Sunday, October 19, 2008

მიყვარს... არ მიყვარს...


მე მიყვარს, როცა მუსიკას ვუსმენ და ხელს არავინ მიშლის,
მიყვარს ჩემი სკვინჩა, მიყვარს დედიკო რომ ჯერ კიდევ ძილის წინ შუბლზე მკოცნის, მიყვარს მამიკო, რომ თავზე გადამისმევს ხელს და მეფერება...
მიყვარს თეო, ძალიან ძალიან, ყველა ნათესავი მიყვარს, ყველა მეგობარი...
მიყვარს მარუსია რომ სიხარულჩიკს მეძახის, ძალიან ძალიან თბილად
მიყვარს როცა მართალი ვარ და რასაც ჩავიფიქრებ გამომდის
მიყვარს ხალხს, რომ საჩუქრებს ვჩუქნი და ვახარებ
მიყვარს დილით ყლუპ-ყლუპობით დალეული ლიმნიანი ჩაი
მიყვარს ფანჯარის რაფაზე ჯდომა, გარეთ ყურება და არაფერზე და ყველაფერზე ფიქრი
მიყვარს ის გრძნობები რაც ნაცნობ ადამიანებთან მაკავშირებს
მიყვარს როცა იციან რა მიხარია
მიყვარს ნინა რიჩის სუნამოები, ყვავილები, სამაჯურები, სამკაულები, ბიჟუტერია,
მიყვარს ცა, დღეც, ღამეც, ზამთარში, ზაფხულში, დარში, ავდარში, სულ და ყოველთვის...
მიყვარს სეირნობა, ფეხით სიარული, უსასრულოდ...
მიყვარს შავი კატა, დიიიდი ძაღლი ჭკვიანი და დინჯი თვალებით, რომ იყურება...
მიყვარს იმ ადამინებთან ყოფნა ვისაც ჩემი ესმით და ვისთანაც კარგად ვგრძნობ თავს...
მიყვარს როცა ადამინები გულწრფელნი არიან ჩემს მიმართ...
მიყვარს მანქანა, სიჩქარე, ჩემი პრავა (არადა მანქანა არ მყავს :S ) კიდე მიყვარს ველოსიპედი და მოტოციკლეტი (არცერთის ტარება არ ვიცი), ცხენი მიყვარს კიდე (არადა ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ :S)
მიყვარს ტკბილეული, სასუსნავები, ყველაფერი გემრიელი...
მიყვარს ჩემი ტიფლისი, საქართველო და ქართველები,
მიყვარს კომპლიმენტებს, რომ მიკეთებენ, ყურადღებას, რომ მაქცევენ და კიდე ჩემი 2 ცალი ნამდვილი ფოტო :P
მიყვარს მსოფლიოზე გაბრაზებული რომ ვარ, მომწყინდება და სიცილს ავტეხ,
მიყვარს ხანდახან თავს, რომ ვისულელებ და სხვას ნერვებს ვუშლი, ცოტას, ბევრს არა გეფიცები,
მიყვარს ბილიარდის თამაში ინეტში, რეალურად არ გამომდის :S
მიყვარს ყველა და თითქმის ყველაფერი, მიყვარს სითბო, თითოეული გათენებული დღე, სიცოცხლე მიყვარს...

ვერ ვიტან გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხზე, რომ გადამივლიან,
ვერ ვიტან სახლის ტელეფონს და მის ზარს,
ვერ ვიტან, როცა მატყუებენ, გულს მტკენენ,
ვერ ვიტან წვნიან სადილებს, კიდე ბადრიჯანს, ვინ მოიგონა ერთი, რომ იჭმება, მთელი მსოფლიოს ბადრიჯანი უნდა ვაჭამო...
ვერ ვიტან სიცივეს...
ვერ ვიტან ლექციები 8:30ზე როცა მაქვს
ვერ ვიტან დაავადებულ ჩემს კომპს,
ვერ ვიტან ადამიანს, რომ გულს ვტკენ
ვერ ვიტან ბზუილს, ზუზუნს, რუტინას, უაზრო ხმაურს,
ვერ ვიტან ჩემი, რომ არ ჯერათ
ვერ ვიტან ლოდინს,
ვერ ვიტან იმედები, რომ მიცრუვდება...
ვერ ვიტან თვითკმაყოფილ იდიოტებს

ვერ ვიტან ატანას :D:D:D

7 comments:

jaco said...

აჰაა, რამდენი რამე გავიგეთ უკვე ამ პოსტით შენს შესახებ:)
ღმერთმა სულ ის მოგცეს რაც გიყვარს;)

Anonymous said...

ჰმ
სიყვარული სჯობნის აშკარად :მო:

Lalena said...

დიიიიიიიიიიიიდი დიიიიიიიიიიდი მადოლი მიროოო, შენც აუცილებად :)

ხო მელია აშკარად და მიხარიასავით (angel)

Anonymous said...

"ვერ ვიტან თვითკმაყოფილ იდიოტებს"


წავალ თავს მოვიკლავ :თავისმოკვლა:

perfect stranger said...

ეეე, მართლა გიყვარვააარ? :O :D

მეც მიყვარხარ ჩემი ფლუთუსაააა:*

Lalena said...

deka :)))))) შენ რა გინდა დარჩენილი ცხოვრება სინანულში გავატარო? :D noway :)))))))


PERFECT STRANGER
შენ რა ეჭვი გეპარებოდა ძმაოოო? :))))))))))))

perfect stranger said...

ara nodar shemogevlos shakos tavi :D:D:D:D:D