Thursday, January 29, 2009

სიზარმაცის 5 წუთი


ესეც შენი 5 გამოცდა... დავიღალე უf :( არადა ხვალ პოლარული მაღლივის ბიბლოითეკაში მაქვს ეს ოხერი, ნეტა რა შევცოდე ამის ფასი :(( ხოხ, როგორ გათხლაშულა საერთაშორისო კერძოს ქსეროქსებიიი? აი მიწვევენ რაა, მოდი დამეწაფე და მისწავლეო, მაგრამ ცხვირს ვუბზუებ, აღარ შემიძლია სიზმარშიც კი გამოცდები მელანდება ;(


P.S. აბა ვინ არის კარგი გოგო და ვინ იმეცადინეეეეებს?

ოღონდ ეგ არა...

Tuesday, January 27, 2009

წმიდა სალომე უჯარმელი (28 იანვარი)


სალომე
ძველი ებრაული სახელია მშვიდობას ნიშნავს. ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: "რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ " ( "ქართლის ცხოვრება" I, 70).


წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს (ახალი სტილით 28 იანვარს), წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.



უკვე მერამდენე წელია უშედეგოდ ველი, რომ ვინმეს გაახსენდება და მომილოცავს... და არ დამჭირდება შეხსენება: ”იცი? დღეს სალომეობაა, არ მომილოცავ?” და უაზრო ღიმილი სახეზე. არ ვიცი ხვალ ვის გაახსენდება, მაგრამ ჩემ სიხარულს ახსოვს დღეს თეოს კითხა ხვალ ხო იცი რა ხდებაო, სალოს უკავშივრდებაო (blush) საშინლად გამიხრადა, ერთხელ ვუთხარი, ერთადერთხელ, და ახსოვს :) მიყვარხარ სიხარულო და ბედნიერი ვარ შენ, რომ მყავხარ :*

Saturday, January 24, 2009

სიგიჟის 5 წუთი


ესე იგი რა ხდება ახლა:

ხვალ მაქვს გამოცდა საერთაშორისო კერძო არბიტრაჟში. წიგნია სუფთა ძროხა, ”სულ რაღაც” 500 გვერდიანი. აქედან 243 გვერდი დავამუშავე და ერთი ამდენი კიდევ დამრჩა. დრო? მთელი ღამე წინ არ არის?

ხოდა რა ყოვლად გადარეული და უკიდეგანოდ გიჟი ვიქნები ახლა ეს თავი, რომ არ ჩავიკითხო ბოლომდე, წამოვხტე ამ შუაღამეს და პოსტი გავაშვანშვალო :D:D:D


რააა? ვაააარ? :?

Thursday, January 22, 2009

ექსტრიმი, მძაფრი შეგრძნებები, ადრენალინი... უბრალოდ მაზოხიზმი


-ოჰ, ეს გამოცდები

-მე მესმის შენი, კი არადა... აუუუუf...

-აბბააა, ვიზიარებ საკუთარი თავის მწუხარებას :


მოკლედ, ხვალ, პრინციპში უკვე შეიძლება ითქვას, დღეს, პირველი გამოცდა მაქვს, საავტორო სამართალში, არადა საშინელი პროტესტის გრძნობა მიპყრობს. არა, არა, გამოცდას კი არ ვაპროტესტებ, ვის არ ჩაუბარებია, არც დროს, სამის ნახევარი მშვენიერი დროა, არც საკითხებს, რას ერჩი? რაც გავიარეთ მხოლოდ ის საკითხები შევდა. აბა რა ჯანდაბას? რას და მაღლივში, რომ არ მინდოდა გენაცვალე სწავლა იმიტომ დავწერე ეროვნულებზე მათემატიკის ტესტი ძააან ”საყვარლად”, ხოდა რაღა მაინცდამაინც მაღლივის ბიბლიოთეკაში :(((( არ გადავიწერ ბატონო, ვიცი, ვიცსწავლე, ვიმეცადინე, ნახევარი სემესტრი კაზუსები ვწერე, ვიაქტიურე და თავზე დავიმხე ეს ოხერი წიგნი და დამტოვეთ თუ შეიძლება მშობლიურ მეორეში, თუდაც სულ მარტო კალმისა და თაბახების ამარა. არ გადავიწერ, მე თვითონ დავწერ და ჩაგაბარებთ ბატონო :s


