Monday, December 15, 2008

First snow


მმმმმმმმ გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ გავიფიქრე ნეტავ თოვლი თუ მოვამეთქი...

კიდევ რა ჩავიფიქრო? მჯერა ამიხდება...



P.S. გილოცავთ!

Saturday, December 13, 2008

უფასო პოლიტიკური რეკლამა :D





დიიიიდ აურზაურს + 1 ბლოგი


http://laminirebuli-zgarbi.blogspot.com/

P.S. სუპერ-ჰიპერ ზღარბული ბლოგი :*


Friday, December 12, 2008

just colours


ესე იგი, ვზივზრ სამსახურის კომპთან და მანმ სანამ დავიწყებ საქმის კეთებას აგერ უკვე მეშვიდეჯერ ვუყურებ ვიდეოს, რომელიც ჩემსავე საკუთარ ბლოგიკოზე ავტვირთე სულ რამდენიმე დღის წინ... ხოდა იმაზე ვფიქრობ თუ რამდენი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში... ბლოგი რომ გავაკეთე, იმაზე ვფიქრობდი აქ თავისუფლად ვიწუწუნებ და არავინ შემომხედხავს მობეზრებული თვალებით და სახით: აუ, ნუ ჭამ ტვინს რაა!!! (ამ ფრაზის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით)... მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სამყარო, ჩვენი ის "მე", რომელიც მხოლოდ ჩვენში ცხოვრობს უბრალოდ ორი ფერისგან შედგებოდა, კლავიშების ფერებისგან: შავისგან და თეთრისგან... მერე მწვანე ფერი შემოვიდა ჩემში არსაიდან, არავისგან, ან საიდანღაც და ვინმესგან, არ ვიცი... ახლა კიდევ უფრო სხვადასხვა ფერია ირგვლივ... ძალიან ღრმა წარსულში, როცა პაწაწინები ვიყავით, მშობლები გვასწავლიდნენ რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის თეთრი და რა არის შავი ( არ ვამბობ, რომ შავი ცუდია !) მერე გავზარდეთ, სხვა ადამინებს შევხვდით, ჩვენგან, ჩვენი ოჯახის წევრებისგან განსხვავებულებს, რომელებთანაც ურთიერთობაში დაიბადა ჩვენი ცხოვრების სხვა ფერებიც, გამოდის სხვა ფერებს ჩვენ თვითონ ვპოულობთ, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი დამოკიდებულებებით სხვების მიმართ, ჩვენი უერთიერთობებით...
აი ახლა ერთი სულიერი თუ დამაცდის წერას, ძალიან დამავალებს! ასე შეიძლება? მელანქოლიური პოსტის გაშვანშვალებას ვაპირებდი და სიცლის ვერ ვიკავებ, კომპში მაქვს თავი ჩარგული, რომ არ შემამჩნიონ, მაგრამ უკვე ვხედავ ჩემ წინ მჯდომი გოგოს ტუჩის ათამაშებულ კუთხეს :@ ჯანდაბა! ო, რა გულიანად გავიცინებდი ახლა :D:D:D... ჰმ, კი დამავიწყდა რასაც ვაპირებდი, რომ დამეწერა :? მოკლედ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ:

ადამიანებო მე ვზივარ ხელგაწვდილი და ვითხოვ წყალობას, პადაიწე ნიშემუ (ჰმ, რას არ გათქმევინებს კაცს სათარგმნები, აშკარად სამსახურის გავლენა აქვს ჩემს რუსულს...)

დამეხმარეთ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილო ადამინებო, მაჩუქეთ ფერები, თბილი, ან თუნდაც ცივი, სიხარულის ან ტკივილის მომტანი ფერები, მაჩუქეთ, რომ შევივსო მექნიკური ცხოვრებით გამოწვეული გამჭვირვალეობა...

P.S სად იყო და სად არა უეცრად გამოჩნდა THE BOSS, ჯანდაბა! თავი ტაო პრივატ ბანკის რეკლამაში მგონია...

Saturday, December 06, 2008

ყოველშემთხვევაში ცაგარელმა თქვა ასე:


ადამიანის ბედზე, რომ მთვარის კალენდარი ნამდვილად მოქმედებს, ფაქტია. იმის მიხედვით, თუ თვის რომელ რიცხვში ხართ დაბადებული , ის თქვენს მომავალს გარკვეულწილად განსაზღვრავს.

მაგალითად:


1, 7, 13, 19, 25 რიცხვში დაბადებულები სიმდიდრესა და უზრუნველყოფაში ცხოვრობენ. ეს ადამიანები წარმატებას იოლად აღწევენ და პატივისცემითაც გამოირჩევიან სხვებთან მიმართებაში.

2, 8, 14, 20, 26 რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან ჯიუტები არიან, დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან ცხოვრების გზაზე. რთული პიროვნებები არიან.

3, 9, 15, 21, 27 რიცხვში დაბადებულები ბედნიერი ადამიანები არიან. ისინი კარიერაში ადვილად აღწევენ წარმატებას. აქვთ რბილი ხასიათი და წარმატება მთელი ცხოვრება თან სდევთ.

4, 10, 16, 22, 28 რიცხვში დაბადებულები სიბრძნით გამოირჩევიან. აქვთ ლტოლვა მწვერვალის დასაპყრობად. თუმცა უყაირათოებიც არიან.

5, 11, 17, 13, 29 რიცხვში დაბადებულები ცდილობენ, ცხოვრება მოიწყონ; არიან შრომისმოყვარენი. უყვართ ოჯახი და ახლობლები.

6, 12, 18, 24, 30 რიცხვში დაბადებული ადამიანები სუსტები არიან, წარმატებას რთულად აღწევენ და ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავებაც უჭირთ.

Saturday, November 29, 2008

Wednesday, November 26, 2008

fall...


მიყვარს შემდოგომის ოქროსფერ ფოთოლთა წვიმა...

ჩვენი ნაბიჯებით შეწუხებულ ამ ფოთოლთა შრიალით კვნესა...
ძალადაკაგული მზის სხივებისთვის სახის მიფიცხება და თვალების მინაბვა მიყვარს კიდევ...

აი აქ მინდა ახლა, ბევრს ვირბენდი, ფოთლებში ვიშრიალებდი, ხეებს ვაკოცებდი, დედამიწას ჩავეხუტებოდი, თვალებს დიდი ხნით დავხუჭავდი და... და გამაღვიძებდი?..


Sunday, November 23, 2008

შვიდი...


არ ვიცი რაზე დავიწყე, ან აქამდე როგორ მოვედი ფიქრით... არც ის ვიცი, უბრალო დამთხვევააა? მუსიკაში შვიდი ნოტია, ასევე შვიდია ძირითადი ფერიც, რომელიც წვიმის წვეთებში გარდატყდება და ცისართყელას ქმნის... ალბათ ნოტები და ფერები ერთმანეთს შეესაბამება, უსაზღვროდ დიდი ნიჭია, როცა ხატვა შეგიძლია... ყოველთვის ვამბობდი: შეიძლება ლექსად თქვა, მუსიკად გამოხატო, პლასტიკით გადმოსცე რასაც გრძნობ, მაგრამ ხელოვნების დარგებს შორის ყველაზე რთულია დახატო ემოცია...
რომ შემეძლოს, დავჯდებოდი საყვარელ მუსიკას მოვუსმენდი და ნოტებს დავხატავდი, ყველა ნოტს თავის ფერს შევუსაბამებდი, ხოდა მუსიკას დავხატავდი, იმ განცდას დავხატავდი რასაც სმენით განვიცდი, ემოციას დავხატავდი...

