Monday, May 17, 2010

სქოლიოზიანი ემბრიონი!..

ვიცოდი, რომ დღეს რაღაც გამიხარდებოდა, მერე რაა რომ დილით გაღვიძებულს ოჯახის არცერთი წევრი არ დამხვდა სახლში და მარტომ ვისაუზმე, მერე რაა, რომ მარტოდ დარჩენილმა გენერალური ”უბორკა” მოვაწყვე და ვერაფერით დავისწორე თმა :)) მერე რაა, რომ უნიში საკურსო ნაშრომი დამიწუნეს ფორმის გამო და მერე რაა რომ დედა უნიმ დიპლომი არ მომცა იმიტომ, რომ მაღლივთან არსებული ბიბლოდან ცნობა არ მქონდა წარდგენილი, რომ არცერთი მაგათი დაფლეთი წიგნი არ მიმისაკუთრებია! სამაგიეროდ
  • ვნახე ჩემი ბიძაშვილი და მისი შეყვარებული
  • ვნახე ნათლიის შვილი და მისი შეყვარებული
  • ვნახე ძველი კურსელები
და რაც ყველაზე მთავარია ვნახე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ბლოგერი, რომელი?

დედა უნივერსიტეტის შესასვლენთან მოაჯირზე (აბა რა ქვია არ ვიცი) ჩამომჯდარი თეო (ჩემი ბიძაშვილი) მიყვებოდა, თავის სიზმარს, რომ იან გილანი თბილისში ჩმოვიდა, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ სომხეთში ვერ მივდივართ და გვეპატიჟებოდა თავის კონცერტზე თბილისის ღია ცის ქვეშ, როცა უეცრად ერთ გოგოზე გამიშტერდა თვალი, უხერხულად ვიგრძენი თავი და თვალი ავარიდე, არადა ტვინის ხვეულები რაღაცას მკარნახობდნენ, მოკლედ ჩამიარა თუ არა, დაახლოებით ასეთი დიალოგი გვქონდა:
-თეეე, იცი ეს გოგო ვინ იყოო?!
-ვინ?
-ვინ და ნასტასია!!!
-უიიი, მაგან მეც დამიტოვა ადრე კომენტარი :))
-მივიდე?! (გაუბედავად)
-კიიიი, წამოოო

მოკლედ თეოსგან გამხნევებულმა მივედი და მხარზე დავუკაკუნე, გაკვირვებით შემომხედა მე კიდევ თავლებ გაბრწყინებული, მაგრამ ცოტა გაუბედაობაშეპარულმა ვკითხე:
-ნასტასია არაბული?
-დიახ...
-სქოლიოზიანი ემბრიონი?
-ვაიმე რომელი ხარ?
-მე ლალენა ვარ...
და ამიტყდა სიცილი და მინდოდა დიდ ხმაზე მელაპარაკა და საშინლად ვკანკალებდი ემოციებისგან,არ ვიცი ზუსტად რას ველაპარაკებოდი, მგონი არც ვაცლიდი ლაპარაკს :)) მაგრამ მახოვს, რომ მითხრა ჩემი მეგობარი იღებს ინტერვიუს იანისგან და აუცილებლად გადასცემსო, რომ ერთ გოგოს მისი სიყვარულით გაბრუებულს უსინდისოდ დაურქმევია ლალენა :) მე უკვე მთელ ჩემს სანაცნობოს მოვდენასტასიას გაცნობაც და მისი დაპირებაც, წარმომიდგენია ის ჟურნალი, რომელიშიც დაიბეჭდება, აუცილებლად ვიყიდი, იანი ხომ მე გადმომცემს რამეს! მე ლალენას!

უუუუუუუულამაზესი და უუუუუუუუუსაყვარლესია ნასტასია და მიხარია, რომ თეომ გამაბედინა მასთან მისვლა :)

პ/ს ნასტასია ბოდიში, რომ უნებართვოთ ავტვირთე შენი ფოტო (ბლუშ)

26 comments:

Katieé.Ge said...

ოო, თუ მართლა მასეთი რამ დაიბეჭდა ინტერვიუში, აუცილებლად უნდა დადო ბლოღზე სკანი ;)

ჰექსე said...

ვაიმე როგორ მიყვარს ეგ გოგო
და ეგრე მოულოდნელად რომ გადავაწყდე
არ ვიცი რას ვიზამ :)
♥♥♥

Grigol said...

