Tuesday, January 27, 2009

წმიდა სალომე უჯარმელი (28 იანვარი)


სალომე
ძველი ებრაული სახელია მშვიდობას ნიშნავს. ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: "რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ " ( "ქართლის ცხოვრება" I, 70).


წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს (ახალი სტილით 28 იანვარს), წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.



უკვე მერამდენე წელია უშედეგოდ ველი, რომ ვინმეს გაახსენდება და მომილოცავს... და არ დამჭირდება შეხსენება: ”იცი? დღეს სალომეობაა, არ მომილოცავ?” და უაზრო ღიმილი სახეზე. არ ვიცი ხვალ ვის გაახსენდება, მაგრამ ჩემ სიხარულს ახსოვს დღეს თეოს კითხა ხვალ ხო იცი რა ხდებაო, სალოს უკავშივრდებაო (blush) საშინლად გამიხრადა, ერთხელ ვუთხარი, ერთადერთხელ, და ახსოვს :) მიყვარხარ სიხარულო და ბედნიერი ვარ შენ, რომ მყავხარ :*

6 comments:

David said...

ხვალ რომ არ დამავიწყდეს, თავს დავიზღვევ და დღეს წინასწარ მოგილოცავ!! ხომ შეიძლება? : )

კსტაწი, 8 თებერვალს დავითობაა...

გილოცავ კიდევ ერთხელ!! : )

OTO said...

და მყავს სალომე : )

Anonymous said...

vax, ar vicodi da gilocav salome :D

ise, ujarma dzalian magari adgilia da ivnisshi myavda mand forumelebi cayvanili eqskursiaze :D


yvela agfrovanebuli dabrunda iqidan :D

Lalena said...

David კიიი, დიდი მადოლი :) ვიცი, რომ 8 თებერვალს დავითობაა, კიდე ჩემი დედიკოს დაბ დღეა, კიდე ჩემი ბიძაშვილიკოს ქორწილი :დ ასე, რომ 8შიც ველოდები მოლოცვებს :დ:დ

ოთო მერე მიულოცე :პ

მადლობა დეკა, ჩემს კლასელს აქვს სოფელი/დაჩა უჯარმაში, ხოდა აგერ უკვე მე14 წელია მპირდება წაგიყვანო და რავიცი რავიცი :დ:დ:დ ისე მეც მსმენია, რომ ულამაზესი ადგილია, თან ისტორიულად მნიშვნელოვანი :)

Dv0rsky said...

ჩემს მეუღლეს ქვია სალომე და მისგან ვისწავლე მეც ეს დღესასწაული.

ასე რომ, გილოცავ!

P.S. საჩუქარიც ვაჩუქე, რაღა თქმა უნდა. და face.ge-ზეც 10-იანი დავუწერე :)

Lalena said...

მადლობა გიგააა :) ხოდა ისა გამიხარდა სალომე, რომ ქვია, ისე მაინც :)