
იმდენად რამდენადაც, ბლოგს მოაკლდა ჩემი ხელი, დღევანდელი კვირისთვის გადავწყვიტე შემერჩია ფილმი, რომელიც იქნებოდა მსუბუქი, ცოტა წასათავგადასავლო და ავარჩიე The legend of Zorro -ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ფილმი. მეორე ნაწილი არ მქონდა ნანახი და ახლახანს ვნახე. ისევ ბავშვობაში დავბრუნდი, ფუშფუშა კაბებზე დავიწყე ოცნება და ჩემ გრიშოლის კიდე ლეგენდარული ნიღაბი მოვარგე, აბა მე თუ ელენა ვიქნები ზორო ვინ უნდა იყოს თუ არა მისი უდიდებულესობა ბატონი სა-ქმრო (თეე ”სა” არაფერს გაგონებს? :))) )
რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო ანტონიო ბანდერასის და კეტრინ ზეტა ჯონსის ხილვა ერთად, რამეთუ ბავშვობაში თითოეული ცალ-ცალკე და ორივენი ერთად უიდიალურესებად მომაჩნდნენ. თანაც მეორე ნაწილში უკვე დაქორწინებულები არიან, შვილიც ჰყავთ. დიეგო დე ლავეგა ისევ პატივსაცემი კაცია, აქვეა ბოროტი ბიძიებიც რომლებიც ყველაფერს თავდაყირა აყენებენ, თუმცა ზორო რის ზოროა თუ ორმოცდაშვიდასს კაცს არ შეებრძოლა და გაიმარჯვა?! თუმცა მეორე ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი გმირი მაინც ცხენია :))) თუკი რამეს წააწყდა ძირს დაგდებულს ყველაფერს პირში იტენის და ამით იმდენი სახალისო კადრი გამოდის, რომ გულწრფელად იღიმი ყურედან ყურამდე :)))
მოკლედ, ნამდვილად ღირს ფილმი ნახვად, ბავშვობაში დაბრუნებად და ნიღბიან სიმპიტაურ ყმაწვილზე ოცნებად ;)
9 comments:
ეუჰ....
ძაან მაგარი გითხრა: ბავშვობაში, ისეთი დეგენერატი გახლდით მე და ჩემი ძმა, რომ როცა ამის კასეტა ვიგდეთ ხელთ, ეგრევე იქიდან დავიწყეთ ყურება, საიდანაც ჩაირთო.
ეს, დაახლოებით, ის ადგილია, ბანდერასი წვერებიანი ტიპი რომაა და ძმას რომ უკლავენ...
ჰოდა კარგი 1 თვე ზუსტად ამ ადგილამდე ვახვდევდით და არ ვიცოდით, რომ ზორომდე თურმე ზორო I თუ არსებობდა :)))
უი, II ნაწილი არ მაქვს ნანახი
moic, meore nawils raze ambob, gadaiges? 0_o
mec zxalian miyvarda da miyvars :))
აუ მეც არ მაქვს მეორე ნაწილი
კიდევ ერთი ფილმი ჩადგა რიგში
ე.ი.
არ დაგიმალავ და პირველად ზოროს რომ ვუყურე, მხოლოდ დეიდა კეტრინის გამო მომეწონა. აღფრთოვანებული ვიყავი მისი სამოსით, და ფიზიკური მონაცემებით. არ მახსოვს ეგ რა ასაკში იყო, მაგრამ იყო ფაქტია. სიმართლე რომ ვთქვა, დეიდა კეტრინი ჯერ კიდევ იმ ემოციის გამო მომწონს.
რაც შეეხება ახალ, მეორე ნაწილს, მე, თქვენსგან განსხვავებით, ქალბატონო სპილუკ, მთავარ პერსონაჟად მაინც იმ თავხედ ბაღანას ვთვლი. მაგარი როჟაა და საყვარელი ანცი ბაღანაა.
ძალიან გამეხარდა რომ ამ ფილმზე დაწერე, თუმცა შეპირებულ განხილვას რომ ვერა და ვერ ვეღირსე, არც ისე მომწონს.
ასე რომ, შემდეგში ველი ან თავის მართლებას, პირველ აბზაცში, ან უშუალოდ ფილმის განხილვას.
პატივისცემით, ჩხრ
ზურიუსს სერიოზულად ვიხალისე მადლობა შენ და შენს ძმას რა თქმა უნდა :)))
გოგონებო აუცილებლად ნახეთ :)
ბუუუს, ჯერ ადრეა იმ ფილმზე დაწერა, ცოტაც მოიცადე და დავწერ :P
არ მომწონს არც კეტრინი და არც ბანდერასი და არც ზორო.
უიიი, პირველი ხარ ვისაც ზორო არ მოწონს ”ჩემს პრაქტიკაში” :)))
კატრინი ყველაზე ლამაზი ქალია
Post a Comment