალაქოზე ჩავაბარე :(



საერთო ჯამში უკმაყოფილო არ ვარ, ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით, ვნახოთ რა იქნება :)
პ/ს გრიშოლიმ ხო დაიგვიანა :)))))))

Monday, October 12, 2009

ვერ ვიტან!



  • სხვისი სისხლით მებრძოლ გამარჯვებულებს!

  • სხვისი შრომით და ოფლით გამდიდრებულებს!

  • სხივისი გაუბედურებით გაბედნიერებულებს!


პ/ს ბებია, რომ მაძალებს ჭამეო!!!

Friday, October 09, 2009

ოცნებობანა

ესე იგი პიკასოს დაწყებულმა თამაშმა, რომელმაც კიკიტო დატეგა, იმან კი თავის მხრავ unaamarga, მისი და female-ის კეთილი ნებით ჩემამდეც მოაღწია :))))) არც ისე შორეულ წარსულში ვიშ ლისტი გავაკეთე რამდენიმე პუნქტიანი, მართალია იქიდან ბევრი არაფერი შეცვლილა სულ რამდენიმე ოცნება ამიხდა, მაგრამ მაინც შევეცდები, რომ რამე ახალი ვთქვა. მაშ ასე:


1. მართალია საკმაოდ ბანალურია, მაგრამ ძლიან მინდა სახლი, ოღონდ არა კერძო უზარმაზარი ბაღით, მაინცდამაინც არ მიყვარს საკუთარი სახლები შეიძლება ასაკის მატებასთან ერთად შევიცვალო კიდეც აზრი, მაგრამ ამ ეტაპზე ასე მინდა. მინდა დიდი და ნათელი ბინა, დუპლექსი, უზარმაზარი ფანჯრებითა და სივრცით, ულამაზესი ხედით. სახლი, რომელსაც ჩემი გემოვნებით მოვაწყობ, სადაც არ გადადგამს დედაჩემი ვაზას თავის ნებაზე და არც სკვინჩა შეიტანს შესწორებას ჩემს შერჩეულ ფერებში. იმდენად პატარა ვოცნებობდი ჩემს სახლზე, რომ უმნიშვნელო დეტალებიც კი მაქვს გათვალისწინებული, მაგალითად სად დავკიდებ წინსაფარს, ან სად იდება უზარმაზარი რვეული სადაც რეცეფტები მექნება ჩაწერილი, როგორი იქნება ჩემი შვილების ოთახები, ან ვერანდაზე როგორ მოვფენ დაწნულ ავეჯს და რა თქმა უნდა სკამს რომელიც ირწევა, კუთხეში აუცილებლად ტელესკოპი იდგმება, კაბინეტში კი უზარმაზარი გლობუსი :)





2. ძალიან მინდა გარდა იმ სამსახურისა და იმ კარიერისა რასაც ვაპირებ სამომავლოდ, მქონდეს ისეთი საქმე რისი კეთებაც სიამოვნებას მომგვრის და ასეთად 2 საქმეს ვთვლი. ერთს ამ პუნქტში განვიხილავ, მეორეს შემდეგში :P მინდა მქონდეს საქორწილო სააგენტო, ნუ სხვაგვარი ინტერპრეტაციაც შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს მაფიქრდება. სააგენტო სადაც წყვილებს, რომელთაც ერთად ცხოვრება სურთ, მხოლოდ ამის ”დაკანონებაში” კი არ შევუწყობ ხელს არამედ, პედიკიურიდან დაწყებული, ორვეს ჩაცმა, ვარცხნილობა, ეკლესიისა, თუ რესტორნის შერჩევა, თუნდაც ახალი ბინის შესყიდვა, მოკლედ ყველაფერი რასაც მოისურვებს ყველანაირი სერვისი მინდა შევთავაზო და ამას ყველაფერს ისეთ უწვრილმანეს დეტალამდე ისეთი მოდომებით გავუკეთებ, როგორსაც საკუთარს გავაკეთებდი.




3. მეორე საოცნებო საქმე არის ბავშვთა სახლი. მინდა მქონდეს ბავშვთა სახლი სადაც მშობლებისგან მიტოვებულ ბავშვებს ნებისმიერი ასაკიდან მივიღებ, მინდა ჰქონდეთ კარგი პირობები, თბილი გარემო, მინდა მკაცრად კონტროლდებოდეს მათი სწავლა, რომ 18 წლის ასკის მერე კი არ მოვისროლო ქუჩში, პირიქით მათ მიერ არჩეული პროფესიით ცხოვრების აწყობაში დავეხმარო და მანმ დარჩნენ სანამ თავიანთ სახლს, თბილ კერას არ შეიძენენ :)



4. მინდა ოდესმე გრანდიოზულ წვეულებაზე მოვხვდე, ან ლა სკალაში ერთ-ერთ ლოჟაში მოკალათებულმა ვუყურო რომელიმე იტალიურ ოპერას, გამოვიყურებოდე ლამაზად, თავლისმომჭრელად, მომხიბვლელად მხოლოდ ერთი ადამიანისთვის :)





5. მინდა ბენიერი ოჯახი მყავდეს, მინდა ეს საოცარი სიყვარული რაც ახლა გულში მაქვს დღითიდღე უფრო იზრდებოდეს, მინდა ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემს გვერდით ბედნიერად და მშვიდად გრძნობდეს თავს, მინდა, რომ ყოველი ჩემთან გატარებული დღე უხაროდეს და როცა დანაოჭებულ ხელს დანაოჭებულ ხელზე მომკიდებს მადლობას ვეტყვი ყოველი ერთად გატარებული დღისთვის. ვეტყვი სიტყვებს, რომელსაც ჯერ ბლოგისთვის ვერ გავიმეტებ, თუმცა აუცილებლად დავწერ იმ დღეს, როცა ყველაზე ბედნიერი ვიქნები. გული მტიკვა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ოცნებებს მატერიალური ფონი ჭირდება, არ მინდა ჩემი ბედნიერება ამაზე იყოს დაფუძნებული. ალბათ არ უნდა ვამბობდე, ან ამ სიას ასე სევდიანად არ უნდა ვამთავრებდე ასეთ პოზიტიურ პოსტს, უბრალოდ არ მინდა დიდმა ტკივილმა გადამითელოს მომავალში ყველა ახდენილი თუ მაინც ჯიუტად ოცნებად დარჩენილი ოცნება, მინდა პირველი მე...

