Friday, October 31, 2008

little drop of ...


რამდენიმე სიტყვა...
გულში პაწაინა ჩხვლეტა...
ორი წვეთის ჭორფლიან ლოყაზე გაკვალული უმოკლესი გზა ნიკაპამდე...
ნიკაპთან შეხვედრა, ხელის ჩაჭიდება და ვარდნა უსასრულობაში...
გული?
აღარ ცემს, თითქოს გაჩერდა...
მძიმე სუნთქვის ხმა...

Friday, October 24, 2008

...


ნაცრისფერი დღე და ნაცრისფერი ხასიათი...
გაყინული ცხვირის წვერი და ფინჯანზე შემოხვეული გაყინული თითები...
ჩამოჩაჩული მკლავები და ბებოს მოქსოვილი თბილი თავშალი...
ცხელი სასმელის არომატი და სურნელი...
წყნარი მუსიკა და მინაბული თვალები...


მმმმ აგვიცივდა თბილის ქალაქში...

Tuesday, October 21, 2008

fragile piano


წარწერა ერთი გამჭვირვალე ადამინის ბლოგზე : Think you are in heaven, but you're living in hell... პასუხი:

_ hell is just a state of mind, so you are living anywhere you want... (cyb 231)
_ mmmm may be... (Lalena)


გუშინ თითქმის არ მეძინა, გვიანობამდე ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი და ბლოგზე ძველ პოსტებს ვკითხულობდი, უბრალოდ მინდოდა ჩემი თავი გვერდიდან დამენახა, როგორც სხვას ისე წამეკითხა... მერე სადღაც ზევით, მარჯვნივ წითელ ”კრესწიკს” მივაკლიკე, და მივხვდი, რომ ის რაც მინდოდა ვერ მოვახერხე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვაინ გავუყევი სიზმარეთის გზას კიდევ ერთხელ იმედის გასაცრუებლად, მაინც დიდხანს ვერ მოვახერხე დაძინება :( იმაზე ვფიქრობდი რაც ჩემმა მეგობარმა მითხრა, ვფიქრობდი ცხოვრებაზე, ადამინების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე, ნდობაზეც, სიყვარულზეც, ყველაფერზე, ვცდილობდი გამეგო რატო არ მესმის სხვების საქცელის, ნუთუ ჩემთვის ყველაფერი ზედმეტად ადვილია, მაშინ ის რაც ჩემთვის ადვილია სხვისთვის რატოა რთული... რატო ვფიქრობ მარტო მე ასე და რატო ფიქრობს სხვა უამრავი დანარჩენი ადამიანი ისე... ძალიან გავიხლართე ჩემსავე ფიქრებში და იქიდან დახსნის მცდელბაში ჩამეძინა კიდეც... დილით უაზრო ხასიათზე გავიღვიძე პირველი რაც გავიფიქრე ეს იყო სიტყვები ”იმდენად იდეალური, რომ ჩემთვის ვერ გიმეტებ”, მერე რიცხვი ამ სიტყვების წარმოთქმის, მერე შიში იგივეს განმეორების. ხო იქნებ ერთხელ არ მივაქცეიე ყურადღება, მეორეჯერ უბრალოდ ”მაწყობდა”, მესამეჯერ ვიგრძენი რაღაც შეცოდების მსგავსი, მაგრამ... აი მომდევნო ჯერზე ხომ შეიძლება პირიქით მოხდეს ყველაფერი, შემოტრიალდეს, მე თვითონ არ მინდოდეს?!. ;( do we really live in hell? არა ეს უკვე