Monday, March 30, 2009

ბლოგი დამიმახინჯდა :|


ჰედერის შეცვა, რომ მინდოდა და ტემფლეითი შემომეცვალა ნაცნობი ისტორიაა ხომ?

რომ არ მომწონდა ახალი თემფლეითი და სიახლეებისარმეშინია ნიღაბს ამოფარებულმა ძალით მოვიწონე ჩემი გაპუწიპუწებული ბლოგი ესეც ნაცნობია ხომ?

ძლივს, რომ მოვიცალე წრისათვის და კმყაყოფილების შეგრძნების ზენიტში თუ არა სადღაც მანდვე, რომ ვიყავი არც ისაა მგონი უცხო.

ხოოოდა სრული ბედნიერებისთვის ეს სიმახინჯეებიღა მაკლდა და voila... მეგონა მარტო მე ვხედავდი, თურმე ჩემი ნალოლიავები ბლოგი ყველას კომპში მახინჯია :

Saturday, March 28, 2009

იწილო, ბიწილო მთელი დღე ვიცინო,


მთელი დღე ვირბინო, ამასობაში დღეც გავიდა

ძალიან ბევრი თავისფალი დრო მაქვს და შევეცადე ისე მოვქცეულიყავი, რომ საღამოს ძილის წინ დაღლილიც ვყოფილიყავი და კმაყოფილების გრძნობაც მქონოდა, რომ რაღაცას ვაკეთებ. ასე რომ გუშინდელი დღე შემდეგნაირად გავატარე:



  1. ვარჯიში დავიწყე. მერე რა რომ ჩემს უბანში სირბილს ვერ ვახერხებ, ერთხელ ვცადე სკოლის ეზოში და ფანჯარაში გადმოკიდებული მამრების მზერამ გადამაფიქრებინა. მეორეჯერ ქუჩაში ვცადე მერბინა ტრორუარზე ჩემთვის, მაგრამ დილით მაწაწნწალა ძაღლების პარალელურ რეჟიმში ძუნძულმა და აკომპანიმენტმა ”დედააააა მინდააააააა” საერთოდ ვარჟიშის სურვილი დამაკარგვინა.


  2. გოლზუორთის ნოველების კითხვა დავასრულე, რამდენიმე ჩემთვის გულში ჩამწვდომი ფრაზა ამოვიწერე, ნოველები გონებაში ფავორიტებად დავახარისხე და სკამითა და წიგნით ხელში გავეშურე თაროებისაკენ. გადავწყვიტე წამეკითხა რამე ძველი, ცოტა მძიმე, ცოტა რითმით გაჯერებული, ისეთი რაც ფიქრებისგან მომწყვეტდა და მთლიანად წიგნში ჩამძირავდა. არ ვიცი რამდენად წარმატებულად ავარჩიე, მაგრამ დღეს უკვე ჰომეროსის ”ოდისეას” კითხვას ვიწყებ.


  3. სახლი დავალაგე. რა ჩვეულებრივად ჟღერს არა? რა არის იმაში გასაკვირი 21 წლის გოგო სახლს ალაგებდეს. გასაკვირი ისაა, რომ ყველა კუთხე კუნჭული, ყველა უმნიშვნელო უჯრა, ყველა პაწაწინა უაზრო ნივთით გამოტენილი ყუთი დავალაგე, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაფერი დავალაგე.


  4. ისევ მივუბრუნდი ჩემს როიალს. რამდენჯერმე უგულოდ კი არ დავუკარი ნაწარმოებები, არა, ისე როგორც ძველად მეცადინეობა დავიწყე გამებით, არპეჯიოებით, სხავდასხვა სავარჯიშოებით, იმ იმედით, რომ ძველი ტექნიკა აღვიდგინო. უძველესი ნაწარმოებები გავიხსენე, დაახლოებით 3 საათი ვიჯექი და ვუკრავდი.