ვთეგავ:

1. ლიკას http://likakakiashvili.blogspot.com/

2. ქალბატონ ასკლიპიოდოტას http://asklypiodota.blogspot.com/

3. ოთოს http://www.otosblog.com/

4. ბატონ ჯოს http://jokeyforever.blogspot.com/

5. გრიშოლის :) http://laminirebuli-zgarbi.blogspot.com/

Thursday, October 08, 2009

ახლა იცი რა მინდა?..




ახლა მინდა მზე აცხუნებდეს, ტრიალ მინდორში ვიყო, ბაბუაწვერებს ვედძებდე იმ იმედით, რომ ერთი შებერვით სულ გავატან ქარს მის ბუსუსებს და სურვილი ამიხდება, მინდა პეპლებს დავსდევდე, მინდა მგელობანას ვთამაშობდე, მინდა წრეში ბურთს ვთამაშობდე, რეზინობანას, ლახტს, ბაყაყობანას, მინდა ყვავილები დავკრიფო და გვირგვინი მოვახლაფორთო, მინდა საქანელაზე ვიჯდე, ქარივით მივქროდე წინ კვლავ და კვლავ, მინდა ვირბინო, ვირბინო და ძლივს მივირბინო მზისგან ლოყებდამწვარმა უზარმაზარი ხის ჩრდილქვეშ, მინდა ვიცინო, ცრემლებამდე ვიცინო, მინდა ცისარტყელას ვუყურო ბალახზე წამოგორებულმა, მინდა იმ ყავისფერი ხვლიკივით გავირინდო სიმწვანეში დედამიწის გულისძგერას, რომ უსმენს. ოღონდ არ მინდა მარტოს.
... მინდა საღამოს კოცონს შემოვუჯდე და ვუყურო, როგორ ლოკავს ცეცხლი შეშას, მინდა სიცივისგან აკანკალებულს უკან მომიჯდე და ხელები მომხვიო, მინდა კოცონს ირგვლივ მეგობრების თბილ ღიმილს ვუყურებდე...

Wednesday, October 07, 2009

Monday, October 05, 2009

ესეც ასე


სად დაიკარგაო ეს ბავშვი _ ხისსუნიანი სახლიდან მომესმა და მეც დავბრუნდი ამბების მოსაყოლად :) მაგისტრატურაში ჩავაბარე... ტარაააააააამ :)))) გენიალურად ჟღერს არა? მოიცა ახლავე მოვაკლებ ჟღერადობას... ოღონდა არა ჯავახიშვილში, აჰა ხომ გითხარი, მაგრამ ჯერ სად ხარ :)) არამედ მეტეხში, არ გამაგიჟო არც შენ გაგიგია? :)))))) მოკლედ ერთი მაგარი გამოთქმა გვაქვს გაჭირვება მაჩვენეოო და... მიყვარს! ახლა რაც შეეხება მიზეზებს, ჩემმა მოუხერხებელმა და ზანტმა ხელმა ვერ გაქაჩა 3 საათში დაეწერა 3 თემა და 1 კაზუსი, იმდენად რამდენადაც საოცარი მჭემეტყველებით გამოვირჩევი თემის წერისას (არადა ვინ მეხვეწება), ვიფიქრე 2 თემას დავწერ და კაზუსსთქო, მართალია სამივეში მაღალი ქულა ავიღე, მაგრამ სწორედ იმ მესამე თემის ქულა დამაკლდა ჩასარიცხად, სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს ან პირიქით, ნუ ვისაც როგორ მოსწონს. მე რა თქმა უნდა ამ თავზარდამცემი ამბის შემდეგ ვიტირე, ვიბღავლე, თავზე ხელები შემოვიშინე თუ წავიშინე, თმა გავიშალე, ლოყები ჩამოვიხოკე, თავში ნაცარს ვიცემდი და ბნელსა შიგან მოვთქვამდი და კიდე ბლა ბლა ბლა, მაგრამ ერთ მშვენიერ წუთს დავწყნარდი (გასაოცარია, მაგრამ იმავე დღეს მოხდა ეს წუთი) და დავფირდი...

და ვფიქრობდი...
და ვფიქრობდიიიიიი...

... და მოვიფიქრე რომ, მედალიონს ორი მხარე აქვს, რა ეს უკვე მოფიქრებული იყო? damn it! მოკლედ მაგისტრატურაში მინდოდა სწავლა? ვისწავლი. პატარა წყნარ უნივერსიტეტში სადაც მხოლოდ პროფესორები ასწავლიან, ჯგუფში ორმოცდაშვიდასი კაცის ნაცვლად კი 10 კაცი იჯდება. სასწავლო პროგრამას გადავხედე და მართლაც მშვენიერი საგნები აქვთ შემოთავაზებული პლიუს პრაქტიკას სთავაზობენ სტუდენტებს, (სახელის მოსახვეჭად ღმერთს აცლიან სტუდენტებსო, ხო რავი) ვნახოთ :))))

მოკლედ ბლოკნოტი და კალამი ერთი კვირაა ვიყიდე და მომზადებული მაქვს. ერთი სული მაქვს როდის დავიყწბ სწავლას :)

Sunday, September 20, 2009

Love Love Love...


სიყვარულით ვარ სავსე და გაჟღენთილი...



...უკვე მეცხრე თვეა.




ჩემი ბუსუ ბუსუ მიყვარს...

