-არა არ გესმით!
-შესანიშნავად მესმის...
-გესმის?.. გაციების მთელი თავისი დიდებულებით? 37ზე მთელი კვირა გაჯიუტებული ტემპერატურით, საოცარი სისასტიკით ატკიებული ყელით, საყვარლად ჩაროხროხებული ხმით, საწოლში ჩათბუნებული ჭერზე ახალ-ახალი აღმოჩენებით დაკავებული, განწირული ხველებით, თეოს სიტყვების გახსენებით ეს @#$%^ ჰაერი რამდენია და მე მაინც არ მყოფნის ჩასასუნთქადო, ყველაფერი შეიცვალა, ახლა მე აღარ მყოფნის თეეე (მაგრამ გლანდებს ცოცხალი თავით არ ამოვიჭრი, ვერაფერით ვერ შემზიდავთ საოპერაციოში, იf) და სიტუაციის გვირგვინი: იმედის თვალით შესციცინებ კარებს, იქნებ მარტოდ მარტო დარჩენილი სკვინჩას შეეცოდო, შემოვიდეს ოთახში და ფრაზა "ბუღალტერია მაქვს სამეცადინო" შეცვალოს ფრაზით "საააალ, არ გინდა ბერნარდი ჩაგირთო?.." არ მინდა? მინდა და მერე როგორ? მაგრამ სადააა? :(

ამ გაციების ჟამს აღმოვაჩინე მულწიკი bernard-ი, პოლარულ დათვზეა, თან მე როგორი მოყვარული ვარ პოლარული დათვებიიიიიიიიიის :D (არა, დათვის!) უმაგრესია, ყველამ უყურეთ, აი ასეთი სათამაშო უნდა ვიყიდო და ერთად ვიძინოთ :) მოკლედ, ეს იყო ერთადერთი რაზეც ვწუწუნებდი (აბა ნინო არ მირთავდა და :( ) და ერთ-ერთი რაც მართობდა, ერთ-ერთი იმიტომ, რომ ჩემი სიხარულის sms-ები მმატდებდა სასიცოცხლო ძალას (გაბადრული სახის სმაილიკი)
ნუ მერე ცოტა გამოვკეთდი, ნელანელა ჩავჯექი ჩემს რეჟიმში, ავითვისე ყველა დაწესებულება სადაც დავდივარ (უნი, სტაჟირება, სამსახური), მერე აღარ მახსოვს რა ხდებოდა :? რაღაც ხვრელი მაქვს მეხსიერებაში :? ბოლოს იყო Dublin-ი, მერე მთაწმინდა, მერე/თან ლუდი, მერე ბალიში... ახლა ამ პოსტს ვაბოდიალებ...
უი შინაგანი ხმა მეძახის:
-ყოვლად თავხედო ადამიანო, იქნებ უკანასკნელი აბზაციც გეთარგმნა! დიდად დამავალებდი!..
მგონი მართალია, შესანიშნავად ესმის :s
4 comments:
არ აცდება მაგ გალნდებს ამოჭრა, როგორც გაგრძელება შენც კი იცი :D :D :D
თეოს ვეთანხმები :)
აკომპანიმეტს ვერ გაგიწევ, მაგრამ მხარს დაგიჭერ და გაგამხნევებ :)
ჰა, რას იტყვი? ზატო ხმაც დაგიბრუნდება და უფრო იშვიათად აცივდები :)
:*
მე ამოვიჭერი და არმომეწონა
ოღონდ ადრე :(
პატარა ვიყავი
აუ დამიყენეთ ჩემი გლანდები უf, ლემია ვიცი, რომ არ მომეწონება, თან არ მაქვს ამოსაჭრელი, უბრალოდ გავცივდი... :S
Post a Comment