
Saturday, October 09, 2010
10.10.10

Wednesday, July 21, 2010
სათაური

ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ პოსტებზე სათაურის შერჩევა მიჭირს, იმიტომ, რომ მოუცლელზარმაცობის გამო რამდენიმე ამბის ჩაკვეხება მიწევს. მაშ ასე ვიწყებ ამბებს:
ბუსიკომ ქორბი მიყიდა, სამსუნგ ქორბი, არ მოგწყინდა ეგ ტელეფონიო მკითხა და სანამ ვუპასუხები გადაწყვიტა, რომ ახალი ტელეფონი უნდა მქონოდა. არ ვიცი როგორ უკიდეგანოდ გამიხარდა, იმ დღეს, რომ ესემესები ავკრიფე მაგდენი მგონი მობილურის ჩემს ხელთ არსებობის ისტორიაში არ ამიკრეფავს, მთელი 20 :))))
20 ივლისს ჩვენ სიყვარულს წელიწადი და შვიდი თვე შეუსრულდა, მოკლედ უკვე დიდია... დადის, დარბის და ტიკტიკებს :))))
შარშან ბებას ჯანმრთელობის გამო შეწყვეტილ რემონტს ვაახლებთ და ამჯერად იატაკს ”ემუქრება” გალაქვა, სწორედ ამიტომაც ვწერ ასეთ უხვსიტყვიან პოსტს სრულიად ცარიელ ოთახში. ჩემს ვარდისფერ ოთახში მხოლოდ კომპიუტერი და ორი ლეიბი ძევს :)))) ჩემთვის და სკვინაჩსთვის. არ ვიცი რამდენხანს გასტანს რემონტი, მაგრამ დღევანდელი ავეჯის გადატანა-გადმოტანის შემდეგ დავასკვენი, რომ უკვე მომწყინდა :)))
დიდი ხანია ვგეგმავ რეფორმას ჩემს ბლოგზე, მინდა პოსტები დავყო შემდეგ კატეგორიებად: პირადი, საინტერესო, სასარგებლო. იმედია რემონტის შემდეგ მოვახერხებ, ასევე ვგეგმავ ერთ მოდელზე პოსტის დაწერას სახელს და გვარს ჯერ არ დავასახელებ.
ასე მშრალად დავემშვიდობები მკითხველს არ ვიცი როდემდე, მაგრამ კეთილი სურვილებით :*
Monday, July 12, 2010
მეორე ცალი ნახევარი

არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვიხსენებ პირველ დღეს, პირველ შეფეთებას, პირველ დიალოგს და პირველ თვალებში ამოკითხულ ნაგულისხმევ ფრაზებს. ვიხსენებ და ყოველ ნაბიჯზე ვსვავ კითხვას რატომ?! განა პასუხები არ ვიცი? არა, არა, უბრალოდ ვცდილობ უფრო ღრმად ჩავიხედო იმ დღეებში, იქნებ სხვა პაუხი არსებობს და მე ვერ ვხედავ ჯერ, ან ვერ დავინახავ ვერასრდროს იმიტომ, რომ უბრალოდ მიყვარხარ! მაგრამ პასუხები ჯიუტად ერთი და იგივეა და გულიც ჯიუტად ჩქარდება ყოველ გახსენებაზე. ახლა, როცა გიცნობ თავიდან ბოლომდე, როცა უბრალოდ აღფრთოვანებული არ ვარ და ვიცი შენი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვიცი შენი ძლიერი და სუსტი წერტილები, ახლა ვუსვავ თავს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას: რატომ მიყვარხარ?..
... მიყვარხარ იმიტომ, რომ შენთან თავს მეორე ნახევრად არ ვგრძნობ, არ პირველად, არავითარი რიგირთობა, ვგრძნობ, რომ ვარ შენი მეორე ცალი ნახევარი, ვგრძნობ, რომ ერთი მთლიანის ორი ცალი ნაწილი ვართ...
...მიყვარხარ იმიტომ, რომ შენთან ერთად უფრო მეტი თავისუფლებაა და დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა და გადაწყვეტილების არჩევის შეუზღუდაობა, ვიდრე უშენოდ...
...მიყვარხარ იმიტომ, რომ შემიძლია ვიცინო, ვიკისკისო, ვიხარხარო, ვიტირო, ვიკივლო, ვიწივლო, ვიწუწუნო, გავბრაზდე, ნამდვილი ურაგანი დავატრიალო და შენგან მოვისმინო სიტყვები: "უბრალოდ არასდროს დაგავიწყდეს, რომ მიყვარხარ!"
...მიყვარხარ იმიტომ, რომ შენი გული და შენი მხარი არის ადგილი სადაც ჩემს თავს სამუდამოდ ჩამოვდებ ...
პ/ს სიყვარულის შემოწმების ჩემებური მაზოხისტური ტესტი მაქვს, როცა გამაბრაზებ, წარმოვიდგენ, რომ უბრალოდ არ არსებობ ჩემს ცხოვრებაში, წამებში ლოყები ცრემლებით მენამება და ასე ნიანგის ცრემლებით და აკანკალებული ნიკაპით გირეკავ... ბუსუ მე ხოოო მიყვარხარ! :*
Tuesday, July 06, 2010
1.2.3.4...

