
მოკლედ, ჩემს თავზე დაკვირვებებმა გამაოგნა: საერთოდ არ ვსვავ წყალს. წყალს, რომ თავი დავანებოთ, სითხესაც საგანგაშოდ ცოტას ვიღებ!!! დილით, ჩაი, შუადღეს ხანდახან ყავა და ვსიო :o არ ვიცი ჩემი ორგანიზმი რატო არ მთხოვს წყალს, მაგრამ რომ არ მთხოვს რა საშინელება ყოფილა უამრავი ჟურნალის სტატიითა და ინტერნეტში ძრომიალით უკვე დავრწმუნდი!
წყალი!
ადამიანი ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყოველდღიურად 2-2,5 ლიტრ წყალს კარგავს შარდის, ნერწყვის, ოფლის გამოყოფით (რაც არ უნდა უხამსად ჟღერდეს ფაქტია! :)) ) და ასევე სუნთქვის სახითაც კი! შესაბამისად ნებისმიერმა ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა აღიდგინოს ეს სითხე, რომ თავი სამუშაო მდგომარეობაში შეინარჩუნოს. და თუ ასე არ ხდება მაშინ სახეზე გვაქვს შემდეგი:
- 2%-ით წყლის უკმარისობა იწვევს უხასიათობას.
- 6-8%-ით _ გულის წასვლა.
- 10%-ით _ ჰალუცინაციები და კომა.
- 15-25%-ით _ ორგანიზმში შეუქცევადი პროცესების დასაწყისია და იწვევს ადამიანის დაღუპვას.
ჩვენი ტვინი 85% წყლისგან შედგება და გაუწყლოების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, შესაბამისად 1%ით წყლის დაკარგვა იწვევს უჯრედების სიკვდილს, რომლებიც აღარ აღდგებიან. ხშირად თავის ტკივილი (რომელიც ქრონიკულად მახასიათებს) უპირველესი სიგნალია იმისა, რომ ორგანიზმს წყალი არ ჰყოფნის.
ახალდაბადებული ადამიანი 75% წყლისგან შედგება, ხოლო 95 წლის ასაკში ორგანიზმში წყლის მოცულობა სულ 25%ია. რა თქმა უნდა დღეგრძელობაში გენები დიდ როლს თამაშობს, მაგრამ წყალი გვეხმარება შევინარჩუნოთ აქტიურობა და მხნეობა დიდი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ თანამედროვე მეცნიერები დაბერების მიზეზად უჯრედების გამოშრობას ასახელებენ!
იმ ფორმული განსაზღვრა რომელიც ადამიანს მიუთითებს საჭირო მოცულობის წყლის მიღებას ყოველდღიურად შემდეგნაირად გამოიყურება: 40 გრ წყალი 1 კგ-ზე. ეს მოცულობა უნდა გავზარდოთ თუ სანუთ ვისარგებლეთ, ან თუ მივირთვით ცილებით მდიდარი საკვები, ან ალკოჰოლი, ყავა, თამბაქო, ან სულაც ფიზიკურად დავიტვირთეთ და გვაქვს გახშირებული სუნთქვა.
დღეში 2,5 ლიტრი წყლის დალევით ჩვენი იმუნიტეტი 1,45-ით მაღლდება.
როგორ უნდა დავლიოთ წყალი? აუცილებლად ოთახის ტემპერატურის და აუცილებლად ყლუპობით :)
პ.ს უუუფ, რა ძნელია როცა არ გწყურია, მაშინ წყლის დალევა :(( უკვე 400 გრამით უფრო გავიჭყიპული ვარ :)))
პპ/სს ვიხელმძღვანელე დედაჩემის მიერ გენიალურად ამოჭრილი სტატიით, რომელზეც არც ჟურნალის სახელი წერია და არც ჟურნალისტის გვარია მითითებული :))))
19 comments:
mec ase viyavi, tu vsvamdi mxolod wvenis, chais,yavis saxit.
magram mivachvie tavida vigrzeni, rom martla iyo sxvaoba da tavs uket esad vgrZnobdi. hoda ai tavidan daazale xolme, mere mogtxovs ukve :)
mec ar vsvav. tu gamaxsenda, vavseb 2 chiqas, momaqvs magidastan da vcdilob davlio. mara mainc ar gamomdis michveva :D
hehe :D
მე ახლა ზომიერად, ადრე არა:D
ეეე ყლუპ-ყლუპად რა პონტია ტო? :შ კი ვსვამ წყალს მარა 1 მოყუდებით მევასება დალევა... ე.ი. უშედეგოდ ვსვამ :((( მარა მაინც ისევ ასე დავლევ :)))) სიამოვნებას ვერ მოვიკლებ :)
მეც შენნაირად, ძირითადად. მაგრამ ზაფხულში ჩაის, ყავისა და წვენების გარდა წყალიც მინდება, ამას ემატება ვარჯიშის პერიოდი, ამ დროს ძალიან მწყურდება და სიამოვნებით ვსვამ წყალს.