ამიერიდან ვიდრე ორი კვირა მომიწევს ”უტკბილესად” ძილი გადაშლილ წიგნებში, დილას დასიებული თვალებით გაღვიძება, აღშფთებულ-შეშფოთებული, ნატანჯი მიმიკით სიარული და კედელზე გაკრულ ცხრილზე კრესწიკების დასმა, ეს უკვე ჩავაბარე...


P.S. ჰმ, მოვიოხე გული, მოვაწყვე გრანდიოზული წუწუნეთი :D

-აბა ვინაა კარგი გოგო? ვინ წავა და გააგრძელებს მეცადინეობას?

-ოღონდ ეგ არა :(

Monday, January 19, 2009

სევდიანი სალომეს ცრემლები


ერთი, ორი... არსაიდან საოცარი სიშავე ქურდულად შემომეპარა, სხეული დაიპყრო, ყელში მწვდა და დახრჩობას ლამობს... არა დახრჩობას არა, სულში უნდა შემოღწევა, მე კიდევ წინაღმდეგობის გაწევის თავი არ მაქვს, არც სურვილი. რვა, ცხრა, ათი... თითქოს ვიცი უფსკრულისკენ მივექანები და არაფრის შეცვლას არ ვცდილობ, ვგრძნობ, რომ ზედმეტი ვარ და მტკივა საკუთარი თავი. იმას ვაკეთებ რაც ყველაზე კარგად გამომდის, ჩუმად ვზივარ და ლოყიდან ჩამოსრიალებულ წვეთებს ვითვლი, მაგიდაზე დაცემით, რომ აპობს ყურისწამღებ სიჩუმეს... თხუთმეტი, თექვსმეტი... საშინელებაა იმის შეგრძნება, რომ ირგვლივმყოფთ თავი მოაბეზრე თვალიდან ჩამოღვრილი სითხით, ან არსებობით. ცხრამეტი, ოცი...

Friday, January 16, 2009

ოჰ, ეს გაციება... მე მესმის თქვენი...

-არა არ გესმით!

-შესანიშნავად მესმის...

-გესმის?.. გაციების მთელი თავისი დიდებულებით? 37ზე მთელი კვირა გაჯიუტებული ტემპერატურით, საოცარი სისასტიკით ატკიებული ყელით, საყვარლად ჩაროხროხებული ხმით, საწოლში ჩათბუნებული ჭერზე ახალ-ახალი აღმოჩენებით დაკავებული, განწირული ხველებით, თეოს სიტყვების გახსენებით ეს @#$%^ ჰაერი რამდენია და მე მაინც არ მყოფნის ჩასასუნთქადო, ყველაფერი შეიცვალა, ახლა მე აღარ მყოფნის თეეე (მაგრამ გლანდებს ცოცხალი თავით არ ამოვიჭრი, ვერაფერით ვერ შემზიდავთ საოპერაციოში, იf) და სიტუაციის გვირგვინი: იმედის თვალით შესციცინებ კარებს, იქნებ მარტოდ მარტო დარჩენილი სკვინჩას შეეცოდო, შემოვიდეს ოთახში და ფრაზა "ბუღალტერია მაქვს სამეცადინო" შეცვალოს ფრაზით "საააალ, არ გინდა ბერნარდი ჩაგირთო?.." არ მინდა? მინდა და მერე როგორ? მაგრამ სადააა? :(



