ესე იგი პიკასოს დაწყებულმა თამაშმა, რომელმაც კიკიტო დატეგა, იმან კი თავის მხრავ unaamarga, მისი და female-ის კეთილი ნებით ჩემამდეც მოაღწია :))))) არც ისე შორეულ წარსულში ვიშ ლისტი გავაკეთე რამდენიმე პუნქტიანი, მართალია იქიდან ბევრი არაფერი შეცვლილა სულ რამდენიმე ოცნება ამიხდა, მაგრამ მაინც შევეცდები, რომ რამე ახალი ვთქვა. მაშ ასე:
1. მართალია საკმაოდ ბანალურია, მაგრამ ძლიან მინდა სახლი, ოღონდ არა კერძო უზარმაზარი ბაღით, მაინცდამაინც არ მიყვარს საკუთარი სახლები შეიძლება ასაკის მატებასთან ერთად შევიცვალო კიდეც აზრი, მაგრამ ამ ეტაპზე ასე მინდა. მინდა დიდი და ნათელი ბინა, დუპლექსი, უზარმაზარი ფანჯრებითა და სივრცით, ულამაზესი ხედით. სახლი, რომელსაც ჩემი გემოვნებით მოვაწყობ, სადაც არ გადადგამს დედაჩემი ვაზას თავის ნებაზე და არც სკვინჩა შეიტანს შესწორებას ჩემს შერჩეულ ფერებში. იმდენად პატარა ვოცნებობდი ჩემს სახლზე, რომ უმნიშვნელო დეტალებიც კი მაქვს გათვალისწინებული, მაგალითად სად დავკიდებ წინსაფარს, ან სად იდება უზარმაზარი რვეული სადაც რეცეფტები მექნება ჩაწერილი, როგორი იქნება ჩემი შვილების ოთახები, ან ვერანდაზე როგორ მოვფენ დაწნულ ავეჯს და რა თქმა უნდა სკამს რომელიც ირწევა, კუთხეში აუცილებლად ტელესკოპი იდგმება, კაბინეტში კი უზარმაზარი გლობუსი :)

2. ძალიან მინდა გარდა იმ სამსახურისა და იმ კარიერისა რასაც ვაპირებ სამომავლოდ, მქონდეს ისეთი საქმე რისი კეთებაც სიამოვნებას მომგვრის და ასეთად 2 საქმეს ვთვლი. ერთს ამ პუნქტში განვიხილავ, მეორეს შემდეგში :P მინდა მქონდეს საქორწილო სააგენტო, ნუ სხვაგვარი ინტერპრეტაციაც შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს მაფიქრდება. სააგენტო სადაც წყვილებს, რომელთაც ერთად ცხოვრება სურთ, მხოლოდ ამის ”დაკანონებაში” კი არ შევუწყობ ხელს არამედ, პედიკიურიდან დაწყებული, ორვეს ჩაცმა, ვარცხნილობა, ეკლესიისა, თუ რესტორნის შერჩევა, თუნდაც ახალი ბინის შესყიდვა, მოკლედ ყველაფერი რასაც მოისურვებს ყველანაირი სერვისი მინდა შევთავაზო და ამას ყველაფერს ისეთ უწვრილმანეს დეტალამდე ისეთი მოდომებით გავუკეთებ, როგორსაც საკუთარს გავაკეთებდი.

3. მეორე საოცნებო საქმე არის ბავშვთა სახლი. მინდა მქონდეს ბავშვთა სახლი სადაც მშობლებისგან მიტოვებულ ბავშვებს ნებისმიერი ასაკიდან მივიღებ, მინდა ჰქონდეთ კარგი პირობები, თბილი გარემო, მინდა მკაცრად კონტროლდებოდეს მათი სწავლა, რომ 18 წლის ასკის მერე კი არ მოვისროლო ქუჩში, პირიქით მათ მიერ არჩეული პროფესიით ცხოვრების აწყობაში დავეხმარო და მანმ დარჩნენ სანამ თავიანთ სახლს, თბილ კერას არ შეიძენენ :)

