Wednesday, September 17, 2008

Daddy's girl


აჰა, ისევ გვიანია და კომპთან ვზივარ, არადა ადრე ქათამვით ვიყავი, ნუ მთლად ქათამივით არა, მაგრამ ყოველღამე 1 საათისთვის პატიოსნად მივემგზავრებოდი სიზმარეთში, საიდანაც იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი ყოველ დილით რეალურ სამყაროში, მე ხომ სიზმრებს ვერ ვხედავ, ან უბრალოდ იშვიათად ვხედავ, უფრო სწორად ძააააააალიან იშვიათად, ისიც კი არ მახსოვს ბოლოს როდის და რა დამესზიმრა (ნუ ყველაზე მაგარი სიზმარი კი მახსოოვს, არც მეტი არც ნაკლები თავად Mick Jaggeri :D :D ) უბრალოდ ისე ვერ გავემგზავრებოდი კიდევ ერთი იმედგაცრუებისთვის სიზმარეთში, სანამ წამის მეასედებში გაფრენილ ფიქრებს არ დავიჭერდი და აქ არ მოვათავსებდიი :)
ზოგჯერ ადამიანებს რა მცირე რამ ჭირდებათ, იმისთვის რომ თავი ბედნიერად იგრძნონ, მაშინ ვფიქრობ ხოლმე ნუთუ ასეთი პატარაა ბედნიერება, არადა მისი შეგრძნება რამდენ ხანს გაგვყვება ხოლმეეეე... საღამოს ფორსაიტებს ”ჩავუჯექი”, ამ წიგნმა ძალიან ჩამითრია, აირინზე ჭკუა მეკეტება, მეც იმათ სამყაროში გადავდივარ, თან ისე ცახადად რამის ჩემი კაბის შრიალი მომესმას (shy) ხოდა ვკითხულობ როგორ უხმოდ და უგულოდ სხედან სავახშმოდ საგანგებოდ შეკრებილი ფორსაიტები, ვფიქრობ რა უსუსრია მათი მსაგვსი ადამიანები, რომლებიც ”მექანიკურად არსებობენ” და არ ცხოვრობენ, სასწრაფოდ დავხუჭე თვალები იმის დამსატკიცებლად, რომ მე ნადვილად ვცხოვრობ და პირველი რაც გამიელვა თავში ის იყო, რომ საშინლად მომინდა საზამთრო... ჯერ კიდევ დახუჭული მქონდა თვალები, როცა მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე, თვალები მანამ არ გამიხელია, სანამ ჩემს გვერდით, ჩემს საწოლზე, ჩამომჯდარი ადამიანის ხელი არ ვიგრძენი თავზე... კინაღამ გავგიჯდი მამიკო, რომ დავინახე დიიიიდი თეფშით 2 ჩანგლით და საზამთროთი ხელში :s ისე, როგორც ბავშვობაში მე და მამიკო ერთ თეფშიდან მივირთმევდით... არ მინდა ეს დღე დამავიწყდეს, არ მინდა ის ბედნიერება დამავიწყდეს, რაც იმ წუთას შევიგრძენი. i love my daddy...

10 comments:

Sweet said...

es posti naxe gexvecebi:))) zustad igive foto :))


http://marushkin.blogspot.com/2008/01/blog-post_11.html

Sweet said...

ძალიან მინდა შენი გაცნობა :)

perfect stranger said...

სალ უბედნიერესი ადამიანი ხარ ... :*

Anonymous said...

მიკ ჯაგერი სიზმარში... ღმერთო ჩემო, ნამდვილად მოვიკლავდი თავს :-ს

sabaha said...

სალოოოოოოოოოოოოოოო როგორ მიყვარხარ რომ იცოდე :ჰაგ:

Lalena said...

მარიი ვნახე და ლამის ვიტირეე, კომენტიც დაგიტოვეე :S უმაგრესი ადამიანი ხარ :*

თეეე მიყვარხარ მაგრად (ჰუგ)

დეკა მაგ სიზმარს რა დამავიწყებს მიგ ჯაგერი ჩემს ოთახში ჩემს საყვარელ სავარძელში იჯდა და angel in my heart-ს მიმღეროდა :)))))))) მაგ სიმღერაზე ჭკუა მეკეტება

ნიიიინ შენც ხომ იცი როგორ მიყვარხაააააააააარ :* :* :*

Sweet said...

@lalena, მადლობა, ვნახე კომენტარი... :უსერ: იმედი მაქვს კარნავალზე შეგხვდები :) შენი ბლოგი წავიკითხე და ძალიან ახლობელი ადამიანი ხარ ჩემთვის ასე მგონია... :2კისს:

Lalena said...

მარიიი უღრმესი მადლობა, უმაგრესი ადამიანი ხარ :*

jaco said...

1. მიგ ჯაგერიიი? რა მაგარია! არასდროს დამსიზმრებია მომღერალი და თან ეგეთი მაგარი, დიდი სიამოვნებით ვისიზმრებდი მაგას ლენი კრავცცთან ერთად god gave me everything-ს რომ მიმღეროდნენ:)))

2. მარი და სალი რა საყვარლები ხართ:))) მარის პოსტიც ვნახე, არ მქონდა ნანახი, მაგ დროს მე არ ვბლოგერობდი ჯერ:)))

3. მამააა მეც მიყვარხარ, ფული დადე კიდე ანგარიშზე, 1000 ევრო დამრჩა მხოლოდ:D:D:D

Lalena said...

:D:D:D:D მიროოო
სიამოვნებით გავიმეორებდი მაგ სიზმარს და ამჯერად მაგ სიმღერას შევუკვეთავდი მეც მაგრად მომწონს, მარი მათლა ძააან საყვრელია, ნუ შენზე ლაპარაკიც ზედმეტია (angel)