
10.10.10 ლამაზი თარიღია... რა შეიძლება მოხდეს 2010 წლის მეათე თვის მეათე დღეს? ალბათ ვიღაცა დაიბადება, დაიბადება და ისტორიაში შევა ახალი, რევოლუციური იდეებით, ან ახალი აღმოჩენებით. შეიძლება ცოტა შეშლილი და უდაოდ გენიოსი ფიზიკოსი გაჩნდეს, ან უდიდესი კოსმონავტი ახალი გალაქტიკების აღმომჩენ-დამპყრობი. მხატვარი? მუსიკოსი? ხომ შეიძლება უდიდესი კომპოზიტორი ან სულის შემძვრელი პუბლიცისტი, მწერალი დაიბადოს? ადამიანი რომელიც ისტორიის ფურცლებს დაიპყრობს, დიდი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, ან სულაც ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი პრობლემებით და მოკვდავური ბედნიერებით. შეიძლება წმინდანი დაიბადოს შეიძლება ავაზაკი, ყაჩაღი ქურდი, მკვლელი... მაგრამ ალბათ ვიღაც აუცილებლად დაიბადება და მისი დაბადებით ახლობლებს ღიმილს , სიხარულს და ბედნიერებას მოჰგვრის.
ხომ შეიძლება ამ დღეს ვიღაცა გარდაიცვალოს? ვინმე ცნობილი და საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანი? ან სულაც ჩვენთვის უცნობი, მაგრამ ჭირისუფალთათვის შეუცვლელი, ისეთი ვის გამოც ბევრი საღამო ბალიში დასველდება, ვის გამოც შავის გახდა გაჭირდება. შეიძლება ვინმე ღარიბი და უპატრონო მოხუცი გარდაიცვალოს, ან მდიდარი, ისეთი მდიდარი მემკვიდრეები დიდ ხანს რომ ელოდნენ... ამ დღეს ალბათ ვიღაც გარდაიცვლება და იქნება ცრემლი, თუდაც მოჩვენებითი...
ხომ შეიძლება ამ დღეს სამყარო შეიცვალო? ომები შეწყდეს, მსოფლიოში საყოველთაო მშვიდობა და მეგობრობა დამყარდეს ... ან სადმე ვულკანმა ამოხეთქოს, ან ბერმუდის სამკუთედი ჩაიძიროს და შავ ზღვაში კუნძული აღმოცენდეს. უდაბნოში წვიმა მოვიდეს, სტეპებში ორქიდეა აყვავდეს...
მე არ ვიცი რა მოხდება ამ დღეს სხვა ოჯახებში, სხვა ქალაქებში, სხვა ქვეყნებში, სამყაროში, მაგრამ მე ვიცი, რომ ვინები ბედნიერი და მომღიმარი, ჭშორფლიან ლოყებზე ჩამომიგორდება ცრემლები, სიხარულის და ბედნიერების, ვულკანიც იქნება, ისევ სიხარულის და ბედნიერების, ყვავილებიც იქნება და ტკბილი წუთებიც...
ეს დღე ხომ ჩემს მოგონებებში ჩემი ქორწილის დღედ დარჩება...
ბუს მიყვარხარ...
პ/ს ეს ყველაფერი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე დავწერე, მოვიდა დრო და ცრემლები არ წყდება. ძნელი ყოფილა ოჯახიდან მოწყვეტა, თუნდაც ისევ შენი ბედნიერებისთვის. სასაცილოა მეც არ მივდიოდე ქვეყნის დასალიერს... ძნელი ყოფილა... თურმე რა ტკბილი ყოფილა დედის ტატუქსვა, მამის გაჯიუტება სადმე გაშვებაზე და ჩემი სკვინჩს აბზუებული ცხვირი... ძნელი ყოფილა...
20 comments:
პირველ რიგში 10.10.10 მოხდება ის, რომ ლალენა პოსტს დაწერს :))
გათხოვდი? გილოცავ: ბედნიერება, ჯანმრთელობა და ათასი სხვა სიკეთე ;))
ვააააააიმეეეეეეეეეეეეეეეეეე
სალ გილოცავ
ბედნიერი იყავი ცამდე ცამდე ცამდე
ეე, ლალენ, რაღაც უცბად ისე გამეხარდა :))
გილოცავ და აი, სულ, სულ ბენდიერი იყავი რა :)))
გილოცავ, გილოცავ, გილოცავ გაბედნიერებას! :))
გამიხარდა რიდერში შენი პოსტი რომ დავინახე ^_^ <3
101010 და კიდევ უფრო მეტი სიხარული და ბედნიერება შენ, საყვარელო ლალენა!!!! ააააა, როგორ მიხარია :) ამ დღეებში სულ ქორწილებზე ვოცნებობდი და აი, ისიც =))
დიდ ბედნიერებას გისურვებ!!! ღმერთი გფარადეთ.. 10.10.10 მართლაც რომ რარაცნაირი საოცარი თარიღიააა.. გაიხარეთ =)
ha ha ra sakaifo tarigia :D iseti uceb rom ggaxsendeba da gadatvla ar dagchirdeba :D
vah
momilocavs :)))))
გილოცავ, გილოცაავ :* უდიდეს ბედნიერებას გისურვებ <3
ძალიან საყვარელი ხარ
Gilocav:)) chemi dzmishvili daibada 10 shi :))) mec mindoda damemtxvia Mara chemi Gogo jer tavs ipasebs:))
გილოცავთჩემო კარგებო,ყველა მიზნისთვის მიგეღწიოთ და ყველა სურვილი აგსრულებოდეთ,მიყვარხართ ძალიიიან,ახალი სტატუსით როდის უნდა გამომიაროთ?:)
გილოცავთ!!!
ბედნიერი იყავი ლალენა, ძალიან-ძალიან! :*
გამიხარდა ძალიან!
ამ შემოდგომით ჩემი ორი ნაცნობი ბლოგერი გაბედნიერდა :) მიხარია ეს ამბები
გილოცავთ!!!
ბედნიერი იყავი ლალენა, ძალიან-ძალიან! :*
გამიხარდა ძალიან!x2
saliii, gilocav chemo kargo, sul bednieri da gaxarebuli, sheyvarebuli yofiliyavi. gkocni bevrs !!!
გილოცავთ ჩემო კარგებო! ორივე ძალიან მიყვარხართ, ბედნიერები იყავით დიიდხანს დიდხანს :*:*:*
დაკარგავს არ გაპატიებთ რა საპატიო მიზეზიც არ უნდა გქონდეს :პ
მოდი რაა
მოგვიყევი როგორია დიასახლისობა :პ
სად ხარ შენ ?? : ((((
როდის პოსტი და როდის კომენტარი არა? ))
საუკუნე გავიდა რაც არ გვისაუბრია და ხანდახან მენატრება ხოლმე ის დრო. გილოცავთ ერთი წლის დაგვიანებით. უკვე სტაჟიანი დიასახლისი და მეუღლე ხარ და ალბათ ბლოგერობისთვისაც არ გცალია იქნებ პატარაც გყავთ უკვე, (ან ებ-ი) თუ ასეა კიდევ უკეთესი. . .მოკლედ, თუ ოდესმე შემოიხედავ და ამ პოსტს თუ რაც ქვია იმას წაიკითხავ ძალიან გამიხარდება. წარმატებებს და მარადიულ ბედნიერებას გისურვებ (ცოტა პათეტიურია მაგრამ მაინც :)
ბული წიე. ))
Post a Comment