ნეტავ კიდე რა არის შვიდი?
რელიგია:
1) სამყარო შვიდ დღეში შეიქმნა.
2) არსებობს შვიდი სათნოება: რწმენა, იმედი, გულმოწყალება, სამართლიანობა, თავშეკავება, მომჭირნეობა, სულის სიმტკიცე.
3) ქრისტიანი მწერლის თომა აქვინელის მიხედვით შვიდი სასიკვდიო ცოდვა არსებობს: გაუმაძღრობა, სიზარმაცე, ვნება, პატივმოყვარეობა, მრისხანება, შური, სიხარბე.
4) ებრაულ შანდალს შვიდი განშტოება აქვს (სამწუხაროდ არ ვიცი რას აღნიშნავს)
5) ილამის მიხედვით არსებობს შვიდი ცა: ვერცხლის, ოქროს, მარგალიტის, თეთრი ოქროსი, ლალის, გრანიტის.

სხვა ფაქტები:
1) მსოფლიოში შვიდი კონტინენტია;
2) მსოფლიოს შვიდი საოცრება;
3) კვირაში შვიდი დღეა;

P.S. თუ რამე მოგაფიქრდათ, რაც შვიდთან არის დაკავშირებული ჩავამატოთ J

Tuesday, November 18, 2008

female cars...


ესე იგი google-ში მორიგი ბოდიალისას წავაწყდი ამ ფოტოს, ხოდა გამახსენდა ჩემი დიდი ხნის თავში ჯიუტად გაჩრილი აზრი: დეე მანქანასაც ქონდეს სქესი :D:D:D ანუ რა მოხდება ცნობილმა ავტომწარმოებლებმა, რომ გამოუშვან სხვადასხვა მოდელები მხოლოდ ქალებისთვის, რომელსაც ქალის სახელი ერქმევა და ვიზუალურადაც დახვეწილი და ქალური იქნება... მე მაგალითად დიდი სიამოვნებით შევიძენდი audi Sally-ის...



რა ცუდი იდეაა? :?

Thursday, November 13, 2008

ცხოვრებისეული მარგალიტები


ადამიანები ყოველდღიურად, ყოველდღიურ ურთიერთობებში, ისე ვიქცევით, როგორც სწორად და მართებულად მიგვაჩნია, თუმცა ხშირად ვწუწუნებთ იმაზე, რომ ამა თუ იმ სიტუაციში თავაზიანობა ”გვაიძულებდა” ამგვარ მოქმედებას... ხოდა მოდი დავფიქრდეთ რა მოხდებოდა ისე, რომ ვიქცეოდეთ ხშირად მხოლოდ გულში, რომ გაგვიფიქრია და სწორედ ამ გაფიქრებით მოგვრილი სიამოვნება ღიმილად სახეზე, რომ გადაგვრბენია... მაშ ასე:
1. ლოყებღაჟუნა სოფლიდან ახლადჩამოცუქცუქებული ბიჭოზავრი, რომ კომპლექსებზე დაგიწყებს ”საუბარს”, ყველაფერის უფლება გაქვს, ოღონდ არ მოუხმო თავაზიანობას და არ იდგე გაოცებული ღიმილით სახეშემხმარი.
2. თბილისში გამეფებულია ტენდენცია ”მეზობლის ჯინაზე”, ”იმას თუ აქვს?”, ”აი, მაგდასნაირი საათი მინდა!”, ”შენმა დამ სად იყიდა?”, მოკლედ მოდაშია ყველაფერი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ანუ არა მარტო ტანსაცმელი (ხშირად უგემოვნო), არამედ აქსესუარები, ყურთსასმენები, ფოტოაპარატგადაკიდებული სიარული, ფრაზები, მანერები, ასე, რომ არ გაგიკვირდეს, თუ წინა დღით ახლობელთან გაზიარებული სურვილი მასურის შეძენისა რეალობად იქცა, თუმცა ცოტა სხვაგვარად, მაგალითად მეორე დღეს მაღაზიაში მისულს აღარ დაგხვედრია, სამაგიეროდ, ჰოი საოცრებავ?! შენი ახლობელი სულ სულ შემთხვევით სხვაგან გადაწყდომია ”მსგავსს”... ჩათვალე ერთით ნოლია...
3. სად დაიკარგა ჯენტლმენობა?! რომელი ჯენტლმენობა? თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შენს ბოლოთვეში მყოფ ორსულ დაქალს ადგილს არ უთმობენ, თვისუფლად შეგიძლია იქვე ”კერკოროვის” სმენით ნირვანაში ”ჩავარდნილ” გაგიკვირდება და მამრს უთხრა:” უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, მაგრამ თუ ვერ ხედავთ შეგატყობინებთ, რომ გოგონა ორსულადაა, იქნებ გამოიჩინოთ ჯელტმენობა და ადგილი დაუთმოთ? გმადლობთ” რასაც თან ახლავს რაღა თქმა უნდა თავაზიანი ღიმილი და ამ ღიმილს ამოფარებული ”თავაზიანი” ფიქრები...
4. თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაქანცულს უკიდეგანო ჭყლეტვაში, შენს წინ მდგომი ქურთულ-სომხური მოდის ტენდენციებს აყოლილი, i'm calling you-ზე აჟღურტულებული მობილურით ხელში, ძალიან საყვარელი ”ლ”-ებით მოლაპარაკე გოგჩო თავისი ”შპილკა” ქუსლიანი ფეხასცმელით ჯერ გადაგივლის, მერე გადმოგივლის, ბოლოს ამასაც არ იკმარებს და შენს სათუთად გასუფთავებულ ფეხსაცმელზე შედგება, მაინცდამაინც ნუ დაელოდები შენ გაჩერებას, მხარზე ნაზად დაუკაკუნე და ჰკითხე: ”უკაცრავად, ჩემმა ფეხმა ხომ არ შეგაწუხათ?!”
5. ქუჩაში კარგ ხასიათზე მიმავალს, როცა სამყარო ულამაზესი გეჩვენება და ცხოვრება გიხარია, თუ უბნის ”სიამაყე” ბირჟავიკების სტვენა და გულიდან ამოხეთქილი ეპითეტები მიგაცილებს, ნუ გაიფუჭებ ხასიათს, არ მოიყრუო თავი, სულაც არაა საჭირო აღშფოთებული სახით ფეხს აუჩქარო და გააგრძელო გზა. შეგიძლია უბრალოდ გაჩერდე, შემობრუნდე, თავაზიანად გაიღიმო, სამი თითის კომბინაცია გაუკეთო საზოგადოებას და ისევ ბედნიერების შეგრძნებით გააგრძელო გზა...


P.S. მდაააა, რა მოხდებოდა? მგონი ჯობია ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის :D:D:D

Monday, November 10, 2008

უსათაურო...


http://www.grigolly.com/





P.S. უბრალოდ უმაგრესი ადამიანის უმაგრესი ფოტოები...



Wednesday, November 05, 2008

შეპირებული ლექსი :)



ლექსი ეფუძნება რეალურ ფაქტებს :)))))))))

ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს, კიარადა ღამეს, როცა უკუნი სიბნელე, სახლში გამეფებული იდეალური სიჩუმე და ქარის საშინელი ზუზუნი მხოლოდ შიშისა და სიცივის შეგრძნებას ნერგავდა სულში, პაწაწუნა მაგიდასთან თბილად მოკლათებული სამი გოგონა სულ სხვა რამეზე ფიქობდა... სახეებზე გადარბენილმა ღიმილებმა და ანთებულმა თვალებმა დასავიწყებლად განწირული ფიქრები სამუდამო არსებობისთვის გაიმეტა და შავ დღიურში დაატყვევა...
ნუ ირონიას, რომ შევეშვა უბრალოდ ის სიტუაცია ავღწერეთ, რაც იმ წუთში იყო, თითო სტრიქონი თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის, ერთიც საერთოა :P

ჩემს წინ ირწევა გამხმარი ტოტი,
ყურში ჩამესმის ლამაზი ნოტი,
არ იჩითება მაგარი ”პონტი”,
რა გემართება? შენ მაინც მოდი...

