
How autobiographical is the book?
A: When I was 7 (in Omaha), the other kids called me "Freckleface Strawberry." I hated it. But they were just calling it like they saw it, even when they said things like "You look dirty," and "Can I smell them?"
ხოოოდა, მეც ჩემი თავი გამახსენდა :) დაახლოებით ათი წლის ვიყავი ჩემი პატარა დის მეგობარი, რომ მოვიდა და მკითხა სახეზე რა გაცხიაოოო :( მაშინ მახსოვს ძალიან მეწყინა... საშინლად არ მინდოდა მქონოდა ეს ”აბეზარი” ჭორფლები... ჩემს კლასელებს მოსწონდათ, მე პირიქით, დიდი სიამოვნებით დავუთმობდი ნებისმიერს, რომელიც უაზროდ ბევრს მელაპარაკებოდა ვესნუშკებზე, მეგონა მეპირფერებოდნენ. არ მიყვარდა უცხო ადამიანები აღფრთოვანებით, რომ მიყურებდნენ და მეფერებოდნენ, ხოდა ვოცნებობდი, რომ მეც ”ჩვეულებრივი” ბავშვი ვყოფილიყავი... ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი და დიიიდი გოგო ვიქნებოდი კოსმეტიკური საშუალებებით დავმალავდი... ამასობაში წლებიც გავიდა და ერთ მშვენიერ დღეს, ზუსტად არ ვიცი რომელი იყო ის მშვენიერი დღე, მაგრამ მაინც, გადავწყვიტე, რომ სულაც არ მინდა ვიყო ”ჩვეულებრივი”, რომ სინამდვილეში ყველა ადამიანი არაჩვეულებრივია და გამორჩეული სხვისგან და რომ გულით უნდა გვიყვარდეს სწორედ ის რაც სხვებისგან გამოგვარჩევს. ასე შემიყვარდა ფრანგულ სილამაზედ აღიარებული ჭორფლი :) და კიდევ, ახლა სულ უფრო ხშირად მახსენდება, ლეგენდა, რომელიც ვიღაც მოხმუცმა ქალმა მომიყვა ბავშვობაში: შორეული სამეფოს პრინცი ბოროტმა ჯადოქარმა მოაჯადოვა და მზედ აქცია მილიონი წლის წინათ, ერთხელაც ციდან ულამაზესი გოგონა დაინახა და სხივებით ლოყები დაუკოცნა რის შემდეგაც გოგონას სახეზე ჭორფლები გაუჩნდა, ასე, რომ ჭორფლი მზის ნაკოცნს ნიშნავსოოოო, გამიღიმა და გაჩერებაზე ჩავიდა... :)
6 comments:
მიყვარს ყველა ადამიანი ვისაც ჭორფლები აქვს
განურჩვლად სქესისა რასისა და რწმენისა
კიარადა
ჭორფლიკოლები :ლავ: :ლავ: :ლავ:
:D:D:D:D გაიხარე ჩემო კარგოო, მეც მაგრად მიყვარს, ისე შემთხვევით შენც ხომ არ გაქვს? (wasntme)
dzalian, dzalian, dzalian miyvars chorplebi da mati patronebi! :D
ulamazesi ramea! :D
cyb213 მადოლიიი :)
არა მე არ მაქვს :(
ყველა ჭორფლიკოლებიანის მშურს : ((((
:))) მე კიდე წითურთმიანის, მაგრამ შეღებვმა სასტიკად არ მინდა, ბუნებრივად მინდა, რომ მქომდეს, ნუ აწი როგორ უნდა მქონდეს ბუნებრივად ვერ გეტყვი :)))))
Post a Comment