
გუშინ მართლაც კარგი დღე იყო. გარეთ გავედი 1 თვე სახლში ყოფნის, ჯდომის, უსაქმურობის შემდეგ. მიწაზე დავემხე, გამჩენს მადლი შევწირე და ხეები დავკოცნე, მე ბედნიერი ვიყავი, რომ არაფერს ვარდისფერს არ უყურებდა ჩემი ლამაზი და სათუთი თვალები :))))
მე და მარუსიამ რა, თქმა უნდა ბოლო დღეს გადავწყვიტეთ შეგვეტანა საბუთები ადვოკატის სალიცენზიო გამოცდებისთვის. მასივიდან ფილარმონიამდე 1 საათიანი ნელსურნელებით სავსე მგზავრობით სასუნთქარხებდაღლილმა მივაღწიე განუმეორებელ ფოტოსამყაროს და ზუსტად 10 წუთი ლოდინის შემდეგ მაროც მოვიდა. ადამიანი, რომელიც ერთი თვე არ მენახა, შეხვედრა იყოოოო, ოსკარს მოიპოვებდა ისეთი, ზუსტად 10 მეტრიდან დაიძახა მარიმ სალოოოოო ისეთ ტონალობაში ერთი 20 თავი შემოტრიალდა ჩემსკენ და 40 დაბნეული თვალი აჩქარებული ხამხამით შემომშტერებოდა, თუმცა რამდენიმე წამში ეს უხერხულობა აღარ მახსოვდა, ისე ჩავეფსკვენით ერთურთს თავად ტრიელსა და ავთანდილს შეშურდებოდა (ნეტავ რა შუაშია, მაგრამ მაინც). მოკლედ სურათი 3/4-ზე წამებში მზად იყო, ახლა უნის წინ გავემართეთ ნაცნობ ქსეროქსთან პირადობების ასლი გადასაღებად და cv-ები ამოსაპრინტერებლად, ქსეროქსის გოგო მოვიკითხეთ, აქ მარომ ჩვენი შეხვედრიდან მესამეჯერ მოყვა, როგორ დააჯარიმეს ცხოვრებაში ერთადერთხელ 40 თეთრის არ ქონის გამო ყვითელი ავტობუსების უფორმო (ანუ ფორმა არ ეცვათ) კონტროლიორებმა 15 ლარით! ფაილებში შეგროვებული საბუთები ჩავალგეთ და კეკელიძის გავლით გავუყევით გზას ბარნოვის 75მდე, ნუ რა თქმა უნდა გზაში საუბრით თავშეყოლილებმა გავცდით დანიშნულების პუნქტს, თუმცა მალევე მოვეგეთ გონს და ადვოკატთა ასოაციაციის გრძელ რიგში ამოვყავით თავი. მდივანის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად არ გავედით მოსაცდელ ოთხაში, შიშით ვაი თუ რიგი დავჰკარგოთთქო და გავაგრძელეთ ის რაც ყველაზე კარგად გამოგვდის _ წუწუნი! და ტვინიც წავიღეთ :))))) იმდენი ვიწუწუნეთ, რომ თავადაც შევწუხდით, ავღნიშნეთ კიდეც თუმცა ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის თავის დანებება არც კი გვიფიქრია! მიუხედავად მარის ხანგრძლივი ზეწოლისა საერთო გამოცდას არ ვაბარებ, ჯიუტად მაინც სამოქალაქოში დავრეგისტრირდი, ასე, რომ გამოცდების წარმატების ჩაბარების შემთხვევაში (დარწმუნებეული ვარ ასეც იქნება) მომავალი ცივილისტი ვიშვები (თვითკმაყოფილიდიოტური ღიმილი). წუწუნით დაღილილებს სარეაბილიტაციოდ სულ რაღაც 3 ლარი და 80 თეთრი დაგვჭირდა, მრგვალ ბაღთან უგემრიელესი ალუბლის ნაყინი შევიძინეთ. ძალები აღვიდგინეთ თუ არა გაჩერებამდე ჩასეირნებისას გაგვახსენდა, რომ კიდევ ერთი საწუწუნო თემა დაგვრჩა: ყელი! რა საშიელ დღეში გვექნება ამ ცივი სიამოვნების გამო ჩვენი სათუთი გლანდები მეორე დღეს და საოცრად გრძელი ჩამონათვალი გავაკეთეთ იმ აბებისა, რისი ყლაპვაც მოგვიწევდა.
მერე გრიშოლის დავურეკე შენი სერტიფიკატი მზადაა და წააცუნცულეთქო და სანამ მოვიდა, მაროს 2მა ავტობუსმა გაასწრო, მე კიდე მარტოდმარტო და ეულად დარჩენილმა ნახევარი საათი Klondike ვითამაშე მობლურში (ცნობისათვის არაფერი მეზიზღება ისე როგორც მობილირით თამაში). ამ შემთხვევას არ გავიშვებ ხელიდან და კიდე ერთხელ ავღნიშნავ: ბუუუუუს სან-ზონაც ისევე ტრაცენზურაშია, როგორც მასივი! და როცა დიდი და დიადი იგი გრიშოლი მოვიდა, ვის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ აღარავინ დახვდებოდა ასოციაციაში? მე არა ყოველშემთხვევაში.