ისე, მთლად მასე საგანგაშოდაც არ არის საქმე – 2,5 ლ. ყოველდღიურად ყველა ადამიანისთვის ნორმა ვერ იქნება. ორგანიზმი შესანიშნავად გრძნობს, როდის აკლია ესა თუ ის კომპონენტი და მაშინვე სიგნალს გვაძლევს :) ამ შემთხვვეაში წყურვილის გრძნობით. ჰოდა, ძალით წყლის სმას მგონი აზრი არ აქვს :)
ჩაი, ნაბეღლავი, წყალი :შ
მე კიდე ვსკდები :შ
ვგიჟდები წყალზე :)))
babisa, მეც მასე, დილას ჩაი, შუადღეს წვენი, საღამოსაც ჩი და ვსიო, საერთოდ არ მწურდება, ზამთარში წვენსაც არ ვსვავ :(
ნათი, ახლა შენს დღეში ვარ, რამდენი გამახსენდება მე და წყლით სავსე ჭიქა ვიბრძვით :))
როდრიგო, გაუმართლა შენს ორგანიზმს :))
ქილიპა, ნეტა ვსვავდე და თუნდაც მოყუდებით :)))
ქეთი, ჩემი პრობლემა სწორედ ისაა, რომ არ მწყურდება, ანუ, თუ მცხელა და ცოტა მოვითმინე სუუულ ცოტა, მერე აღაც მახსენდება წყურვილი :შ
კლოუნ, შენი ორგანიზმი ამაყობს შენით :))) ნაბეღლავი მეც მიყვარს, ბორჯომს ვერ ვიტან :))
ეკა, რა ბედნიერი ხარ, ჩემი დაქალია კიდე წყალს არანაირი სასმელი არ უცვლიის, მეც უნდა შევძლო როგორმე :)))
მე ძალიან ბევრს ვსვამ.
აი ძალიან.
ყოველთვის ძალიან მიყვარდა.
მამაჩემმა მიმაჩვია.
ძალიან სასარგებლოც რომ არ იყოს, შეცვეული ვარ და ეგაა.
ახლა კი, სანამ ამ პოსტის კითხვას დავიწყებდი, სამზარეულოში დავლიე ერთი ჭიქა და მეორე ჭიქა შემოვიტანე აგერ.
წყალს ვსვამ უზომოდ და უაზროდ ბევრს :>
ძალიან ძალიან მიყვარს, წყლის გარდა სხვა სითხეებიც მიყვარს, ჩაი, ყავა, წვენები ყველაფერი :))
უი, ეგ რა ცუდია. მე კიდევ იმდენ წყალს ვსვამ, არ მყოფნის :) წყალზე გემრიელი არაფერი მგონია ამქვეყნად. ორგანიზმს ძალიან სჭირდება წყალი, განსაკუთრებით ზაფხულში უნდა დალიო ბევრი წყალი ადამიანმა.
ვეთანხმები სოფის.
* 2%-ით წყლის უკმარისობა იწვევს უხასიათობას.
* 6-8%-ით _ გულის წასვლა.
* 10%-ით _ ჰალუცინაციები და კომა.
* 15-25%-ით _ ორგანიზმში შეუქცევადი პროცესების დასაწყისია და იწვევს ადამიანის დაღუპვას.
ეს ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რაც ჰაიტიზე ათეულობით ადამინი იპოვეს, უწყლოდ რომ იყვნენ 7-10 დღის განმავლობაში. ადრე ფიქრობდნენ რომ 4 დღე უწყლოდ სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ არც მთლად ასე ყოფილა.
მიყვარს და ძალიან ბევრს ვსვამ
: D
"უუუფ, რა ძნელია როცა არ გწყურია, მაშინ წყლის დალევა" - არ უნდა დალიო როცა არ გწყურია. ხალხი ბევრ სისულელეს ამბობს. : D
ვსიო წყლის სმა - ცხოვრებისეული დავალება :| მეც მასე ვარ ყავა, ჩაი და მაქსიმუმ ორი ჭიქა წყალი დღეში - რაც ცოტაა.
ტომუშკა, მართალი ხარ შეიცვალა ალბათ პროცენტები, მაგრამ წყალი, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ეგ ხომ უცვლელია? ასე, რომ მაინც მომიწევს სმა :))
ოთო, მე ძლით წყლის სმა ვისწავლე და ბედნიერი ვარ :))))
კიიი, მაკა, რაც ყველაზე ცუდია წყალი შეიძლება შემიცვალოს ერთმა ლუკმა კიტრმა, ანუ სველი საჭმელიც კი მიცვლის წყალს :(
cigarette addicted გაგიგიათ, internet addictedიც გაგიგიათ, და წყალ addicted თუ არ გაგიგიათ მე ვარ : )) ვგიჟდები წ ყ ა ლ ზ ე ...
ეგ შეგიძლია საუკეთესო თვისებების სიაში მიაწერო :)))
თემა მართლაც აქტუალურია, მითუმეტეს ზაფხულში. გირჩევ როგორც ექიმი, პროცენტები თავიდან ამოიგდე და ყურადღება მიაქციე შარდის ფერს. შარდი ბაცი ჩალისფერი უნდა იყოს, თუ ყვითელია ე. ი. სითხე გაკლია და საჭიროა მეტი სითხის მიღება. ნუ დაელოდები წყურვილს, დალიე მანამდე.
+
http://cartveli.blogspot.com/2010/06/blog-post_14.html
Post a Comment