Friday, May 28, 2010
წყალი ჩვენი არსობისა

- 2%-ით წყლის უკმარისობა იწვევს უხასიათობას.
- 6-8%-ით _ გულის წასვლა.
- 10%-ით _ ჰალუცინაციები და კომა.
- 15-25%-ით _ ორგანიზმში შეუქცევადი პროცესების დასაწყისია და იწვევს ადამიანის დაღუპვას.
Sunday, May 23, 2010
კვირაა
რა ქნას? როგორც შეუძლია ისე გადაწყვიტა აღეზარდა ბავშვი. აქ დაცვაა მაგარი პრიკოლი :))Monday, May 17, 2010
სქოლიოზიანი ემბრიონი!..
- ვნახე ჩემი ბიძაშვილი და მისი შეყვარებული
- ვნახე ნათლიის შვილი და მისი შეყვარებული
- ვნახე ძველი კურსელები


Sunday, May 16, 2010
ისევ ფილმები


Wednesday, May 12, 2010
unicard

Sunday, May 09, 2010
Coraline

- უნდა იცნობდე ლიკას
- პირველად მასთან უნდა უყურო სარდაფში
- თან თორმეტი საათის მოახლოების უნდა გეშინოდეს კვახად გადაქცევის შიშით
Friday, May 07, 2010
დათაგულთა კლუბიდან :)

Wednesday, May 05, 2010
Top 10 (Men)








Sunday, May 02, 2010
Shopaholic

Thursday, April 29, 2010

Sunday, April 25, 2010
ჰმ, რადგან კვირაა
Wednesday, April 14, 2010
while i was away :)
გადავწყვიტე ჩემი ”მანკიერი თვისება” _ საკუთარი ხელით თმის შესწორება, დამეძლია, რასაც 2 თვე ვებრძოდი და სკვინჩას ვთხოვე შესწორებინა ბოლოები... კი, კი შემისწორა, მისთვის თმის ბოლო დაახლოებით 15 სანტიმეტრია, ხოოოდა ჩემი საამაყო სიგრძის თმა რბილად, რომ ვთქათ დამოკლდა. მართალია აჩეხილი მქონდა, მაგრამ თმის სიგრძე აშკარად წელს ურტყამდა :( ახლა? ახლა მხრებს ქვემოთ მაქვს, წელიდან 15 სმ-ით ზევით :))) არც ისე მოკლეა, თუმცა არც გრძელი ეთქმის. მთელი დღე ადგილს ვერ ვპოულობდი, ჩემდა გასაკვირად ცვლილებამ კარგად იმოქმედა, დადებითად შევხვდი და დავიწყე ფიქრი კიდევ რა შემიძია შევცვალო. ბევრი ვიფიქრე თუ ცოოოოტა, გადავწყვიტე, რომ ”ჩოლკები” აღარ შემეჭრა და ასეთი გაზრდილი ფორმით სუუუულ ყველა მაქსიმალურად მარჯვნიდან მაქსიმალურად მარცხნივ გადამეტანა :)) სანამ სხვები შეამჩნევდნენ მე თვითონ ვეუბნებოდი ყველას და მევე ვეხმარებოდი აღტაცების გამოხატვაში კითხვით: ”მიხდება ხომ?!” მოლოდინით აღსავსე ჩემ სახეს მხოლოდ პასუხი ”კი” უბრუნებდა პირვანდელ მდგომარეობას, ხოოოდა მგონი გულწრფელები იყვნენ, არა?! მერე გადავწყვეიტე ისეთი ზედმეტი სახელები როგორიცააა ”ბალონკა”, ”პუდელი”, ”ბაბუაწვერა” და მისთ, და ხუმრობები ”შენ, რომ ჩემი მანქანიდან გადადიხარ ვაპილასოსებ, მანქანის ცასაც კი” (!) ან ”შენ, რომ თმას დაივარხნი/დაისწორებ ჩამოყრილი თმით კაცი ერთ კარგ პარიკს გააკეთებს” მომეშთო ჩემი ცხოვრებიდან და თმის ღერების გასამაგრებლად ”ხნა” (ქართულად მგონი ინი ქვია) დავიდე. მერე ისე შემეშინდა ფერი არ შემიცვალოს მეთქი (მერე რა, რომ უფერო ვიყიდე!) 15 წუთი გავიჩერე მხოლოდ, შედეგად _ არაფერი! ასე, რომ კიდევა ვაპირებ ამ... ჯერად წესების დაცვით!
Heigh-Ho
We dig dig dig dig dig dig dig in our mine the whole day through
To dig dig dig dig dig dig dig is what we really like to do
It ain't no trick to get rich quick
If you dig dig dig with a shovel or a pick
In a mine! In a mine! In a mine! In a mine!
Where a million diamonds shine!
We dig dig dig dig dig dig dig from early morn till night
We dig dig dig dig dig dig dig up everything in sight
We dig up diamonds by the score
A thousand rubies, sometimes more
But we don't know what we dig 'em for
We dig dig dig a-dig digSaturday, April 10, 2010
არ მომკვდარა, ცოცხალია :))
.jpg)
Friday, March 05, 2010
სანოტო დამწერლობა

Wednesday, March 03, 2010
თეოდორ ვასილევი
Monday, March 01, 2010
ახალი


Sunday, February 21, 2010
The legend of Zorro

Saturday, February 20, 2010
ტადაააააააააააამ

ჰეფი დაბ დღე თუ მი :))))
-გილოცავ!
-მადლობა!
-დიდი გოგო გაიზარდე!
-22 წლის მერე გოგონები სიმაღლეში ზრდას წყვეტენო ხოოოდა რა ვნქა ახლა უნდა დავკმაყოფილდე ჩემი 70 სმ-ით, მეტი იქით არააო :)
-კაი მაშინ დიდი გოგო გაიზარდე ჭკუთა და გონებით! გულში რაც კი ჩაგიფიქრებია ყველაფერი აგსრულებოდეს, როგორც პირად ცხოვრებაში ისე კარიერულ წინსვლაში!
-გაიხარე გაიხარე!
ესეც ასე საკუთარ თავს მივულოცე, წავალ ახლა ზარებს ვუპასუხებ :))))
Tuesday, February 16, 2010
ერმიტაჟი














