Saturday, September 27, 2008
ისევ თოჯინები
Monday, September 22, 2008
Hold your dreams in open hands...

Emptiness says: თეეეე
PERFECT STRANGER says: ?
Emptiness says: რაზე ოცნებობ?
Emptiness says: აი ყველაზე პატარა
PERFECT STRANGER says: მეეე?
Emptiness says: და
Emptiness says: სულელური
PERFECT STRANGER says: ახალა, ამწუთას?
Emptiness says: ხოოო
Emptiness says: პირველი რაც მოგივა თავში
PERFECT STRANGER says: აი გავიხედავდი სადღაც პირდაპირ და ცოტა მარჯვნივ და სუფრა იყოს გაშლილი
PERFECT STRANGER says: D:
PERFECT STRANGER says: მაგრა მშია
PERFECT STRANGER says: :D
Emptiness says: :D :D :D :D;
Emptiness says: მაგარია
PERFECT STRANGER says: :D
PERFECT STRANGER says: :D
Emptiness says: და უფრო მაგარია, რომ გინდა და აგიხდება
Emptiness says: პატარა და სულელური
Emptiness says: აბა დიდი და დაგეგმილი იმდენად კარგი არააა
Emptiness says: აი პატარა და უაზრო ოცნება
Emptiness says: სასაცილო
PERFECT STRANGER says: შენ?
Emptiness says: მეეე?
Emptiness says: არ დამცინო ოღონდ
Emptiness says: :P
Emptiness says: მე წერილი მინდა, აი ნამდვილი კონვერტში ჩდებული, მარკიანი, დაწებებული და არა გადაკეცილი
Emptiness says: და იცი რააა?
Emptiness says: მჯერა ერთ დღეს კარზე კაკუნს გავიგებ და წერილს მივიღებ
PERFECT STRANGER says: კი აუცილებლად სალ
emptiness says: ნუ ვიცი არ მოხდება, მაგრამ
PERFECT STRANGER says: ;)
emptiness says: მჯერა ჩემთვის
PERFECT STRANGER says: :*
emptiness says: :)
emptiness says: :*
PERFECT STRANGER says: დამიჯერე მოხდება
PERFECT STRANGER says: უეჭველი მოხდება
emptiness says: ალბათ :)
P.S. 3:19:22 AM ალბათ ამ დროს უნდა ეთქვათ, რა დროს ოცნებაა წადი შვილო დაიძინეოო :)))))
Wednesday, September 17, 2008
Daddy's girl

აჰა, ისევ გვიანია და კომპთან ვზივარ, არადა ადრე ქათამვით ვიყავი, ნუ მთლად ქათამივით არა, მაგრამ ყოველღამე 1 საათისთვის პატიოსნად მივემგზავრებოდი სიზმარეთში, საიდანაც იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი ყოველ დილით რეალურ სამყაროში, მე ხომ სიზმრებს ვერ ვხედავ, ან უბრალოდ იშვიათად ვხედავ, უფრო სწორად ძააააააალიან იშვიათად, ისიც კი არ მახსოვს ბოლოს როდის და რა დამესზიმრა (ნუ ყველაზე მაგარი სიზმარი კი მახსოოვს, არც მეტი არც ნაკლები თავად Mick Jaggeri :D :D ) უბრალოდ ისე ვერ გავემგზავრებოდი კიდევ ერთი იმედგაცრუებისთვის სიზმარეთში, სანამ წამის მეასედებში გაფრენილ ფიქრებს არ დავიჭერდი და აქ არ მოვათავსებდიი :)
ზოგჯერ ადამიანებს რა მცირე რამ ჭირდებათ, იმისთვის რომ თავი ბედნიერად იგრძნონ, მაშინ ვფიქრობ ხოლმე ნუთუ ასეთი პატარაა ბედნიერება, არადა მისი შეგრძნება რამდენ ხანს გაგვყვება ხოლმეეეე... საღამოს ფორსაიტებს ”ჩავუჯექი”, ამ წიგნმა ძალიან ჩამითრია, აირინზე ჭკუა მეკეტება, მეც იმათ სამყაროში გადავდივარ, თან ისე ცახადად რამის ჩემი კაბის შრიალი მომესმას (shy) ხოდა ვკითხულობ როგორ უხმოდ და უგულოდ სხედან სავახშმოდ საგანგებოდ შეკრებილი ფორსაიტები, ვფიქრობ რა უსუსრია მათი მსაგვსი ადამიანები, რომლებიც ”მექანიკურად არსებობენ” და არ ცხოვრობენ, სასწრაფოდ დავხუჭე თვალები იმის დამსატკიცებლად, რომ მე ნადვილად ვცხოვრობ და პირველი რაც გამიელვა თავში ის იყო, რომ საშინლად მომინდა საზამთრო... ჯერ კიდევ დახუჭული მქონდა თვალები, როცა მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე, თვალები მანამ არ გამიხელია, სანამ ჩემს გვერდით, ჩემს საწოლზე, ჩამომჯდარი ადამიანის ხელი არ ვიგრძენი თავზე... კინაღამ გავგიჯდი მამიკო, რომ დავინახე დიიიიდი თეფშით 2 ჩანგლით და საზამთროთი ხელში :s ისე, როგორც ბავშვობაში მე და მამიკო ერთ თეფშიდან მივირთმევდით... არ მინდა ეს დღე დამავიწყდეს, არ მინდა ის ბედნიერება დამავიწყდეს, რაც იმ წუთას შევიგრძენი. i love my daddy...