Monday, September 14, 2009

გამოტოვებული ეპიზოდი #2




იმ ხნის განმავლობაში რაც ბლოგი უსინდისოდ მივაგდე, გარდა იმისა, რომ დროის უდიდესი მონაკვეთი ჩემი ემოციების შუქნიშანი ქრონიკულ სიწითლეს, ბრაზს, მიჩვენებდა, ბევრი რამ მოხდა. თავს მოვალედ ვგრძნობ დავწერო ის, რაც წესით უნდა დამეწერა და არ დავწერე, თუმცა არა ქრონოლოგიურად. მაშ ასე, ქრონიკებიდან გამოტოვებული ეპიზოდები: #2




მთელი ზაფხული, რომ მე და ჩემი ოჯახი რემონტობანას ვთამაშობდით ეგ ამბავი არ ახალია ძველია, ხოოოდა ამ პერიოდში იყო დროის ისეთი ნათელი გამოვლინებები ცივილიზაციის პირმშო კომპიუტერსა და ინტერნეტზეც, რომ მიმიწვდებოდა ხელი. საყვარელ საიტებს კიდევ ერთი მივუმატე, ლეგენდარული ფაცებუქი :)))) ჩემს მიერ დაცინვა იქნება აღნიშნული საიტის სოციალურ ქსელად მოხსენიება და ამ ხრივ მის ავკარგიანობაზე (ჰეჰ, მაგარი სიტყვაა :)) ) საუბარი, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ძალიან ხშირად, ნაცნობი საიტის მისამართის მაგივრად ველში მოუთმენლად ამიკრეფავს farmvill-ი. ამ თამაშმა ისე გამიტაცა, რომ მეგობარმა მიმიკომენტარა, სალო რა გინდა მაგისტრატურაში იყიდე ერთი ფერმა და ცხოვრებას აიწყობო :)))) ისეთი სერიოზულობით ვზრდიდი ფერმას, ვიყენებდი ყველა დეკორაციას და ვზრუნავდი რაც შეიძლება რეალურად მომეწყო ყველაფერი, რომ ყოველი დღე ფერმაზე ფიქრში იწყებოდა მოსავალი ავიღოთქო, და ყოველი ღამე ფერმაზე ფიქრში მთავრდებოდა, აი ეს მარცვლები სწორად დავრგე დიდი მოსავალი მექნებათქო. და ამ ისტორიიდან ყველაზე სასაცილო ის არის, რომ წარსულ დროში მოვინდომე თხრობა რეალურად კი... :)))))))))))))

Friday, September 11, 2009

ცემი ნიტუსა


რამდენიმე დღის წინ ჩემი საუკეთესო დაქალის ბავშვი მოვნათლე, ძალიან გამიხარდა და ძლიან მეწყინა. გამიხარდა, რომ მე ამირჩია მისმა დედიკომ ნათლიად და მეწყინა... რა მეწყინა და... დარჩა ჩემი ჯერ არ დაბადებული ბავშვი ნათლიის გარეშე :))))))) აქამდე თუ ხალხს ვაწუხებდი ამბებით რომელიც იწყებოდა ”მაროს ბავშვი”, ახლა ყველაფერი შეიცვლება, არა ხალხს კი არ შევაწუხებ, უბრალოდ ტვინს გამოვუღებ ამბებით, რომლებიც დაიწყება: ”ჩემი ნათლული ნიკუშა...”

ძალიან ლამაზი დღე იყო, საღამოს მეტეხის ეზოში შევიკრიბეთ, ნიკუშას შეწუხებული სახე, რომ შევატყვე სანთელი დავაკავებინე ხელში, ვიფიქრე გაერთობათქო, მართალია ის სანთელი ჩაყურყუმალაობამდე ძლივს გამოგლიჯა ხელიდან მამაომ, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ის იყო, გაბრაზწებული სახით და დაბდაბდაბდას ძახილით ნიკუშა როგორ ეჩხუბებოდა მამაოს :))))) რა თქმა უნდა ბევრი იტირა, ჩვენ ბევრი ვიცინეთ და ყველაფერი კამერაზე აღვბეჭდეთ.

დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მინდა ჩემ ნათლულს ძალიან ვუყვარდე და კარგი ნათლია ვიყო, მინდა მალე წავიყვანო ეკლესიაში პირველი ზიარებისთვის.

Wednesday, September 02, 2009

წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გამიმართლა...



ცხოვრება ადამიანს ცვლის.
კი, მახსოვს, ამბობენ არავინ იცვლებაო, მაგრამ განა ჩვენ არ შევიცვალეთ?
გახსოვთ ბავშვობა? ის უდარდელი წლები როცა არაფერზე ვფიქრობდით? ის პერიოდი როცა ყველა გვიღიმოდა და ნაირ ნაირი სასუსნავით გვიმასპინძლდებოდა?
მაშინ ჩვენ არ გვჭირდებოდა ტყუილი, არ გვჭირდებდა მლიქვნელობა… არც შეგვეძლო…
სამაგიეროდ ახლა შეგვიძლია.

ცოტა ხნის წინ ჩემს ცხოვრებაში ახალი თავი დაიწყო.
მართალია, თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს მხოლოდ რამოდენიმე ახალი ადამიანი გავიცანი, თითქოს ისევ იმის კეთებას ვაგრძელებ რასაც ვაკეთებდი, მარგამ…

თავიდან, სანამ ამ ადამიანს გავიცნობდი, უდარდელად ვცხოვრობდი. მეგონა ვიცოდი ბედნიერების არსი და მივისწრაფვოდი მისკენ. არაფერი პრობლემას არ მიქმნიდა, ხოლო თუ რამე მაღიზიანებდა, ყოველთვის შემეძლო მსგავსი სიტუაციიდან თავის არიდება.
მისი გაცნობის მერე კი ყველაფერი შეიცვალა.
თითქოს ყველა შეიცვალა. ქუჩაში მეტი ფერები გაჩნდა, საყვარელ სიმღერებში აქამდე უცნობი ნოტები გაისმა, საათი უფრო სხვანაირად ამუშავდა, დღეები სხვანაირად გადიან, სიგარეტმაც კი შეიცვალა გემო…
ჩემში ბავშბობის იმ სისუფთავემ დაიწყო გაღვიძება რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავდი ამდენი წლის განმავლობაში. თითქოს ხალხიც მოეშვა, თითქოს ყველა იღიმის, ყველას რაღაც უხარია. თითქოს მზეც კი სხვანაირად ანათებს, სხვანაირად წვიმს…

მისი მზერა მთელი დღე თან დამყვება, მისი სიტყვები არასოდეს მავიწყდება, მის ჩახუტებას მუდამ ვგრძნობ…

მიყვარს? არ ვიცი…
შეიძლება კი, შეიძლება არა. განა ეგ რამეს ცვლის? მან მე სამყარო გამილამაზა. ცხოვრება გამიხალისა…




