
”იყო და არა იყო რა”... ასე იწყებოდა ჩემს შავ დღიურში ყველაზე მძიმე, საშინელი და მტკივნეული ჩანაწერი, სადაც აუცილებლად ვწუწუნებდი იმაზე, რომ ზღაპრებში ყველაფერი სხვანაირად ხდება, რომ იქ ყველაფერი კარგად მთავრდება, რომ იქ კონკიას 12 საათამდე მაინც ქონდა დრო, რომ კეთილი ფერიები ყველას ეხმარებიან და არავის სცალია უაზრო პრობლემებითვის და მოწყენისთვის, რომ დიდი სიამოვმებით გავუცვლიდი რეალურ სამყაროში ადგილს ზღაპრების გმირებს... არ ვიცი რა მოხდა, იქნებ გავიზარდე, ან იქნებ უფრო სწორად ვუყურებ ჩვენს სამყაროს... ახლა უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ყოველი პოსტი, რასაც ამ ბლოგზე დავწერ დაიწყება სიტყვებით ”იყო და არა იყო რა” და იქნება ყველაზე დადებითი და პოზიტიური, იმიტომ, რომ მართლაც იყო და არა იყო არა, ვიყავი მე და იყო ჩემი სამყარო, პაწაწუნა ჭორფლიანი პრინცესა და ”ჯანდაბეთი”, იყო ბევრი წუწუნი და გულის ტკენა, მაგრამ ბევრი სიხარული და სიყვარულიც იყო, ზე-რეალური სამყაროც იყო და ზღაპარიც იყო, იყო კამათიც და იყო ჯინიც, ჩემი ჯინი, რომელიც ლამპარში არ ცხოვრობს, მაგრამ არავის ჩამოუვარდება სურვულების ახდენით :) იყო საქმეც, იყო სასწავლიც, კოლოქვიუმებიც იყო :)))) და ჩემი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინციც იყო, კიდევ სითბო იყო, საოცარი სითბო გულში, სულში, ფიქრში, დავიწყებულ სიზმრებში, კიდევ ხმა იყო ყველაზე არაამქვეყნიური და ტკბილი _ ჩემი გულისცემის ხმა... თავიდან არც არაფერი იყო და მერე ყველაფერი იყო... ჩუმი ნატვრა, ზღაპარში ნაპოვნი საკუთარი თავი _ ყველაფერს ახდენა უწერია...
P.S. ახალ წელს გილოცავთ და იმ ოცნება-სურვილების ახდენას გისურვებთ გულში, რომ გაგივლიათ, გონებამდე გაქცეულა, ენის წვერს ჩამოკიდებია და ...
4 comments:
კარგი პოსტია
შენც გილოცავ ახალ წელს
შენ შენი ზღაპარი შექმენი :)
სადაც ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა.
მე მასე რომ არ ვიყო ძალიან ცუდად ვიქნებოდი :ყეს:
სურათი დავასეივე :წუბ:
სალ ძალიან მაგარი პოსტია :*
”ჯანდაბეთი”
magari sityvaa :D morigi totalizatoris saxels hgavs :D
xooomda, gilocav mec axal cels da shenma bolo komentarma chems blogze, ase vtqvat, damshoka :S magdeni agar vicodi (blush) madloba :*
მადლობა მელია, ძააან საყვარელი ხარ :) მასე ვიზამ :) ხოოო სურათი მეც მაგრად მომწონს ;)
მადლობა ნიიინ, მე კიდე მეგონა სულ გადავეჩვიე წერასთქო, უინტერესო პოსტები მაქვსთქო :ს
ხოოო დეკა მაგ სიტყვაზე საავთორო უფლებები და რამე :დ დიდი მადლობა მოლოცვისთვის... თავის დროზე მეც დავიშოკე, მაგრამ რა ვქნა? ფაქტებს შევეჯახე, თუმცა სუბიექტური აზრი ჩემია და ვერაფერი შემაცვლევინებს, არც მკვლელად ვთვლი, არც თაღლითად მწერლობაში და მაინც ძველებურად მიყვარს :)
Post a Comment