
ასტროლოგიური ნიშნით თევზები ვარ, თუმცა თითქმის არასდროს ვკითხულობ პროგნოზებს, არ მჯერა, არა თან უნდა ნახო თვევზებზე რეებს წერენ, ბოლო რომაა ფანტაზიის უნარი უმუხრუჭდებათ და საშინელებებს წინასწარმეტყველებენ, თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს... უბრალოდ გამახსენდა, ადრე წავიკითხე თევზები სულ დაღლილები არიანო, დაბადებიდანო... აი ასეთი სიმართლე იშვიათად, რა ვქნა მართლა ასეა... აი ახლაც დაღლილი ვარ, დაღლილი ვარ იმით, რომ რატომღაც მე უნდა მესმოდეს ყველასი და ჩემი არავის, დავიალე, რომ მარტო მე მიყვარს ყველა გულწრფელად და მარტო მე შემტკივა ყველაზე გული, დავიღალე რომ ყველას ტკივილი მტკივა, დავიღალე იმით, რომ ჭკვიანი და დამჯერე გოგო ვარ, დავიღალე იმით რომ ყველას ანგრარიშს ვუწევ, დავიღალე რომ ჩემგან ძაან ბევრი ადამიანი მოითხოვს, დავიღალე იმით რომ უამრავი ჭკუის დამრიგებელი მყავს და ყველას უნდა დავუჯერო, დავიღალე რომ უნდა გადამიწყვიტონ, დავიღალე იმითაც, რომ ჩემ ოთახს ჩასაკეტი არ აქვს და ყველა აქ შემორბის მაინცდამაინც მაშინ, როცა სიმყუდროვე მჭირდება, დავიღალე იმით რომ 20 წელია ყველაფერს იდეალურად და სწორად ვაკეთებ, დავიღალე, რომ სხვის აზრზე ვარ დამოკიდებული, დავიღალე, რომ სამყარო ორ ფერადაა გაყოფილი, თეთრად და შვად, თეთრი ფერი არასოდეს მიყვარდა... დავიღალე, რომ გაბრაზებული ვარ, დავიღალე იმით, რომ მსოფლიოზე გაბრაზებულმა ფანჯრის რაფაზე უნდა ავძვრე და ფარდის უკან დავიმალო, ნაუშნიკები შევიტენო და ძალიან ძალიან ხმამაღლა ვუსმინო მუსიკას სანამ სიბრაზე არ გამივლის, დავიღალე იმითაც, რომ ამ ყველაფერს 5 წუთი ჭირდება და მერე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ მუსიკისგან... დავიღალე იმითაც, რომ თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვერაფერს ვუხერხებ, ვერც უკან ვაბრუნებ და ვერც ვაკავებ, რომ არ გადმომცვივდეს, იმითც დავიღალე ყველამ, რომ იცის 5 წუთი, რომ მჭირდება და იმ 5 წუთსაც, რომ არ მაცლიან... დავიღალე რომ ვერ ვწყვეტ ჩაი მინდა თუ ყავა... დავიღალე, რომ განვიცდი, ადვილად რომ მტკენენ გულს იმითაც დავიღალე, ფეთქებადი რომ ვარ და ემოციური იმითაც... ალბათ ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც... ცხოვრებით დავიღალე... დავიღალე წამები, რომ უსწრაფესად გარბის...ხოდა შენ თავხედო წამო, შეჩერდი, შეჩერდიმეთქი! არა იმიტომ, რომ მშვენიერი ხარ, უბრალოდ let me take a breath, სულ ცოტას დავისვენებ, გეფიცები 5 წუთი მჭირდება და მერე ისევ გამოგეკიდები, როგორც მილიარდობით ცოცხალი ადამიანი მოგსდევს დღეს, უბრალოდ შეჩერდი, უბრალოდ შეჩერდი...
