
ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ პოსტებზე სათაურის შერჩევა მიჭირს, იმიტომ, რომ მოუცლელზარმაცობის გამო რამდენიმე ამბის ჩაკვეხება მიწევს. მაშ ასე ვიწყებ ამბებს:
ბუსიკომ ქორბი მიყიდა, სამსუნგ ქორბი, არ მოგწყინდა ეგ ტელეფონიო მკითხა და სანამ ვუპასუხები გადაწყვიტა, რომ ახალი ტელეფონი უნდა მქონოდა. არ ვიცი როგორ უკიდეგანოდ გამიხარდა, იმ დღეს, რომ ესემესები ავკრიფე მაგდენი მგონი მობილურის ჩემს ხელთ არსებობის ისტორიაში არ ამიკრეფავს, მთელი 20 :))))
20 ივლისს ჩვენ სიყვარულს წელიწადი და შვიდი თვე შეუსრულდა, მოკლედ უკვე დიდია... დადის, დარბის და ტიკტიკებს :))))
შარშან ბებას ჯანმრთელობის გამო შეწყვეტილ რემონტს ვაახლებთ და ამჯერად იატაკს ”ემუქრება” გალაქვა, სწორედ ამიტომაც ვწერ ასეთ უხვსიტყვიან პოსტს სრულიად ცარიელ ოთახში. ჩემს ვარდისფერ ოთახში მხოლოდ კომპიუტერი და ორი ლეიბი ძევს :)))) ჩემთვის და სკვინაჩსთვის. არ ვიცი რამდენხანს გასტანს რემონტი, მაგრამ დღევანდელი ავეჯის გადატანა-გადმოტანის შემდეგ დავასკვენი, რომ უკვე მომწყინდა :)))
დიდი ხანია ვგეგმავ რეფორმას ჩემს ბლოგზე, მინდა პოსტები დავყო შემდეგ კატეგორიებად: პირადი, საინტერესო, სასარგებლო. იმედია რემონტის შემდეგ მოვახერხებ, ასევე ვგეგმავ ერთ მოდელზე პოსტის დაწერას სახელს და გვარს ჯერ არ დავასახელებ.
ასე მშრალად დავემშვიდობები მკითხველს არ ვიცი როდემდე, მაგრამ კეთილი სურვილებით :*
9 comments:
რა თეთრია შენი ბლოგი )
გილოცავ ^_^
გილოცავ :) რა საყვარელია მოტიკტიკე და მორბენალი სიყვარული :*
რემონტი დამთავრების მერეა კარგი, მანამდე – ოი....... :))
გილოცავ.
20 სმს???? ვაიმე, მე 1 საათში ვაგზავნი მგონი მაგდენს. ძალიან მიყვარს მესიჯები.
ჰოო მესიჯების წერაზე მეც ვგიჯდებიი :))) :>> გილოცავ რემონტს და მალე დაგვიბრუნდები იმედიაა :-*
რამდენი ხანია შენთან არ შემომიხედავს. გამიხარდა, ყველაფერი კარგად რომ გაქვს! :*
მმ, არამარტო პოსტებს, სახელებს ვერაფერს ვერ ვარქმევ, ვერც ურთიერთობებს, ვერც მოვლენებს, და საერთოდ.
ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ისაა, რომ ჩემ შვილს ალექსანდრეს დავარქმევ როდესმე.
ხოოდა, კიდე რემონტები არ მიყვარს, ახალ ტელეფონს გილოცავ და სიახლეებს დაველოდები :)
ლალენა, ლალენა, მომენატრე :)
Post a Comment