სადღაც ვნახეო და რას ფიქრობო. ამ ბიჭს ის გოგო ძალიან ძალიან ყვარებიამეთქი... ნეტა თუ იცის იმ გოგომ როგორ გაუმართლამეთქი... გავიდა რამდენიმე დღე და აღმოჩნდა, რომ ის გოგო მე ვარ. მანქანაში ვისხედით, უმსხვილესი ფიფქები ცვიოდა, ულამაზესი დღე იყო, ლექციის დაწყებას ველოდით. გრიგოლი შემომიბრუნდა და მეუბნება რა არ ვიცი სიგიჟემდე მიყვარხარო. მაშინ თითქოს დრო გაიყინა ერთადერთი რასაც ვგრძნობდი ჩემი აჩქარებული გულისცემა და შემთბარი ლოყები იყო. იცი როგორ მიყვარხარ? მინდა ყოველ გათენებისას დილის სხვის დავასწრო და ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვვირო, რომ მიყვარხარ, რომ მიყვარს ის, რომ შენ გიყვარვარ, და იცი რა მიყვარს? რომ მიყვარხარ, აი ეს გრძნობა მიყვარს.


ყოველ საღამოს ვიძინებ ერთი ფიქრით: სიხარულო წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გამიმართლა :)

Tuesday, September 01, 2009

დღეს ჩემი სკვინჩას დაბ დღეა


და ყველაზე მოკრძალებულად ვხვდებით, სახლში მხოლოდ მე, სკვინჩა და ბებო ვართ, არ ვიცი საღამომდე შეიცვლება თუ არა რამე მაგრამ გული მეწურება ნინოს დაბ რეს ასე, რომ ვხვდებით ყოველთვის სხვანაირად იყო, ჩემი დაბ დღე იყო ცარიელი , ნინოსი ხალხმრავალი, საჩუქარმრავალი, სიხარულმრავალი.

შევპირდი ნამცხვარს გამოგიცხობთქო :(

სამსახური მინდა თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ დას, რომელიც საშჳნლად მიყვარს ნორმალურად მივულოცო დაბ დღე...



და ან ძმა გყააავთ? ამ კითხვაზე ყოველთვის ბედნიერი სახით ვპასუხობ, კი პატარა დაიკო :) ხოდა ჩემი პატარა დაიკო დღეს 18 წლის გახდა... ტექსტს არ სევცვლი, სკვინჩა ყოველთვის ჩემი პატარა დაიკო იქნება.

Sunday, August 30, 2009

პად დამაშნიმ არესტომ

ანუ, აგე თუ არ ვიცი რუსული :))))


დღეს დილით დედიკო და მამიკო სოფელში გავისტუმრე და ის-ის იყო უნდა დავმტკბარიყავი ჰოუმ ალოუნით, რომ...

ესოხერრემონტძლივსდამთავრებულ სახლს დალაგება უნდა, ბებოს დილით ნემსი უნდა გავუკეთეო (ამ აფერისტ იმერლებს რა ვუთხარი ჩემს გაკეთწბულ ნემსზე ბებოს სახე ეჯღანება და ისე მეუბნება დედა ასე ტკბილად არავის გოუკეთებიაო), ნახ საათში უნდა ვაჭამო, ჭურჭლის დარეცხა ოფიციალურად სკვინჩას გადავაბარე, მე მაღაზიაში უნდა წავძუნძულდე, უი 12 საათია ახლა ბებოს ჭამის დროა, გააცხელე სადილი, გააკეთე ახალი, ახლა ჩვენც გვშია, ახლა ცოტა სამეცადინო, ახლა ისევ ბებოს ჭამის დროა, ისევ დასარეცხი, ისევ დასალაგებელი, ახლა ისევ მე მომშივდა, რა უბედურებაა რა ხშირად მშივდება? ახლა საღამოა და ისევ ბებოს ტკბილი ნემსის დროა, მერე ისევ საჭმელი, საღამოს გარეთ არ უნდა გავიდე, სახლში ხალხი არ უნდა შემოვყარო, ცუდ ბიძიებს კარები არ უნდა გავუღო, ეს არ უნდა ვქნა, ის არ უნდა ვქნა, მოკლედ გამახსენდა რა არხეინად ვუკრავდი დედიკოს თავს ამ დარიგებებზე კი ბატონოოოოომეთქი (აუ ამას ყველაზე მაგრად სოსო ამბობს, ისე, ისე, რომ თვით ღლონტებსაც კი შეშურდებათ), ხოოოდა ახლა ვგრძნობ, რომ ერთი სული მაქვს....

დედა მინდაააააააააააააააააააააააააააააააა

Thursday, August 27, 2009

1st birthday




დღეს ჩემი ბლოგის დაბ დღეა, 1 წელი შეუსრულდა...


რას ვგრძნობ? _არ ვიცი რაღაცნაირი შეგრძნებაა, ცოტა კმაყოფილება, ცოტა სიამაყე და უსაზღვრო მადლიერება ჩემი თანამესტაჟიორე ნინო ბატო-ბატოს მიმართ, მისი დამსახურებაა :)


რაზე ვწერდი ამ ხნის განმავლობაში? _ უმეტესად ჩემს ცხოვრებაზე, არ აღვწერდი მშრალად ფაქტებს, ფაქტებზე მეტად განცდებსა და შეგრძნებებზე ვწერდი, შედეგად ის მივიღე, რომ დღეს როცა ყველა პოსტი გადავიკითხე დროში ვიმოგზაურე.


რა ეტაპზეა დღეს ჩემი ბლოგი? _არ ვიცი, 1 წლის განმავლობაში 80 პოსტი დავწერე, სამჯერ მქონდა ჩავარდნა თუმცა სამივეჯერ თავიდან დავიწყე, რამდენჯერმე შევცვალე დიზაინი. დღეს დაბ დღეს ახალი თემფლეითით ვხვდები, რადგან შემოდგომა მოდის ცოტა სევდიანი მოყვითალო ფერები ავიღე. რამდენჯერმე გადავარქვი სახელი, როცა შევქმენი ერქვა think you are in heaven, but you are living in hell, შემდეგ life is piano, what you get out of it depends on how play it, დღეს მგონი საბოლოოდ შევუცვალე სახელი C'est La Vie. ვფიქრობ ამ სახელებით ცხოვრების გარკვეული ეტაპები გავიარე და საბოოლოდ დავრწმუნდი, რომ ესაა ცხოვრება, ხანდახან ტკივილიანი, ხან წარმოუდგენლად ტკბილი, ხან საშინელი მარცხით და დაცემით, ხან თავბრუდამხვევი წარმატებითა და აღმავლობით სავსე.