მეტისმეტია, არა ეს ფობია უკვე მართლა აღარ, უსამართლობა იქნება... ”just state of mind", მერე თითქოს მივხვდი, რომ მართლაც ასეა... სასწრაფოდ დავიწყე გონებაში ხელების ფათური, ჩემს სამყაროში შევიკეტე, ეს არის ერთი არასტანდარტული ოთახი სადაც უამრავი მოგონება აწყვია თაროზე, უამრავი ემოცა და შეგრძნებაა ჩარჩოში ჩასმული და კედელზე ჩამოკიდებული, სადაც ყველაფერი შუშისაა და მსხვრევადი, ძირს ნამსხვრევები ყრია გატეხილი იმედების, სადღაც კუთხეში crystal piano დგას...აქ ყველაფერი ისე არასტაბილური მომეჩვენა... სამყარო, რომელიც ხანდახან ისეთი უზარამზარია მე თვითონ ვიკარგები, ხანდახან აქ უამრავი ადამიანი ირევა, ხანდახან აქ მთელი მსოფლიო ეტევა, ხანდახან კი საშინლად ცარიელია, ხანდახან ისეთი პატარაა მეც ვერ მიტევს... ხოდა ერთ-ერთ თაროზე კიდევ ერთ ფრაზას გადავაწყდი, სულ ცინცხალს: Life is like a piano. What you get out of it depends on how you play it. ახლა კიდევ ახალი კითხვა დაბადა ამ ფრაზამ, მე როგორ ვუკრავ ნეტა ჩემი ცხოვრების მელოდიას?! ან რომელ მელოდიას ვუკრავ? ეს მელოდია მე შევარჩიე თუ შემირჩიეს? მინდა თუ მაიძულებენ? თუ მაიძულებს, ვინაა ან რატომ მაიძულებს? მოწონს როგორც ვუკრავ? მე თვითონ მომწონს? მერე გადავწყვიტე, რომ კლავიშებს რომლებსაც ვეხები ის ადამიანებია რომლებთანაც ვურთიერთობ, იქნებ მელოდიას არც ვუკრავ, იქნებ ჯერ ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ როცა გამას უკრავენ, ყოველი მომდევნო კლავიში ის უცნობი ადამიანია, რომელსაც მომავალში გავიცნობ, ხო ალბათ ასეა, ნეტა ჩემი გამა მაჟორულია თუ მინორული? მაჟორული? ალბათ ასე იმათ გონიათ ვინც ნაკლებად მიცნობს... მაშინ გამოდის მინორულია. რომელი მინურული ბუნებრივი? ჰარმონიული? თუ მელოდიური? აი ახლა უკვე დავიბენი :( არა რა შუაშია მუსიკის თეორია :@ უბრალოდ ყველაფერზე მინდა პასუხი... აი ახლა ძალიან მჭირდება პასუხი... არადა როგორ მტკივა თავი, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს, ეს თავის ტკივილი და უსაშველო დაღლა რატომ დამჩემდა ამ ბოლო დროს :( პასუხი, ხო პასუხი ალბათ მარტივია, ჩემი ცხოვრების გამა ქრომატიულია, მონაცვლეობით ავდვარ თეთრი კლავიშიდან შავ კლავიშზე, მერე ისევ თეთრზე ვრუნდები და ასე დაუსრულებლად, იმიტომ, რომ ახლა ვეცნობი ადამიანებს, ახლა ვეცნობი ცხოვრებას, ახლა ვეცნობი ურთიერთობებს და როცა გაცნობას დავასრულებ, როცა დავიმახსოვრებ ყოველ ბგერას, მის მაჟორულ თუ მინორულ ჟღერას მხოლოდ მაშინ დავუკრავ ჩემი ცხოვრების მელოდიას...