ხოდა ასეთი ტრამვით მივადექით ლიკას. კიდევ ერთი ადამიანი რომელიც საშინლად მენატრებოდა, სარდაფში რამდენიმე ახალი ნივთი შევნიშნე და საცარი ნეტარება განვიცადე დივანზე, რომ მოვკალათდი. ბევრი ვილაპარაკეთ, მერე დათო მოვიდა მეგობარი მოიყვანა, მერე სოსოც მოვიდა, მერე პრეფერანსიო და... და აქ მივხვდი, რომ ვიყავი ”უ”. მას შემდეგ რაც ხალხი ჩაუჯდა ამ ცოდვილ კარტს :))))))) სოსომ უცბად იპოვა გასართობი, ხატვა დაიწყო. მე, მე... ა მე? მეც ხო, მე ისა მე უჰობო ვარ და... და რომ არ ვიცოდი რა მეკეთებინა ჭამა დავიწყე :)))))) ხოდა ადამიანს შეყვარებული რისთვის ყავს? ერთადერთი საქმიანობა რითაც დაკავებული ვიყავი შემუსრა! უბრალოდ გამინადგურა!!! მერე ვუყურებდი სოსოს შემოქმედებითი წვის პროცესს, უი წვა რაღაც სადისტურად ჟღერს, მოკლედ ვუყურებდი როგორ ხატავდა და აღფრთოვანებასაც ვერ ვმალავდი. მერე უეცრად, კი არადა დათოსთვი ხანგრძლივი ნერვების შელის ფონზე, გრიშოლი გადაგვიფიჩინდა და ლიკას გენიალური იდეა დაებადა! მოკლედ არ უნდა გაგვცინებოდა, მაგრამ ძნელია უყურო ადამიანი როგორ იღიმის, იცინის, ხარხარებს, ბჟირდება და ხოხავს... და შენ არ გაგეცინოს, მაქსიმუმ გაგეღიმოს, ოღონდ კბილი არ უნდა გამოგიჩნდეს. ძალიან გავერთეთ. მერე 12 საათმა შემოჰკრა და შიშით კვახებად არ გადავიქცეთთქო სახლში გავქცუნდით ჯიხვით! გზაში ისეთი რამ შეგვემთხვა მთელი ღამე გაბადრული დავრჩი :))) ცხოვერბაში პირველად დანიშნულებისამებრ ამოვიღე ჩემი მართვის მოწმობა საფულედან, რადგან ერთადერთი ”პრავიანი” მანქანაში მე ვიყავი, ”დაჟე” შუქნიშნამდე გავატარე :))))))))
ესეც ასე, მოკლედ კარგი დღე იყო...
პ/ს სურათი არაფერ შუაშია, ისე, საყვარელია მგონი :)
6 comments:
თავიდან დავიწყებ. რთული დღე მქონდა. ძალიან დამღლელი. მაგრამ 9 საატზე ჩაძინებამ ჩემზე საშინლად იმოქმედა და გამეღვიძა სულ ორიოდ წუთის წინ.
ასე რომ, დარწმუნებული ჩე ისპილუკას ბლოგისადმი ერთგულებაში, ჩამოვიზლაზნე კომპიუტერთან ზუსტად ამ პოსტის წასაკითხად და წინასწარ განვიზრახე: კომენტარის დატოვების შემდეგ, ისევ ლოგინში დავბრუნდები და ჩემს ჯერ კიდევ თბილ ბალიშს ჩავეხუტებითქო.
ჩემი უკვე პერმანენტული დაგვიანებებისთვის ბოდიშს ვიხდი, მრცხვენია და თავს ვხრი. ეგ კი არა და კუთხეშიც კი დავდგებოდი კლავიატურა იქამდე რომ წვდებოდეს. მე მაპატიე, ვეცდები მასე აღარ ვქნა :)
ძალიან მენატრები ჩემო წუწუნის ოსტატო და სიგიჟემდე მიყვარხარ :*
erti tve saertod ar gasulxar saxlidan? saertod?
ტრაცენზურაააა... ბუე-ჰე-ჰე-ჰე-ჰე-ჰე... ამ სიტყვის წაკითხვაზე ისეთ დღეში ჩავვარდი, გრიშოლის ისტერიკა ოტდიხაეტ. ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში ვარ ეხლა და მინდა გითხრა, 8 თვალმა შემომანათა. ნუ, რა გასაკვირია, ზის გოგო ფოიეში დილის ცხრის ნახევარზე და უცებ ფხუკუნიანი სიცილი უტყდება. ხო, კარგს არ ფიქრობს ეს ხალხი ჩემზე!
პუ-სუ. პატრული ბიძიამ გაასწორა მაინც, რას ვერჩი? (angel)
ბუუუუს ბუშტმა ხომ წკაპოოოო :ს
ტომუშკა მაღზიაში ჩასვლას არ ვთვლი :)))
ლიიიიკ და შენს კომენტარზე მე რამდენი ვიცინეეე :)))))))) პარული ბიძიამ გააასწორა? და მერე როგოორ :*
ისე გამეღიმა :)) კარგი დღე გქონია :)
კიდევ გრიგოლის კუთხეში დადგომის სურვილმა გამაღიმა ისე :))
:)))) ხოო მაგაზე მეც გამეღიმა :))
Post a Comment