მკითველი? _ზუსტად არ ვიცი წრე, ვიცი, რომ არიან მეგობრები, ნაცნობები, უცნობები. მიხარია ყველას კომენტარი, მიხარია თითოეული ახალი ადამიანი ჩემს ბლოგზე, თუმცა ყველაზე ძალიან ის გამიხარდა ოთომ, რომ ჩემი ბლოგი ერთ-ერთ საყვარელ/საინტერესო ბლოგად დაასახელა.


სურვილი? _როგორც ჩემ იუბილარ, ასევე ყველას ბლოგს ვუსურვებ ყოველ სტრიქონსა თუ სიტყვაში თან სდევდეთ მკითველის აღფრთოვანებული და ინტერესეით სავსე თვალები, ეს ხომ ჩვენი სამყაროა? ხოდა რა უნდა იყოს იმაზე მეტი ბედნიერება, თუ არა საინტერესო და აღმაფრთოვანებელი შენი პაწაწინა სამყარო :)

Wednesday, August 26, 2009

გამოტოვებული ეპიზოდი #1


იმ ხნის განმავლობაში რაც ბლოგი უსინდისოდ მივაგდე, გარდა იმისა, რომ დროის უდიდესი მონაკვეთი ჩემი ემოციების შუქნიშანი ქრონიკულ სიწითლეს, ბრაზს, მიჩვენებდა, ბევრი რამ მოხდა. თავს მოვალედ ვგრძნობ დავწერო ის, რაც წესით უნდა დამეწერა და არ დავწერე, თუმცა არა ქრონოლოგიურად. მაშ ასე, ქრონიკებიდან გამოტოვებული ეპიზოდები: #1


3 აგვისტოს დედიკომ და მამიკომ ბენიერი ღიმილით სახეზე სახლში მოიყვანეს მუშები რემონტი უნდა გავაკეთოთო და მაქსიმუმ კვირანახევარში ყველაფერი მოვამთავროთო, მე ბოდიში მოვლენებს წინ გავუსწერბ და გეტყვით რომ ეს კვირანახევარი ჯერ კიდევ გრძელდება. ფაქტიურად ჩვნეს სახლში გადმოცხოვრდა 2 ადამიანი: ერთს ანდრო ქვია დედით აისორია და მამით სომეხი, 12 წლიდან რემონტს ვაკთებო, ყავს 10 წლით უფროსი მეუღლე, გურული, არ ყავთ შვილები და ყავს 2 ძაღლი; მეორეს ალეკო ქვია, დედით სომეხი და მამით ქართველი, ავღანეთში იბრძოდა სულ ბავშვი, უმუშავია სხვადასხვა ადგილებში დაცვად, ამ ბოლო დროს რემონტს მიჰყო ხელი, ყავს მეუღლე და 2 შვილი, დათო და მარიამი, ბავშვებზე ჭკუას კარგავს, მათზე ისეთი სიყვარულით მიყვება ხოლმე, უმაგრესი მამაა.

ზუსტად 2 კვიტა ვიცხოვრე ლოჯში არც მეტი არც ნაკლები საწოლზე! დიახ, საწოლზე ვიძინებდი, ვიღვიძებდი, ვსაუზმობვსადოლობვვახშმობდი, ვკითხულობდი, დავრბოდი, ვისვენებდი, ვიღლებოდი, მოკლედ ყველა და ყველაფერი (ავეჯი) ლოჯში ვცხოვრობდით.

თუმცა სულ სხვა რამის გახსენებას ვაპირებდი. მოკლედ (შუქი ქვერბა ეკრანებზე, ნელ-ნელა კედლებჩამოხეული ოთახი ჩნდება და თბილი ხმა იწყებს თხრობას):

ოთახების ფერების შერჩევა მე მევალებოდა, გადავწყვიტე მშობლების საძინებელი სალათისფერი ყოფილიყო, ჩემი ლიმნისფერი და ე. წ. ”ზალა” რძისფერი. ერთ მშვენიერ დილას მე, მამიკო და ანდრო დავირაზმეთ ჩემს მიერ შერჩეული ფერების სისრულეში მოსაყვანად. ბედნიერი ღიმილი მაშინ შეიცვალა, როცა მაღაზიში შემიყვანეს აირჩიეო მეც გავაქანე თითი და ისეთს დავად ცეცხლი, რომ ეკიდა, რაღა დაგიმალოთ და მამჩემს დასცხა, ერთი კი ჩაიბურტყუნა ეს ბავშვი არ უნდა წამომეყვანაო და დაიწყო დაწუნება. საბოოლოდ მიმიყვანეს ერთ სტენდთან და აქედან აირჩიეო, ავათვალიერ-ჩავათვალიერე თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, ეს სად მაკეთებინებენ არჩევანსთქო და სულ თვალდახუჭულმა ესა მესა გადის ესათი ავირჩიე :( მანქანაში ცხვიაწეული ვიჯექი და ხმას არ ვცემდი არავის, სახლში მოსული უფრო გავიბუსხე, განწირული სახით ავბობღდი ჩემს საცხოვრებელ ლოგინზე, ერთ კუთხეს მივაშტერე თავლი და არავის ამ ქვეყანად არ ვცნობდი. საღამოს ანდრომ და ალეკომ ჩემს ოთახში შემიყვანეს, ვიყურები დაბნეული თვალებით და ვერაფერს ვხვდები, ანდრომ მიყურა, მიყურა და მითხრა, ოღონდ შენ ნუ მოიწყენო და ჯანდაბამდე გზა ქონია იმ ოხერ ”შპალიერსო”, კედლები ისე გავაკეთეთ შენ ფერი თქვი და ხვალვე გაგიღებავთ, თავი არ შეიკავო დამატებით თანხას არ ვითხოვთო. ჯერ ძალიან გამიკვირდა მერე ისე გამიხარდა კივილი დავიწყე, მერე გონს, რომ მოვედი მეთქი ერთი პირობით მეც გამაშპაკლინეთ ცოტა, მერე გამაღებინეთ, სხვა ოთახში შპალიერი ჩამომახვინეთ, მეც უნდა მივიღო მონაწილეობათქო. საბოოლოდ ერთ რამეს მივხვდი, არც ისე ადვილი ყოფილა გაშპაკლვა-გაღებვა. :)))

მართალია ჩემი სკვინჩას ისტერიკის მერე ოთახი ვარდისფრად შევღებეთ და არა ლიმნისფრად, მაგრამ მაინც მაქვს კმაყოფილების შეგრძნება, რომ საოცრად ლამაზი ოთახი მაქვს, თუმცა მაინც არ მესმის რატომ?