მე მაპატიეთ უხეში ჩარევისთვის, მაგრამ ამ პოსტში ჩემი თავის ვერ შენიშვნამ აშკარად გააღიზიანა ჩამი ეგოიზმი. ამიტომ პატარა ჩამატებას გავაკეთებ (კერგი, არც ისე პატარას) ამ პოსტის ბოლო აბზაცში:

სამე იმაშია, რომ როცა მის (თუ უკვე მისის?) ლალენა უნივერსიტეტში მორჩა დიპლომზე წუწუნს, მე დამირეკა და თან კატეგორიულად მომთხოვა გავყოლოდი გუდვილში. ნუ მე რა თქმა უნდა თავიდან არ დავთანხმდი და საქმიანობა განვაგრძე, მაგრამ მერე ისეთი წუწუნის ხმა გამოსცა შრეკის კატას რომ შეშურდებოდა, ამიტომ ავიკრიფე გუდა ნაბადი (ეს დეფისით ხომ არ იწერება?) და გავეშურე უნივერსიტეტის მეორე კორპუსისკენ.
ნუ რომ მივედი, პირველი რაც შევნიშნე ის იყო რომ მგონი თეომ სიმაღლეში მოიმატა. მეორე რა თქმა უნდა გაბადრული სახე იყო მისის (კი, ნამდვილად, ამიერიდან - მისის) ლალენასი. მივესალმე და უმალ დავემშვიდობე თეოს და მის... ჰმმ, მის ვის, თეო? ხოდა იმის და მიუხედავად რომ ამ კაცის გაცნობას უკვე დიდი ხანია ველი, არ მაცადა საუბარი ამ ორმა კუდაბზიკა იმერელმა და ისინი ცალკე გაკაკუნდნენ და ჩვენ ცალკე.
მართალია ამის მერე კიდევ უფრო გრძელი და მეზარებამაგდენიწერა ისტორიაა თუ როგორ აპირებდა ჩვენთვის კარგად ცნობილი, უკვე მისის, ლალენა ნახევარი გუდვილის 10 ლარად შეძენას, მაგრამ ეს მერე, სხვა პოსტის კომენტარში იყოს.
პს. მაინც კატეგორიულად მოვითხოვ პოსტის პირველი ნაწილის რედაქტირებას ქალბატონო სპილუკ! (მერე რა რომ მიყვარხარ :) )

პსს. წინა ორი კომენტარი წაშლილ არს ავტორის მიერ, რამეთუ კლავიატურის გაუმართავი მუშაობის შედეგად სიტყვები ქარაგმებით ნაწერს ჰგავდა :)

Grigol said...

ვა, თქვენც აქა ხართ? სანამ მე კომენტარებს ვშლი და ვპოსტავ აგერ ორი კომენტიც დამასწრეს ::)))

Katieé.Ge said...

კი, გრიშ, დაგასწარით და ისეთი სისწრაფით ჩნდებოდა წაშლილი კომენტარები, ვირუსი მეგონა შეეყარა ლალენას ბლოღს და ბაკოსთვის ვაპირებდი დარეკვას ამ შუაღამეზე, ნომერი მითხარითქო :D მე რატომღაც არ მიწერია :/
მას მერე რაც ჩემი ბლოგი წაშალა ვირუსმა, ყველგან ეგ უბედურება მელანდება და... :redd:

პ.ს. ისე, როცა კომენტარს შლი, remove forever უნდა მისცე და მთლიანად გაქრება. მგონი მასეა :)

Grigol said...

ეგ შენს ბლოგზე რომ შლი :) აქ არაო, მხოლოდ რემუვო, ან კიდევ ლეავეო :))

ფეთხუმია აი ბლოგი. მერე ლალენაას წავაშლევინებ მაგ ნარჩენებს :)

პს რის ნომერი, უკვე მეცხრე სიზმარს ნახულობს :)))))))))

clown said...

^_^

Kiwi said...

რა კარგიაა ;;) ნეტავ მეც შემხვდეთ რომელიმე და თან გიცნოთ ;;)

Anonymous said...

magaria:)))

Kate said...

ე.ი. პოსტის შესახებ უნდა დამეწერა, მაგრამ გრიშკას კომენტარები ძალიან სასაცილო იყო და ამასთანავე სასაცილო. ხოდა რა მინდოდა მეთქვა. ნასტასია არის ძალიან საყვარელი ადამიანი. არაერთხელ ვყოფილვარ მასთან ერთად ხან აქ, ხან იქ. ხოდა ვიცნობ ასეა თუ ისე.
"ვაიმე რომელი ხარ?" - აუ ამ დროს მისი სახე წარმოვიდგინე :)))))))))))

Keti said...

ისეთი ემოციური პოსტი იყო, გადმომედო ღიმილები :))
საყვარელი გოგოა ნასტასია! მეც ერთხელ შევხვდი და ძალიან გამახარა ამ შეხვედრით :)

Lalena said...

ეკააა, ვაიმეე ეს რო დაიბეჭდოს ჩემზე ბედნიერი დედამიწაზე მობაჯუნე პირი არ იქნება :)) დავსკანავ აბა რას ვიზავ :))

ჰექსე მეც ისეთ დღეში ვიყავი, რომ არ ვიცი, სამაგიეროდ 5ზე ვკანკალებდი :))

ბუუუს, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ დამიტოვე და წაშალე კომენტარი ასოების ნაკლოვანებოს გამო მინდა გითხრა, რომ მაინც გაქვს შეცდომები სიტყვებში :P ასე, რომ ამიერიდან ნუ წაშლი დატოვე (რა აზრი აქვს წაშლას, თორე კი :P) :*

კლოუნ, მთავარია ვინ იქნება შემდეგი :)))

კიწი უნისთან თუ ტრიალებ, არის მაგის შანსი ;)

როდრიგო, მგონი შენც ნაახე ნასტასია არა? :)

ქეით, მერე რა, რომ ერთელ ვნახე და ლაპარაკიც არ ვაცადე :))) სრულიად გეთანხმები :))

ქეთი, ვააგამოდის მარტო მე არ მყავდა ნანახი? :))

perfect stranger said...