Saturday, September 13, 2008
ყველაზე თბილი საჩუქარი :)

არაფერია ძველ ნივთებში ქექვაზე სასიამოვნო, რომელიც გაიძულებს უნებურად მივიწყებული მოგონებები გაიხსენო, უნებურად იმიტომ, რომ უამრავი ყოველდღიური ფიქრით გამოტენილი თავი მექანიკური არსებობისკენ გიბიძგებს, არადა ამ ქვეყნად იმიტომ გავჩნდით, რომ ვიცხოვროთ, ცხოვრება კი არაფერია თუ არა ტკბილი, თბილი ან ზოგჯერ მტკივნეული მოგონებები და შეგრძნებები... ხოდა დღევანდელი ასეთი ქექვისას წავაწყდი პაწაწუნა ფურცლის ნაგლეჯს, რომელიც 3 წლის წინ დაბადების დღეზე ერთმა მხატვარმა გოგონამ მაჩუქა (ერთად ვემზადებოდით ქართულში, აბიტურიენტები ვიყავით). წერილი, რომ მხატვრის დაწერილი ამას მალევე შეამჩნევდა ნებისმიერი, იმიტომ, რომ ყოველი ასო უბრალოდ დახატულია :) ზუსტად 3 წინადადება ეწერა:
გამარჯობა სალომე!
ბედნერი ვარ, რომ გაგიცანი.
... ეს, რომ თბილად იყო.
”ეს” იყო თავისი ხელით მოქსოვილი ულამაზესი ხელთათმანები, რომელსაც დღემდე ვატარებ...
Monday, September 08, 2008
შეჩერდი წამო, არა იმიტომ რომ მშვენიერი ხარ...

ასტროლოგიური ნიშნით თევზები ვარ, თუმცა თითქმის არასდროს ვკითხულობ პროგნოზებს, არ მჯერა, არა თან უნდა ნახო თვევზებზე რეებს წერენ, ბოლო რომაა ფანტაზიის უნარი უმუხრუჭდებათ და საშინელებებს წინასწარმეტყველებენ, თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს... უბრალოდ გამახსენდა, ადრე წავიკითხე თევზები სულ დაღლილები არიანო, დაბადებიდანო... აი ასეთი სიმართლე იშვიათად, რა ვქნა მართლა ასეა... აი ახლაც დაღლილი ვარ, დაღლილი ვარ იმით, რომ რატომღაც მე უნდა მესმოდეს ყველასი და ჩემი არავის, დავიალე, რომ მარტო მე მიყვარს ყველა გულწრფელად და მარტო მე შემტკივა ყველაზე გული, დავიღალე რომ ყველას ტკივილი მტკივა, დავიღალე იმით, რომ ჭკვიანი და დამჯერე გოგო ვარ, დავიღალე იმით რომ ყველას ანგრარიშს ვუწევ, დავიღალე რომ ჩემგან ძაან ბევრი ადამიანი მოითხოვს, დავიღალე იმით რომ უამრავი ჭკუის დამრიგებელი მყავს და ყველას უნდა დავუჯერო, დავიღალე რომ უნდა გადამიწყვიტონ, დავიღალე იმითაც, რომ ჩემ ოთახს ჩასაკეტი არ აქვს და ყველა აქ შემორბის მაინცდამაინც მაშინ, როცა სიმყუდროვე მჭირდება, დავიღალე იმით რომ 20 წელია ყველაფერს იდეალურად და სწორად ვაკეთებ, დავიღალე, რომ სხვის აზრზე ვარ დამოკიდებული, დავიღალე, რომ სამყარო ორ ფერადაა გაყოფილი, თეთრად და შვად, თეთრი ფერი არასოდეს მიყვარდა... დავიღალე, რომ გაბრაზებული ვარ, დავიღალე იმით, რომ მსოფლიოზე გაბრაზებულმა ფანჯრის რაფაზე უნდა ავძვრე და ფარდის უკან დავიმალო, ნაუშნიკები შევიტენო და ძალიან ძალიან ხმამაღლა ვუსმინო მუსიკას სანამ სიბრაზე არ გამივლის, დავიღალე იმითაც, რომ ამ ყველაფერს 5 წუთი ჭირდება და მერე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ მუსიკისგან... დავიღალე იმითაც, რომ თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვერაფერს ვუხერხებ, ვერც უკან ვაბრუნებ და ვერც ვაკავებ, რომ არ გადმომცვივდეს, იმითც დავიღალე ყველამ, რომ იცის 5 წუთი, რომ მჭირდება და იმ 5 წუთსაც, რომ არ მაცლიან... დავიღალე რომ ვერ ვწყვეტ ჩაი მინდა თუ ყავა... დავიღალე, რომ განვიცდი, ადვილად რომ მტკენენ გულს იმითაც დავიღალე, ფეთქებადი რომ ვარ და ემოციური იმითაც... ალბათ ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც... ცხოვრებით დავიღალე... დავიღალე წამები, რომ უსწრაფესად გარბის...ხოდა შენ თავხედო წამო, შეჩერდი, შეჩერდიმეთქი! არა იმიტომ, რომ მშვენიერი ხარ, უბრალოდ let me take a breath, სულ ცოტას დავისვენებ, გეფიცები 5 წუთი მჭირდება და მერე ისევ გამოგეკიდები, როგორც მილიარდობით ცოცხალი ადამიანი მოგსდევს დღეს, უბრალოდ შეჩერდი, უბრალოდ შეჩერდი...
Thursday, September 04, 2008
P.S.
Freckleface Strawberry

How autobiographical is the book?
A: When I was 7 (in Omaha), the other kids called me "Freckleface Strawberry." I hated it. But they were just calling it like they saw it, even when they said things like "You look dirty," and "Can I smell them?"
ხოოოდა, მეც ჩემი თავი გამახსენდა :) დაახლოებით ათი წლის ვიყავი ჩემი პატარა დის მეგობარი, რომ მოვიდა და მკითხა სახეზე რა გაცხიაოოო :( მაშინ მახსოვს ძალიან მეწყინა... საშინლად არ მინდოდა მქონოდა ეს ”აბეზარი” ჭორფლები... ჩემს კლასელებს მოსწონდათ, მე პირიქით, დიდი სიამოვნებით დავუთმობდი ნებისმიერს, რომელიც უაზროდ ბევრს მელაპარაკებოდა ვესნუშკებზე, მეგონა მეპირფერებოდნენ. არ მიყვარდა უცხო ადამიანები აღფრთოვანებით, რომ მიყურებდნენ და მეფერებოდნენ, ხოდა ვოცნებობდი, რომ მეც ”ჩვეულებრივი” ბავშვი ვყოფილიყავი... ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი და დიიიდი გოგო ვიქნებოდი კოსმეტიკური საშუალებებით დავმალავდი... ამასობაში წლებიც გავიდა და ერთ მშვენიერ დღეს, ზუსტად არ ვიცი რომელი იყო ის მშვენიერი დღე, მაგრამ მაინც, გადავწყვიტე, რომ სულაც არ მინდა ვიყო ”ჩვეულებრივი”, რომ სინამდვილეში ყველა ადამიანი არაჩვეულებრივია და გამორჩეული სხვისგან და რომ გულით უნდა გვიყვარდეს სწორედ ის რაც სხვებისგან გამოგვარჩევს. ასე შემიყვარდა ფრანგულ სილამაზედ აღიარებული ჭორფლი :) და კიდევ, ახლა სულ უფრო ხშირად მახსენდება, ლეგენდა, რომელიც ვიღაც მოხმუცმა ქალმა მომიყვა ბავშვობაში: შორეული სამეფოს პრინცი ბოროტმა ჯადოქარმა მოაჯადოვა და მზედ აქცია მილიონი წლის წინათ, ერთხელაც ციდან ულამაზესი გოგონა დაინახა და სხივებით ლოყები დაუკოცნა რის შემდეგაც გოგონას სახეზე ჭორფლები გაუჩნდა, ასე, რომ ჭორფლი მზის ნაკოცნს ნიშნავსოოოო, გამიღიმა და გაჩერებაზე ჩავიდა... :)