  5. საყურეები გავაკეთე. სკვინჩას, ჩემს დას არ მოეწონა :( არც ბაკარაში ნაყიდია და არც ზარაფხანაში მე ბოდიში, მაგრამ ჩემი გაკეთებულია, მომწონს და სულაც არ ვთვლი, რომ ბანძია :s


  6. მივხვდი, რომ ასე ყველა დღე ვერ გავქაჩავდი, გადავწყვიტე რამით დავკავდე, მაგალითად ინგლისურის ცოდნა გავიღრმავო და ახალ ვაკანსიებს გადავხედო. სამწუხაროდ ამ მხრივ მკვდარი სეზონია :( დამლაგებლის პოზიციის მოთხვონებიც ვერ დავაკმაყოფილე, ასაკით ღმერთმანი ასაკით :დ ერთ ადგილას მაინც გავაგზავნე ჩემი ქეციანი cv, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს.


  7. და მაინც არ მოვიდა ეს ოხერი საღამო, ტელევიზორსაც ვუყურე, ბლოგებსაც გადავხედე, გარდერობი თავიდან დავალაგე, შემატება-შევსებისთვისაც თადარიგი დავიჭირე და ძლივს ეღირსა მოსაღამოვება. მერე სკაიპში თეოს ველაპარაკე, მერე ბიცოს, მერე კიდე უბრალოდ ვიჯექი და საათს ვუყურებდი და ველოდი. მერე ქუთუთოები დამიმძიმდა, საათს დავხედე სამი იწყებოდა თუ იყო აღარ მახსოვს, ერთიორიცალი მოკლეტექსტური შეტყობინება გავაშვანშვალე და დავიძინე...

პ.ს. დღეს დილითაც ვივარჯიშე, არ დამზარებია, ასე გავაგრძელებ :)

Friday, March 27, 2009

სალამი უსაქმურებო! აი მეც მოვედი :|


დასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა...

კიდევ ერთ სტაჟირებას დავუსვი კრესწიკი...

დღეიდან ოფიციალურად უსაქმური ვარ...

ვიღვიძებ და არსად მეჩქარება და რაც მთავარია არსად ვაგვიანებ...

დავრჩი უნივერსიტეტის ამარა...

ცუდია, რომ შეჩვევის გრძნობა მაქვს, ყველაფერს ვეჩვევი, ადამიანებს, მოვლენებს, სიტუაციებს, მოკლედ ყველაფერს.

მე მგონი დეპრესიასავით მაქვს რაღაც, ყოველშემთხვევაში არც კარგად ვარ :

მოკლედ, მინდოდა მეთქვა, რომ სალამი უსაქმურებო! აი მეც მოვედი...

Tuesday, March 24, 2009

Had a great day!


სასიამოვნო ბურანიდან მაღვიძარას აუტანელმა წკარუნმა გამომიყვანა. გავთიშე თუ არა თვალი მობილურის ეკრანის კუთხისკენ გამეპარა, სადაც კონვერტი არ დამხვდა. გამეღიმა, ძილის გუდა-მეთქი გავიფიქრე და სასწრაფოდ გავაშვანშვალე მოკლე ტექსტური შეტყობინება: ”დილა მშვიდობისა ჩემო სიხარულოთქო” და სანამ პასუხი მოვიდა... მე ვისაუზმე, ღამის შოუს გამეორებას ვუყურე, გოლზუორთის ”პირველი და უკანასკენლის” კითხვა დავასრულე, როიალთან ორი საათიც გავატარე და სადილადაც დავჯექი დაა ეკრანის კუთხეში კონვერტი გაჩნდა ტექსტით დილამშვიდობისაო... გასაოცარი სისწრაფით ვისადილე, მერვე კლასელოსავით გამოვეწყვე და მზად ვიყავი თუნდაც ქვეყნის დასალიერს გავმგზავრებულიყავი და ასეთი ქვეყნის დასალიერი ლესელიძე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა დავაგვიანე, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. ყველაფერ სიკეთესთან ერთად (დანგრეული სკამები, საკმაოდ ვიწრო დაშორებებით, რასაც ჩემი მუხლები მტკივნეულად განიცდიდნენ, მიწოლით დაქოქილი, მოთუხთუხე და მგორავი ე.წ. ”მარშუტკა”) მძღოლიც ყრუ აღმოჩნდა, მხოლოდ მეოთხეჯერ აღმომხდარი გააჩერეთ-მა იმოქმედა დანიშნულებისამებრ. ევროპასავით აღშფოთებულმა მივაწოდე 50 თეთრი და ხურდაინებეგენაცვალეს ცხვირ წინ მივუჯახუნე თავისი გამოშიგნული მარშუტკის კარი. მანქანში ჩავჯექი თუ არა ტვინი წავიღე ბუზღუნითა და წუწუნით მარშუტკის მძღოლზე, ძილსა თუ სხვა ზოგადსაკაცობრიო თემებზე. ლაპარაკში გართულმა ახლაღა შევამჩნიე, რომ მთლად იქ ვერ მივდიოდით სადაც უნდა წავსულიყავით თუ რაღაც ამდაგვარი და გამიჩნდა ლოგიკური კითხვა:

- სიხარულო სად მივდივართ?

-მაღლივში.

-და მაღლივში რა გვინდა? საქმე გაქვს?

-არა.

-აბა? (ცოტა არ იყოს გამიკვირდა, მაღლივი ამ გამოცდების მერე სრულებითაც არ მეხატებოდა გულზე)

-ჩავთვალოთ შენ გაქვს საქმე.

და აი აქ ავტეხე ისტერიკული არას ძახილი, დაახლოებით 5-7 წუთი ენერგიულად გავიძახდი არას. მერე ცოტა გონს, რომ მოვეგე ისევ ლოგიკური კითხვა გამიჩნდა:

-რაც გავიფიქრე მაგის გამო არ მივდივართ ხო?

-და რა გაიფიქრე?

-რას ამბოობ? მაგას შეგახსენებ? იქნებ დაგავიწყდა.

ზუსტად რომ რაც გავიფიქრე ”იმის” გამო მივედით. ხოო ვაღიარებ სასაცილო სანახავი ვიყავი საჭესთან, უამრავს ვწუწუნებდი და ცოცხალი თავით არ ვაღიარე, რომ კარგი იყო. არადა კომპლიმენტიც კი მსტყორცნა კარგად ატარებო. არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ ზატო პრავა მაქვს, დაჟე ჩემით ავიღე (აი ეს წინადადება მიყვარს :დ).

ამის მერე ავიბარგეთ (ნეტა ბარგი რა შუაშია?!) და წავმგზავრდით მაგისტრატურაში. მანამ სანამ ჩემი ჩხრ ეკომომიკაში ნათლდებოდა მე მანქანაში გადასარევად მოვკალათდი, მნიშვნელოვან ზარს, ლიკას ზარს, ვუპასუხე, მუსიკა ჩავრთე დააა, და ფანჯარაში ვიყუდებოდი, ვფიქრობდი რა საშინლად ბედნიერი ვართქო... ვხედავდი წვიმის წვეთებს, რომლებიც მხოლოდ ლამპიონის შუქზე ჩანდა. თითქოს ციდან მოისწრაფოდნენ ჩამოვარდნას და მანქანის მინას ეხეთქებოდნენ, ეკვროდნენ, ეკონწიალებოდნენ, თან უსაამურესი სუნი მოჰქონდათ, ვგიჟდები გაზაფულის წვიმის სუნზე... თან რა მუსიკას ვუსმენდიიიიიი, რომ არ ჩამოვთვალო ვერ ძალმიძს:

1) Indian summer _ The doors

2) I wish you love _ Rachel Yamagata

3) Old habits die hard _ Mick Jagger & Sheryl Crow

4) Since i've been loving you _ Led Zeppelin

5) Lalena _ Deep purple

6) Love hurts _ Nazareth

7) When a blind man cries _ Deep purple

მერე თვალის ქუთუთოები დამიმძიმდა და სწორედ რომ ბურანის დასწყვისსში მომესმა მინაზე კაკუნის ხმა, იქნებ კარი გამიღოო, მითხრა ჩხრმ და დავიძარით ლიკასკენ. მას შემდეგ რაც სოსომ გამომცადა სწორად ვიცოდი თუ არა პაროლი შევედით ლიკასას (:დ) გიჟურ აზრს წვიმაში გარეთ ხომ არ გვებოდიალაო მოყვა ჩემი თვითკმაყოფილიდიოტური რეაქცია: ფეხებზე დავიხედე, დაბალი ”ჩექმები” მეცვა, წამოვიძახე ვგიჟდები ჩემ თავზე თადარიგი მიჭირავსთქო და მოკლედ თანახმა ვიყავი. საბოლოოდ გადაწყდა გასაერინება მცხეთაში გვექნებოდა. გაკეთდა ზარი ბიგ ბოსთან, ანუ ჩემთან ოჯახში, ისა დაბ დღეზე ვართ და კონკიას დროით მოვალთთქო. ხოოოოოოოდა მერე დაიწყო რაც დაიწყო. მე, სიტყვათუხუცესმა შევითავსე ჩემი საქმიანობა, ნუ მართალია ორ უკიდურესობაში გადავრდი ჯერ ბუჩქზე მოვიდნომე სიმღერა და ბუნებაში ვერ ვიპოვეთ ეგეთი და მეორეჯერ, დათომ შემომხედა და კაცო ეგ სიმღერა რამდენჯერ უნდა გვამღეროო, მაგრამ მგონი ეგ არაფერი :დ ხოოო კიდე უამრავი ხიდი გავიარეთ, მშრალი ხიდი, თუმცა ჯერ ჩვენს ყელის იოგებს არაფერი შესტყობოდა. ამასობაში მივმცხეთდით, მცხეთაში ყველაზე მაგარი ფარვანა იყო :დ საქმე იმაშია, რომ ფარვანის საშინლად მეშინია, თუმცა ”კურტკა” გადაფარებული ერთი სულიერის დანახვაზე მივხვდი რომ არც ისე, და გენიალური ფრაზის: ”დათო! ხელზე გაზის!!!” მერე კიდე მივხვდი, რომ საერთოდაც არ მეშინია და კიდევ ერთი ფობიის დაძლევას დავუსვი კრესწიკი გუნებაში. გზად თბილისისკენ გავოცდით ლიკას მძღოლური (რა კოშმარი სიტყვაა, ლიკა მომიტევე) შესაძლებლობებით, მე პირადად ღამით, ნაწვიმარზე საჭესთან არაფრის დიდებით არ დავჯდებოდი :no:


ხოოოდა, მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ გუშინ კაი იყოოოო. რა მოკლედ არ გამომივიდა? :? :დ

Monday, March 23, 2009

i'm confused...


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰედერის შეცვლა მინდოდა...

ახლა ასეთია და ვერ გამიგია მომწონს თუ არა...

ფოლოუერები არ ჩანს და გული მწყდება, ვერაფრით ჩავამატე.

მიშველეთ რა, კრიტიკა არ დაიშუროთ, რა მოგწონთ და რა არა? დავტოვო თუ კიდევ შევცვალო?

მგონი ძველი თემპლეითი ჯობდა :ს

Saturday, March 21, 2009

გაზაფხულდა ბუჩქის ძირას?!


14 მარტამდე რა სითბოსა და მზეზეა ლაპარაკი, თებერვლისგანაა ნასესეხები და მაინც ზამთარიაო...


15 მარტიდან ხომ მარტია?! ხო, მაგრამ მარტი გიჟიაო...


ახლა ისევ, 14 აპრილამდე ნასასეხებიაო, მერე აღდგომის წინ ქარებიაო, მერე ესაო მერე ისაო და მაისში მეც კი ვიცი, რომ გაზაფხულდება...


არადა მომენატრა მზე და გაზაფხულის სუნი...


ბუჩქის ძირას ნაზი იაც იწონებს თავს და ხეებმაც დაიწყეს ყვავილობა, მე კიდე ჯერ კიდევ მცივა :( მოკლედ, გაზაფხულდი რააა...