Friday, October 31, 2008

little drop of ...


რამდენიმე სიტყვა...
გულში პაწაინა ჩხვლეტა...
ორი წვეთის ჭორფლიან ლოყაზე გაკვალული უმოკლესი გზა ნიკაპამდე...
ნიკაპთან შეხვედრა, ხელის ჩაჭიდება და ვარდნა უსასრულობაში...
გული?
აღარ ცემს, თითქოს გაჩერდა...
მძიმე სუნთქვის ხმა...

Friday, October 24, 2008

...


ნაცრისფერი დღე და ნაცრისფერი ხასიათი...
გაყინული ცხვირის წვერი და ფინჯანზე შემოხვეული გაყინული თითები...
ჩამოჩაჩული მკლავები და ბებოს მოქსოვილი თბილი თავშალი...
ცხელი სასმელის არომატი და სურნელი...
წყნარი მუსიკა და მინაბული თვალები...


მმმმ აგვიცივდა თბილის ქალაქში...

Tuesday, October 21, 2008

fragile piano


წარწერა ერთი გამჭვირვალე ადამინის ბლოგზე : Think you are in heaven, but you're living in hell... პასუხი:

_ hell is just a state of mind, so you are living anywhere you want... (cyb 231)
_ mmmm may be... (Lalena)


გუშინ თითქმის არ მეძინა, გვიანობამდე ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი და ბლოგზე ძველ პოსტებს ვკითხულობდი, უბრალოდ მინდოდა ჩემი თავი გვერდიდან დამენახა, როგორც სხვას ისე წამეკითხა... მერე სადღაც ზევით, მარჯვნივ წითელ ”კრესწიკს” მივაკლიკე, და მივხვდი, რომ ის რაც მინდოდა ვერ მოვახერხე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვაინ გავუყევი სიზმარეთის გზას კიდევ ერთხელ იმედის გასაცრუებლად, მაინც დიდხანს ვერ მოვახერხე დაძინება :( იმაზე ვფიქრობდი რაც ჩემმა მეგობარმა მითხრა, ვფიქრობდი ცხოვრებაზე, ადამინების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე, ნდობაზეც, სიყვარულზეც, ყველაფერზე, ვცდილობდი გამეგო რატო არ მესმის სხვების საქცელის, ნუთუ ჩემთვის ყველაფერი ზედმეტად ადვილია, მაშინ ის რაც ჩემთვის ადვილია სხვისთვის რატოა რთული... რატო ვფიქრობ მარტო მე ასე და რატო ფიქრობს სხვა უამრავი დანარჩენი ადამიანი ისე... ძალიან გავიხლართე ჩემსავე ფიქრებში და იქიდან დახსნის მცდელბაში ჩამეძინა კიდეც... დილით უაზრო ხასიათზე გავიღვიძე პირველი რაც გავიფიქრე ეს იყო სიტყვები ”იმდენად იდეალური, რომ ჩემთვის ვერ გიმეტებ”, მერე რიცხვი ამ სიტყვების წარმოთქმის, მერე შიში იგივეს განმეორების. ხო იქნებ ერთხელ არ მივაქცეიე ყურადღება, მეორეჯერ უბრალოდ ”მაწყობდა”, მესამეჯერ ვიგრძენი რაღაც შეცოდების მსგავსი, მაგრამ... აი მომდევნო ჯერზე ხომ შეიძლება პირიქით მოხდეს ყველაფერი, შემოტრიალდეს, მე თვითონ არ მინდოდეს?!. ;( do we really live in hell? არა ეს უკვე მეტისმეტია, არა ეს ფობია უკვე მართლა აღარ, უსამართლობა იქნება... ”just state of mind", მერე თითქოს მივხვდი, რომ მართლაც ასეა... სასწრაფოდ დავიწყე გონებაში ხელების ფათური, ჩემს სამყაროში შევიკეტე, ეს არის ერთი არასტანდარტული ოთახი სადაც უამრავი მოგონება აწყვია თაროზე, უამრავი ემოცა და შეგრძნებაა ჩარჩოში ჩასმული და კედელზე ჩამოკიდებული, სადაც ყველაფერი შუშისაა და მსხვრევადი, ძირს ნამსხვრევები ყრია გატეხილი იმედების, სადღაც კუთხეში crystal piano დგას...აქ ყველაფერი ისე არასტაბილური მომეჩვენა... სამყარო, რომელიც ხანდახან ისეთი უზარამზარია მე თვითონ ვიკარგები, ხანდახან აქ უამრავი ადამიანი ირევა, ხანდახან აქ მთელი მსოფლიო ეტევა, ხანდახან კი საშინლად ცარიელია, ხანდახან ისეთი პატარაა მეც ვერ მიტევს... ხოდა ერთ-ერთ თაროზე კიდევ ერთ ფრაზას გადავაწყდი, სულ ცინცხალს: Life is like a piano. What you get out of it depends on how you play it. ახლა კიდევ ახალი კითხვა დაბადა ამ ფრაზამ, მე როგორ ვუკრავ ნეტა ჩემი ცხოვრების მელოდიას?! ან რომელ მელოდიას ვუკრავ? ეს მელოდია მე შევარჩიე თუ შემირჩიეს? მინდა თუ მაიძულებენ? თუ მაიძულებს, ვინაა ან რატომ მაიძულებს? მოწონს როგორც ვუკრავ? მე თვითონ მომწონს? მერე გადავწყვიტე, რომ კლავიშებს რომლებსაც ვეხები ის ადამიანებია რომლებთანაც ვურთიერთობ, იქნებ მელოდიას არც ვუკრავ, იქნებ ჯერ ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ როცა გამას უკრავენ, ყოველი მომდევნო კლავიში ის უცნობი ადამიანია, რომელსაც მომავალში გავიცნობ, ხო ალბათ ასეა, ნეტა ჩემი გამა მაჟორულია თუ მინორული? მაჟორული? ალბათ ასე იმათ გონიათ ვინც ნაკლებად მიცნობს... მაშინ გამოდის მინორულია. რომელი მინურული ბუნებრივი? ჰარმონიული? თუ მელოდიური? აი ახლა უკვე დავიბენი :( არა რა შუაშია მუსიკის თეორია :@ უბრალოდ ყველაფერზე მინდა პასუხი... აი ახლა ძალიან მჭირდება პასუხი... არადა როგორ მტკივა თავი, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს, ეს თავის ტკივილი და უსაშველო დაღლა რატომ დამჩემდა ამ ბოლო დროს :( პასუხი, ხო პასუხი ალბათ მარტივია, ჩემი ცხოვრების გამა ქრომატიულია, მონაცვლეობით ავდვარ თეთრი კლავიშიდან შავ კლავიშზე, მერე ისევ თეთრზე ვრუნდები და ასე დაუსრულებლად, იმიტომ, რომ ახლა ვეცნობი ადამიანებს, ახლა ვეცნობი ცხოვრებას, ახლა ვეცნობი ურთიერთობებს და როცა გაცნობას დავასრულებ, როცა დავიმახსოვრებ ყოველ ბგერას, მის მაჟორულ თუ მინორულ ჟღერას მხოლოდ მაშინ დავუკრავ ჩემი ცხოვრების მელოდიას...


P.S. აი ახლა შევასრულებ დანაპირებს, ფიქრს შევეშვები და იქამდე დავუკრავ სანამ თითები არ მეტკინება...

Sunday, October 19, 2008

მიყვარს... არ მიყვარს...


