და რადგანაც კვლავაც კვირაა, კვლავაც დაუზარებლად დავწერ და თანაც ორზე. თუმცა დღეს არ იქნება არც უაზრო, არც რომანტიკული, არც მელოდრამა და არც ჰოლივუდური. მგონი ამ ბოლო დროს ისეთ ფილმებზე ვწერ, რომელიც მირჩიეს, რომ მენახა. ხოოოდა ვისი ჯერია დღეეს? გულწრფელად მიხარია, რომ ოდესღაც ბატონმა Jo Key-მ, თავად ჩამიწერა ”ფლეშკაზე” Central do Brasil და Mujeres al borde de un ataque de nervios.

ძნელია ამ ფილმზე, ისაუბრო ისე, რომ შინაარს არ შეეხო, რათა მკითხველს მეტი ინტერესი გაუჩნდეს ფილმისადმი, იმიტომ, რომ საოცრად ღრმა ფილმია. ნახვისას მხოლოდ ერთი, რამ მაწუხებდა, რომ ასეთი ლამაზი და მუსიკალური ენა არ ვიცოდი :((( ფილმში დორა მექანიკური ცხოვრებით ცხოვრობს, ყოველგვარი ემოციების გარეშე, მასში ჩამკვდარია ის შეგრძნება, რომ ქალია, პატარა ბიჭი ჟოზეუ კი ემოციებითაა სავსე, მას მამა არასოდეს უნახავს და მასთან შეხვედრაზე ოცნებობს. დორა ყოფილი მასწავლებელია, თუმცა ახლა თავს მხოლოდ იმით, ირჩენს, რომ ცენტრალურ სადგურზე ზის და წერა-კითხვის უცოდინართათვის წერილებს წერს, რაშიც 1 დოლარს იღებს, თუ გაგზავნასაც მიანდობენ მაშინ კიდევ 1 დოლარის ამატებს ფასს. რეალურად დორას ყველა ეს წერილი სახლში მიაქვს, თავის მეზობელთან ერთად კითხულობს, სინდისის ქენჯნის გარეშე ხევს და ნაგავში ყრის. მის ასეთ ერთფეროვან ცხოვრებაში გამოჩნდება ჟოზეუ და დედამისი, რომლებიც ბიჭუნას მამას წერილს მიწერენ, მეორე დღეს ვაგზალზე ჟოზეუს დედას ავოტბუსი გაიტანს და გარდაიცვლება, მამის და წერილის იმედად დარჩენილი ბიჭუნა კი დორასთან მიდის... სწორედ აქედან იწეყბა ფილმი ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ცხოვრებას ასწავლის, სიძნელეების დაძლევას ასწავლის, საოცარია თითოეული მათი დიალოგი. მოკლედ ულამაზესი ბრაზილიური ფილმია...

ეს არის ალმადოვარის ფილმი, მგონი ამით ბევრი რამ ითქვა :))) მაგრამ შინაარსიდან იმას დავამეტბდი, რომ რეჟისორმა ერთი ადამიანის პორობლემა ისე კომედიურად გადმოსცა, რომ საერთოდ არ გრჩება შეგრძნება, თითქოს რაიმე სერიოზული მოხდა :)) საოცრად მომწონს ფილმის კულმინაციური წერტილი, როცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, მთავარი გმირის სახლში უამრავი ადამიანია, ყველანი კი რაღაცით უკავშირდება მის საყვარელს, რომელმაც მიატოვა და ვის გამოც აქვს un ataque de nervios :)) პლიუს ბონუსად ემატება მისი საუკეთესო დაქალი, რომელიც პოლიციას ემალება, რადგან სულ შემთხვევით საქმე ტერორისტებთან დაიჭირა, აქვეა ორი პოლიციელიც და ტელეფონის შემკეთებელიც, იმ ტელეფონის, რომელიც რადნეჯერ დააჟღერტეს ძირს არავინ იცის :))) მოკლედ ნამდვილად ღირს ნახვად :)
პ.ს Mujeres al borde de un ataque de nervios-ს სოსო ისე საყვარლად ამბობს მოდი და ნუ უყურებ :)))
სასიამოვნო კვირას გისურვებთ! ;)
12 comments:
2 შედევრი, ორივე ქალი ძალიან მაგარი. ორივე ფილმი მიყვარს;)
ბრაზილიის ცენტრალური ვაგზალი მართლა ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფილმია, მე ოდესღაც გვახარიას გადაცემაში ვნახე და ძალიან დამამახსოვრდა.
