Tuesday, July 06, 2010

1.2.3.4...


1. მას შემდეგ რაც წყლის სმა დავიწყე ”რას ქვია არ გწყურია საჭიროას” მეთოდით, გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, აღარც ენერგიის ნაკლებობას ვუჩივი და აღარც თავის ტკივილს. იმდენი ხანია არ შევუწუხებივარ თავს, რომ ხანდახან ხელით ვამოწმებ ხომ მართლა მიმშვენებს მხრებსთქო :))) მოკლედ მართალი ყოფილა, ის სტატია, რომელიც უკვე ჩემი ბლოგის მაზოლად გადაიქცა. მეც გახარებული ამ სიმართლით სადაც შემიძლია თუ არ შემიძლია ყველგან ვქადაგებ წყლის სმის აუცილებლობაზე :)
2. ნასტასიამ თავისი მეგობრის საშუალებით გადასცა ბატონ იან გილანს ჩემი სიყვარულით სავსე ერთი წინადადება და მანაც ასევე სიყვარულით სავსე ერთი წინადადბა შემომითვალა: ”ძალიან მიხარია იმ გოგონას ასე, რომ ვუყვარვარო” :))) არ ვიცი იმ სტატიაში შევიდა თუ არა ეს ფრაზა მთელი ტირაჟის ყიდვას, რომ ვაპირებდი, მაგრამ რაც მთავარია ჩემმა გზავნილმა ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა და მშვენიერი ნასტასიას წყალობით ადრესატს ჩაბარდა.
3. ადვოკატის სალიცენზიო გამოცდები ჩავაბარე სამოქალაქოს მიმართულებით, არავის არ დავუჯერე, რომ საერთოზე გავსულიყავი და ალხა მგონი ცოტას ვნანობ?! სიმართლე, რომ ვთქვა არა, მაგრამ ალბათ უკეთესი იქნებოდა ჩემი სიჯიუტე გვერდზე გადამედო და მეაცადა, სპორტული ჟინის გამო მაინც :)))
4. ჩემს სახლში ჯდომას ბოლო მოეღო, მართალია სანათესაო-სამეგობრო მაინც მოძჲლებული მყავს, მაგრამ, ნელა-ნელა ვიწყებ წანწალს. მაგალითად კვირას მე, ბუსიკო, ჩემი სკვინჩა და ბუსიკოს თორა სიონის ტბაზე ვიყავით. მანამდე უუუუუუსაყვარლესი კოპლებიანი საცურაო ”კოსწიუმი” შევიძინე და კიდევ ერთელ დავრწმუნდი, რომ კოპლიანი ყველაფერი მელამაზება :))) როგორი დრო გავატარე ტბაზე?
- იმდენჯერ ჩავეფალი ტალახში, რომ ოფიციალურად გამომიცხადეს ალბათ უბრალოდ ტალახის აბაზანებს იღებო.
- რაში აღარ გავეხვიე ჩემი ”მზეთ უნახავი” კანის გამო, მაგრამ ცხვირის წვერიდან ფეხის ნეკა თითის ჩათვლით მაინც დამწვარი ვარ და უსაფუძვლოდ ვიმედოვნებ, რომ სიწითლე რუჯში გადამივა (ადრე თუ გვიან).
- ტყეში სურათების გადასაღებად შესულს კოღოებმა ისე სასტიკად დამკბინ-დამტკვრეს, რომ მთელი ადგილი არ დამიტოვეს.
თუუმცა, მიუხედავად ყოველივესი მაინც იყო პოზიტიური დღე, ბოლოს და ბოლოს დიიიდ და დიად გრიგოლს ბოლო ხმაზე ვაღიარებინე, რომ ცურვა ვიცი :))) ყოველშემთხვევაში ჩემ თავს ვერევი და სხვები ჩემს იმადად ნუ დაიხრჩობით ვერ გიშველით :) კიიიიდევ ჩემი თმის არაამქვეყნიურობის აღიარების მომსწრე გავხდი, ყველამ აღიარა რომ მზეზე აშკარად მწითური თმა მაქვს, ხოლო ჩრდილში ჩვეულებრივი, ბანალური წაბლისფერი :)) კიიიიდევ ბევრი ვიცინე, კარგად გავგრილდი, ძლიან დავიღალე და ახალშობილივით ვიძინე :))) წესით ამ დღეზე უფრო დიდ პოსტს უნდა ვწერდე, მაგრამ რადგანაც გამოტოვებულ ეპიზოდებზე ვწერ, მირჩევნია ყველაფერი გავიხსენო ცოტ-ცოტაა.
5. ვიიიცი, რომ კანტიკუნტანდ შემორჩენილ ჩემი ბლოგის მკითხველებს ყველაზე მეეეტად ჩემი ფილმები მოენატრა :))))) ხოოოდა, იმ გაცდენილი კვირების ასანაზღაურებლად ერთ საინტერესო ფილმზე დავწერ. ეს არის where the heart is. მგონი ყველას აქვს ნანახი ნატალი პორტმანი თამაშობს 17 წლის ორსულ გოგონას, რომელიც ჰიპერმარკეტში ცხოვრობს, ხვდება უამრავ საინტერესო ადამიანს და ბოლოს ცნობილი ფოტოგრაფი ხდება. ეს ფილმი გამუდმებით მახსენებს ერთ რამეს, ადამიანმა შეიძება შეცდომა დაუშვას, შეიძლება ძალიან დიდი შეცდომა დაუშვას, მაგრამ მთავარია სწორად გააგრძელოს ცხოვრება და არასდროს არაფერია იმდენად დაგვიანებული, რომ თავიდან დაწყებად არ ღირდეს, არ ღირდეს უბრალოდ ცადო :)
6. ჩემი ბლოგის გამოცოცხლებაზე იზრუნა ბატონმა Jo-მ, ბლექმა არა ქეიმ :))) ამიერიდან ჰედერიდან მოგესალმებათ ლურჯთმიანი ლალენა, ოდნავ მორცხვი, უფრო მეტად ჭორფლიანი და საოცრად შეყვარებული (ბუსიკოზე და დანარჩენ სამყაროზე) :))) ხოოოდა, ლალენა რის ლალენაა მხოლოდ სიტყვა მადლობას, რომ დასჯერდეს? უკვე მოიფიქრა როგორ გადაუხადოს მადლობა არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად... რაფაელო არაფერშუაშია!