4. მინდა ოდესმე გრანდიოზულ წვეულებაზე მოვხვდე, ან ლა სკალაში ერთ-ერთ ლოჟაში მოკალათებულმა ვუყურო რომელიმე იტალიურ ოპერას, გამოვიყურებოდე ლამაზად, თავლისმომჭრელად, მომხიბვლელად მხოლოდ ერთი ადამიანისთვის :)

5. მინდა ბენიერი ოჯახი მყავდეს, მინდა ეს საოცარი სიყვარული რაც ახლა გულში მაქვს დღითიდღე უფრო იზრდებოდეს, მინდა ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემს გვერდით ბედნიერად და მშვიდად გრძნობდეს თავს, მინდა, რომ ყოველი ჩემთან გატარებული დღე უხაროდეს და როცა დანაოჭებულ ხელს დანაოჭებულ ხელზე მომკიდებს მადლობას ვეტყვი ყოველი ერთად გატარებული დღისთვის. ვეტყვი სიტყვებს, რომელსაც ჯერ ბლოგისთვის ვერ გავიმეტებ, თუმცა აუცილებლად დავწერ იმ დღეს, როცა ყველაზე ბედნიერი ვიქნები. გული მტიკვა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ოცნებებს მატერიალური ფონი ჭირდება, არ მინდა ჩემი ბედნიერება ამაზე იყოს დაფუძნებული. ალბათ არ უნდა ვამბობდე, ან ამ სიას ასე სევდიანად არ უნდა ვამთავრებდე ასეთ პოზიტიურ პოსტს, უბრალოდ არ მინდა დიდმა ტკივილმა გადამითელოს მომავალში ყველა ახდენილი თუ მაინც ჯიუტად ოცნებად დარჩენილი ოცნება, მინდა პირველი მე...
ვთეგავ:
1. ლიკას http://likakakiashvili.blogspot.com/
2. ქალბატონ ასკლიპიოდოტას http://asklypiodota.blogspot.com/
3. ოთოს http://www.otosblog.com/
4. ბატონ ჯოს http://jokeyforever.blogspot.com/
5. გრიშოლის :) http://laminirebuli-zgarbi.blogspot.com/
7 comments:
საქორწინო სააგენტო და ბავშვთა სახლი საინტერესო, ფრიად უჩვეულო დამატებაა პროფესიისთვის! აღფრთოვანებული ვარ შენი ოცნებებით!
აუ, ლა–სკალა ჩემი ოცნებაა და თუ ვინმე მეც დამთაგავს, მადლობელი ვიქნები :))
ეს წამოწყება კი ძალლლლიან მომწონს. რაღაცით გვაერთიანებს ბლოგერებს :)
ძალიან ცხადი და ცინცხალი ოცნებები გაქვს, რაც ძალიან მაგარიაა :)
რატომღაც მე–4–ემ ისე აღმაფრთოვანა, რომ ახლა ყველა შენი ოცნება მომწონს :)))
მე ერთი ოცნება მაქვს...არ მინდა არც ძვირადღირებული ფერარი...არც ფეშენ ვილა ზღვაზე ხედით....თუნდაც ტყე-ტყე და გამოქვაბულებში ვიცხოვრებდი...
ოღონდ ვიყო ბედნიერი :)
ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ვიყო ბედნიერი :)
me ukve jadosnuri joxi mominda romlitac yvela adamianis ocnebebs avasrulebdi
მადოლი უნაამარგა :)
ზურიუს ფაქტიურად ოპერაში გავიზარდე და ბუნებრივია ეს ოცნებაც, ჩემი და ბავშვთა გუნდში მღეროდა, ნათესავი იყო ლა სკალაში მღეროდა, მოკლედ მეც მინდა :)
ლაშარელა მიუხედავად ამ ოცნებებისა, ბოლოს კი მიწერია, მაგრამ მაინც ვიტყვი ბედნიერება მინდა, აი ისეთი მოხუცი ზღაპრად, რომ მოვუყვები შვილიშვილებს ბედნიერად ვიცხოვრეთქო :))))
პიკასო რა კარგი რამ წამოიწყე და რამდენს გააახარებდი გულწრფელად ჯადოსნური ჯოხიით :)
:)
ar iqneba tkivili :) iqnebi didxans da bednieri :)
vici :*
მადლობა საყვარელო, მგონი მიხვდი რასაც ვგულისხმობდი :*
Post a Comment