Saturday, August 22, 2009

ბავშვობაში მეგონა, რომ

ანუ, ოთოს ბრალია ყველაფერი :))))



ოთოს ბლოგზე, რომ ვნახე ამ სათაურით პოსტი გემრიელად მივაკომენტარე, მხოლოდ გვიანღა გავარკვიე რატომ იყო ჩემი ბლოგის ლინკი დადებული, მაშ ასე ამ აურზაურს + ჩემი მეგონები:

1. 3 წლის ვიყავი ჩემი სკვინჩა დაიკო, რომ გაჩნდა. სანამ ნინო დაიბადებოდა ჩემი ბიძაშვილები რჩებოდნენ ხოლმე ჩემთან დიდხანს, ხან მე ვრჩებოდი მათთან, მოკლედ დებივით ვიზრდებოდით. ხოოოოდა ერთ მშვენიერ დღეს, რომ ვუყურებ ნინო სულ ჩვენთანაა ძალიან ჭკვიანი სახით მივდივარ დედიკოსთან და ვეკითხები: დედი ნინო თავის დედიკოს აღარ მიყავსთქო? მეგონა ჩემს დას, ისე როგორც ბიძაშვილ-მამიდაშვილებს თავისი დედიკო ყავდა.

აღმოჩნდა სკვინჩა სუუუულ სუუულ ჩემი დაიკო ყოფილა :)

2. პატარა, რომ ვიყავი კატეგორიულად არ ვაბიჯებდი ქუჩაში რკინის ჭებს, სულ გვერდს ვუვლიდი, ან გასაოცარი აკრობატული ილეთებით ჰაერში ვისკვანჩებოდი, მოკლედ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ფეხი არ დამებიჯებინა, რადგან მეგონა ფეხის დაბიჯებით სურვილები არ ამიხდებოდა, მე კიდევ საოცრად ბევრი სურვილი მქონდა.

ზუსტად 3 წელია რაც გადავეჩვიე ამ სისულელეს :))

3. მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი ბერმუნდის სამკუთედის არსებობის შესახებ, რომ გავიგე. რას აღარ ვფიქრობდი ალბათ იქაა ჯოჯოხეთითქო, ხან ვფიქრობდი იქ ისეთი ადამიანთა ჯგუფი ცხოვრობს ვინც მხოლოდ კარგები და კეთილები არიან და არ უნდა აქ ყველასთან ერთად ცხოვრება, რადგან აქ ცუდი ადამინებიც ცხოვრობენ და ბევრ ბოროტებას ჩადიანთქო. ძალიან დავინტერესდი ამ კუნძულით და მეგონა დიდი რომ გავიზრდებოდი აუცილებლად ამოვხსნიდი მის საიდუმლოებას თუდაც სიცოცხლის ფასად.

მეტი საქმე არ მაქვს :)))

4. რაღა დაგიმალოთ და ჩემს ბავშვობაში მოდაში იყო უშუქობა, ხოოოდა ლოჯიდან ჩემს საძინებელში სანთლით გასვლა მაინცდამაინც არ მხიბლავდა, რადგან უუუჩაბნელებულესი შემოსასვლელი უნდა გამევლო, მეგონა შემოსასვლელში მშვილდისრიანი ეშმაკი იყო ჩასაფრებული და ისარს მსტყორცნიდა, ან მას თუ გადავურჩებოდი საწოლის ქვეშ დამალული ვამპირი აუცილებლად მსტაცებდა ხელს ფეხში და...

ვერც ახლა გამოვიდებ თავს სიბნელის არ მეშინიათქო :))))

5. ბავშვობაში მეგონა, რომ აუცილებლად დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდი, ისე როგორც ზღაპრები მთავრდება.

ახლაც მგონია :)

P.S. თემას გააგრძელებენ:

ჩემი ბუსუ ბუსუ - http://laminirebuli-zgarbi.blogspot.com/

ქალბატონი ასკლიპიოდოტა - http://asklypiodota.blogspot.com/

ლიკა კაკიაშვილი - http://likakakiashvili.blogspot.com/

female - http://femaleee.blogspot.com/

მელია - http://melamelia.blogspot.com/

CENSOR'D


ცენზუსრის დიდი მომხრეც ვარ და მომხმარებელიც, მაგრამ ამ ცხოვრების დედაც!.. მთელი ცხოვრება (ხო შეიძლება სასაცილოდაც ჟღედეს რა დიდი მე მიცხოვრია, მაგრამ მაინც), აი სულ პატარაობიდან ვცდილობდი ყველაფერი კარგად და იდეალურად მეკეთებინა, ყველაფერს ვგეგმავდი და ყოველთვის მას მივყვებოდი, დილას ვიღვიძებდი თუ არა გულში ჩექ ლისტს ვადგენდი, მთელ დღეს მის მიხედვით ვატარებდი და ძილის წინ TIC, done... საშინლად ჟღერს? ასე მომწონდა, რასაც ვისახავდი ყველაფერს ვაღწევდი, კრედოსავით მქონდა. გინდა? დაიმსახურე და გექნება, ხოდა ვიმსახურებდი და ვიმსახურებდი და ვიმსახურებდი... ამ ზაფხულში კიდევ ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, არაფერი გამომივდა, ყველგან და ყველაფერში ხელი მომეცარა. არც ისტერიკა მქონდა და არც დეპრესია, ბრაზი მქონდა, ოჰოოო იცოცხლეთქო, უსაზღვრო და უკიდეგანო, ბრაზი საკუთარი თავისა. გონებაში იმ თაროებსა და უჯრებში ვაფათურებდი ხელებს სადაც ეს ოხერი ლისტები მქონდა შენახული, ვეძებდი სად რა გამომრჩა, სად რა არ გავაკეთე სწორად და უფრო და უფრო ვიბოღმებოდი... ხოოო...
ახლა როგორ ვარ? ახლა ასე ვფიქრობ, დედას ვუტირებ! მაინც ისე იქნება როგორც მინდა! ჯადაბამდე გზა ქონია ჩექ ლისტებს, გეგმებს, წესრიგს! აღარ გავბაზდები დამარცხებისას, პირიქით გავძლიერდები და საკუთარ თავში უფრო მეტ ძალას ვიპოვი, რომ იმაზე მეტს მივაღწიო ვიდრე აქამდე ვაპირებდი. არც შენ დაგიკიდებ ფეხზე ლალენა და არ მივაგდებ ბლოგს!

