
არაფერია ძველ ნივთებში ქექვაზე სასიამოვნო, რომელიც გაიძულებს უნებურად მივიწყებული მოგონებები გაიხსენო, უნებურად იმიტომ, რომ უამრავი ყოველდღიური ფიქრით გამოტენილი თავი მექანიკური არსებობისკენ გიბიძგებს, არადა ამ ქვეყნად იმიტომ გავჩნდით, რომ ვიცხოვროთ, ცხოვრება კი არაფერია თუ არა ტკბილი, თბილი ან ზოგჯერ მტკივნეული მოგონებები და შეგრძნებები... ხოდა დღევანდელი ასეთი ქექვისას წავაწყდი პაწაწუნა ფურცლის ნაგლეჯს, რომელიც 3 წლის წინ დაბადების დღეზე ერთმა მხატვარმა გოგონამ მაჩუქა (ერთად ვემზადებოდით ქართულში, აბიტურიენტები ვიყავით). წერილი, რომ მხატვრის დაწერილი ამას მალევე შეამჩნევდა ნებისმიერი, იმიტომ, რომ ყოველი ასო უბრალოდ დახატულია :) ზუსტად 3 წინადადება ეწერა:
გამარჯობა სალომე!
ბედნერი ვარ, რომ გაგიცანი.
... ეს, რომ თბილად იყო.
”ეს” იყო თავისი ხელით მოქსოვილი ულამაზესი ხელთათმანები, რომელსაც დღემდე ვატარებ...
10 comments:
უიმე რა ოხრობაა ეს სპამი, თან 6 ერთად :)))
ხოდა ვგიჟდები ვარიშკებზე, თითებიანი ხელთათმანები არ მევასება :))
და წერილი ძააან საყვარელია : ))
SWEET : )
აუ ეს 6 ერთად რა მოვიდა ვერ გავიგე :( ან რა ვუყო :( :( ხო მეც სიხარულსგან მე9 ცაზე ვიყავი ხელთათმანები რო ვნახე :)მართლა ორიგინალური იყო...
მშვენიერი საჩქარია,ლამაზი და თბილი (ორმაგად)
პ.ს. სპამის ასაცილებლად ან კომენტარების მოდერაცია ჩართე ან ციფრებიტ ვერიფიკაცია. უფ რა სიტყვებია, მომემტვრა ენა :D
:D:D:D მადლობა დიიიდიიი katiee ტორე გული გამისკდა მეთქი ეს ხალხი ვინაა ან რას მოითხოვს საზოგადოებისგანტქოოო (angel)
ნიიინ თან ეს ხელთათმანები იმიტომ არის ორიგინალური, რომ ცერა თითის გამოსაყოფი არ აქვს, ცერა ”შიშველია” :D დანარჩენი ოთხი ”შემოსილი” :D :D :D
Yeah, really sweet! (hug) :)
warmest present:)
ahaa, jacoo really really the warmest :)
რა თაკალელი ბლოგიაა... :უსერ:
ჩაგამატებ ჩემს ლინკებში..
მადოლი მააარ :) მეც აუცილებლად :)
Post a Comment