Tuesday, September 02, 2008
Famous quotes
Monday, September 01, 2008
Twist and Shout

აი ახლა უბედნიერესი ადამიანი ვარ, ყველაზე ბედნიერი, სულ ყველაზე... სკვიიინჩ გილოცავ :P დღეს ჩემი lovely sistrikunas დღაბადღების დღეა. 1 კვირა ვფიქრობdი რა მეჩუქებინა ისეთი, რომ საშინლად გახარებოდა და არასოდეს დავიწყებოდა. ბოლოს მოვიფიქრე რაგაც კოლაჟივით გამეკეთებინა და ჩარჩოში ჩამესვა. ნუ კოლაჟის გაკეთებაში ჩემი მეგობარი დამეხმარა, კიარადა თვითონ გააკეთა, აბა მე fotoshop-ში ბოთე ვარ :P (ასე, რომ კიიიიიიიდევ ერთხელ დიიიდი მადოლი მას, ის რომ არა ეს იდეა უბრალოდ ვერ განხორციელდებოდა). წინასადაბადების დღეო ფუსფუსი იყო მაგარი :D ჯერ კომპში დავმალე ეს სურათი საიდუმლო სახელით H2O, თან სულ ფაილის ფაილებში ჩავტენე. მეორე დღეს დაქალთან წასვლა მოვიმიზეზე და მივაკითხე ფოტოსამყაროს, სადაც ღიმილიანი სახით მაცნობეს, რომ სურათს ვერ დამიბეჭდავდნენ, იმიტომ რომ ვისაც უნდა დაებეჭდა უბრალოდ არ იყო, ბედის ირონიააა :( მერე დავყევი რუსთაველს ფეხით და თვალების ცეცბით და ბოლოს თავისუფლებაზე დამიჭედეს და მშვენიერ ჩარჩოშიც ჩამისვეს, არადა სანამ ასე მშვიდობიანად დამთავრდებოდა ჩარჩოს რჩევით დავქანცე ხალხი :))) სახლში დიიიიიდი პრობლემა მელოდა: სად დამემალა... გასაოცარი სისწრაფით გადავმალე კარადაში, ზამთრის განყოფილებაში სადაც 100%ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ნინოს არ მოაფიქრდებოდა შეჭყიტვა, რამდენი კარადას გამოაგებდა იმდენი მაკანკალებდა და მეთქი მოდი მე მოგიტან რაც გინდა, მე შერგიჩევ რაც ჩაიცვა, არა მანდ რა გინდა დააანებე თავი და ასეთი შეძახილები, ალბათ ფიქრობდა სულ გარეკა ამ ბავშვმაოო. ესეც 28 აგვისტოოო, ხოოოდა სანამ 1 სექტემბერი მოვიდა ცუდად გავხდი, თითებზე ვითლიდი წამებს და ახლოს არ ვაკარებდი არავის კარადას. ხოოოოდა დღეს ჩემი დის გაკვირვებული სახე არ დამავიწყდება კარადაში რომ შევძვერი უცბად, მერე რაგაც ჭრიჭინა რომ გამოვიგე და ყურებამდე გაგიმებულმა ცხვირწინ ავაფარე. სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, ჯერ ხელით სინჯავდა თუ გამოიცნობდა რა იყო, რო გაუჭირდა მერე კი გახსნა დაააააა.... ისე გაუხარდა, ისე გაუხარდა, აი არ ვიცი... არასდროს დამავიწყდება მისი თვალები, შეგრძნება, რომ ასე გავახარე. მართლა არ მეგონა ასე თუ გაუხარდებოდა, რომ ვიხსენებ ისევ ის გრძნობა მივლის ტანში... არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა "აიძულებ" ადამიანს გაუხარდეს, ბედნიერად იგძნოს თავი... არ ვიცი უბრალოდ ახლა მგონია, რომ ნინოზე მეტად მე გამიხარდა ის საჩუქარი მინდოდა ავმდგარიყავი და Twist and Shout...
P.S. i love my sistrikuna...