დავბუნდი ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი შეგრძნებებით, ახალი მიზნებით!



P.S. in case, გაინტერესებთ რატომ ვარ ასე აღტკინებული :))))

http://www.youtube.com/watch?v=xX4br4w9g5E



ბლოგერებო მომენატრეთ (hug)

Sunday, July 19, 2009

lazy summer days?!.


ზაფხულის დღეები ზანტად მიიზლაზნება, თუმცა არაფერი ხდებათქო რა სინდისით ვთქვა? არის დღეები როცა სახლიდან არ გავდივარ და პირიქითაც არის დღეები სახლში რომ არ (არ ნაკლებად, მაგრამ მაინც) შემოვდივარ. აი დილა და ძილის წინ პერიოდი კი ყოველ დღე ერთნაირია. რაღაც ფილმს ვუყურე, სახელიც კი არ მახსოვს, საბრძოლო ხელოვნებაზე აგებული ყოვლად უშინაარსო სპეცეფექტებით გატიკნული მორიგი ჰოლივუდური იდიოტიზმი იყო, ერთადერთი რამაც შთამაგონა მონაწილე მსახიობი გოგონების მშვენიერი მუცელი იყო. ხოოოოდა მე რისი მე ვიყავი ამ შთაბეჭდილებით შთაგონებულს ყოველ დილით მუცლის პრესის დასაყენებელი ვარჯიშები, რომ არ მეკეთებინა. მერე? მერე აგერ უკვე 2 კვირააა სარკის წინ თავს ვარწმუნებ, რომ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ უფრო და უფრო ვუახლოვდები მიზანს. ამ რიტუალის შემდეგ ჩნდება კითვა, რა გეგმები მაქვს დღეს? თუ აღმოჩნდა, რომ გასასვლელი არ ვარ, მაშინ ვიწყებ კითხვას. ოდესღაც დაწყებული ”ოდისევსი” დავასრულე, ახლა კი ნიზამი განჯელის ”ლეილი და მაჯნუნის” ვკითხულობ. აღმოვაჩინე, რომ ნაწარმოებს რაც უფრო რითმიანი სიძველის სუნი სდის მით უფრო მოწონს.

ამ დღეებში ყველაზე ექსტრემალური გასვლები მქონდა, რაც დაგეგმე ყველაფერი პირიქით მოხდა. მაგალითისთვის გადასარევი გეგმა შევადგინე მე და თეო ჯერ ძველ სამსახურში უნდა გავსულიყავით მერე კი უნიც მოგვენახულებინა, მაგრამ ჩემმა ბუსუ ბუსუმ ხვალ ჩემი ბავშვობის მეგობარი ცოლს თხოულობს და ქორწილში მიდიხარ ქალბატონო ელეფანტოო და ვის გაახსენდა შენი უნი? აღშფოთებულშეშფოთებულიწივილიკივილიწილობიწილოთი გავვარდით კაბის შესაძენად. აქვე დავძენ გულახდილად, რომ 3 საათი მის ფეხასაცმელს ვყიდულობდით და ნახევარი, ხო კარგი 1 საათი ჩემს კაბას. მერე ჩემს ფეხსაცმელებზე, რომ მიდგა ჯერი სოსომ ზერ იზ ე ლითელ თრაბალო, პაწაწუნა ავარია გვაქვსო. ხოოოდა შენ გაიხარე ლიკა, ისედაც ვყოყმანობდი მეყიდა თუ არა ის თეთრი ბანწიკულა ფეხსაცმელი, სასწრაფოდ ჩამოვედი 10 სანტიმეტრიდან, გამყიდველს ხელიდან მიცემული ფული გამოვგლიჯე და გავიქეცით, მე ლამის ფეხშიშველა გავტანტალდი, გზადაგზა ცივმევდი სანდლებს. მადლობა ღმერთს სერიოზული არაფერი იყო, არც არავინ დაშავებულა, აი ლურჯა იოს კი ჭირდება წამლობა :) ფეხსაცმელების ყიდვა დილისთვის გადავდეთ. არც მეორე დილა იყო ნაკლები ექსტრიმით სავსე, ვარჯის შემდეგ, ბუსუს ველოდებოდი სალონში უნდა გავეყვანე, მართალია 10ზე ვიყავი ჩაწერილი, მაგრამ 10ზე ბედნიერი ღიმილით სახლში მომადგა, არ დავმალავ ლამის კანიდან ამოვხტი, გავიბუსხე და ცხვირაწეული ჩავჯექი მანქანაში. დავარცხნილდაწყობილი ქოჩრით ფეხსაცმლის საყდლად გავედით და რეკორდულ დროში დაახლებით 15 წუთში შევიძინეთ. მერე, უეცრად გაგვახსენდა, რომ თეთრი რაში არც ისე თეთრი იყო და გასარეცხად წავიყვანეთ. მართალია ვაგვიანებდით, მაგრამ ეს ფაქტი ჩემს წისქვილზე წყალს ასხამდა. სანამ მანქანა ჯაგრისებში გავატარეთ, მაკიაჟის გაკეთებაც მოვასწარი, საყურეების შეცვლაც, ყელსაბამიც მოვირგე და კმაყოფილი სახით წამოვიცვი ბეჭედი თითზე და ალბათ მემილიონეჯერ მოვუყევი ჩემს სიხარულს რატომ მიყვარს ეს ბეჭედი. მერე? მერე ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ეკლესიაში ჯვრისწერისას თვალებგაფაციცებული ვუყურებდი მომენტს, რომელიც ქორწილში ყველაზე ძალიან მიყვარს. ბევრი ადამიანი გავიცანი, ბევრი ვიცეკვეთ და ვიმხიარულეთ...