მე მიყვარს, როცა მუსიკას ვუსმენ და ხელს არავინ მიშლის,
მიყვარს ჩემი სკვინჩა, მიყვარს დედიკო რომ ჯერ კიდევ ძილის წინ შუბლზე მკოცნის, მიყვარს მამიკო, რომ თავზე გადამისმევს ხელს და მეფერება...
მიყვარს თეო, ძალიან ძალიან, ყველა ნათესავი მიყვარს, ყველა მეგობარი...
მიყვარს მარუსია რომ სიხარულჩიკს მეძახის, ძალიან ძალიან თბილად
მიყვარს როცა მართალი ვარ და რასაც ჩავიფიქრებ გამომდის
მიყვარს ხალხს, რომ საჩუქრებს ვჩუქნი და ვახარებ
მიყვარს დილით ყლუპ-ყლუპობით დალეული ლიმნიანი ჩაი
მიყვარს ფანჯარის რაფაზე ჯდომა, გარეთ ყურება და არაფერზე და ყველაფერზე ფიქრი
მიყვარს ის გრძნობები რაც ნაცნობ ადამიანებთან მაკავშირებს
მიყვარს როცა იციან რა მიხარია
მიყვარს ნინა რიჩის სუნამოები, ყვავილები, სამაჯურები, სამკაულები, ბიჟუტერია,
მიყვარს ცა, დღეც, ღამეც, ზამთარში, ზაფხულში, დარში, ავდარში, სულ და ყოველთვის...
მიყვარს სეირნობა, ფეხით სიარული, უსასრულოდ...
მიყვარს შავი კატა, დიიიდი ძაღლი ჭკვიანი და დინჯი თვალებით, რომ იყურება...
მიყვარს იმ ადამინებთან ყოფნა ვისაც ჩემი ესმით და ვისთანაც კარგად ვგრძნობ თავს...
მიყვარს როცა ადამინები გულწრფელნი არიან ჩემს მიმართ...
მიყვარს მანქანა, სიჩქარე, ჩემი პრავა (არადა მანქანა არ მყავს :S ) კიდე მიყვარს ველოსიპედი და მოტოციკლეტი (არცერთის ტარება არ ვიცი), ცხენი მიყვარს კიდე (არადა ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ :S)
მიყვარს ტკბილეული, სასუსნავები, ყველაფერი გემრიელი...
მიყვარს ჩემი ტიფლისი, საქართველო და ქართველები,
მიყვარს კომპლიმენტებს, რომ მიკეთებენ, ყურადღებას, რომ მაქცევენ და კიდე ჩემი 2 ცალი ნამდვილი ფოტო :P
მიყვარს მსოფლიოზე გაბრაზებული რომ ვარ, მომწყინდება და სიცილს ავტეხ,
მიყვარს ხანდახან თავს, რომ ვისულელებ და სხვას ნერვებს ვუშლი, ცოტას, ბევრს არა გეფიცები,
მიყვარს ბილიარდის თამაში ინეტში, რეალურად არ გამომდის :S
მიყვარს ყველა და თითქმის ყველაფერი, მიყვარს სითბო, თითოეული გათენებული დღე, სიცოცხლე მიყვარს...

ვერ ვიტან გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხზე, რომ გადამივლიან,
ვერ ვიტან სახლის ტელეფონს და მის ზარს,
ვერ ვიტან, როცა მატყუებენ, გულს მტკენენ,
ვერ ვიტან წვნიან სადილებს, კიდე ბადრიჯანს, ვინ მოიგონა ერთი, რომ იჭმება, მთელი მსოფლიოს ბადრიჯანი უნდა ვაჭამო...
ვერ ვიტან სიცივეს...
ვერ ვიტან ლექციები 8:30ზე როცა მაქვს
ვერ ვიტან დაავადებულ ჩემს კომპს,
ვერ ვიტან ადამიანს, რომ გულს ვტკენ
ვერ ვიტან ბზუილს, ზუზუნს, რუტინას, უაზრო ხმაურს,
ვერ ვიტან ჩემი, რომ არ ჯერათ
ვერ ვიტან ლოდინს,
ვერ ვიტან იმედები, რომ მიცრუვდება...
ვერ ვიტან თვითკმაყოფილ იდიოტებს

ვერ ვიტან ატანას :D:D:D

Thursday, October 16, 2008

ესეც ჩანგი :)


ყველაზე ყველაზეეეეე





ეს არის ჩემ ცხოვრებაში ყველაზე გიჟური ნაბიჯი, აი ყველაზე ყველაზეეეე... არა ველოსიპედი არაფერ შუაშია (ტარება მაინც არ ვიცი :P ) აი ის რაც წითლად მოჩანს ის კიდევ თავშია, (უბრალოდ googleში უკეთესი ფოტო ვერ ვიპოვე) ჩემმა sistrikunaმ ისეთი საყვარელი ”პლაში” (ქართულად რა ქვია ვერ ვიხსენებ :s) მიყიდააააააა, ძალიან ძალიან ლამაზია, ყველაზე ლამაზი... მართალია მაღაზიაში ფეხების ბაკუნი დავიწყე შავი მიყიდე თუ მყიდულობთქო (შავი ფერი ჩემი უსაყვარლესია, თითქმის ყველაფერს შავს ვყიდულობ), ხოოოდა ნინომ ერთი ამხედა-ჩამხედა და აქეთ მოჰყვა ფეხების ბაკუნს წითელს გყიდულობ მხოლოდოოოო...



დღეს ყველაზე დღეა, იმიტომ, რომ რამდენიმე საათში ჩემ სკვინჩას აეროპორტში წავიყვანთ და გავაცილებთ, გერმანიში მიდის სიმებიანი საკრავების ფესტივალზე (ჩანგზე უკრავს, ძველი სვანური საკრავია, შვილმკვდარმა მამამ შექმნა, რომ დაეკრა ხოლმე და გარდაცვლილი შვილი მოეგონებინა. სურათს დავდებ )... ბალინგენში და შტუდგარტში ტარდება ხოლმე 4 წელიწადში ერთელ...


მართალია მალე ჩამოვა, მაგრამ უკვე ვგრძობ, რომ მომენატრება, ჩემი სიხარული, ჩემი სკვინჩა, ჩემი ყველაზე ყველაზე დაიკოოო...

P.S. i love my sistrikuna :*





Tuesday, October 14, 2008

HAPPINESS


ბედნიერება — სულიერი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანში. ბედნიერების გამომწვევი ზოგადი მიზეზებია ყოფიერების პირობებით, ცხოვრების შინაარსიანობით, საკუთარი მიღწევებით შინაგანი კმაყოფილება. მის საწინააღმდეგო მდგომარეობად ითვლება უბედობა, რომლის ნიშნებად ძველბერძნული ფილოსოფიის დროებიდან ითვლება მოუსვენრობა, რომელით, თავის მხრივ აუცილებელი პირობაა რაიმე მოქმედებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. (ვიკიპედია)


სიტყვა ”ბედნიერება”, ალბათ ერთ-ერთია რომლის ახსნა, ზუსტი განმარტება, ვერავინ შეძლო, თუმცა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველამ განიცადა... არ არის მთავარი ახსნა ან განმარტო ბედნიერება, მთავარია შეიგრძნო... არ არსებობს ბედნიერების ფორმულა, არც ჯადუსნური რეცეპტი არსებობს, ვერც მოითხოვ, ვერც იყიდი ბედნიერებას... უბრალოდ ზოგჯერ კარგად უნდა გაახილო თვალები იქნებ სულ ახლოსაა, შენს გვერდითაა, მთავარია შეამჩნიო. ყველას აქვს რთული მომენტი ცხოვრებაში, გადაღლის და ერთფეროვნების... თუმცა იმაზე ვიფიქროთ, რომ მე მაგალითად ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ახლა ამ წუთას ცოცხალი ვარ და შემიძლია ვწერო აქ, რამდენიც მინდა რაზეც მინდა და ვწერ, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ახლა ჩემ მეგობარს ველაპარაკები, რომ ვარ ბედნიერი, რომ ბედნიერება ყველაფერია, არა მეტერია არამედ შეგრძნება, იმის რომ გვყავს მეგობრები, საყვარელი ადამინები, ისინი ვიზეც გული შეგვტკივა ვისაც ჩვენზე შეტკივა გული, ისინი ვისი სიხარულიც გვიხარია და ვისაც ჩვენი სიხარული უხარია... ბედნიერებაა ყველა შეგრძნება რასაც ამ ქვეყნად განვიცდით, ბედნიერება ეს უბრალოდ ცხოვრებაა... ერთი ძველი ესპანური გამონათქვამი არსებობს: არავინ იცის საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, მთავარია გზაში ვიყოთ ბენიერნი :)


ასე, რომ ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და წინ ბედნიერებისკენ, ცხოვრებისკენ...