11 comments:
wow! I mean really wow!
jakos +1 სალო
მართლა :)
ხოდა
რას ვამბობდი მე კარგად მესმის შენი :(
და სამწუხაროდ მე ჩემი ჯანჯრის რაფაზე ვერ ვეტევი, მეტისმეტად ვიწროა :((
ან მე მაქვს ერთი ადგილი მეტისმეტად ფართო :()
jaco thx :)
ნიიიინ, ისე ბავშვობაში უკეთ ვეტეოდი გაცილებით ახლა მეც მიჭირს ცოტა, მაგრამ მერწმუნე უმაგრესია იჯმისთვის რა დანიშნულებაც მივანიჭე (angel)
დაიღალე?
მგონი რომ არა!
არ დაღლილხარ...
უბრალოდ რაღაცის შეცვლა გინდა და გგონია რომ არ გამოგივა. რაღაც სიახლე გინდა, სიგიჟე გინდა! ჰო, ზუსტად რომ სიგიჟე, გადარეული თავგადასავალი... ან სულაც ერთი უაზრო გარბენი....
უბრალოდ რაღაც ახალი, შენთვის უცხო...
დამიჯერე, სწრაფად დადგები ფეხზე, უცემ მოეგები გონსა და შენი ჩვეული ხალისით შეუდგები ყოველ დღეს. უბრალოდ ცოტა მოითმინე.
5 წუთი კი, ეგ ხომ უბრალოდ სიტყვებია, 5 წუთის მერე ისევ ისე იქნები, თუ კიდევ უარესად არა. მარტოობა მხოლოდ დროებითი გამოსავალია, თითქოს იდეალური, მაგრამ საკმაოდ დამღლელი.
მოკლედ რომ ვთქვა (თუმცა რაღა მოკლედ, რამდენი ვწერე :) ),
ძალიან ძალიან მალე მოვა შენს ქუჩაზე გაზაფხული.
თუმცა რა შუაშია გაზაფხული,
მოვა სიხარული.... :)
Just Smile More! Believe me, life will get a lot better!
მგონი მართალი ხარ...
რაც წავიკითხე, დასკვნა: მართლა თევზი ყოფილხარ :D :*
ბოლოს რა ლამაზად წაუფაუსტე, გული ამიფანცქვალდა :-ს
:D ხოოო თევზები ვარ, რაც უფრო მეტს ვკითხულობ თევზებზე მით უფრო ვრწმუნდები მაგაში, მაგრამ მაინც არ ვაღიარებ მე ხომ ჰოროსკოპის არ მჯერა :P
ნუუუ, რომ არა ფაუსტი გულიც არ აგინანცქალდებოდა იმიტომ, რომ წავუფაუსტე :)
ჰოროსკოპის მეც არ მჯერა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ბევრი რამე ემთხვევა :-ს
ფაუსტზე მაგარი როჟა მეფისტოფელია :D
ნუ ხო, მაგარზე მაგარს ნუ დავასახელებთ თორე იმდენია რა ჩამტოვლიის, აუ დამთხვევას ნუ გამახსენებ ამ ბოლო დროს ჩავუჯექი და ვაღიარებ ბევრი რამ ემთხვევა :S
ესე იგი ჰოროსკოპით ვყოფილვარ თევზები, ჩინური ჰოროსკოპით დრაკონი, დრუიდების მიხედვით ტირიფი, ზოროასტრიულით სპილოოოო, ღმერთო ჩემო სპილოოოო (რა სირცხვილია) და ნუმეროლოგიით ციფრი 3 ვარ.
მოკლედ თქვენც ტუ დაგაინტერესებთ შედით საიტზე
www.hoscope.info.ge
მე ნუ მომბაძავთ და ამის კითხვაში ნუ დაგათენდებათ :))))
ar shedis, tore ki :-s
უიიი, ნეტა რატოო? :s არადა, მე უკვე გადავიზეპირე ეგ საიტი
Post a Comment