სულ ეს იყო :))

p.s i’m not jobless anymore :)

12 comments:

babisa said...

მომეწონა შენი ახალი დიზაინი და პოსტიც რომ დამხვდა ახალი, გამიხარდა
სიონის ამბებიც მესიმპატიურა და ძაან ნუ დაიკარგები ხოლმე :*

Keti said...

მეც მომწონს ახალი დიზაინი :)
და გამოცდების ჩაბარებას გილოცავ! :)


რაც ჩამოცხა, უზომოდ ბევრ წყალს ვსვამ, არადა ზამთარში სულ არ მახსენდება ხოლმე

Anonymous said...

კარგი დიზაინია ლალენა! და რა კარგი დრო გაგიტარებია!
მანდ ნატალი ძალიან კარგია (ან სადაა რო ცუდი?:D)

clown said...

კარგი დიზაინია ^_^

ხოდა გამიხარდა რომ მოხვედი ^_^

OTO said...

WOW rebranding : D

ძალიან მომწონს. თან HEADER - იც ისეთია როგორიც უნდა იყოს : ) 5+

Lalena said...

babisa მგონი განახლებული ბლოგი "მაიძულებს", რომ არ დავიკარგო :)) მიხარია, რომ მოგეწონა, სიონი მართლაც, რომ კარგი იყო, იმდენად, რომ მეორე დღესვე დავიწყე ბისზე ფიქრი :))

ქეთი, მაააადოლიი, უფ მეც მიხარია, რომ მოვიშორე ეს "ჭირი" :)) წყალი არც მე მახსენდებოდა, მაგრამ ახლა თოთო ბავშვივით სულ ბოთლით დავდივარ :)))

როდრიგო მართალი ხარ ნატალი არც მე მინახავს ცუდ როლში, არც უთამაშია არსად ცუდად, ნუ რაც მე ვიცი და მინახავს :))

კლოუნ, მე კიდევ გამოხარდა, რომ დამიკომენტარე, ყველას კომენტარეი ჰამოხარდა, მოკლედ გამიხარდა, რომ დამხვდით :))))

ოთო რა მექნა? მშურდა და მშრდა შენი ჰედერების ხოდა აი! მოგბაძე :))))

Kiwi said...

მომენატრა შენი პოსტების კითხვა :>
ასე რატომ მოგვანატრე თავი?! :)
კიდევ ერთხე ვიტყვი რომ სასარგებლოა ხალხნო წყალიი :)))) დალიეთ!!!
კარგია "თბილი" დღეები ყველანაირი ნეგატივის მიუხედავად, მთავარია რომ მაინც გაერთე :>

Kiwi said...

P.S დიზაინი მომწონს :>

Kate said...

ლალე...
საყვარელი...
ძალიან საყვარელი ჰედერი გაქვს.
ნატალი მანდ მართლა ძალიან საყვარელია. ამას წინათ მეც ვუყურე და კიდევ ერთხელ ვისიამოვნე.

კარგია, თუ დასვენებას აპირებ.
სამსახურს გილოცავ. :***

Lalena said...

kiwiii, საყვარელო მადლობა თბილი სიტყვებისთვის, შევეცდები აღარავის მოვანატრო თავი :)))) დიზაინი რაღა დაგიმალო და მეც მომწონს :))

ქეეეით, ჰედერი ისე სპონტანურად და უმტკივნეულოდ შევცვალე, ნუ მე კი არა ჯო კეიმ შემიცვალა მთლიანად დიზაინი, რომ ბედნიერებისგან ახალი წერის ჟინი გამეხსნა :))
მადლობა მოლოცვილთვის :*

Kate said...

ხო, მეც ეგრე ვარ.
უბრალოდ დაღლილობის ფონზე ვერ ვწერ ხოლმე.
:****

ნასტასია said...

ინტერვიუში არ შესულა ეგ, უბრალოდ, გილანმა გაიგო ლალენას შესახებ.

ჰედერი გადასარევია, გემოვნებანი ავტორის ხელი ეტყობა <3

და წყალი მართლა კარგია, მით უმეტეს ასეთ სიცხეებში : )