Sunday, October 12, 2008

Barfuss


აი ახლა ისე სავსე ვარ ემოციებით, ერთი ნაცრისფერი და ზედმეტად ჩვეულებრივი დღე მგონი ისე მთავრდება, რომ დავიწყებას ძალიან შორეული პერსპექტივით გადაეცემა... სულ შემთხვევით ჩავრთე ტელევიზორი და ერთ-ერთ არაქართულ არხზე აღმოვაჩინე barefuss. ჩემი უსაყვარლესი ფილმი... აუ იგივე ემოცია, იგივე შთაბეჭდილებების ქვეშ ყოფნა პირველად, რომ ვუყურე... უმაგრესი პერსონაჟები ყავს ამ ფილმს... აუ თან ლაილას ჩემსავით (ალბათ მე ლაილასავით აჯობებდა მეთქვა) ბევრი ხალი აქვს ხელზე... ჰმ, თან რამდენჯერ გამიფიქრებია შუა ქალქში: აი, ახლა ავდგები ფეხზე გავიხდი და შიშველი ფეხით გავტანტალდებითქო... აუ არა, არა, არ იფიქრო, რომ ჩემს თავს სადღაც, ვიღაცაში ან რაღაცაში ვეძებ, უბრალოდ ძალიან ვგავართ ერთმანეთს მე და ლაილა, ერთი რაც განგვასხვავებს ისაა, რომ მე თავის მოკვლა არათუ მიცდია, არც მომნდომებია (shake) ... მმმმმმმმ მიყვარს, მიიყვარს, მართლა ძალიან მიყვარს...

Tuesday, October 07, 2008

არც არაფერი...


ჩემს საყვარელ საქმიანობას ვეწეოდი, ანუ გუგლში ვეძებდი, მე თვითონაც არ ვიცი რას და სულ შემთხვევით გადავაწყდი ამ სუპერ ჰიპერ თანამედროვე როიალს :)))))))




P.S და კიდევ ამ ბოლო დროს ავიკვიატე:


Life is like a piano. What you get out of it depends on how you play it.
- Tom Lehrer

Sunday, October 05, 2008

ბოდიში, რომ მოვუხადო???


DIEDERICHS FRERES


ST PETERSBOURG


1810



რამდენი ხანია თავი არ ამხიხდია და ეს სიტყვები არ წამიკითხავს... რამდენი ხანია თითიები არ დამიდია და არ შევხებივარ კლავიშებს, თეთრს და შავს, ფერებს... ცხოვრებას, რომ ვყოფ იმ ფერებს... რამდენი ხანია არ ჩამიხედავს იმ საოცარ რვეულში ბგერები, რომ სიმბოლოებად აქვს ქცეული... რამდენი ხანია კარებები არ გამომიკეტავს და დავრჩენილვართ მარტო მე და ჩემი როიალი ბგერების სამყაროში... რამდენი ხანია არ წარმომიდგენია, როგორ ქმინდნენ ჩემს როიალს ძველად, ძალიან ძალაინ დიდი ხნის წინათ, რომ მასზე გამუდმებით ეკრათ... რამდენი ხანია? იმედნი, რომ თქმაც კი მრცხვენია :(


ახლა უკვე მეშინია, მეშინია, რომ არ მაპატიებს, რომ არ მიმიღებს, რომ აღარ ვჭირდები... რომ ვეღარ გავბედავ დაკვრას, რომ თითები აღარ დამემორჩილება, რომ იმის მაგივრად ადრინდელივით სიამოვნება მივიღო, ცდას კრახით დავამთავრებ, სრული დაცემით... არა იმის ილუზია არც მაქვს, რომ ადრინდელი ტექნიკა მექნება, რომ ისეთი შესრულებით დავუკრავ, როგორც ძველად, ან ისევ ცრემლს დავინახავ მსმენელის თვალში... მინდა დავუკრა, მარტომ, არავინ მისმინოს, იმიტომ რომ ეშინია იმის ვინც მომისმენს, მეშინია იმის რასაც მეტყვის, მეშინია იმის, რომ ვიტყვი ვუკრავდი ერთ დროს, ახლა კი... და მაინც ყველაზე ძალიან იმის მეშინია, რომ როიალი არ მაპატიებს, არ მაპატიებს საათობით მასთან გატარებული დროის წარსულად ქცევას...

Thursday, October 02, 2008

i missed you


2 კვირა ჩემი კომპი ჩემს კომპს არ გავდა და შესაბამისად მე ჩემს თავს :( რა აღარ გავაკეთე, დავასიე საუკეთესო ექიმბაშები და აჰა, გაახილა თვალი და ახლა უკვე ჯანზეა :P უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ 2 კვირაა ჩემს საკუთარ ბლოგზე არ ვყოფილვარ, ხოდა მომენატრა აქაურობა, კიდევ თქვენი კმენატარები მომენატრა, კიდევ თქვენი პოსტები, ყველა ვინც სულ შემთხვევით ჩემს ბლოგზე აღმოჩნდა ხოლმე, თავლს გადაავლებდა ჩემი სიტყვების გროვას, გაიღიმებდა ან მოიწყინდა, კომენტარს დატოვებდა ან არა, თუ არ ჩათვლიდა საჭიროდ... რაღაც ემოციას მაინც გამოხატა, თუნდაც ჩუმად თავისთვის, გულში... მე უფრო გამიხარდება თუ დადებითი ემოციით მიაკლიკებთ ხოლმე სადღაც ზევით, მარჯვნივ, წითელ ”კრესწიკს”... ( ზედმეტად ამბიციური ვარ?) . მიუხედავად იმისა, რომ გიგანტური ასოებით მიწერია think you are in heven, but you're living in hell-თქო, ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში გარდა შავი და თეთრი ფერისა არსებობს კიდევ ერთი ფერი... ნაცრისფერი...

მოკლედ, ძალიან მომეატრეთ და ველქამ ჩემს განახლებულ ბლოგზე (რომლიც რა თქმა უნდა ნინოს დამსახურებაა :* )

Saturday, September 27, 2008

ისევ თოჯინები




უბრალოდ ძალიან მიყვარს თოჯინები და ინტერნეტში ძებნისას აღმოვაჩინე, რომ არსებობს ერთი გოგო რომელიც ულამაზეს თოჯინებს ქმნის, ხოოოდა მინდა თქვენც განახოოოთ, თან ახალი თოჯინებიც გაუკეთებია. მარის მგონი მოეწონა და თავის ბლოგზე დავუტოვე ლინკი აქ მინდა ყველასთვის დავტოვო :) და კიდევ რამდენიმე ფოტოს დავდებ, იმედია მოგეწონებათ...

Monday, September 22, 2008

Hold your dreams in open hands...


