ძალიან მინდოდა რამე დამეწერა, არ ვიცოდი კონკრეტულად რა, თან რაღაც სიტყვები გამომეცალა, აღარ მაქვს მეტი, ჰოოოდა სად იყო და სად არა გამახსენდა, რომ დღეს კვირაა და რა დრო იყო კვირაობით ფილმებზე, რომ ვწერდი. მართალია ზოგი უაზრო იყო, ზოგი ბავშვობის საკულტო, ზოგიც ”მინდა ვიყო კარგი ფილმი”, მაგრამ ხადახან კარგიც ხომ გამოერეოდა?! თუ პასუხი დადებითია, მაშინ ვაგრძელებთ მე წერას და თქვენ კითხვას, თუ არა მაშინ მე წერას და თქვენ წითელი ღილაკის ძებნას სადღაც ზევით, ცოტა მარჯვნივ და თან კუთხეში :))
ბევრი ვიფიქრე რომელ ფილმზე დამეწერა, იმდენი ვარიანტი ამოტივდა, რომ მათ შორის ნამდვილი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ამ დაუნდობელ ბრძოლაში თავი გამოვიდე და ყველას დავპირდი ოდესმე ჩემი ბლოგზე სინათლეს კი არადა, მკითხველის ფახურა თვალებს აუცილებლად იხილავთთქო და გადავწყვიტე 3 ფილმზე წერა.
ვინდაიდან და რადგანაც ოდესღაც კივრას დაწერილი ფილმი კეტრინ ზეტა ჯონს ეძღვნებოდა, ჯობია ეს თემა ამოვწურო და მის სამ ფილმზე დავწერო. ესეც ასე:
1. America's Sweethearts
ბავშვობაში მეგონა ასეთი დობა არავის ჰქონდა როგორც ამ ფილმში აქვთ კეტრინს და ჯულიას, თუმცა გავიზარდე და მივხვდი, რომ ღლონტები მაინც სულ სხვაა :)) იმდენად მომწონდა როგორ ”აიძულებდა” კეტრინი ჯულიას რაღაცრაღაცების გაკეთებას და ისიც ისე საყვარლად ”იძულდებოდა”, რომ გამუდმებით ჩამესმოდა ყურში კეტრინის ყოვლისმთხოვნელი ხმით წარმოთქმული: ”კიკი”, ჯულიას ეს სახელი ფილმში ისე მომწონდა, რომ ჩემს საკუთესო (ყოფილ) უახლოეს მეგობარს (ე. წ. დაქალს) შევარქვი. მოკლედ ეს ფილმი ბავშვობას მაგონებს და იმ დროინდელ შეხედულებებს ცხოვრებაზე, დობაზე და მეგობრობაზე და მართლა ძალიან მიყვარს :)
2. Intolerable Cruelty
აი ამ ფილმში მართლა ვგიჟდები კეტრინის გმირზე განსაკუთრებით მსახიობ ბილი ბობ ტორტონთან ერთად რომ გამოჩნდება. სად ვის როგორ რატომ ატყუებს ძლივს ვასწერბდი გააზრებას (მერე რა რომ მაშინ ბავშვი ვიყავი, არც ისე, მაგრამ მაინც!) თან წარმოუდგენლად ლამაზად გამოიყურება, კარგად და გემოვნებიანად აცვია. სასწაულად კარგი კადრებია ფილმის ბოლოს ხალათიანი ჯორჯ კლუნი, რომ დარბის თავის მეგობართან ერთად უზარმზარ სახლში უზამაზარი კილერისგან კეტრინის სიცოცხლის გადასარჩნად (ხოხ, რა ჩვახუჭუჭუე)) )
და 3. No Reservations
ვიცი, ვიიციიი, რომ ბანალურია, მაგრამ მიყვარს ასეთი ფილმები პაწაწუნა თავხედი ბავშვებით და ”მოთავხედო” მამაკაცებით :)) თანაც ფილმის დასაწყისში კეტრინი ისე საუბრობს საჭმლის მოზადებაზე, რას რა უხდება, რომ მოდი და ნუ მოგშივდება, კი არადა მოდი და ნუ მოგინდება რამე გერიელის გაკეთება?! თანაც ამ ფილმის მერე მე ხომ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ კარგი კულინარი ვიქნებოდი? ა? როდის?! რა ვიცი, ”მოთავხედო” მამაკაცი კი მყავს გვერდით, აი პაწაწუნა თავხედი ბავშვი ჯერ არა, ასე, რომ ალბათ მერე მომავლაში:)))
პ.ს. ჩემი ინტერნეტის წყალობით ფოტოებს ვერ ვტვირთავ, თუმცა ხვალ ჩავაცეცხლებ გადასახადს და დარწმუნებული ვარ უმალ გამოსწორდება, შესაბამისად საყვარელ კადრებსაც მერე ავტვირთავ...
+პ.ს საკუთარ თავს:
აი ხომ ხედავ სულ არ ყოფილა ძნელი, მთავარია თვალები დახუჭო, იფიქრო და თითები აპარტყუნო! ა, ხო ისა, მერე ასოების შესწორებაც არ უნდა დაგავიწყდეს ;)