Monday, March 16, 2009

T R Y


ცდა ბედის მონახევრეაო, თქვა ოდესღაც ვიღაც იდიოტმა და მის მერე მილიონობით ადამიანი ცდილობს. ცდილობს მნიშვნელოვანს და უმნიშვნელოს, ცდილობს კარგს და ცუდს, ცდილობს სწორად ან მცდარად, მაგრამ რაც მთავარია ცდილობს, იქნებ და მართლაც ბედის მონახევრეა... 21 წლის წინ ცადეს და ამ მცდელობის წყალობით ვატყაპუნებ თითებს კლავიატურაზე. მის მერე მე ვცადე და ლაპარაკი ვისწავლე, ვცადე და სიარული ვისწავლე, მერე სირბილი, მერე ვცადე და ცხოვრებას ფეხი ავუწყვე, ვცადე გამეგო ცუდი და კარგი, ვცადე ვყოფილიყავი თავაზიანი....





ცდა ბედის მონახევრეაო, თქვა ოდესღაც ვიღაც იდიოტმა და მის მერე მილიონობით ადამიანი ცდილობს. ვცადე თავაზიანობა და ახლა სწორედ ეს ნაცადი თავაზიანობა მახრჩობს, ვცადე და ვეღარავინ გებულობს გულუბრყვილო ღიმილის და სიტყვების ”ეგ არაფერი.. არაუშავს... :)” ქვეშ მეღიმება თუ არა, მართლა არაუშავს თუ არა...



ცდა ბედის მონახევრეაო, თქვა ოდესღაც ვიღაც იდიოტმა და მის მერე მილიონობით ადამიანი ცდილობს. ვცადე ღიმილი და მის ქვეშ ცრემლი მდის. ცდა ბედის მონახევრეაო, ხოდა ცადე და დაინახე ცრემლი, რომელიც არ ჩანს და მაშინ მდის, როცა ვიღიმი და ”არაუშავს”...



ცდა ბედის მონახევრეაო, თქვა ოდესღაც ვიღაც იდიოტმა და მის მერე მილიონობით ადამიანი ცდილობს. ვცადე და დავწერე რასაც ვფიქრობდი ისე რომ არავის საკუთარ თავზე არ მიეღო... გამომივდა?..

Tuesday, March 10, 2009

?!!!

კითხვა: სად არის პოსტები, რომლის დაწერასაც აპირებდი?


პასუხი: გალენჩებული ვყავარ გამჩენს...

Tuesday, March 03, 2009

ჩემი, შენი და ყველას დედიკოს დღე :)


დედა _ პირველი სიტყვა...

დედა _ პირველი გრძნობა...

დედა _ სითბო, რომელის ყოველივეს შეცნობაში გვეხმარება...

დედა _ რომლის ერთადერთი საზრუნავი ჩვენ ვართ...

დედა _ ის, ვისაც ყველაზე ძააან ვუყვარვართ...


და ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს ჩამონათვალი, მაგრამ ფაქტი? რაც უფრო ვიზრდებით და მეტ დამოუკიდებლობას ვითხოვთ, მით უფრო კლებულობს ჩახუტების რიცხვი, კოცნის რიცხვი... სასაცილოა, მაგრამ უკანასკნელ წლებში, მარტო მე და დედიკოს ფოტო არ გადაგვღია :( ძველ ალბომში კი ჩვენი უამრავი ფოტოა...


დედიკო გილოცავ დედის დღეს და გპირდები, რომ დაგიჯერებ, მთელი გულით შევეცდები ისეთი ვიყო, როგორიც შენ გინდა. შენ ჩემთვის ყველაზე წმინდა და სუფთა ხარ, ძლიან მიყვარხარ, ბოდიში, რომ ამას ყოველ დღე არ გეუბნები :(


P.S. ყველა დედიკოს ვულოცავ ამ დღეს, ყველა დედობისთვის მომზადებულ გაბერილს :) გისურვებთ ბედნიერი შვლების ბედნიერი დედები ყოფილიყავით :)