უიიი, არა თუ მე, ჩემი სიზმარიც კი მოხვდა ამ პოსტში, რა მაგარიააა :))))))))))

Anonymous said...

Wow! მაგარია! მეც ახლახანს გავიცანი ნასტასია. ძალიან საყვარელი გოგოა! :)

Lalena said...

თეეე აბა როგორ? :)))

დიასწორლდ, აბსოლუტურად გეთანხმები :))

Unknown said...

აუ შემშურდა :(
აუცილებლად უნივერსიტეტში უნდა მოვიდე რო შემთხვევით სადმე გადაგეყარო? :(((

Kiwi said...

უნისთან ჯერ ვერა :)) აბიტურიეეენტ :> :))

Lalena said...

თამთ რავი აბა დე იყოს უნი! :))) :*

მაშინ 1 წელი გელოდები კიწი :))

nastasia said...

ვაი, ადამიანებო, აი თურმე აქ რა ამბავი ყოფილა ატეხილი და მხოლოდ ახლა ვნახე :)
ხოოდა, ლალენ, აი, მე ავედი თუ არა იმ დღეს კომპიუტერიან ოთახში, მაშინვე დავწერე ფბ-ის სტატუსად, ლალენა ვნახე, თვიტონ მიცნო, მოვიდა და გაემხარდა თქო და ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ის სიმღერა დამილინკა, რის გამოც ხარ შენ ლალენა.

ხოოდა, მე კიდე იმის მერე სულ მახსენდება ხოლმე, როგორ გამეხარდი და მეღიმება.

მართლა მყავხართ რამდენიმე ბლოგერი, რომლებიც ,,მეჩემებით'' და სულ გამეხარდებით.

და კიდე, მაშინ ჩემთან ერთად რომ ჩემი მეგობარი ბიჭი იყო, იმ დღის მერე სულ მახსენებს, რომ დავიჯერო, როგორი კარგი ვარ და შენ გიმოწმებს :)

მოკლედ, გადასარევი ქენი რო მოხვედი :* :* :*

ხოოდა, გილანთან ინტერვიუს ჩამწერისთვის ჯერ არ მითქვამს ეგ, მაგრამ თბილისიდან ერევნამდე ერთი ავტობუსით მივდივართ და ბევრი დრო მექნება,მაგის ,,შესაკერად'' :D

nastasia said...

XOODA, CHEMI FOTOEBI RAMDENJERAD GINDA IMDEBJER GAMOIYENE UNEBARTVOD :)))))

Qilipa said...

,,სქოლიოზიანი ემბრიონი” ჩემი ფავორიტი ბლოგია, ნასტასია - ჩემი უსაყვარლესი ბლოგერი!

კარგია რომ გამოელაპარაკე :) შენც გაიცანი და ვიცი რომ მასაც ძალიან ძალიან უხარია როცა ,,ბლოგიდან” ცნობენ ხოლმე :)

Lalena said...

ნასტასია, დაუჯერე მერე მართალია ის კაცი!!! :))))))) აუ მეც ისე მიხარია ისე დღე, და ისე სხვანაირია ახლა შენი ბლოგი ჩემთვის :)) და ”შეკერვას” რაც შეეხება, თუ მასე მოხდა, აი არ ვიცი, ასეთი საჩუქარი აი, სულ არ ვინანებ, რომ ვერ მოვდივარ და კიდე არ ვიცი ბედნიერებისგან გავსკდები ალბათ :)))) :*

ქილიპა, იქნებ ასე მოგაწვდინო ხმა, როგორ მინდა შენს ბლოგზე დაკომენტარებ, ძლიან საყვარელი ბლოგი გაქვს და ვერაფრით ვაკომენტარებ :(((

nastasia said...

ვუჯერებ, ვუჯერებ :)

კი არადა, მიყვარხართ ადამიანებო და ქილიპა მართალია, ვგიჟდები ბლოგიდან რომ მცნობენ ხოლმე, ხოოდა, ისაა, შემთხვევითი ნახვის გარდა ისედაც სულ შეგიძლიათ მნახოთ ნებისმიერმა, გამეხარდებით მართლა :)

Qilipa said...

@ ლალენა - ძალიან მასიამოვნე კომპლიმენტით ბლოგის მიმართ :) ხოდა რა პრობლემაა დაკომენტარება? შეავსებ მეილს და სახელის გრაფას, ბლოგის ლინკსაც დადებ ბარემ Post As Guest! მერე ფანჯარას ო გახსნის ან დარეგისტრირდები და შემდეგში ეგრევე დატოვებს ხოლმე, ან Skip და Post as Guest! არააა რთული :)

Lalena said...

რო ვცადე და არ ქნა? მოდი კიდევ ვცდი :)))

OTO said...

so sweet : D