Saturday, February 13, 2010

ებაუთ მი პოსტი


While i was away:

1. ჩემმა კომპმა აურია და შესაბამისად ნაკლებ დროს ვატარებდი ბლოგზე, თუ სასწაულებრივი გზით პოსტს დავწერდი ფოტოს ვერ ვტვირთავდი, თუ პირიქით ფოტო აიტვირთებოდა სიტყვები იკარგებოდა. ბოლო ორი პოსტი სწორედ ასეთი წვალების შედეგი იყო, მოკლედ კომპის ჯანმრთელობა პირადპირპორპორციულად აისახა ჩემს აქტიურობაზე ბლოგზე! თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ახლა ყველაფერი კარგადაა: კომპიც ჯანმრთელად მყავსდა წერის სურვილი ჯერ კიდევ გამაჩნია :)

2. უნიში გამოცდების პერიოდი მაქვს. 4 ჩავაბარე 2 დამრჩა, ოთხივეში ფრიადი მაქვს, არადა არ ვგეგმავდი :)))))))) სავარაუდოდ 1ში კიდევ მექნება ფრიადი, აი მეორეში მგონია ავარიულად მაქვს საქმე :(

3. ბუღალტერიის წარმოება დავიწყე. სულ იმას ვიძახი სად მიდის ჩემი ქეციანი ფული? რაშჳ მეხარჯება, ხოოოდა იანვრის გამოვთავლე და 204 ლარი გამიქრია :)) იქ შუზიო, შოდიში კაბა მომეწონა, ნინოობა იყო, დედიკოს დაბ დღეც... მოკლედ ამიერიდან უდა გავწერო შემოსავლები და გსავლები :)))

4. Ipodი მინდოდა და ვიყიდე,გუშინ! ოღონდ Nano, 8 Gb-იანი. ახლა ვტენი და ვტენი სიმღერებით და ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ მართლა ჩემია. შარშანდელი წელი შეცდომების მქონდა, ეს წელი უნდა გამოვასწორო. პირველი რაც მინდოდა ეს პაწაწინა ყუთი იყო და ვერ მოვაბი თავი, ახლა გამოვასწორე.

5. დღეს კიდევ მინდა რაღაც-რუღაცეები ვიყიდო, ალბათ...

16 comments:

clown said...

გილოცავ ^^

Kate said...

გილოცავ.
კარგი შედეგია.
გამოცდები არ მიხსენო :((((


ფულის დათვლა კი ნამდვილად კარგი იდეაა.

Lalena said...

მადოლი ბავშვებოო, ისეთი აჟიიტირებული ვარ იიიიიისეთი მტრისას :))) :*

Kate said...

არაფრის, გაიხარე.

Grigol said...

აჰა, და მე ერთხელაც არ უნდა მახსენო არა? :)))))))

მიყვარხარ!

italiana said...

აუ რა მაგარია 8 გბ..

Lalena said...

მე მაპატიე ბუუუს, აუცილებლად გამოვასწორებ! :*

ნატალი აბბააა :)))ჯერ ვერ შევავსე :)))

Sophie שרה Golden said...

ააა, რა მაგარი ხარ!!! შემოსავალ-გასავლები უნდა ვისწავლოო და რამდენი რამე გიყიდია, გოგოოოოოოოო!
გილოცავ აიფოდს :) მე არა მაქვს და ვერც წარმომიდგენია, რომ ეგ ვიყიდო, მერე მთლად უნდა დავშტერდე და სულ ვუსმინო :|

Kate said...

აუ მეც გამოვშტერდები. ისედაც სულ მობილურში მაქვს მუსიკა ჩართული.

სკვინჩა said...

მმმ, ისე ჩემო სპილოო მინდა გითხრა რომ , შენი შენაძენი ჩემთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდაა... როგორ იქნა დავისვენე შენი გაუთავებელი წუწუნისგან და გაბადრული სახითაც უფრო ხშირად გხედავ შენი ნანატრი ipod-ით ხელში :))))

Grigol said...

ვაა, სკვინჩ! შენ და ბლოგი? არ მჯერა :)))))))

perfect stranger said...

ვაააა, ნინოოოო? ბლოგი? ვააახ, რა არ ხდება ქვეყანაზე :D სალლო გილოცავ ipod-ს :*
ისე ჩემსას ისედაც ავიწყდებოდა არსებობდა და შენ სულ დაეხმარე :D

Lalena said...

სოოფ მე უკვე მასთ დღეში დაშტერებული დავდივარ :)))

ქეთი მეც მობილურით ვუსმენდი, მაგრამ მობის ”ნაუშნიკებ” ჩემ ხელშჳ ცუდი ბედი ეწიათ :((

ჰმ, შე სკვინჩა შენა :))

თეეეე, მე იმავე დღეს გიბრუნებდი შენ დაგეზარა ჩამოსვალა :P

Kate said...

ხო, ჩემებსაც იგივე ბედი ეწიათ.

Keti said...

გილოცავ აიპოდს და საერთოდაც, მიხარია, რომ ყველაფერი კარგად არის :))

Lalena said...

გაიხარე ქეეთ :*