Sunday, February 21, 2010

The legend of Zorro


იმდენად რამდენადაც, ბლოგს მოაკლდა ჩემი ხელი, დღევანდელი კვირისთვის გადავწყვიტე შემერჩია ფილმი, რომელიც იქნებოდა მსუბუქი, ცოტა წასათავგადასავლო და ავარჩიე The legend of Zorro -ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ფილმი. მეორე ნაწილი არ მქონდა ნანახი და ახლახანს ვნახე. ისევ ბავშვობაში დავბრუნდი, ფუშფუშა კაბებზე დავიწყე ოცნება და ჩემ გრიშოლის კიდე ლეგენდარული ნიღაბი მოვარგე, აბა მე თუ ელენა ვიქნები ზორო ვინ უნდა იყოს თუ არა მისი უდიდებულესობა ბატონი სა-ქმრო (თეე ”სა” არაფერს გაგონებს? :))) )


რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო ანტონიო ბანდერასის და კეტრინ ზეტა ჯონსის ხილვა ერთად, რამეთუ ბავშვობაში თითოეული ცალ-ცალკე და ორივენი ერთად უიდიალურესებად მომაჩნდნენ. თანაც მეორე ნაწილში უკვე დაქორწინებულები არიან, შვილიც ჰყავთ. დიეგო დე ლავეგა ისევ პატივსაცემი კაცია, აქვეა ბოროტი ბიძიებიც რომლებიც ყველაფერს თავდაყირა აყენებენ, თუმცა ზორო რის ზოროა თუ ორმოცდაშვიდასს კაცს არ შეებრძოლა და გაიმარჯვა?! თუმცა მეორე ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი გმირი მაინც ცხენია :))) თუკი რამეს წააწყდა ძირს დაგდებულს ყველაფერს პირში იტენის და ამით იმდენი სახალისო კადრი გამოდის, რომ გულწრფელად იღიმი ყურედან ყურამდე :)))


მოკლედ, ნამდვილად ღირს ფილმი ნახვად, ბავშვობაში დაბრუნებად და ნიღბიან სიმპიტაურ ყმაწვილზე ოცნებად ;)

Saturday, February 20, 2010

ტადაააააააააააამ


ჰეფი დაბ დღე თუ მი :))))

-გილოცავ!

-მადლობა!

-დიდი გოგო გაიზარდე!

-22 წლის მერე გოგონები სიმაღლეში ზრდას წყვეტენო ხოოოდა რა ვნქა ახლა უნდა დავკმაყოფილდე ჩემი 70 სმ-ით, მეტი იქით არააო :) 

-კაი მაშინ დიდი გოგო გაიზარდე ჭკუთა და გონებით! გულში რაც კი ჩაგიფიქრებია ყველაფერი აგსრულებოდეს, როგორც პირად ცხოვრებაში ისე კარიერულ წინსვლაში!

-გაიხარე გაიხარე!


ესეც ასე საკუთარ თავს მივულოცე, წავალ ახლა ზარებს ვუპასუხებ :))))

Tuesday, February 16, 2010

ერმიტაჟი




”მუზეუმი” მიღებულია ბერძნული სიტყვიდან ”მუზეიონი”. ძველ საბერძნეთში ეს სიტყვა აღნიშნავდა ადგილს, რომელსაც ხელოვნების მფარველი ქალღმერთები იცავდნენ. ეს არის ის რაც შეგვიძლია წიგნებიდან ამოვიკითხოთ.




ღრმა ბავშვობაში, როცა სულ პირველად გავიგე ერმიტაჟის არსებობა იმდენად მოვიხიბლე, მისი სახელით, რომ პეტერბურგი ზღაპრულ ქალაქად წარმოვიდგინე, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ეტლით გადაადგილდება, სადაც ახალგაზრდა გოგონებს ჯერ კიდევ ფუშფუშა კაბები აცვიათ და სადაც უამრავი ჯადოსნური ნივთით ”გამოტენილი” ულამაზესი სასახლე ერმიტაჟი დგას. წლები გავიდა, ახლა ბავშვს ნამდვილად ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს, მაგრამ წარმოდგენა არ შემცვლია, პეტერბურგი ისევ ზღაპრული ქალაქი მგონია, ერმიტაჟი კი ჯადოსნურნივთებიანი სასახლე.


არ მინდა ისტორიის მოყოლა, მოსაწყენი იქნება, თან ყველამ იცის, რა შუაშია ეკატერინე დიდი და, რომ ნამდვილი სასახლეების შენობაშია განთავსებული მუზეუმი. უბრალოდ იმის თქმა მინდა რამდენად მდიდარი და მრაფალფეროვანია ერმიტაჟი. იგი მოცავს სამყაროს ხელოვნების ისტორიას, მასში ძველი ეგვიპტური და ბერძნულიდან დაწყებული პრესიტრორიული, იტალიური რენესანსის, იტალიურ-ესპანური, ბაროკოს, გერმანულ-ფრანგული, რუსული, ნეოკლასიკური, იმპრესიონიზმის და პოსტიმპრესიონიზმის ხანის ხელოვნებისა და კულტურის ნიმუშებია წამოდგენილი. აქ არის დეგა, რენუარი, ვან გოგი, ტიციანი, რაფაელი. წარმოდგენაც კი თავბურს მახვევს.