თუმცა ეს იმდენად ადრე, იყო, სიამოვნებით ვნახავდი ხელახლა.
ვერსაიდან ვერ გადმოვწერ?
ორივე ფილმის ნახვა მინდა.
ბრაზილიური ფილმი გადმოვწერე და აღმოჩნდა, რომ ნათარგმნი არ იყო და გაღიმებული ვუსმენდი პორტუგალიურს... ამაოდ, არაფერი მესმოდა.
@ Katiee.Ge, "ბრაზილიური ვაგზალი" მე Allmovies.ge-დან გადმოვწერე, ორი ვარიანტი დევს, ერთი პორტუგალიურად და მეორე, სავარაუდოდ, რუსული გახმოვანებით. სცადე.
პორტუგალიური და ესპანური - ეს ის ენებია, რომელთა სწავლა წლებია მინდა. :( განსაკუთრებით კი პორტუგალიური... ვაფრენ, ისე მიყვარს. მის გამო არაერთი ბრაზილიური სერიალი მინახავს. რაღაც სიტყვები ვიცი კიდევაც. ძალიან მაგარი ენაა.
დორა, სასწაული პერსონაჟია. ბოროტი, თან კეთილი. ყველაზე არარომანტიკული ქალი, რომელსაც არასდროს ჰქონია პირადი ცხოვრება. თან რაღაცით ჰგავს კაბირიას, ან სალესი გამეორდა ცოტა ხნით :))
კიდევ ერთი ფილმი მაქვს ნანახი ამ რეჟისორის, "მზის მეორე მხარედ" მოთარგმნეს, ისე "დამსხვრეული აპრილია" მგონი. სისხლის აღების ტრადიციაზე, ძალიან ექსპრესიული და ლამაზი ფილმი. როდრიგო სანტორო მტავარ როლში.
ხო, ალმოდოვარს რაც ეხება, ვთვლი "ქალები ნერევული აშლილობის ზღვარზე" ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. ალმოდოვარის კინოს ცოცხალი თავით არ ვუყურებდი კარგა ხანს და მერე ერთიანად აღმოვაჩინე.
სალი, მადლობა შენ საინტერესო რევიუებისთვის :)
როდრიგო მიხარია, რომ ამ აბავში მარტო არ ვარ :)))
ეკა, კიდე ბუდე.გე-ზე ნახე მე ოდესღაც იქ ვნახე ;)
სოოფ, შთაბეჭდილებები მომწერე :*
ქეით, მეეც საშინლად მინდა პორტუგალიურის სწავლა და ვერაფრით მვოვაბი თვი :((
სოსო ვაღიარებ, "ქალები ნერევული აშლილობის ზღვარზე" ასევე ჩემი პირველი ალმადოვარია :))
ესე იგი ”მზის მეორე მხარესაც” ვნახავ, ოღონდ არ ვიცი რამდენად სწრაფად დავწერ ბლოგზე :)) პრინციპში საინტერესო რევიუები შენი დამსახურებაა, ასე რომ ჩემი ფლეშკა კვლავ გელის :)))
ხო მეც..
მე რაც ნასწავლი მაქვ,ს სულ სერიალებიდან.
ძალიან ძალიან მომინდა ორივე ფილმის ნახვა და როგორც კი საკმარისი დრო მექნება აუუცილებლად ვნახავ :)
კიწი აუცილებლად ნახე, მოგეწონება :)
უჰ, ორივე ფილმი მიყვარს! :)
გამიხარდა ქეთ :*
Post a Comment