
ოდესღაც მთელი ვიყავი, ახალი და სიცოცხლით სავსე. ახლა სხვისი თათი მაკერია...
თვალების მაგივრად ღილები არ მქონდა და არც წითელი ძაფით მქონდა მიკერილი დრუნჩი...
ოდესღაც წითელი ბაფთა კოხტად მეკეთა, ახლა ის მხოლოდ გარღვეულ კისრესა და გამოვარდნილ ბამბას ფარავს...
ოდესღაც ვარდისფერ მუცელზე შეხებისას ვკისკისებდი, ახლა მხოლოდ ხმაურს გამოვცემ...
ოდესღაც ყველას ვუყვარდი და სულ მე მეთამაშებოდნენ, ახლა...
არა, არაფერი, უბრალოდ საშინლად გავცივდი, ახლაც სიცხის ბრალია ალბათ, რომ ვბოდავ. ცემინებისგან თვალები მეცრემლება, სურდოსგან ცხვირი გაწითლებული მაქვს, ხმა ჩავარდნილი, ქრონიკული ანგინაც არ მშორდება. სკვინჩა არ მეკარება წადი შე ბაქტერია, ვირუსის ბუდეო :( ნეტა მალე გამოვჯანმრთელდე.
წავალ ჩავთბუნდები...
6 comments:
მალე გამოკეთებას გისურვებ!!
ვაიიი, სოფელში, მამაჩემთან, ფერადი ძაფებით დაკემსილი და თვალებღილებიანი დათუნია მელოდება. 39 წლისაა და იმედი მაქვს, პლასტიკური ქირურგიული ჩარევებისა და ფუნდამენტალური მკურნალობის წყალობით, კიდევ 39 წელი იცოცხლებს :).
გამოჯანმრთელებას გისურვებ!
გამოჯანრთელებას გისურვებ ^_^
ჩვენ ყველა ვძველდებით და რა თქმა უნდა ისევ ვრემონტდებით :D :D :D <3
rodrigo მადლობა :))
ლოლიკა, მმმ წარმომიდგენია რა საყვარელი იქნება, მერე რა 39 წლისაა აქვს უფლება იციცხლოს კდევ 39 წელი :)
clown, მე მგონი გავრემონტდი :)) მადოლი დიიიდი :)
მომჩრა თავი ინტერნეტ სივრცეში :D:D:D
არ იფიქროთ რომ ჰიპოქონდრიკი ვარ, უბრალოდ ხანდახან გადამდები ბაქტერიების მეშინია, რა მოხდა მერე? :))
:*
Post a Comment