P.S. აი ახლა შევასრულებ დანაპირებს, ფიქრს შევეშვები და იქამდე დავუკრავ სანამ თითები არ მეტკინება...

Sunday, October 19, 2008

მიყვარს... არ მიყვარს...


მე მიყვარს, როცა მუსიკას ვუსმენ და ხელს არავინ მიშლის,
მიყვარს ჩემი სკვინჩა, მიყვარს დედიკო რომ ჯერ კიდევ ძილის წინ შუბლზე მკოცნის, მიყვარს მამიკო, რომ თავზე გადამისმევს ხელს და მეფერება...
მიყვარს თეო, ძალიან ძალიან, ყველა ნათესავი მიყვარს, ყველა მეგობარი...
მიყვარს მარუსია რომ სიხარულჩიკს მეძახის, ძალიან ძალიან თბილად
მიყვარს როცა მართალი ვარ და რასაც ჩავიფიქრებ გამომდის
მიყვარს ხალხს, რომ საჩუქრებს ვჩუქნი და ვახარებ
მიყვარს დილით ყლუპ-ყლუპობით დალეული ლიმნიანი ჩაი
მიყვარს ფანჯარის რაფაზე ჯდომა, გარეთ ყურება და არაფერზე და ყველაფერზე ფიქრი
მიყვარს ის გრძნობები რაც ნაცნობ ადამიანებთან მაკავშირებს
მიყვარს როცა იციან რა მიხარია
მიყვარს ნინა რიჩის სუნამოები, ყვავილები, სამაჯურები, სამკაულები, ბიჟუტერია,
მიყვარს ცა, დღეც, ღამეც, ზამთარში, ზაფხულში, დარში, ავდარში, სულ და ყოველთვის...
მიყვარს სეირნობა, ფეხით სიარული, უსასრულოდ...
მიყვარს შავი კატა, დიიიდი ძაღლი ჭკვიანი და დინჯი თვალებით, რომ იყურება...
მიყვარს იმ ადამინებთან ყოფნა ვისაც ჩემი ესმით და ვისთანაც კარგად ვგრძნობ თავს...
მიყვარს როცა ადამინები გულწრფელნი არიან ჩემს მიმართ...
მიყვარს მანქანა, სიჩქარე, ჩემი პრავა (არადა მანქანა არ მყავს :S ) კიდე მიყვარს ველოსიპედი და მოტოციკლეტი (არცერთის ტარება არ ვიცი), ცხენი მიყვარს კიდე (არადა ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ :S)
მიყვარს ტკბილეული, სასუსნავები, ყველაფერი გემრიელი...
მიყვარს ჩემი ტიფლისი, საქართველო და ქართველები,
მიყვარს კომპლიმენტებს, რომ მიკეთებენ, ყურადღებას, რომ მაქცევენ და კიდე ჩემი 2 ცალი ნამდვილი ფოტო :P
მიყვარს მსოფლიოზე გაბრაზებული რომ ვარ, მომწყინდება და სიცილს ავტეხ,
მიყვარს ხანდახან თავს, რომ ვისულელებ და სხვას ნერვებს ვუშლი, ცოტას, ბევრს არა გეფიცები,
მიყვარს ბილიარდის თამაში ინეტში, რეალურად არ გამომდის :S
მიყვარს ყველა და თითქმის ყველაფერი, მიყვარს სითბო, თითოეული გათენებული დღე, სიცოცხლე მიყვარს...

ვერ ვიტან გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხზე, რომ გადამივლიან,
ვერ ვიტან სახლის ტელეფონს და მის ზარს,
ვერ ვიტან, როცა მატყუებენ, გულს მტკენენ,
ვერ ვიტან წვნიან სადილებს, კიდე ბადრიჯანს, ვინ მოიგონა ერთი, რომ იჭმება, მთელი მსოფლიოს ბადრიჯანი უნდა ვაჭამო...
ვერ ვიტან სიცივეს...
ვერ ვიტან ლექციები 8:30ზე როცა მაქვს
ვერ ვიტან დაავადებულ ჩემს კომპს,
ვერ ვიტან ადამიანს, რომ გულს ვტკენ
ვერ ვიტან ბზუილს, ზუზუნს, რუტინას, უაზრო ხმაურს,
ვერ ვიტან ჩემი, რომ არ ჯერათ
ვერ ვიტან ლოდინს,
ვერ ვიტან იმედები, რომ მიცრუვდება...
ვერ ვიტან თვითკმაყოფილ იდიოტებს

ვერ ვიტან ატანას :D:D:D

Thursday, October 16, 2008

ესეც ჩანგი :)


ყველაზე ყველაზეეეეე





ეს არის ჩემ ცხოვრებაში ყველაზე გიჟური ნაბიჯი, აი ყველაზე ყველაზეეეე... არა ველოსიპედი არაფერ შუაშია (ტარება მაინც არ ვიცი :P ) აი ის რაც წითლად მოჩანს ის კიდევ თავშია, (უბრალოდ googleში უკეთესი ფოტო ვერ ვიპოვე) ჩემმა sistrikunaმ ისეთი საყვარელი ”პლაში” (ქართულად რა ქვია ვერ ვიხსენებ :s) მიყიდააააააა, ძალიან ძალიან ლამაზია, ყველაზე ლამაზი... მართალია მაღაზიაში ფეხების ბაკუნი დავიწყე შავი მიყიდე თუ მყიდულობთქო (შავი ფერი ჩემი უსაყვარლესია, თითქმის ყველაფერს შავს ვყიდულობ), ხოოოდა ნინომ ერთი ამხედა-ჩამხედა და აქეთ მოჰყვა ფეხების ბაკუნს წითელს გყიდულობ მხოლოდოოოო...



დღეს ყველაზე დღეა, იმიტომ, რომ რამდენიმე საათში ჩემ სკვინჩას აეროპორტში წავიყვანთ და გავაცილებთ, გერმანიში მიდის სიმებიანი საკრავების ფესტივალზე (ჩანგზე უკრავს, ძველი სვანური საკრავია, შვილმკვდარმა მამამ შექმნა, რომ დაეკრა ხოლმე და გარდაცვლილი შვილი მოეგონებინა. სურათს დავდებ )... ბალინგენში და შტუდგარტში ტარდება ხოლმე 4 წელიწადში ერთელ...