მოკლედ, ეს არის პოსტი სერიიდან: კიდევ ერთი ჩემი ოცნება, რომელიც არც ისე შორსაა, მაგრამ შორსაა :)

Saturday, February 13, 2010

ებაუთ მი პოსტი


While i was away:

1. ჩემმა კომპმა აურია და შესაბამისად ნაკლებ დროს ვატარებდი ბლოგზე, თუ სასწაულებრივი გზით პოსტს დავწერდი ფოტოს ვერ ვტვირთავდი, თუ პირიქით ფოტო აიტვირთებოდა სიტყვები იკარგებოდა. ბოლო ორი პოსტი სწორედ ასეთი წვალების შედეგი იყო, მოკლედ კომპის ჯანმრთელობა პირადპირპორპორციულად აისახა ჩემს აქტიურობაზე ბლოგზე! თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ახლა ყველაფერი კარგადაა: კომპიც ჯანმრთელად მყავსდა წერის სურვილი ჯერ კიდევ გამაჩნია :)

2. უნიში გამოცდების პერიოდი მაქვს. 4 ჩავაბარე 2 დამრჩა, ოთხივეში ფრიადი მაქვს, არადა არ ვგეგმავდი :)))))))) სავარაუდოდ 1ში კიდევ მექნება ფრიადი, აი მეორეში მგონია ავარიულად მაქვს საქმე :(

3. ბუღალტერიის წარმოება დავიწყე. სულ იმას ვიძახი სად მიდის ჩემი ქეციანი ფული? რაშჳ მეხარჯება, ხოოოდა იანვრის გამოვთავლე და 204 ლარი გამიქრია :)) იქ შუზიო, შოდიში კაბა მომეწონა, ნინოობა იყო, დედიკოს დაბ დღეც... მოკლედ ამიერიდან უდა გავწერო შემოსავლები და გსავლები :)))

4. Ipodი მინდოდა და ვიყიდე,გუშინ! ოღონდ Nano, 8 Gb-იანი. ახლა ვტენი და ვტენი სიმღერებით და ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ მართლა ჩემია. შარშანდელი წელი შეცდომების მქონდა, ეს წელი უნდა გამოვასწორო. პირველი რაც მინდოდა ეს პაწაწინა ყუთი იყო და ვერ მოვაბი თავი, ახლა გამოვასწორე.

5. დღეს კიდევ მინდა რაღაც-რუღაცეები ვიყიდო, ალბათ...

Tuesday, February 09, 2010

Ipod

არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად 

ჯერ-ჯერობით მხოლოდ მინდა :(

Sunday, February 07, 2010

Entrapment




ესეც ასე, დღევნადელი კვირისთვის ბავშვობას ვიხსენებ. არ ვიცი რამდენად წარმატებული ფილმია, მაგრამ ბავშვობაში ძლიან მომწონდა ეს კრიმინალურ-სათავგადასავლო-დეტექიურ-კომედიურ-რომანტიკული მელოდრამა :)))) განსაკუთრებით მხიბლავდა კეტრინი ამ ფილმში და სულ არ ვაპროტესტებდი თეთრწვერა და ჭაღარა შონი, რომ უყვარდებოდა (არადა ამ პერიოდში გავიგე, რომ ჩემს კლასელს მასზე 10 წლით უფროსი ბიჭი მოსწონდა და ყბა ჩამომვარდა ქვევით). ყველაზე ლამაზ კაბად აღვიქვამდი იმ წითელ კაბას, რომლის ზომაც თითქოს შონმა გამოიცნო და აჩუქა. აბა მისიას ”მოვიპაროთ ნიღაბი” გარდა აკვალანგის კოსტუმისა ხომ ჭირდებოდა სოლიდური სამოსიც?! დაუვიწყარია კადრები თუ როგორ ამზადებს ლაზერის ხლართებში გასავლელად შონი წითელი ძაფებით. მოკლედ იმ პერიოდში ფილმები მისიებზე, შეუსრულებელსა თუ შესასრულებელზე, მოდაში იყო და მეც ამ მოდას ავყევი :)



Friday, February 05, 2010

შეგონება საკუთარ თავს


ქანდაკებას შესახედაობა ამშვენებს, ადამიანს საქმენიო...



