Sunday, October 25, 2009

Finding Neverland


where your imagination will take you?


დღეს კვირაა და დაპირებისამებრ შევუდგები ფილმზე საუბარს, თანაც შევეცდები მოკლედ და საინტერესოდ მოვყვე, რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო უთქვამთ და მეც ვცდი :)

Finding Neverland _ ეს არის ფილმი მათთვის ვისაც უყვარს ზღაპრები, წარმოსახვითი სამყარო, უბრალოდ კეთილი ამბები, ცოტაოდენი ფანტაზიაც და რა თქმა უნდა ბევრი ემოცია. ამბავი იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნა ცნობილი ზღაპარი პიტერ პენზე, თუ რა ედო საფუძვლად, ვინ არის ამ ბიჭუნას პროტოტიპი და ა. შ. ჩემსავით ემოციურ ადამიანებს არ დავმალავ და ფილმის დასასრულს ორიოდე კურცხალიც კი მოადგება თვალს (კარგი, ვაღიარებ, ცოტა მეტი კურცხალი). ფილმის მთავარ გმირს შემოქმედებითი კრიზისი აქვს, ბაღში სეირნობისას გაიცნობს მრავალშვილიან ოჯხას, ბავშვებს, რომელთაც ყოველდღიური პრობლემების გამო ბავშვობა აქთ დავიწყებული, თუმცა...

2004 წლის ფილმია, რეჟისორი არის მარკ ფორსტერი, როლებს ასრულებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიცაა: ჯონი დეპი, დასტინ ჰოფმანი, ქეით უინსლეტი და ა. შ. რა თქმა უნდა კარგი იქნება, თუ ინგლისურად ნახავთ.


პ/ს ძალიან გამიხარდება თუ ნახავის შემდეგ შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ :)

6 comments:

italiana said...

ძალიან მიყვარს ეს კინო.. და პიტერის როლს კიდე ძალიან კარგი ბავშვი ასრულებს.. :ლავ:

Anonymous said...

შაბათ ღამეს ვუყურე კიდევ ერთხელ ამ ფილმს და მეგონა, მთელი კაცობრიობა მიყვარდა. მართლა კეთილი ფილმია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ჯონი დეპი უუუძლიერესი მსახიობია, ზღაპრული პერსონაჟების უბადლოდ განმასახიერებელი.
ქეით უინსლეტი ხო საერთოდ. თამაშის უბრალო მანერებაი აქვს, გლეხური, მაგრამ მიზანში ყოველთვის ზუსტად არტყამს.
აი პიტერი კი, ბოლოში რომ ტირის და ცისფერი თვალები სანახევროდ ცრემლებით რომ ევსება, ყველაზე გულწრფელი არსებაა მთელ ფილმში :)

Lalena said...

გეთანხმებით ხალხებოო :))) პიტერს ვინც თამაშობს დაუვიწყარი თვალები აქვს :) და თვითონ ფილმი საოცრად კეთილია და ადამიანში მიძინებულ ადამიანობას აღვიძებს :)

Sophie שרה Golden said...

მთელი 2 კვირაა, რაც ყველგან ეს ფილმი მხვდება. პლუს სამზარეულოს მაგიდაზე დევს DVD ერთი კვირაა და ვერ მოვახერხე ავიღო და ვუყურო.
მართლა ასეთი კარგი ფილმია???

Lalena said...

კიიი, მართლა კარგი ფილმია :*

Keti said...

აბა, მეც ვნახავ (რაღაც არ მახსოვს, მენახოს) :)