მართალია მალე ჩამოვა, მაგრამ უკვე ვგრძობ, რომ მომენატრება, ჩემი სიხარული, ჩემი სკვინჩა, ჩემი ყველაზე ყველაზე დაიკოოო...

P.S. i love my sistrikuna :*





Tuesday, October 14, 2008

HAPPINESS


ბედნიერება — სულიერი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანში. ბედნიერების გამომწვევი ზოგადი მიზეზებია ყოფიერების პირობებით, ცხოვრების შინაარსიანობით, საკუთარი მიღწევებით შინაგანი კმაყოფილება. მის საწინააღმდეგო მდგომარეობად ითვლება უბედობა, რომლის ნიშნებად ძველბერძნული ფილოსოფიის დროებიდან ითვლება მოუსვენრობა, რომელით, თავის მხრივ აუცილებელი პირობაა რაიმე მოქმედებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. (ვიკიპედია)


სიტყვა ”ბედნიერება”, ალბათ ერთ-ერთია რომლის ახსნა, ზუსტი განმარტება, ვერავინ შეძლო, თუმცა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველამ განიცადა... არ არის მთავარი ახსნა ან განმარტო ბედნიერება, მთავარია შეიგრძნო... არ არსებობს ბედნიერების ფორმულა, არც ჯადუსნური რეცეპტი არსებობს, ვერც მოითხოვ, ვერც იყიდი ბედნიერებას... უბრალოდ ზოგჯერ კარგად უნდა გაახილო თვალები იქნებ სულ ახლოსაა, შენს გვერდითაა, მთავარია შეამჩნიო. ყველას აქვს რთული მომენტი ცხოვრებაში, გადაღლის და ერთფეროვნების... თუმცა იმაზე ვიფიქროთ, რომ მე მაგალითად ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ახლა ამ წუთას ცოცხალი ვარ და შემიძლია ვწერო აქ, რამდენიც მინდა რაზეც მინდა და ვწერ, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ახლა ჩემ მეგობარს ველაპარაკები, რომ ვარ ბედნიერი, რომ ბედნიერება ყველაფერია, არა მეტერია არამედ შეგრძნება, იმის რომ გვყავს მეგობრები, საყვარელი ადამინები, ისინი ვიზეც გული შეგვტკივა ვისაც ჩვენზე შეტკივა გული, ისინი ვისი სიხარულიც გვიხარია და ვისაც ჩვენი სიხარული უხარია... ბედნიერებაა ყველა შეგრძნება რასაც ამ ქვეყნად განვიცდით, ბედნიერება ეს უბრალოდ ცხოვრებაა... ერთი ძველი ესპანური გამონათქვამი არსებობს: არავინ იცის საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, მთავარია გზაში ვიყოთ ბენიერნი :)


ასე, რომ ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და წინ ბედნიერებისკენ, ცხოვრებისკენ...

Sunday, October 12, 2008

Barfuss


აი ახლა ისე სავსე ვარ ემოციებით, ერთი ნაცრისფერი და ზედმეტად ჩვეულებრივი დღე მგონი ისე მთავრდება, რომ დავიწყებას ძალიან შორეული პერსპექტივით გადაეცემა... სულ შემთხვევით ჩავრთე ტელევიზორი და ერთ-ერთ არაქართულ არხზე აღმოვაჩინე barefuss. ჩემი უსაყვარლესი ფილმი... აუ იგივე ემოცია, იგივე შთაბეჭდილებების ქვეშ ყოფნა პირველად, რომ ვუყურე... უმაგრესი პერსონაჟები ყავს ამ ფილმს... აუ თან ლაილას ჩემსავით (ალბათ მე ლაილასავით აჯობებდა მეთქვა) ბევრი ხალი აქვს ხელზე... ჰმ, თან რამდენჯერ გამიფიქრებია შუა ქალქში: აი, ახლა ავდგები ფეხზე გავიხდი და შიშველი ფეხით გავტანტალდებითქო... აუ არა, არა, არ იფიქრო, რომ ჩემს თავს სადღაც, ვიღაცაში ან რაღაცაში ვეძებ, უბრალოდ ძალიან ვგავართ ერთმანეთს მე და ლაილა, ერთი რაც განგვასხვავებს ისაა, რომ მე თავის მოკვლა არათუ მიცდია, არც მომნდომებია (shake) ... მმმმმმმმ მიყვარს, მიიყვარს, მართლა ძალიან მიყვარს...

