მე ვეღარ გაგაცნობთ ჩემს ბებიას... იმიტომ, რომ მოსწყინდა ჩვენთან ყოფნა და გაფრინდა... ალბათ ბაბუ მოენატრა, თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე ბაბუ...
მე ვერ გაგაცნობთ ჩემს ბებიას, აღარც სოფელში ფუსფუსებს და აღარც თბილისში წევს ოთხ კედელში გამოკეტილი ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ არეული... ალბათ მოსწყინდა წოლა და გაფრინდა... ალბათ ბაბუ მოენატრა, მისი გამაკერპებელი, მისი გამაღმერთებელი და ყველაზე მზრუნველი...
მე ვეღარ გაგაცნობთ ჩემს ბებიას, გაფრინდა და ახლა მხოლოდ ფოტოებიდან იღიმის, ფოტოებიდან მიყურებს და ხმას არ იღებს, ახლა აღარ აქვს თვალები საგნების მიღმა მიშტერებული, აღარც დიაბეტი აწუხებს, აღარც წნევა, აღარც სინათლედაკარგულია, აღარც უმწეო, აღარც კვნესა ისმის მისი ოთახიდან, არც ტკივა, აღარ ტკივა... ალბათ დაღალა ტკივილმა და ბაბუასთან გაფრინდა, მის მკლავს შეეფარა...
ბევრ რამეზე მტკივა გული, ძლიან მტკივა, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე, რომ უტკბილესი ხმა სოფელში ჩასვლისას აღარ შემომესმება: "ჩამოხვედი დედა?"...
პ/ს რა საოცრებაა ბაბუა, რომ გარდაიცვალა 07.07.07 იყო და მისი მეუღლე, ბებია კიდევ 11.11.11 ...
Friday, December 02, 2011
Wednesday, November 09, 2011
არ ვიცი რატომ, მაგრამ უბრალოდ მინდოდა მომეყოლა
ერთი წელი გავიდა... და ცოტა მეტი... ხოოოდა ეს ბოლო პერიოდი სულ მინდოდა დამეწერა რამე და რაღაც ვერ ვაბავდი თავს, იმიტომ რომ ერთი წელი გავიდა რაც არ დამიწერია, იმიტომ რომ არც არასდროს ვთვლიდი, რომ კარგად ვწერდი, კიდევ იმიტომ, მერე ამიტომ და ბოლოს მივხვდი, რომ ბლოგზე ჩანიშნული მოგონებები უფრო დეტალურია და შესაბამისად გასახსენებლად უფრო მძაფრი ვიდრე საკუთარ გონებაში. საწყენია, მაგრამ ფაქტია, მაგრამ არა, არ არის საწყენი, რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება ჩანიშნული ჩემი ცხოვრების პატარა ფრაგმენეტები თუ ისინი არ იქნებიან განწირულნი დასავიწყებლად :) ხოოოოდა არ მაქვს პრეტენზია (და არც არასდროს მქონდა), რომ ჩემი რიგითი პოსტი რაიმენაირად ზედსართავი სახელის ღირსი გახდება, მაგრამ რაც მთავარია ჩაინიშნება :)
მაშ ასე პირველ რიგში არ მინდა ქორწილი აღიქმებოდეს როგორც ზღაპრებშია დასასრულად სიტყვებით "და ცხოვრებდნენ ერთად დიდხანს და ბედნიერად"... ქორწილი არ არის დასასრული, პირიქით დასაწყისია. ქორწილის მერე თაფლობის თვეა, ნუ ჩემს შემთხვევაში კვირა :))) ქორწილის მერე ყოველი დილა იწყება ერთმანეთით, მერე მეტი სითბო, ზრუნვა და რაც მთავარია სიყვარულია. ხოდა მეც მინდა ეს დასაწყისი მოვყვე...
მოკლედ 10.10.10 ისეთი თარიღი გამოვდა, რომ სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებიდან (ვინც ხელი მოგვაწერინა) დაწყებული ბუსიკოს მეგობრებით დამთავრებული ყველა იმაზე გვიკაკუნებდა შეუძლებელია ეს თარიღი დაგავიწყდეს და ამიტომაც აირჩიეთ ალბათო. არ ვიცი რატომ ავირჩიეთ, შეიძლება მართლაც ამიტომ? არა ალბათ უფრო ბავშვური აკვიატება იყო, ჩემი ბუსიკოს ბავშვური აკვიატება.თვითონ ქორწილი ქალისთვის სასიამოვნოა თუნდაც იმიტომ, რომ ყველა გიღიმის და გეუბნება, რომ ლამაზი ხარ და ხედავ, რომ ყველა გულწრფელია (ალბათ? :D). როგორი პატარა და ვიწრო წრიანიც არ უნდა იყოს თეთრი კაბა და კომპლიმენტები მაინც თან გსდევს და მგონი ეს ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს.