ამ გაციების ჟამს აღმოვაჩინე მულწიკი bernard-ი, პოლარულ დათვზეა, თან მე როგორი მოყვარული ვარ პოლარული დათვებიიიიიიიიიის :D (არა, დათვის!) უმაგრესია, ყველამ უყურეთ, აი ასეთი სათამაშო უნდა ვიყიდო და ერთად ვიძინოთ :) მოკლედ, ეს იყო ერთადერთი რაზეც ვწუწუნებდი (აბა ნინო არ მირთავდა და :( ) და ერთ-ერთი რაც მართობდა, ერთ-ერთი იმიტომ, რომ ჩემი სიხარულის sms-ები მმატდებდა სასიცოცხლო ძალას (გაბადრული სახის სმაილიკი)


ნუ მერე ცოტა გამოვკეთდი, ნელანელა ჩავჯექი ჩემს რეჟიმში, ავითვისე ყველა დაწესებულება სადაც დავდივარ (უნი, სტაჟირება, სამსახური), მერე აღარ მახსოვს რა ხდებოდა :? რაღაც ხვრელი მაქვს მეხსიერებაში :? ბოლოს იყო Dublin-ი, მერე მთაწმინდა, მერე/თან ლუდი, მერე ბალიში... ახლა ამ პოსტს ვაბოდიალებ...

უი შინაგანი ხმა მეძახის:

-ყოვლად თავხედო ადამიანო, იქნებ უკანასკნელი აბზაციც გეთარგმნა! დიდად დამავალებდი!..

მგონი მართალია, შესანიშნავად ესმის :s



Saturday, January 10, 2009

უბრალოდ ვთქვათ...


გვირილა...

უსუნო, უბრალო...

დიახაც უბრალოც და უსუნოც, მაგრამ არა უშინაარსო, აბა რამდენი გვირილის ქათქათა ფურცელი შეეწერია კითვებს: ვუყვარ? არა ვუყვარვარ?..

საიდან წამოვიდა ნეტავ ეს პატარა და ყველასათვის საყვარელი რიტუალი? ან მაინცდამაინც გვირილას რატომ ვეკითხებით?...

ვინ იცის რამდენი უდანაშაყლო ყვავილი შეეწირა ამ უბრალო კითხვებს?...

არ ჯობია ამ პაწაწუნა ყვავილს არსებობა ვაცადოთ და ჩვენი სათქმელი ჩვენ თვითონვე ვთქვთ?

თამამად თავი ავწიოთ, ან პირიქით, მორცხვად დავხაროთ, ან პასუხის მოლოდინში თვალები დავხუჭოთ, ან ბავშვივით ყურებზე ხელი მოვიკიდიდოთ და ჯიუტად ვიძახოთ...



ჩემო სიხარულო არ კითხო გვირილას, მე გეტყვი ტკივილის გარეშე, მე გეტყვი სიხარულით, ოღონდ ცოტა ჩამოიწიე ყურში ჩაგჩურჩულებ: ხო, მე :) ... შენ, და არავინ სხვა :) მიყვარხარ უსაზღვროდ...

Wednesday, January 07, 2009

სიცილის მაგია


იყო და არა იყო რა... დაპირებისამებრ :) არც ფერიებზე და არც ზღაპრებზე არ ვაპირებ საუბარს, უბრალოდ სათაური, რომ დავწერე გავიფიქრე, რომ პოსტებისთვის სათაურის შერჩევა ჩემთვის ერთ საქმედ ღირს. არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ ვცდილობ ხოლმე და რატომღაც შედეგით კმაყოფილი ვარ (აი თვითკმაყოფილი იდიოტი :D). უბრალოდ რატომღაც ღიმილ-სიცილ-ხარხარზე შემომეფიქრა, იმაზე, რომ სამივე საშინლად გადამდებია და გამახსენდა ერთი საინტერესო რამ, რაც კომპში მიგდია და გადმოთარგმნა საშინლად მეზარება :P მაშ ასე:


Smiling is infectious; you catch it like the flu. When someone smiled at me today, I started smiling too. I passed around the corner and someone saw my grin . When he smiled I realized I'd passed it on to him. I thought about that smile then I realized its worth. A single smile, just like mine could travel rount the earth. So, if you feel a smile begin, don't leave it undetected. Let's start and epidemic quick, and get the world infected!


keep the smile going by sending this on to a friend.