Tuesday, October 07, 2008

არც არაფერი...


ჩემს საყვარელ საქმიანობას ვეწეოდი, ანუ გუგლში ვეძებდი, მე თვითონაც არ ვიცი რას და სულ შემთხვევით გადავაწყდი ამ სუპერ ჰიპერ თანამედროვე როიალს :)))))))




P.S და კიდევ ამ ბოლო დროს ავიკვიატე:


Life is like a piano. What you get out of it depends on how you play it.
- Tom Lehrer

Sunday, October 05, 2008

ბოდიში, რომ მოვუხადო???


DIEDERICHS FRERES


ST PETERSBOURG


1810



რამდენი ხანია თავი არ ამხიხდია და ეს სიტყვები არ წამიკითხავს... რამდენი ხანია თითიები არ დამიდია და არ შევხებივარ კლავიშებს, თეთრს და შავს, ფერებს... ცხოვრებას, რომ ვყოფ იმ ფერებს... რამდენი ხანია არ ჩამიხედავს იმ საოცარ რვეულში ბგერები, რომ სიმბოლოებად აქვს ქცეული... რამდენი ხანია კარებები არ გამომიკეტავს და დავრჩენილვართ მარტო მე და ჩემი როიალი ბგერების სამყაროში... რამდენი ხანია არ წარმომიდგენია, როგორ ქმინდნენ ჩემს როიალს ძველად, ძალიან ძალაინ დიდი ხნის წინათ, რომ მასზე გამუდმებით ეკრათ... რამდენი ხანია? იმედნი, რომ თქმაც კი მრცხვენია :(


ახლა უკვე მეშინია, მეშინია, რომ არ მაპატიებს, რომ არ მიმიღებს, რომ აღარ ვჭირდები... რომ ვეღარ გავბედავ დაკვრას, რომ თითები აღარ დამემორჩილება, რომ იმის მაგივრად ადრინდელივით სიამოვნება მივიღო, ცდას კრახით დავამთავრებ, სრული დაცემით... არა იმის ილუზია არც მაქვს, რომ ადრინდელი ტექნიკა მექნება, რომ ისეთი შესრულებით დავუკრავ, როგორც ძველად, ან ისევ ცრემლს დავინახავ მსმენელის თვალში... მინდა დავუკრა, მარტომ, არავინ მისმინოს, იმიტომ რომ ეშინია იმის ვინც მომისმენს, მეშინია იმის რასაც მეტყვის, მეშინია იმის, რომ ვიტყვი ვუკრავდი ერთ დროს, ახლა კი... და მაინც ყველაზე ძალიან იმის მეშინია, რომ როიალი არ მაპატიებს, არ მაპატიებს საათობით მასთან გატარებული დროის წარსულად ქცევას...

Thursday, October 02, 2008

i missed you


2 კვირა ჩემი კომპი ჩემს კომპს არ გავდა და შესაბამისად მე ჩემს თავს :( რა აღარ გავაკეთე, დავასიე საუკეთესო ექიმბაშები და აჰა, გაახილა თვალი და ახლა უკვე ჯანზეა :P უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ 2 კვირაა ჩემს საკუთარ ბლოგზე არ ვყოფილვარ, ხოდა მომენატრა აქაურობა, კიდევ თქვენი კმენატარები მომენატრა, კიდევ თქვენი პოსტები, ყველა ვინც სულ შემთხვევით ჩემს ბლოგზე აღმოჩნდა ხოლმე, თავლს გადაავლებდა ჩემი სიტყვების გროვას, გაიღიმებდა ან მოიწყინდა, კომენტარს დატოვებდა ან არა, თუ არ ჩათვლიდა საჭიროდ... რაღაც ემოციას მაინც გამოხატა, თუნდაც ჩუმად თავისთვის, გულში... მე უფრო გამიხარდება თუ დადებითი ემოციით მიაკლიკებთ ხოლმე სადღაც ზევით, მარჯვნივ, წითელ ”კრესწიკს”... ( ზედმეტად ამბიციური ვარ?) . მიუხედავად იმისა, რომ გიგანტური ასოებით მიწერია think you are in heven, but you're living in hell-თქო, ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში გარდა შავი და თეთრი ფერისა არსებობს კიდევ ერთი ფერი... ნაცრისფერი...

მოკლედ, ძალიან მომეატრეთ და ველქამ ჩემს განახლებულ ბლოგზე (რომლიც რა თქმა უნდა ნინოს დამსახურებაა :* )