რაც შეეხება საღამოს გაბადრული სახით ველოდები 12 საათს და როგორც კი მოაკაკუნებს ნაცნობ ნომერს ვკრეფ და ლამის დილამდე ველაპარაკები ჩემს სიხარულს. ნუ მადლობა ბილაინს (რეკლამას არ ვუკეთებ დედას გეფიცებით, მამას გეფიცებით, ყველას გეფიცებით). რას ვლაპარაკობ ამდენს? არ ვიცი, ის ერთადერთი ადამიანია ვის მონატრებასაც საოცარი სისწრაფით ვახერხებ. საკმარისია მისი მანქანის კარები მივხურო და სახლის კიბეებს ავუყვე, რომ მოწყენილი სახით გულში ვფიქრობ, რა იქნებოდა შემეძლოს დროის შეჩერებათქო, სადარბაზოში კი აჩქარებული კაკუნა ნაბიჯების ხმა ისმის...

Friday, July 03, 2009

bye bye სტუდენტობა


მიგატოვე ბლოგო და მიგაგდე, მიგივიწყე... მეგონა ყველა ჩემსავით მიგივიწყებდა მაგრამ... გარდმოიცვალეო ბრძანა გოლდენ გოგონამ გოლდენ სამყაროდან და მეც როგორც დიდი ხნის ძილის შემდეგ ზმორვა-ზმორვით ჯადოსნური ლამპარიდან ამოსულმა ჯინმა მივუჯექი სატყაპუნოს და ფიქრებისა თუ გარდასული მოვლენების გაქაღალდებას შევუდექი :)

უპირველესად მინდა მართლა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვისაც ჩემი სტრიქონები წაუკითხავს, კიდევ უფრო დიდი მათ ვისაც ერთგული მკითხველივით ქვიათ, და კიიიიდევ კიიიიდევ უფრო დიდი მადოლიიი ჩემს მეგობრებს და იმ ადამიანებს ვისაც მოენატრათ ჩემი ნაწერები, ჩემი ცხოვრების, ფიქრების და ოცნებების სარკე :)

მართლა დიდი ხანია აღარ გამოვჩენილვარ, ამ დროისთვის ბევრი რამ მოხდა და მეც შესაბამისად ხან მოვიღრუბლე, ხან ვიჭექა-ქუხილე, ხან ვიწვიმე ხანაც გამოვიდარე, თან კარგად ვიმეცადინე, ყველა გამოცდაც კარგად ჩავაბარე და უნიც დავამთავრე. დავემშვიდობე სტუდენტობას, არ მკითხოთ მომენატრება თუ არა, ქულების გაგებაზე ისე გამაწამეს, იმდენი ხანი ვირბინე, რომ ამ ეტაპზე პასუხი უარყოფითია, აი მერე რას მოხდება და რას ვიფიქრებ ვინ იცის? არც მე...

ნუ, ყველაზე ლეგენდარული და პოპულარული ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდა მეც ჩავაბარე... ხო, ჩავაბარე, მაგრამ სასტიკად უკმაყოფილო ვარ :( არის შეცდომები რომლებსაც ალბათ ცხოვრებაში ვერ აპატიებ ვერასდროს საკუთარ თავს, აი მასეთი დავუშვი... ოხრად... თან, ვერაფერსაც რომ ვერ ვაბრალებ, რთული არ იყო, არც ვნერვიულობდი, საკმაოდ თავდაჯერებულიც ვიყავი. არადა სულ სხვა შემართებით მოველოდი ამ გამოცდებს და რეალურად იმედი გავუცრუე იმას, ვინც არასოდეს გაპატიებს, მის დაღმატებულესობა მეს.

ხედავ ლალენა? თავიდან იმიტომ შეგქმენი, რომ შენთან მეწუწუნა, მერე წუწუნი ჭორაობად გადამექცა, მერე უბრალოდ შენთან ერთად ვფიქრობდი, ვოცნებობდი, შთაბეჭდილებებს გიზიარდებდი, ჩანს წრეზე დავდივარ იმიტომ, რომ ისევ გეწუწუნები...

anyway bye bye სტუდენობა...

Friday, June 19, 2009

ნება მიბოძეთ გარდავიცვალო...


საზოგადოდ დამკვიდრებული აზრი:


ქალებს გასაოცარი ინტუიცია აქვთ!


დასკვნა:



  • დაგვაბრალეს

ან:


  • არ ვარ ქალი

იმდენად რამდენადაც ბოლო პუნქტი აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს... რომელმა იდიოტმა (არადა ცენზურის დიდი მომხრე და მომხმარებელი ვარ) დააბრალა ქალებს ინტუიცია?


p.s. ახლა რაც შეეხება პოსტის სათაურს, ასევე საზოგადო ჭშმარიტებაა, რომ გამოცდები კარს მომდგომია, ასე, რომ თავს გარდაცვლილად ვაცხადებ ინტერნეტ სივრცეში. ესეც ასე! აი, თუ არ შემიძლია! :D

Monday, June 15, 2009

პეტრე-პავლობის მარხვა


სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრეპავლობის მარხვა.

მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით - 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს, ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს (თადეოზს), სვიმონ მოშურნესა და მატათას.


ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან (კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური), მათ შორის არის ერთგვარი სულიერი სიახლოვე, მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23)


პეტრეპავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე.


პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.

საქართველოს ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).

მორწმუნე, რომელსაც სურს, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო შეიმსუბუქოს მარხვა, კურთხევას იღებს მმართველი ეპისკოპოსისგან ან სულიერი მოძღვრისგან. ამით თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ გაუგებრობასა და გართულებებს, თვითნებურ მარხვას რომ მოსდევს ხოლმე თან.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/