Thursday, October 08, 2009

ახლა იცი რა მინდა?..




ახლა მინდა მზე აცხუნებდეს, ტრიალ მინდორში ვიყო, ბაბუაწვერებს ვედძებდე იმ იმედით, რომ ერთი შებერვით სულ გავატან ქარს მის ბუსუსებს და სურვილი ამიხდება, მინდა პეპლებს დავსდევდე, მინდა მგელობანას ვთამაშობდე, მინდა წრეში ბურთს ვთამაშობდე, რეზინობანას, ლახტს, ბაყაყობანას, მინდა ყვავილები დავკრიფო და გვირგვინი მოვახლაფორთო, მინდა საქანელაზე ვიჯდე, ქარივით მივქროდე წინ კვლავ და კვლავ, მინდა ვირბინო, ვირბინო და ძლივს მივირბინო მზისგან ლოყებდამწვარმა უზარმაზარი ხის ჩრდილქვეშ, მინდა ვიცინო, ცრემლებამდე ვიცინო, მინდა ცისარტყელას ვუყურო ბალახზე წამოგორებულმა, მინდა იმ ყავისფერი ხვლიკივით გავირინდო სიმწვანეში დედამიწის გულისძგერას, რომ უსმენს. ოღონდ არ მინდა მარტოს.
... მინდა საღამოს კოცონს შემოვუჯდე და ვუყურო, როგორ ლოკავს ცეცხლი შეშას, მინდა სიცივისგან აკანკალებულს უკან მომიჯდე და ხელები მომხვიო, მინდა კოცონს ირგვლივ მეგობრების თბილ ღიმილს ვუყურებდე...

4 comments:

Keti said...

ეს უბრალოდ ბედნიერებაა..

"როგორ ლოკავს ცეცხლი შეშას" – ძალიან ლამაზია :)

nastasia said...

vaii,ra kargia,yvelaferi ertad mominda... :)

Lika Kakiashvili said...

ბოლო ფრაზები მეცნო, ნეტა რატომ? :))))

Lalena said...

ქეთ, ნასტასია, ეს ისაა რაც შეგვძლია მივცეთ ჩვენს თავს და არ ვაძლევთ...


ლიიიიიიიიიიკ მომენატრე, ვიცოდი რო გეცნობოდა და მინდოდა, რომ გეცნო და მიყვარხარ კიდე ვოტ ტაკ! :*