Emptiness says: თეეეე
PERFECT STRANGER says: ?
Emptiness says: რაზე ოცნებობ?
Emptiness says: აი ყველაზე პატარა
PERFECT STRANGER says: მეეე?
Emptiness says: და
Emptiness says: სულელური
PERFECT STRANGER says: ახალა, ამწუთას?
Emptiness says: ხოოო
Emptiness says: პირველი რაც მოგივა თავში
PERFECT STRANGER says: აი გავიხედავდი სადღაც პირდაპირ და ცოტა მარჯვნივ და სუფრა იყოს გაშლილი
PERFECT STRANGER says: D:
PERFECT STRANGER says: მაგრა მშია
PERFECT STRANGER says: :D
Emptiness says: :D :D :D :D;
Emptiness says: მაგარია
PERFECT STRANGER says: :D
PERFECT STRANGER says: :D
Emptiness says: და უფრო მაგარია, რომ გინდა და აგიხდება
Emptiness says: პატარა და სულელური
Emptiness says: აბა დიდი და დაგეგმილი იმდენად კარგი არააა
Emptiness says: აი პატარა და უაზრო ოცნება
Emptiness says: სასაცილო
PERFECT STRANGER says: შენ?
Emptiness says: მეეე?
Emptiness says: არ დამცინო ოღონდ
Emptiness says: :P
Emptiness says: მე წერილი მინდა, აი ნამდვილი კონვერტში ჩდებული, მარკიანი, დაწებებული და არა გადაკეცილი
Emptiness says: და იცი რააა?
Emptiness says: მჯერა ერთ დღეს კარზე კაკუნს გავიგებ და წერილს მივიღებ
PERFECT STRANGER says: კი აუცილებლად სალ
emptiness says: ნუ ვიცი არ მოხდება, მაგრამ
PERFECT STRANGER says: ;)
emptiness says: მჯერა ჩემთვის
PERFECT STRANGER says: :*
emptiness says: :)
emptiness says: :*
PERFECT STRANGER says: დამიჯერე მოხდება
PERFECT STRANGER says: უეჭველი მოხდება

emptiness says: ალბათ :)

P.S.  3:19:22 AM ალბათ ამ დროს უნდა ეთქვათ, რა დროს ოცნებაა წადი შვილო დაიძინეოო :)))))

Wednesday, September 17, 2008

Daddy's girl


აჰა, ისევ გვიანია და კომპთან ვზივარ, არადა ადრე ქათამვით ვიყავი, ნუ მთლად ქათამივით არა, მაგრამ ყოველღამე 1 საათისთვის პატიოსნად მივემგზავრებოდი სიზმარეთში, საიდანაც იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი ყოველ დილით რეალურ სამყაროში, მე ხომ სიზმრებს ვერ ვხედავ, ან უბრალოდ იშვიათად ვხედავ, უფრო სწორად ძააააააალიან იშვიათად, ისიც კი არ მახსოვს ბოლოს როდის და რა დამესზიმრა (ნუ ყველაზე მაგარი სიზმარი კი მახსოოვს, არც მეტი არც ნაკლები თავად Mick Jaggeri :D :D ) უბრალოდ ისე ვერ გავემგზავრებოდი კიდევ ერთი იმედგაცრუებისთვის სიზმარეთში, სანამ წამის მეასედებში გაფრენილ ფიქრებს არ დავიჭერდი და აქ არ მოვათავსებდიი :)
ზოგჯერ ადამიანებს რა მცირე რამ ჭირდებათ, იმისთვის რომ თავი ბედნიერად იგრძნონ, მაშინ ვფიქრობ ხოლმე ნუთუ ასეთი პატარაა ბედნიერება, არადა მისი შეგრძნება რამდენ ხანს გაგვყვება ხოლმეეეე... საღამოს ფორსაიტებს ”ჩავუჯექი”, ამ წიგნმა ძალიან ჩამითრია, აირინზე ჭკუა მეკეტება, მეც იმათ სამყაროში გადავდივარ, თან ისე ცახადად რამის ჩემი კაბის შრიალი მომესმას (shy) ხოდა ვკითხულობ როგორ უხმოდ და უგულოდ სხედან სავახშმოდ საგანგებოდ შეკრებილი ფორსაიტები, ვფიქრობ რა უსუსრია მათი მსაგვსი ადამიანები, რომლებიც ”მექანიკურად არსებობენ” და არ ცხოვრობენ, სასწრაფოდ დავხუჭე თვალები იმის დამსატკიცებლად, რომ მე ნადვილად ვცხოვრობ და პირველი რაც გამიელვა თავში ის იყო, რომ საშინლად მომინდა საზამთრო... ჯერ კიდევ დახუჭული მქონდა თვალები, როცა მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე, თვალები მანამ არ გამიხელია, სანამ ჩემს გვერდით, ჩემს საწოლზე, ჩამომჯდარი ადამიანის ხელი არ ვიგრძენი თავზე... კინაღამ გავგიჯდი მამიკო, რომ დავინახე დიიიიდი თეფშით 2 ჩანგლით და საზამთროთი ხელში :s ისე, როგორც ბავშვობაში მე და მამიკო ერთ თეფშიდან მივირთმევდით... არ მინდა ეს დღე დამავიწყდეს, არ მინდა ის ბედნიერება დამავიწყდეს, რაც იმ წუთას შევიგრძენი. i love my daddy...

Saturday, September 13, 2008

ყველაზე თბილი საჩუქარი :)


არაფერია ძველ ნივთებში ქექვაზე სასიამოვნო, რომელიც გაიძულებს უნებურად მივიწყებული მოგონებები გაიხსენო, უნებურად იმიტომ, რომ უამრავი ყოველდღიური ფიქრით გამოტენილი თავი მექანიკური არსებობისკენ გიბიძგებს, არადა ამ ქვეყნად იმიტომ გავჩნდით, რომ ვიცხოვროთ, ცხოვრება კი არაფერია თუ არა ტკბილი, თბილი ან ზოგჯერ მტკივნეული მოგონებები და შეგრძნებები... ხოდა დღევანდელი ასეთი ქექვისას წავაწყდი პაწაწუნა ფურცლის ნაგლეჯს, რომელიც 3 წლის წინ დაბადების დღეზე ერთმა მხატვარმა გოგონამ მაჩუქა (ერთად ვემზადებოდით ქართულში, აბიტურიენტები ვიყავით). წერილი, რომ მხატვრის დაწერილი ამას მალევე შეამჩნევდა ნებისმიერი, იმიტომ, რომ ყოველი ასო უბრალოდ დახატულია :) ზუსტად 3 წინადადება ეწერა:

გამარჯობა სალომე!
ბედნერი ვარ, რომ გაგიცანი.
... ეს, რომ თბილად იყო.

”ეს” იყო თავისი ხელით მოქსოვილი ულამაზესი ხელთათმანები, რომელსაც დღემდე ვატარებ...

Monday, September 08, 2008

შეჩერდი წამო, არა იმიტომ რომ მშვენიერი ხარ...


