Sunday, May 02, 2010

Shopaholic


A new job?
Hopefully.

A new man?
Possibly.

A new handbag?
Absolutely!



და რადგანაც კვირააა...

მახსოვს ამ ზაფხულს (თუ წინა ზაფხულს, მოკლედ 2009 წლის ზაფხულს) ქალბატონმა ასკლიპიოდოტამ მითხრა უყურე გაგისწორდებაო. ჰმ, გამისწორდა და მერე როგოოოორ, არაა გამისწორდა კი არა შემიყვარდა სასწაულად. ე.ი. ფილმი არის ტიპიური ამერიკული, უზრო-უშინააროსო _ იტყოდა, რომელიმე წიგნობართხუხცესი :))) თუმცა ფილმი არ არის გამიზნული იმისათვის, რომ ღრმად ჩაუფიქრდე ამაოებას ამა სოფლისას. შეიძლება ობიექტურად ერთჯერადი ფილმი ჩემთვის საკმაოდ ბევრჯერადი აღმოჩნდა :) არ ვიცი ზუსტად რამდენჯერ ვუყურე, მაგრამ ვინც კი ჩემთან სტუმრად მოვიდოდა, დაბმულს, რომ ვაყურებინებდი და ტექსტს ვასწრებდი _ ეს გადასარევად მახსოვს :)) ეს არის ფილმი ადამიანზე, რომელსაც ბავშვობაში ტანსაცმელს მხოლოდ ორი კრიტერიუმით ურჩევდნენ დედა და ბებია (?!): იაფია და დიდხანს გაძლებს. რამაც საბოლოოდ ძვირფას ფუჩფუჩებიანბანტებიანთვლებიან ტანსაცმელზე მეოცნებე გოგონა შოპოლოლიკად ჩამოაყალიბა. ამ საყვარელ გოგონას ისლა ფიშერი თამაშობს, თან საკმაოდ კარგად, თვალებიდან არ ამომდის როგორი განაბული უყურებს უზარმაზარ ვიტრინებს ფილმის დასაწყისში და მის წინ მომავალ მამაკაცს, რომ უსწორდება მე მეპრანჭებაო :))) საკმაოდ კარგ პარტნიორობას უწევს ჰიუ დენსიც, რომელიც გასაუბრების წესით მას სამსახურში აიყვანს. თანაც ეს საკმაოდ სიმპატიური ბოსი გულგრილი არ დარჩება მის მიმართ. ვიცი, უამრავი ფილმი გინახავთ დაუვუწყარი ცეკვით, მაგრამ დამერწმუნეთ და უბრალოდ მენდეთ, რომ მათი ცეკვა ყველა ასეთ რეკორდს ხსნის :)))) და ბოლოს ერთს დავამატებდი როგორ შეიძლება სიყვარული ჩისახოს და ვინმე მესამე არ გამოჩნდეს? და ასეთი მესამე Spidery long leg bitch-ი ლესლი ბიბია :))))) არ გეგეონოთ, რომ მთელი სიუჟეტი მოვყევი, პირიქით... ასე, რომ დიდი სიამოვნება გელით წინ :)

პ/ს მავანის და მავანის საყურადღებოდ ვწერ! მე არ ვარ შოპოჰოლიკი, ვყიდულობ მხოლოდ იმას რაც მჭირდება და არაფერს ზედმეტს. მართალია ხშირად შესაძლებლობა ვერ უტოლდება სურვილს, მაგრამ რომც უტოლდებოდეს და აღემატებოდეს კიდეც მაინც არ ვიქნებოდი ავადმყოფი მყიდველი და ვიყიდდი მხოლოდ იმას, რაც დამჭირდებოდა, არაფერს მეტს!!!

10 comments:

Anonymous said...

ამ ბოლო დროს გავურბივარ "აზრიან-შინაარსიან" დამაფიქრებელ არაჰოლივუდურ ფილმებს. საინტერესოდ ჟღერს, უნდა ვუყურო! :) ისე კი, არც მე ვარ შოპაჰოლიკი ვყიდულობ მხოლოდ რაც მჭირდება.

clown said...

საინტერესოა ^^

Kiwi said...

ნანახი მაქვს ეს :D
კარგი ფილმია, მე კიდევ ძალიან მიყვარს "შოპინგი" მაგრამ ვიოკებ ხოლმე სურვილებს :D ნუ ვცდლობ მაინც.

Kate said...

აუ ვნახავ მერე.
მეც მევასება უაზრო ფილმები.

სკვინჩა said...

აუუ მეც როგორ მიყვარს ეს ფილმი რომ იცოდეეეთ და განსაკუთრებით მთავარი გმირების დაუვიწყარი ცეკვა :))))

რაც შეეხება შოპოჰოლიკობას ხანდახან იმისთვის რომ რაიმე ახალი შევძინო ჩემს გარდერობს სრულიად გამოუსადეგარი ნივთებიც კი იმ დღის აღმოჩენად მეჩვენება:( ეს მგონი შოპოჰოლიკობა კი არა უფრო სხვა პრობლემაა, მხედველობასთან დაკავშირებული :D:D:D


თქვენ არასდროს გაგჩენიათ კითხვაა, ”ეს რამ მაყიდინა?” :?

Sophie שרה Golden said...

რა სიგიჟე ფილმია და სიმართლე გითხრა, როცა ვნახე, ლამის სული შემეხუთა იმდენი ნივთისგან. განსაკუთრებით იმ მომენტში, გარდერობი რომ გაიღება თუ რაღაც და იმდენი "კუტურიეს ძონძმანძი" გადმოიშლება...
უჰ, ახლაც გულზე დამაწვა თითქოს :D
ისე თვითონ ისლა ფიშერი საყვარელი ფისო გოგოა, მომწონს.

Lalena said...

uunamurga, ხოო მეც მსუბუქ ფილმებს ვანიჭებ უპირატესობას, რომ დავისვენო და გავერთო :*

კი კლოუნ ნამდვილად საინტერესოა, მერე რა რომ ცოტა გოგოშკურია :)

კიწი გამიხარდა ნანახიმაქვსო, მეც მიყვარს შოპინგი, ოღონდ შოპოჰოლიკი არ ვარ :)

ქეით ნახე აუცილებლად :*

სკვინჩ ალბათ არ იცი, მაგრამ მეც მქონია :)))))

სოოფ, ხოო ისლა მართლა ფისოსავით გოგოა და იმ მომენტში ვის არ შეეხუთება სული? ამდენი ტანსაცმლის პატრონი, რომ კიდევ იმას იძხის კაბა არ მაქვს უნდა ვიყიდოო ეს საერთოდ პრიკოლია :)))

Kiwi said...

ბევრჯერ მქონია შემთხვევა რო რაღაც ამომიჩემებია, მიყიდია და არ გამომიყენებია.
ამ ბოლო დროს ვცდილობ აღვკვეთო ეგეთი საქვიელები :D

Katieé.Ge said...

არ მიყურებია, მაგრამ ამერიკულ აბსურდებს თითქმის ისეთივე პატივს ვცემ, როგორც ფრანგულ შედევრებს :)
მაგასაც ნიჭი უნდა, გადაიღო ფილმი, რომელსაც შინაარსი არ აქვს :P

Lalena said...

:))) არ შემიძლია არ დაგეთანხმო :))