Monday, September 01, 2008

Twist and Shout


აი ახლა უბედნიერესი ადამიანი ვარ, ყველაზე ბედნიერი, სულ ყველაზე... სკვიიინჩ გილოცავ :P დღეს ჩემი lovely sistrikunas დღაბადღების დღეა. 1 კვირა ვფიქრობdი რა მეჩუქებინა ისეთი, რომ საშინლად გახარებოდა და არასოდეს დავიწყებოდა. ბოლოს მოვიფიქრე რაგაც კოლაჟივით გამეკეთებინა და ჩარჩოში ჩამესვა. ნუ კოლაჟის გაკეთებაში ჩემი მეგობარი დამეხმარა, კიარადა თვითონ გააკეთა, აბა მე fotoshop-ში ბოთე ვარ :P  (ასე, რომ კიიიიიიიდევ ერთხელ დიიიდი მადოლი მას, ის რომ არა ეს იდეა უბრალოდ ვერ განხორციელდებოდა). წინასადაბადების დღეო ფუსფუსი იყო მაგარი :D ჯერ კომპში დავმალე ეს სურათი საიდუმლო სახელით H2O, თან სულ ფაილის ფაილებში ჩავტენე. მეორე დღეს დაქალთან წასვლა მოვიმიზეზე და მივაკითხე ფოტოსამყაროს, სადაც ღიმილიანი სახით მაცნობეს, რომ სურათს ვერ დამიბეჭდავდნენ, იმიტომ რომ ვისაც უნდა დაებეჭდა უბრალოდ არ იყო, ბედის ირონიააა :( მერე დავყევი რუსთაველს ფეხით და თვალების ცეცბით და ბოლოს თავისუფლებაზე დამიჭედეს და მშვენიერ ჩარჩოშიც ჩამისვეს, არადა სანამ ასე მშვიდობიანად დამთავრდებოდა ჩარჩოს რჩევით დავქანცე ხალხი :))) სახლში დიიიიიდი პრობლემა მელოდა: სად დამემალა... გასაოცარი სისწრაფით გადავმალე კარადაში, ზამთრის განყოფილებაში სადაც 100%ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ნინოს არ მოაფიქრდებოდა შეჭყიტვა, რამდენი კარადას გამოაგებდა იმდენი მაკანკალებდა და მეთქი მოდი მე მოგიტან რაც გინდა, მე შერგიჩევ რაც ჩაიცვა, არა მანდ რა გინდა დააანებე თავი და ასეთი შეძახილები, ალბათ ფიქრობდა სულ გარეკა ამ ბავშვმაოო. ესეც 28 აგვისტოოო, ხოოოდა სანამ 1 სექტემბერი მოვიდა ცუდად გავხდი, თითებზე ვითლიდი წამებს და ახლოს არ ვაკარებდი არავის კარადას. ხოოოოდა დღეს ჩემი დის გაკვირვებული სახე არ დამავიწყდება კარადაში რომ შევძვერი უცბად, მერე რაგაც ჭრიჭინა რომ გამოვიგე და ყურებამდე გაგიმებულმა ცხვირწინ ავაფარე. სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, ჯერ ხელით სინჯავდა თუ გამოიცნობდა რა იყო, რო გაუჭირდა მერე კი გახსნა დაააააა.... ისე გაუხარდა, ისე გაუხარდა, აი არ ვიცი... არასდროს დამავიწყდება მისი თვალები, შეგრძნება, რომ ასე გავახარე. მართლა არ მეგონა ასე თუ გაუხარდებოდა, რომ ვიხსენებ ისევ ის გრძნობა მივლის ტანში... არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა "აიძულებ" ადამიანს გაუხარდეს, ბედნიერად იგძნოს თავი... არ ვიცი უბრალოდ ახლა მგონია, რომ ნინოზე მეტად მე გამიხარდა ის საჩუქარი მინდოდა ავმდგარიყავი და Twist and Shout...

P.S. i love my sistrikuna...

8 comments:

sabaha said...

საერთოდ არ გამკვირვებია :))
მაგარი ხარ სალ
რაც შენ ორიგინალურ საჩუქრებს ჩუქნი ხალხს :))
რომელი ერთი გავიხსენო :)))

Lalena said...

გაიხარე ნიიიიინ :* არადა სულ იმაზე ვწუწუნებ ვერ ვარჩევ რა ვაჩუქო ხალხსთქოოო... :P

Cyb213 said...

"aidzuleb adaminas gauxardes"
mteli chemi cxovreba vpiqrob ra saxeli movupiqro im activity-s rac me yvelaze dzalian momcons, da es dzalian momecona.
yvelaze magari grdznobaa eg. sachuqris migebaze 100jer upro magari sachuqris chuqebaa.
kargi gogo xar shen.

Lalena said...

cyb213 i'm just trying :) შენც კარგი ადამიანი ხარ, უბრალოდ სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა, შენც ხომ ჩუქება უფრო გიხარია :) (ოღონდ ამ ც-ებს ვერ ვიტან, ყოველთვის მგონია რაღაც ტავხედურად ზის სიტყვაში:( )

Cyb213 said...

ara var me kargi, dampali da sazizgari varme :D :D :D

xo es "c" ebi mec magizianebs xolme :D

Lalena said...

ნუ, რავი ქალებს ინტუიცია დაგვაბრალა ვიღაცამ და ეს ინტუიცია ასე მკარნახობს, მაშინ უბრალოდ მიუტევე :p

Cyb213 said...

:) :) :)
ho, intuicia gaqvs (amas chemi masxarebi mkarnaxoben)
chemkenac tu shemoixedav xolme gamixardeba aseti mkitxveli.

Lalena said...

აუცილებლად შემოვიჭყიტავ :)