ასტროლოგიური ნიშნით თევზები ვარ, თუმცა თითქმის არასდროს ვკითხულობ პროგნოზებს, არ მჯერა, არა თან უნდა ნახო თვევზებზე რეებს წერენ, ბოლო რომაა ფანტაზიის უნარი უმუხრუჭდებათ და საშინელებებს წინასწარმეტყველებენ, თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს... უბრალოდ გამახსენდა, ადრე წავიკითხე თევზები სულ დაღლილები არიანო, დაბადებიდანო... აი ასეთი სიმართლე იშვიათად, რა ვქნა მართლა ასეა... აი ახლაც დაღლილი ვარ, დაღლილი ვარ იმით, რომ რატომღაც მე უნდა მესმოდეს ყველასი და ჩემი არავის, დავიალე, რომ მარტო მე მიყვარს ყველა გულწრფელად და მარტო მე შემტკივა ყველაზე გული, დავიღალე რომ ყველას ტკივილი მტკივა, დავიღალე იმით, რომ ჭკვიანი და დამჯერე გოგო ვარ, დავიღალე იმით რომ ყველას ანგრარიშს ვუწევ, დავიღალე რომ ჩემგან ძაან ბევრი ადამიანი მოითხოვს, დავიღალე იმით რომ უამრავი ჭკუის დამრიგებელი მყავს და ყველას უნდა დავუჯერო, დავიღალე რომ უნდა გადამიწყვიტონ, დავიღალე იმითაც, რომ ჩემ ოთახს ჩასაკეტი არ აქვს და ყველა აქ შემორბის მაინცდამაინც მაშინ, როცა სიმყუდროვე მჭირდება, დავიღალე იმით რომ 20 წელია ყველაფერს იდეალურად და სწორად ვაკეთებ, დავიღალე, რომ სხვის აზრზე ვარ დამოკიდებული, დავიღალე, რომ სამყარო ორ ფერადაა გაყოფილი, თეთრად და შვად, თეთრი ფერი არასოდეს მიყვარდა... დავიღალე, რომ გაბრაზებული ვარ, დავიღალე იმით, რომ მსოფლიოზე გაბრაზებულმა ფანჯრის რაფაზე უნდა ავძვრე და ფარდის უკან დავიმალო, ნაუშნიკები შევიტენო და ძალიან ძალიან ხმამაღლა ვუსმინო მუსიკას სანამ სიბრაზე არ გამივლის, დავიღალე იმითაც, რომ ამ ყველაფერს 5 წუთი ჭირდება და მერე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ მუსიკისგან... დავიღალე იმითაც, რომ თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვერაფერს ვუხერხებ, ვერც უკან ვაბრუნებ და ვერც ვაკავებ, რომ არ გადმომცვივდეს, იმითც დავიღალე ყველამ, რომ იცის 5 წუთი, რომ მჭირდება და იმ 5 წუთსაც, რომ არ მაცლიან...  დავიღალე რომ ვერ ვწყვეტ ჩაი მინდა თუ ყავა... დავიღალე, რომ განვიცდი, ადვილად რომ მტკენენ გულს იმითაც დავიღალე, ფეთქებადი რომ ვარ და ემოციური იმითაც... ალბათ ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც... ცხოვრებით დავიღალე... დავიღალე წამები, რომ უსწრაფესად გარბის...ხოდა შენ თავხედო წამო, შეჩერდი, შეჩერდიმეთქი! არა იმიტომ, რომ მშვენიერი ხარ, უბრალოდ let me take a breath,   სულ ცოტას დავისვენებ, გეფიცები 5 წუთი მჭირდება და მერე ისევ გამოგეკიდები, როგორც მილიარდობით ცოცხალი ადამიანი მოგსდევს დღეს, უბრალოდ შეჩერდი, უბრალოდ შეჩერდი...

Thursday, September 04, 2008

P.S.




აი, საშინლად მინდა ეს თოჯინა, საშინლად და ძალიან დაჟე უძალიანესად :((((( სად ვიშოვო??? ნეტა საქართველოში თუ იყიდება  რამე ამის მსგავსიი?..  :S

Freckleface Strawberry


Julianne Moore's children's book, Freckleface Strawberry, illustrated by LeUyen Pham, features a 7-year-old girl who's "just like everyone else" except for her red hair and "something worse … FRECKLES!" 

How autobiographical is the book?

A: When I was 7 (in Omaha), the other kids called me "Freckleface Strawberry." I hated it. But they were just calling it like they saw it, even when they said things like "You look dirty," and "Can I smell them?"

   ხოოოდა, მეც ჩემი თავი გამახსენდა :)  დაახლოებით ათი წლის ვიყავი ჩემი პატარა დის მეგობარი, რომ მოვიდა და მკითხა სახეზე რა გაცხიაოოო :( მაშინ მახსოვს ძალიან მეწყინა... საშინლად არ მინდოდა მქონოდა ეს ”აბეზარი” ჭორფლები... ჩემს კლასელებს მოსწონდათ, მე პირიქით, დიდი სიამოვნებით დავუთმობდი ნებისმიერს, რომელიც უაზროდ ბევრს მელაპარაკებოდა ვესნუშკებზე, მეგონა მეპირფერებოდნენ. არ მიყვარდა უცხო ადამიანები აღფრთოვანებით, რომ მიყურებდნენ და მეფერებოდნენ, ხოდა ვოცნებობდი, რომ მეც ”ჩვეულებრივი” ბავშვი ვყოფილიყავი...  ვფიქრობდი, რომ  გავიზრდებოდი და დიიიდი გოგო ვიქნებოდი კოსმეტიკური საშუალებებით დავმალავდი... ამასობაში წლებიც გავიდა და ერთ მშვენიერ დღეს, ზუსტად არ ვიცი რომელი იყო ის მშვენიერი დღე, მაგრამ მაინც, გადავწყვიტე, რომ სულაც არ მინდა ვიყო ”ჩვეულებრივი”, რომ სინამდვილეში ყველა ადამიანი არაჩვეულებრივია და გამორჩეული სხვისგან და რომ გულით უნდა გვიყვარდეს სწორედ ის რაც სხვებისგან გამოგვარჩევს. ასე შემიყვარდა ფრანგულ სილამაზედ აღიარებული ჭორფლი :) და კიდევ, ახლა სულ უფრო ხშირად მახსენდება, ლეგენდა, რომელიც ვიღაც მოხმუცმა ქალმა მომიყვა ბავშვობაში: შორეული სამეფოს პრინცი ბოროტმა ჯადოქარმა მოაჯადოვა და მზედ აქცია მილიონი წლის წინათ, ერთხელაც ციდან ულამაზესი გოგონა დაინახა და სხივებით ლოყები დაუკოცნა რის შემდეგაც გოგონას სახეზე ჭორფლები გაუჩნდა, ასე, რომ ჭორფლი მზის ნაკოცნს ნიშნავსოოოო, გამიღიმა და გაჩერებაზე ჩავიდა... :)

Tuesday, September 02, 2008

Famous quotes



Famous quotes:

1) you'e only as old as you feel.

2) life begins at forty.

3) women lie about their age; men lie about their income

P.S. სულ შემთხვევით გადავაწყდი და სერიოზულად ვიხალისე, ერთ-ერთი განსაკუთრებით მომეწონა... ნეტა რომელი? :P :D

Monday, September 01, 2008

Twist and Shout


აი ახლა უბედნიერესი ადამიანი ვარ, ყველაზე ბედნიერი, სულ ყველაზე... სკვიიინჩ გილოცავ :P დღეს ჩემი lovely sistrikunas დღაბადღების დღეა. 1 კვირა ვფიქრობdი რა მეჩუქებინა ისეთი, რომ საშინლად გახარებოდა და არასოდეს დავიწყებოდა. ბოლოს მოვიფიქრე რაგაც კოლაჟივით გამეკეთებინა და ჩარჩოში ჩამესვა. ნუ კოლაჟის გაკეთებაში ჩემი მეგობარი დამეხმარა, კიარადა თვითონ გააკეთა, აბა მე fotoshop-ში ბოთე ვარ :P  (ასე, რომ კიიიიიიიდევ ერთხელ დიიიდი მადოლი მას, ის რომ არა ეს იდეა უბრალოდ ვერ განხორციელდებოდა). წინასადაბადების დღეო ფუსფუსი იყო მაგარი :D ჯერ კომპში დავმალე ეს სურათი საიდუმლო სახელით H2O, თან სულ ფაილის ფაილებში ჩავტენე. მეორე დღეს დაქალთან წასვლა მოვიმიზეზე და მივაკითხე ფოტოსამყაროს, სადაც ღიმილიანი სახით მაცნობეს, რომ სურათს ვერ დამიბეჭდავდნენ, იმიტომ რომ ვისაც უნდა დაებეჭდა უბრალოდ არ იყო, ბედის ირონიააა :( მერე დავყევი რუსთაველს ფეხით და თვალების ცეცბით და ბოლოს თავისუფლებაზე დამიჭედეს და მშვენიერ ჩარჩოშიც ჩამისვეს, არადა სანამ ასე მშვიდობიანად დამთავრდებოდა ჩარჩოს რჩევით დავქანცე ხალხი :))) სახლში დიიიიიდი პრობლემა მელოდა: სად დამემალა... გასაოცარი სისწრაფით გადავმალე კარადაში, ზამთრის განყოფილებაში სადაც 100%ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ნინოს არ მოაფიქრდებოდა შეჭყიტვა, რამდენი კარადას გამოაგებდა იმდენი მაკანკალებდა და მეთქი მოდი მე მოგიტან რაც გინდა, მე შერგიჩევ რაც ჩაიცვა, არა მანდ რა გინდა დააანებე თავი და ასეთი შეძახილები, ალბათ ფიქრობდა სულ გარეკა ამ ბავშვმაოო. ესეც 28 აგვისტოოო, ხოოოდა სანამ 1 სექტემბერი მოვიდა ცუდად გავხდი, თითებზე ვითლიდი წამებს და ახლოს არ ვაკარებდი არავის კარადას. ხოოოოდა დღეს ჩემი დის გაკვირვებული სახე არ დამავიწყდება კარადაში რომ შევძვერი უცბად, მერე რაგაც ჭრიჭინა რომ გამოვიგე და ყურებამდე გაგიმებულმა ცხვირწინ ავაფარე. სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, ჯერ ხელით სინჯავდა თუ გამოიცნობდა რა იყო, რო გაუჭირდა მერე კი გახსნა დაააააა.... ისე გაუხარდა, ისე გაუხარდა, აი არ ვიცი... არასდროს დამავიწყდება მისი თვალები, შეგრძნება, რომ ასე გავახარე. მართლა არ მეგონა ასე თუ გაუხარდებოდა, რომ ვიხსენებ ისევ ის გრძნობა მივლის ტანში... არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა "აიძულებ" ადამიანს გაუხარდეს, ბედნიერად იგძნოს თავი... არ ვიცი უბრალოდ ახლა მგონია, რომ ნინოზე მეტად მე გამიხარდა ის საჩუქარი მინდოდა ავმდგარიყავი და Twist and Shout...