Everyone needs a smile!!!


(ამ მაიმუნუკებს ეწერა და გიგზავნით თქვენ ყველას)



ხოოოდა, ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი რა ”გვაიძულებას” გაღიმებას. ვინც ეძიებდეს ჰპოვებდესო და მეც მივაგენი სიცილის ფორმულას:


სიეტლში მცხოვრები კონსტანტინე გლინკა აცხადებს, რომ მან მოძებნა სიცილის ლოგიკა და მოახერხა მისი რაოდენობრივი შეფასება, რითაც დამთავრდება ცნობილი ფილოსოფოსების უშედეგო მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

გლინკას სიცილის ფორმულა ასეთია:


იე=მპთ*ს/დ+ფ

სადაც:

იე _ იუმორიდან მიღებული ეფექტია;

მპთ _ მსმენელის პირადი თანამონაწილეობა;

ს _ ”გამოცანის” სირთულე, რომელიც ყველა ხუმრობის ეშხს წარმოადგენს;

დ _ დრო, რომელიც დაიხარჯა ”გამოცანის” ამოხსნაში;

ფ _ განწყობილების ფონი.



P.S. ხოდა რა გვაცინებს დასკვნა თქვენზე იყოს ;)


Sunday, January 04, 2009

იყო და არა იყო რა




”იყო და არა იყო რა”... ასე იწყებოდა ჩემს შავ დღიურში ყველაზე მძიმე, საშინელი და მტკივნეული ჩანაწერი, სადაც აუცილებლად ვწუწუნებდი იმაზე, რომ ზღაპრებში ყველაფერი სხვანაირად ხდება, რომ იქ ყველაფერი კარგად მთავრდება, რომ იქ კონკიას 12 საათამდე მაინც ქონდა დრო, რომ კეთილი ფერიები ყველას ეხმარებიან და არავის სცალია უაზრო პრობლემებითვის და მოწყენისთვის, რომ დიდი სიამოვმებით გავუცვლიდი რეალურ სამყაროში ადგილს ზღაპრების გმირებს... არ ვიცი რა მოხდა, იქნებ გავიზარდე, ან იქნებ უფრო სწორად ვუყურებ ჩვენს სამყაროს... ახლა უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ყოველი პოსტი, რასაც ამ ბლოგზე დავწერ დაიწყება სიტყვებით ”იყო და არა იყო რა” და იქნება ყველაზე დადებითი და პოზიტიური, იმიტომ, რომ მართლაც იყო და არა იყო არა, ვიყავი მე და იყო ჩემი სამყარო, პაწაწუნა ჭორფლიანი პრინცესა და ”ჯანდაბეთი”, იყო ბევრი წუწუნი და გულის ტკენა, მაგრამ ბევრი სიხარული და სიყვარულიც იყო, ზე-რეალური სამყაროც იყო და ზღაპარიც იყო, იყო კამათიც და იყო ჯინიც, ჩემი ჯინი, რომელიც ლამპარში არ ცხოვრობს, მაგრამ არავის ჩამოუვარდება სურვულების ახდენით :) იყო საქმეც, იყო სასწავლიც, კოლოქვიუმებიც იყო :)))) და ჩემი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინციც იყო, კიდევ სითბო იყო, საოცარი სითბო გულში, სულში, ფიქრში, დავიწყებულ სიზმრებში, კიდევ ხმა იყო ყველაზე არაამქვეყნიური და ტკბილი _ ჩემი გულისცემის ხმა... თავიდან არც არაფერი იყო და მერე ყველაფერი იყო... ჩუმი ნატვრა, ზღაპარში ნაპოვნი საკუთარი თავი _ ყველაფერს ახდენა უწერია...


P.S. ახალ წელს გილოცავთ და იმ ოცნება-სურვილების ახდენას გისურვებთ გულში, რომ გაგივლიათ, გონებამდე გაქცეულა, ენის წვერს ჩამოკიდებია და ...