არ ვიცი ამ სიტყვების ავტორი, მაგრამ ამ ბოლო დროს, რომ ამეკიდა ფაქტია. რაღაცნაირი პერიოდი მიდგას ცხოვრებაში, ისეთი სახელს, რომ ვერ ვარქმევ, თითქოს ყველაფერს ვაკეთებ რასაც უნდა ვაკეთებდე, მაგრამ თან მგონია, რომ აზრი არ აქვს. რუტინამ ჩამითრია მორევში და უსასრულოდ მიმითრევს. ყველ დღე ერთი და იგივე მეორდება. ვგრძნობ, რომ გრძნობებს ისე მძაფრად ვეღარ შევიგრძნობ, ემოციებს ისე ვეღარ გადმოვცემ და მეშინია საკუთარი თავის, არ მინდა ვიყო რუხი :( ყოველ დღე ”ვზრუნავ” და ”საქმეს” ვაკეთებ, ხანდახან ”ვიღიმი” და ”ვმხიარულობ”, უფრო მეტად მოწყენილი ვარ და საკუთარ ცხოვრებას ვაკვირდები, ჩემს მიზნებს, ამბიციებს, სურვილებს, რომელზეც ერთი დაიგივეს ვფიქრობ მხოლოდ იმდენი მინდა რამდენსაც ვიმსახურებ, რამდენიც მეკუთვნის... მერე და რამდენი მეკუთვნის? ან რამდენს ვიმსახურებ?! რა არის საზომი ერთეული?
დამესიზმრა თითქოს, ტრიბუნაზე ვიდექი, მგონი რაღაც სასწავლებელი იყო და რეფერატს თუ რაღაც მსგავს ვიცავდი, ბოლოს არ ვიცი რა შუაში იყო მაგრამ ილიას სიტყვებით დავამთავრე:




კაცად მაშინ ხარ საქები,

თუ ეს წესი წესად დარგე,

ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე:

აბა, მე დღეს ვის რა ვარგე...


დავასრულე თუ არა სტროფი ფრუცლები გამივარდა და დაფიანტა, მერე მეც თითქოს ვიღაცას გავუარდი ხელიდან და ვიფანტებოდი უსასრულობაში, ვარდნამ შემაშინა და გავიღვიძე...

Wednesday, February 03, 2010

წერილი თუ სიხარული?!


მოსყინდა უსაქმოდ ყოფნა მოსწყდა თვალის ქუთუთოს და ჭორფლიან ლოყას ჩამოეკიდა...


-წერილი გინდა თუ სიხარული?!
-წერილი!
-ოოო, რა დროს წერილია, სიხარული რაა სიხარულიიი!!
-კარგი, საიხარული...
-როდის?
-დღეს!
-მაგრად თუ ნელა?
-მმმ, მაგრად :(
-რომელ თვალში?!
-მარცხენაში...
-ჩემია ჩემიიი


მერე ჩემი სკვინჩა დაიკო თმაში მქაჩვდა და იმ იმედით, რომ მაგრად გაუხარდებოდა სულ რამდენიმე წამში ჩემი თმა ბღუჯად ეჭირა ხელში. არსადროს დავკვირებივარ ასრულება ეწერა თუ არა შეპირებულ სიხარულს, ან ჩემი დაკარგული თმის ღერების წყალობით იყო თუ არა ეს სიხარული მძაფრზე მძაფრი.


ახლა აღარავინ მეკითხება წერილი მინდა თუ სიხარული. ახლა გული მწყდება, რომ წერილს მეილებმა და მესიჯებმა ჩაანაცვლეს. სულ ერთი კვირის წინ დედიკოს და მამიკოს წერილები წავიკითხე, დედა სამშობიაროში იწვა და მამა ამხნევებდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ”შეცდომა” გამომესწორებინა, დროსა და პროგრესს დავუპირისპირდი და წერილი დავწერე. ვცდილობდი ლამაზად მეწერა, უშეცდომოდ... დაახლოებით ერთი საათი დამჭირდა, მერე ბლოკნოტიდან ამოვხიე სიტყვებით გამოტენილი ორი ფურცელი და გვერდები მაკრატლით შემოვუსწორე. თაროდან საგულდაგულოდ შენახული წითელფხაჭებიანი თეთრი კონვერტი გადმოვიღე და ორად გაკეცილი წერილი შიგ მოვათავსე, როცა თავი გადავუკარი ვიგრძენი, რომ გული სწრაფად მიცემდა და სახეზე სიხარულის ღიმილი დამთამაშებდა. რა, თქმა უნდა ვერ მოვითმინე და იმ საღამოსვე (თუ ღამე) მივახალე გრიშოლის ხვალ სურპრიზი გელისთქო. ”ხვალ” საშინელება მოხდა, როცა კონვერტი ჩანთიდან ამოვიღე და ვუთხარი ფოსტაში მივდივართ წერილი უნდა გამოგიგზავნოთქო, იმდენი იწუწუნა და დამემუქრა ჩემ მაგივრად სხვამ რომ გახსნას მერეო?! რომ ასე უმარკოდ და უმისამართოდ დავუთმე :( თუმცა არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, როცა წერილს კითხულობდა, ჩვენს პირველ წერილს...