P.S. i love my sistrikuna...

Saturday, August 30, 2008

უბრალოდ მინდოდა მეთქვა...


უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ თუ  შემთხვევით, სუუუუუულ შემთხვევით, (ნუ არც ისე შემთხვევით მაგრამ მაინც ) თქვენ ბლოგს აღმოაჩენთ ჩემს ლისტში, მომიტევეთ თავხედობისთვის გაუფრთხილებლად, რომ გამატებთ... 

Thursday, August 28, 2008

LOST

არა, ვაღიარებ სერიალები არ მიყვარს, მაგრამ დაკარგულები სულ სხვააა, მე-3 სეზონმა ისე ჩამითრია ზომბივით დავდივარ უკვე :P გოლ.გე-ზე მე-3 სეზონის 21 სერიაა არადა აშკარად აკლია მინიმუმ კიდევ ერთი სერია, ხოოოოოოდა იქნებ ვინმემ იცოდეს სადააა ან თუა და მიმასწავლოს გზა მისკენ, რომ არ დავემსგავსო უდაბნოსა შინა მღაღადებელს... ფილმში ერთი მომენტი იყო, რომელმაც ძალიან დამაფიქრა: ჩარლი სიკვდილის წინ იხსენებს და ფურცელზე წერს თავისი ცხოვრების 5 საუკეთესო მომენტს ( ისე დაკარგულების რეჟისორზე გაბრაზებული ვარ, რას ერჩოდა, ჩარლის რატო კლავდა ;( ჩემი უსაყვარლესი გმირია...) ხოოოდა ვიფიქრე, ჩემთვის, რომ ეკითხათ რომელია შენი ცხოვრებიდან 5 საუკეთესო მომენტიო რას ვიტყოდი. გამიხარდა, გასახსენებლად ზუსტად 5 წუთი დამჭირდა და მეც დავწერე :) :
5) სტუდენტი ვააააააააარ _ ეს მართლაც მაგარი იყო, პირველი თაობა ეროვნულების, პირველი ნაბიჯები დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ. არასოდეს დამავიწყდება როგორ ავირბინე სასოფლოს კიბეეები, რომ მოვიხედე უამრავი ადამიანი დავინახე, უბრალოდ ვიგძენი, რომ რაგაც მნიშვნელოვანს ვწეყვეტდი იმ მომენტში, რომ უკვე დიდი ვარ...
4) მტრის ჯინაზე პრავა მაქვს :D _ აი ეს მართლაც უბედნიერესი დღე იყო, 5ჯერ ერთი ჯანდაბიდან, ანუ ვარკეთილიდან მეორე ჯანდაბაში, ანუ გლდანში წასვლას ეხუმრები? გლდანს და პოლიციის აკადემიის შენობას დასანახად ვეღარ ვიტანდი, რომ არაფერი ვთქვა იმ ჯარისკაცებზე კიდევ შეხვედრას, რომ მპირდებოდნენ. 5-ჯერ რატო???? იმიტომ, რომ 4ჯერ ჩავიჭერი (რა საშინელი სიტყვაა), ასე რომ ჩუუუუუ, არავის უთხრა, ვმალავ :P
3) მე ვმუშაობ :) _ ხოოო, ეს დღეც არასოდეს დამავიწყდება, პირველად ვცადე ჩემს ცხოვრებაში მუშაობა დამეწყო და იუსტიციაში ამოვყავი თავი, იქაურობაზე უბრალოდ შეყვარებული ვარ, უმაგრესი ადამიანები გავიცანი, რომლებსაც ყოველთვის ეჭირებათ განსაკუთრებული ადგილი ჩემს ცხოვრებაში :)
2) კანადის რელსები :D _ სახელდახელოდ შეკრებილმა გუნდმა "ახალგაზრდა ცილვილისტებმა" შესარჩევ ტურში გაიმარჯვა და იმიტირებულ პროცესზე კასატორ მხარედ წარსდგა... დავა იყო კანადის რელსებსა და შპს მთვარეს შორის, ნუ აქ მეტი საინტერესო არაფერი იყო, უბრალოდ შესარჩევზე 99 ქულა ავიგეთ და არ ვიცოდით გავიდოდით თუ არა, მაგრამ გავედით :P
1)..... _ აი ამაზე მართლა დიდ ხანს ვიფიქრე, ნეტა რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი პირველ ადგილას, რომ დავაყენოთქო, ხოდა ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე :) ალბათ არც არაფერი მომხდარა ისეთი განსაკუთრებული... ან მოხდა და ჯერ ვერ ვამჩნევ, ვინ იცის...
ეს არის 20 წლიანი მოღვაწეობის შედეგი ამ სამყაროში :P ვიცი, გავა წლები და შეიძლება გამეცინოს ამ რეიტინგზე, სულ სხვა ამბებმა ჩაანაცვლოს... უბრალოდ ახლა ამ მომენტში ესენი მახსოვს და არ მინდა დავიწყებას მივცე :)
P.S ჰეი, შენ მკითხველო, მარიამობას გილოცავ, მრავალს დაესწარი, მისი მადლი გფარავდეს და უბრალოდ იყავი ბედნიერი :)

Wednesday, August 27, 2008

გამიხარდეს?

და აჰა, აღსრულდა ნება უზენაესი კი არადა, მოკლედ ვეღირსე... ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ვიწვალე (ნამდვილად ბევრი ვიწვალე და ნინოც ბეეევრი ვაწვალე :სორრყ: ) შევქმენი... ხო შევქმენი... რა შევქმენი? შევქმენი ჩემი წუწუნეთი :) დიახ წუწუნეთი, დიდი მადლობა ნიიიინ, შენ რომ არა არც ბევრს ვიფიქრებდი არც ბევრს ვიწვალებდი და არც ბევრს გაწვალებდი :P მოკლედ კეთილი იყოს ჩემი თითი და ასევე ყველას თითი და თვალიც (ეს ყველაზე მნიშვნელოვანია) ვინც შემთხვევით აქ ამოყოფს თავს :)
P.S. გამიხარდა და რა ვქნა? :P