
DIEDERICHS FRERES
ST PETERSBOURG
1810
რამდენი ხანია თავი არ ამხიხდია და ეს სიტყვები არ წამიკითხავს... რამდენი ხანია თითიები არ დამიდია და არ შევხებივარ კლავიშებს, თეთრს და შავს, ფერებს... ცხოვრებას, რომ ვყოფ იმ ფერებს... რამდენი ხანია არ ჩამიხედავს იმ საოცარ რვეულში ბგერები, რომ სიმბოლოებად აქვს ქცეული... რამდენი ხანია კარებები არ გამომიკეტავს და დავრჩენილვართ მარტო მე და ჩემი როიალი ბგერების სამყაროში... რამდენი ხანია არ წარმომიდგენია, როგორ ქმინდნენ ჩემს როიალს ძველად, ძალიან ძალაინ დიდი ხნის წინათ, რომ მასზე გამუდმებით ეკრათ... რამდენი ხანია? იმედნი, რომ თქმაც კი მრცხვენია :(
ახლა უკვე მეშინია, მეშინია, რომ არ მაპატიებს, რომ არ მიმიღებს, რომ აღარ ვჭირდები... რომ ვეღარ გავბედავ დაკვრას, რომ თითები აღარ დამემორჩილება, რომ იმის მაგივრად ადრინდელივით სიამოვნება მივიღო, ცდას კრახით დავამთავრებ, სრული დაცემით... არა იმის ილუზია არც მაქვს, რომ ადრინდელი ტექნიკა მექნება, რომ ისეთი შესრულებით დავუკრავ, როგორც ძველად, ან ისევ ცრემლს დავინახავ მსმენელის თვალში... მინდა დავუკრა, მარტომ, არავინ მისმინოს, იმიტომ რომ ეშინია იმის ვინც მომისმენს, მეშინია იმის რასაც მეტყვის, მეშინია იმის, რომ ვიტყვი ვუკრავდი ერთ დროს, ახლა კი... და მაინც ყველაზე ძალიან იმის მეშინია, რომ როიალი არ მაპატიებს, არ მაპატიებს საათობით მასთან გატარებული დროის წარსულად ქცევას...
5 comments:
ჰმმ
თუ გაქვს ნიჭი რომ დაუკრა, აუცილებლად უნდა დაუკრა :))) გაპატიებს :))
დაუკარი! სასწრაფოდ დაუკარი!
სანამ თითები არ გეტკინება, მანამდე!
მაგაზე კარგი რა უნდა გააკეთო? :”>
აგერ, გვერდზე პიანინო მიდგას და მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ დაკვრა მცოდნოდა და ხანდახან ჩემით ვხლაფორთობდი ხოლმე რაღაცებს, მაგრამ ვინ იცის რამდენია წელია ხელი აღარ მიხლია... ახლა გიტარის ყიდვას ვაპირებ და მერე ხელიდან ვერ გამაგდებინებენ :D
მეც . . .
P.S. ძალიან კარგი ინსტრუმენტია დაუბრუნდი და აღარ მიატოვო.
ვდებ ფიცს, რომ მანამ დავუკრავ სანამ თითები არ მეტკინება, დავუბრუნდები და აღარ მივატოვებ და ”ვაიძულებ” მაპატიოს... მადლობა ყველას რჩევისთვის (angel)
ეჰჰ, ნეტა მე შემეძლოს დაკვრა... გახსოვს სალ ბავშვობაში როგორ ვწვალობდი, ერთი რაგაცის დაკვრა მასწავლა მამიდამ და ისიც თუ ნასწავლი იყო კიდე :D დღემდე ვსაყვედურობ მშობლებს მუსიკაზე რომ არ მატარეს :(
როიალი კიდე უეჭველი გაპატიებს, საქართველოა ხო იცი და ნაცნობობით ყველაფერი გამოვა :D:D
Post a Comment