მე პირადად გაიდიალებული მაქვს ჯვრისწერის ცერემონიალი, ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ის, რომ ამბინოზე უშვებენ ქალს და აღსავლის კართან მდგარს შეუძლია ხატს ემთხვიოს და სურვილი ჩაიფიქროს, მე პირადად ისეთ განცდებში ვიყავი, რომ არც კი მახსოვს რა სურვილი ჩავიფიქრე. კიდევ მომწონს პირველი ცეკვის ტრადიცია, მართალია ბუსიკომ სულ რაღაც 5-6 გაკვეთილში მოინდომა, საუბარია ქორწილამდე 2 კვირით ადრე პერიოდზე, შეესწავლა ცეკვაი იგი ქართული და ასევე კვადრატული ვალსი, მაგრამ საბოლოოდ მგონი ყველაფერმა მაინც კარგად ჩაიარა. არადა მომძვრა ყბა, რომ ცეკვაზე შევსულიყავით სულ მცირე 1 თვით ადრე, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. იმიტომაც იყო მერე, რომ პირველი წრის შემდეგ მე ვდირიჟორობდი სად წასულიყო და საითკენ შეეხვია :))) ვალსი? იქაც იყო ერთი პაწაწუნა შეცდომა, ვისი ბრალი იყო აღარ დავკონკრეტდები, მაგრამ ყოველშემთხვევაში იმის თქმა მინდოდა, რომ მთელი გულით ვცეკვავდი და ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ მეგონა ძირს არც კი ვდგამდი ფეხს. ვიცი, ბევრს იმიტომ არ უყვარს ქართული ტრადიციული ქორწილი, თამადის და ოღრაში ძიების გამო, გაუთავებელი სმის და კიდევ ბევრი მსაგვსი რამე-რუმეების გამო, ამიტომ შევეცადე ჩემი ქორწილი ყოფილიყო 2 განყოფილებიანი, პირველი ტრადიციული ნაწილი თამადით და გრძელი სადღეგრძელოებით, მეორე კი უკვე საჩვენო ნაწილი, წინასწარ შერჩეული მუსიკა შესაბამის აპარატურაში და წამებში აღარავინ იჯდა სკამზე. არ ვიცი როგორ გამომივიდა ექსპერიმენტი, მაგრამ ვიცი, რომ ყველა ასაკობრივმა ჯგუფმა იმხიარულა და მათ შორის ყველაზე მეტად მე :)
კიდევ, ქორწილში მიყვარს თაიგულის სროლა და ტორტის გაჭრა. თუმცა ჩემ ქორწილში რაღაც უკუღმართულად მოხდა, თაიგული გაიტაცეს დაქორწინებულებმა და ტორტი ისეთი არ იყო "ბელაში" რომ შევუკვეთეთ. ხალხო ბელას ტორეტებს არ ენდოთ იტყუებიან!!!! :)))))

პ.ს. გაგრძელება, მგონი იქნება :)

Subscribe to:
Posts (Atom)